Goal.Ge

ალვეში და ალბა არგენტინელები რომ ყოფილიყვნენ...მიზეზი, რის გამოც მესი ნაკრებში ჩამქრალია


ალვეში და ალბა არგენტინელები რომ ყოფილიყვნენ...მიზეზი, რის გამოც მესი ნაკრებში ჩამქრალია

არგენტინის ნაკრებში ერთი შეხედვით ყველაფერი რიგზეა. "ალბისელესტემ" გადალახა ჯგუფური ეტაპი და 1/4 ფინალი, წინ ბრაზილიასთან დაპირისპირებაა. ის ფაქტი, რომ "თეთრ-ლურჯები" "სელესაოს" არ ჩამორჩებიან, ბევრ რამეზე მეტყველებს.

სინამდვილეში, სამხრეთ ამერიკელთა პროგრესი მხოლოდ ზედაპირული, სტატისტიკური ანომალიაა და ლიონელ სკალონის გუნდი ერთ-ერთი ყველაზე სუსტი არგენტინაა თავის ისტორიაში. "ალბისელესტეს" უმთავრესი პრობლემა მესის ფაქტორია, მისი არსებობა, მასზე ნარკომანიული დამოკიდებულება და მოლოდინი.

ალვეში და ალბა არგენტინელები რომ ყოფილიყვნენ...მიზეზი, რის გამოც მესი ნაკრებში ჩამქრალია

უკვე 10 წელზე მეტია, რაც "თეთრ-ლურჯების" გულშემატკივრები ლეოსგან ელიან "ბარსელონურ" ხარისხსა და სტანდარტს, მაგრამ ისინი ცრემლებსა და მწუხარებას იღებენ. დიახ, არგენტინელი ბევრს შრომობს, აკეთებს ასისტებსა და სხვა ქმედებებს, მაგრამ ვის ადარდებს ეს, როცა თამაშის საერთო სურათით "ალბისელესტე" პირობით პარაგვაისაც არ აღემატება.

ალვეში და ალბა არგენტინელები რომ ყოფილიყვნენ...მიზეზი, რის გამოც მესი ნაკრებში ჩამქრალია

პრობლემის მარტივად აღქმისთვის შევადაროთ ერთმანეთს ორი ლიონელი, კატალონიასა და ეროვნულ გუნდში მოასპარეზე. "ბლაუგრანაში" - დარტყმები საშუალოდ ერთ მატჩში: 5.6, დარტყმები საჯარიმოდან: 2.6, დარტყმები მისი პასის შემდეგ: 3.1, წარმატებით განხორციელებული დრიბლინგი: 4.5.

არგენტინაში - დარტყმები საშუალოდ ერთ მატჩში: 3, დარტყმები საჯარიმოდან: 1.3, დარტყმები მისი პასის შემდეგ: 0.7, წარმატებით განხორციელებული დრიბლინგი: 4. როგორც ვხედავთ, ჩვენს წინ ორი სხვადასხვა ფეხბურთელია.

ალვეში და ალბა არგენტინელები რომ ყოფილიყვნენ...მიზეზი, რის გამოც მესი ნაკრებში ჩამქრალია

მესის აღნიშნული უსიამოვნების შესახებ უკვე ბევრი ითქვა და დაიწერა, მაგრამ მიზეზებს არავინ ეძებს. მოდით, ჩვენ ვცადოთ. დიახ, ლეო არის ინდივიდუალისტი, რომელსაც მატჩის ბედის გადაწყვეტა მარტოს შეუძლია, ამის მიუხედავად, "ალბისელესტეს" ლიდერს გუნდი მაინც სჭირდება.

იგივე "ბარსელონაში" ზუსტად ანალოგიური სიტუაციაა - ლიონელის შედეგიანობა კატალონიელთა ქმედუნარიანობის პროპორციულია. რაც შეეხება "თეთრ-ლურჯებს", ნაკრებს ბევრი სუსტი წერტილი აქვს, მაგრამ ყველაზე კატასტროფული მდგომარეობა დაცვის ფლანგებზეა.

ალვეში და ალბა არგენტინელები რომ ყოფილიყვნენ...მიზეზი, რის გამოც მესი ნაკრებში ჩამქრალია

ხავიერ ძანეტის შემდეგ, სამხრეთ ამერიკელებს ძლიერი ვინგბექები არც ჰყოლიათ. შეგვიძლია გავიხსენოთ პაბლო საბალეტა, მაგრამ "ქალაქელმა" კარიერის საუკეთესო პერიოდი გაატარა საკლუბო დონეზე და არა საერთაშორისო არენაზე.

2014 წლიდან არგენტინაში აღნიშნულ პოზიციაზე სრული ქაოსია. "ალბისელესტემ" მარცხნივ დაიწყო ნომინალური ცენტრალური მცველის, მარკოს როხოს გამოყენება, შემდეგ კი "თეთრ-ლურჯების" უკანა ხაზი საერთოდ 4 ცენტრალური მცველისგან შედგებოდა.

ალვეში და ალბა არგენტინელები რომ ყოფილიყვნენ...მიზეზი, რის გამოც მესი ნაკრებში ჩამქრალია

რუსეთში გამართულ მსოფლიო ჩემპიონატზე სამხრეთ ამერიკელებს ფულბექები არც ჰყავდათ, ფლანგებზე ირჯებოდნენ ვინგერები, რომლებიც ფრთას მთლიანად აკონტროლებდნენ. მესიზე აღნიშნული ექსპერიმენტები უარყოფითად ისახება, ლეო ბავშვობიდანვე სულ სხვა გარემოს არის მიჩვეული.

ხოსეპ გვარდიოლა ამბობდა: "შეტევის ცენტრიდან გასავითარებლად, შენ გჭირდება განაპირა მცველების ჩართვა. შეტევის ფლანგიდან გასავითარებლად - ჭკვიანი შუახაზელები." - კატალონიელმა "ბარსაში" დანერგა მეთოდი, რომლის დახმარებითაც "ბლაუგრანამ" ისტორია დაწერა.

ალვეში და ალბა არგენტინელები რომ ყოფილიყვნენ...მიზეზი, რის გამოც მესი ნაკრებში ჩამქრალია

არგენტინელის პროდიუსერები ფლანგებზე წლების განმავლობაში იყვნენ ალვეში, აბიდალი და ალბა, ხორდი ახლაცაა. ისინი მოქმედებდნენ როგორც ერთად, ისე ცალ-ცალკე. ცნობისთვის, ბრაზილიელი ლიონელის კარიერაში საუკეთესო ასისტენტად დღემდე რჩება.

რაც შეეხება თანამედროვე "ბარსელონას", მესისა და ალბას კავშირის გარეშე კატალონიური გუნდის დღევანდელი ფორმაცია პრაქტიკულად წარმოუდგენელია. "ალბისელესტეს" ვინგბექები შეტევაში არ ერთვებიან, ან თუ ერთვებიან, მაშინ ნაკლებად ეფექტურად.

ალვეში და ალბა არგენტინელები რომ ყოფილიყვნენ...მიზეზი, რის გამოც მესი ნაკრებში ჩამქრალია

სწორედ ამიტომ ლეო ურთულესი ამოცანის წინაშე დგება, რადგან მოწინააღმდეგეებს ფლანგზე არავინ იტყუებს. მოვლენების ეპიცენტრი შუაშია, სადაც "თეთრ-ლურჯების" ლიდერი 10 მეტოქეს ებრძვის. არგენტინაში ალბათ ფიქრობენ: "სივრცეები? არა, არ გაგვიგია."

განაპირა მცველების პრობლემაში უკვე გავერკვიეთ, მაგრამ ნუ დავაბრალებთ მათ ყველაფერს. გადავხედოთ "ალბისელესტეს" ცენტრალურებსაც, ვინ არის მათ შორის რეალურად სწრაფი? დიახ, არავინ.

ალვეში და ალბა არგენტინელები რომ ყოფილიყვნენ...მიზეზი, რის გამოც მესი ნაკრებში ჩამქრალია

როდესაც ფულბექი მიდის წინ, პირობითმა ოტამენდიმ ის სწორედ სისწრაფის ხარჯზე უნდა დააზღვიოს. თუ ეს არ მოხდა, დაცვაში უზარმაზარი შავი ხვრელი ჩნდება. ზოგადად, "თეთრ-ლურჯების" უკანა ხაზი ძალიან ძველმოდურია, სადაც არაფერი სმენიათ მაღალი პრესინგის შესახებ.

ყატართან, ვენესუელასა და კიდევ ვინმესთან ეს ნაკლი დიდად არ იმჩნევა, მაგრამ ოდნავ უფრო სერიოზულ მოწინააღმდეგესთან სკალონის გუნდი კვლავ უძლური აღმოჩნდება. მოკლედ, ყველაფერს სჭირდება შესაფერისი ხელშეწყობა, მათ შორის მესის ჯადოქრობასაც.

ალვეში და ალბა არგენტინელები რომ ყოფილიყვნენ...მიზეზი, რის გამოც მესი ნაკრებში ჩამქრალია

არგენტინის ნაკრების ყველაზე სუსტი რგოლი არის:


ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

პსჟ დიბალას დაუკავშირდა, არგენტინელის პოზიცია ცნობილია

"პსჟ" "იუვენტუსის" თავდამსხმელ პაულო დიბალათია დაინტერესებული.

დღეს, 15:24

ტოტენჰემმა შეთავაზება გაზარდა - რა ბედი ელის ერიქსენს?

"ტოტენჰემი" ცდილობს კრისტიან ერიქსენი გუნდში დარჩენაში დაარწმუნოს.

დღეს, 15:19

ნეიმარი ბარსელონაში? - მესის პოზიცია ცნობილია

გავლენიანი გამოცემა Sky Sports საკმაოდ საინტერესო ინფორმაციას ავრცელებს.

დღეს, 15:14

ტოტენჰემი 68-მილიონიან ტრანსფერს ამზადებს

მიმდინარე ზაფხულის სატრანსფერო ბაზარზე "ტოტენჰემი" აქტიურობს.

დღეს, 15:07

ოზილმა საკუთარ მომავალს პრაქტიკულად ფარდა ახადა

"არსენალის" გერმანელი ნახევარმცველი, მესუთ ოზილი ალაპარაკდა.

დღეს, 14:31

სიმეონემ მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელი დაასახელა

"ატლეტიკოს" მწვრთნელი, დიეგო სიმეონე საინტერესო განცხადებას აკეთებს.

დღეს, 14:27

ინტერის მორიგი შეთავაზება, მანჩესტერის პასუხი ცნობილია

"ინტერი" "მანჩესტერ იუნაიტედის" ფორვარდ რომელუ ლუკაკუს შეძენას კვლავ ცდილობს.

დღეს, 14:18

ბაიერნის მორიგი სამიზნე - საინტერესო ტრანსფერის მოლოდინში

ამ ზაფხულს "ბაიერნი" მორიგი საინტერესო ტრანსფერის განხორციელებას აპირებს.

დღეს, 14:13

აზარმა რეალში თავისი მთავარი მიზანი დაასახელა

"რეალის" ახალწვეულმა, ედენ აზარმა ახალ კლუბში თავის მთავარ მიზანზე ისაუბრა.

დღეს, 14:08

ფრენკი: "ნეიმარის დაბრუნება დიდებული იქნებოდა"

„ბარსელონას“ ახალწვეულმა ფრენკი დე იონგმა გუნდში ნეიმარის შესაძლო დაბრუნებაზე ისაუბრა.

დღეს, 13:13

სიმეონე: "გრიზმანი ძალიან მიყვარს და მასზე ნაწყენი არ ვარ"

მადრიდის „ატლეტიკოს“ მთავარი მწვრთნელი ანტუან გრიზმანზე „ბარსელონაში“ გადასვლის გამო ნაწყენი არ არის.

დღეს, 13:09

დე იონგი: "კროიფთან შედარება მეამაყება, მაგრამ ამის გაკეთება დაუშვებელია"

„ბარსელონას“ ახალწვეულმა ლეგენდარულ იოჰან კროიფთან შედარებაზე ისაუბრა.

დღეს, 12:34

ზიდანი: "პოგბას ტრანსფერი? რეალს გეგმა აქვს შემუშავებული"

მადრიდის „რეალის“ მთავარმა მწვრთნელმა, ზინედინ ზიდანმა, პოლ პოგბას შესაძლო შეძენაზე ისაუბრა.

დღეს, 12:31

კონტე: "უარყოფას აზრი არ აქვს, სერიოზულ პრობლემებს წავაწყდით"

„ინტერის“ მთავარმა მწვრთნელმა, ანტონიო კონტემ, აღნიშნა, რომ გუნდს სატრანსფერო ბაზარზე პრობლემები აქვს.

დღეს, 12:27

იბრა: "იმისთვის არ მიშრომია, რომ კარლოს ველას მადარებდეთ"

ზლატან იბრაჰიმოვიჩს კარლოს ველასთან შედარება ძალიან ეწყინა.

დღეს, 10:30

ზლატანმა კარლოს ველასთან შედარებას პასუხი მის გუნდთან ჰეთ-ტრიკით გასცა [VIDEO]

გამთენიისას MLS-ში ლოს ანჯელესური დერბი გაიმართა, რომელშიც ერთმანეთს ზლატან იბრაჰიმოვიჩისა და კარლოს ველას გუნდები დაუპირისპირდნენ.

დღეს, 10:25

მარსელომ ნეიმარსა და აზარს შორის საუკეთესო დაასახელა

მადრიდის „რეალის“ ვიცე-კაპიტანმა თავის თანამემამულე ნეიმარზე და თანაგუნდელ ედენ აზარზე ისაუბრა.

დღეს, 10:14

სამი ფეხბურთელი, რომელსაც იუვენტუსი იუნაიტედს პოგბას სანაცვლოდ შესთავაზებს

იტალიური პრესა გვარწმუნებს, რომ „იუვენტუსს“ პოლ პოგბას გადაბირების იმედი ჯერ კიდევ არ დაუკარგავს.

დღეს, 10:07

შოთა არველაძე თვის საუკეთესო მწვრთნელია

ქართველი სპეციალისტი შოთა არველაძე უზბეკეთის ჩემპიონატში კიდევ ერთხელ გამოარჩიეს.

დღეს, 02:52

ოფიციალურად: ქართველი ფეხბურთელი ლევანტეში ჩაირიცხა

"ლევანტეს" ოფიციალური საიტი ქართველი ფეხბურთელის ტრანსფერზე განცხადებას აკეთებს.

დღეს, 02:47

იუვენტუსი მატუიდის ყიდის?

იტალიური პრესა ავრცელებს ინფორმაციას, რომ "იუვენტუსი" მატუიდის გასაყიდად ემზადება.

დღეს, 02:41

იოზილი: "როგორი ურთიერთობა მაქვს ემერისთან?"

ლონდონის "არსენალის" გერმანელმა ფეხბურთელმა მესუთ იოზილმა ამ გუნდის მთავარ მწვრთნელზე ისაუბრა.

დღეს, 02:37

საქართველოს 20-წლამდე ნაკრები პორტუგალიასთან დამარცხდა

B დივიზიონში გაიმართა ევროპის ჩემპიონატის 1/4 ფინალური მატჩი საქართველოსა და პორტუგალიის ნაკრებებს შორის.

დღეს, 02:32

დაასვენეთ მაჰრეზი - ალჟირელი შემტევის საოცარი სერია ამ სეზონში

ალჟირელი ფეხბურთელი რიად მაჰრეზი ნაკრებთან ერთად აფრიკის ჩემპიონი გახდა.

დღეს, 02:27

დადასტურდა: რეალი ახალ ფეხბურთელს უახლოეს საათებში გაიფორმებს

ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე მადრიდის "რეალი" კიდევ ერთ ტრანსფერს განახორციელებს.

დღეს, 02:13

ლამპარდმა თავისი ფეხბურთელი შეაქო: "მისი თამაში ყველა ქომაგს მოეწონება"

ლონდონის "ჩელსის" მთავარმა მწვრთნელმა ფრენკ ლამპარდმა ამავე გუნდის ახალწვეული შეაქო.

დღეს, 02:10

40 წლის პიზარო კარიერას ასრულებს: "ეს ჩემი ბოლო სეზონი იქნება"

40 წლის ფეხბურთელმა კლაუდიო პიზარომ დაადასტურა, რომ ეს მისთვის ბოლო სეზონი იქნება.

დღეს, 02:07

აიაქსმა 17-მილიონიანი ტრანსფერი განახორციელა

ცოტა ხნის წინ დადასტურდა, რომ ამსტერდამის "აიაქსმა" 17-მილიონიანი ტრანსფერი განახორციელა.

დღეს, 02:05

ბერბატოვმა ლუკაკუს მომავალზე ისაუბრა

აქტიურად იწერება, რომ სულ მალე რომელუ ლუკაკუ კარიერას მილანის "ინტერში" გააგრძელებს.

დღეს, 02:02

უცნაური გადაწყვეტილება: იუვენტუსმა იგუაინი განაცხადში შეიყვანა

ტურინის "იუვენტუსი" ახალი სეზონისთვის მზადებას იწყებს და გუნდი რამდენიმე ამხანაგურ შეხვედრას გამართავს.

დღეს, 02:00

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10