» იხილე განახლებული ვებ-გვერდი

სუარესის 10 ყველაზე მძიმე მომენტი კარიერაში


სუარესის 10 ყველაზე მძიმე მომენტი კარიერაში

ლუის სუარესი - ფეხბურთელი, რომელიც თავისი გოლებით, შედეგებით, გამოხტომებითა და სკანდალური საქციელებით გულგრილს არავის ტოვებს. არსებობს მოსაზრება, რომ ურუგვაელის მიმართ ნეიტრალური ვერ იქნები, მას ადიდებ ან მიწასთან ასწორებ.

გასაგებია, თუ რის გამო ითვლება "ბარსელონელი" თანამედროვეობის ერთ-ერთ საუკეთესო თავდამსხმელად, მაგრამ მას ხომ ბნელი მხარეც აქვს. გავიხსენოთ 10 შემთხვევა, როდესაც სამხრეთ ამერიკელი იქცა სიძულვილის, ზიზღის, კრიტიკის, დაცინვისა და შეცოდების ობიექტადაც კი.

სუარესის 10 ყველაზე მძიმე მომენტი კარიერაში

გაძევებით გამოწვეული ჩაშხამებული დებიუტი ნაკრებში

სუარესის ტალანტი სამშობლოში მალევე შენიშნეს და 2007 წელს ის ეროვნულ გუნდში გამოიძახეს. ურუგვაელის დებიუტი შედგა ამხანაგურ შეხვედრაში კოლუმბიასთან. "სელესტემ" მეტოქე 3:1 დაამარცხა, მაგრამ ლუისს სიხარულის მიზეზი არ ჰქონია, რადგან 85-ე წუთისთვის ორი ყვითელი ბარათით მან მოედანი დატოვა.

სუარესის 10 ყველაზე მძიმე მომენტი კარიერაში

არასპორტული, მაგრამ გმირული საქციელი მუნდიალის 1/2 ფინალის გამოტოვების ფასად

00-იანების ბოლოს "ბარსელონას" თავდამსხმელი ეროვნული გუნდის წამყვან ფიგურად იქცა და მისი დახმარებით პირველად 2002 წლის შემდეგ, "ლურჯები" მსოფლიო ჩემპიონატზე აღმოჩნდნენ. სამხრეთ აფრიკის მუნდიალზე სუარესმა კარგი შთაბეჭდილება დატოვა, მისი გოლებით დამარცხებული იქნა მექსიკა და კორეა.

ტურნირის 1/4 ფინალში ურუგვაელი საერთოდ ყურადღების ეპიცენტრში აღმოჩნდა. ალბათ გახსოვთ, "სელესტე" განას ეთამაშებოდა, როდესაც შეხვედრის 120-ე წუთზე ლუისმა საჯარიმოს ხაზიდან ბურთი ხელით გამოიტანა.

სუარესის 10 ყველაზე მძიმე მომენტი კარიერაში

მოგვიანებით მოვლენები ისე განვითარდა, რომ 1/2 ფინალში გააღწიეს "ლურჯებმა" და არა აფრიკელებმა, მაგრამ "ბარსელონას" თავდამსხმელი ამ ყველაფერს ტრიბუნებიდან ადევნებდა თვალს, რადგან ხელით თამაშის გამო ის გააძევეს.

პირველად 1954 წლის შემდეგ, სამხრეთ ამერიკელები 1/2 ფინალში აღმოჩნდნენ. სუარესმა ეს თამაში გამოტოვა, მისი ეროვნული გუნდი კი ჰოლანდიასთან დამარცხდა. საინტერესოა, ურუგვაელი ფორვარდის ყოფნის შემთხვევაში, რა სცენარით წარიმართებოდა აღნიშნული მატჩი?

სუარესის 10 ყველაზე მძიმე მომენტი კარიერაში

კბენა: ნაწილი პირველი - ოტმან ბაკალი

დღეს, ლუისის ვამპირიზმი არავის უკვირს, მაგრამ 2010 წლისთვის ეს იყო სრული შოკი - ფეხბურთელი, რომელიც მოწინააღმდეგეებს კბენს. ინციდენტი მოხდა ერედივიზიაში, როცა სამხრეთ ამერიკელი ამსტერდამის "აიაქსში" თამაშობდა.

"თეთრ-წითლების" თავდამსხმელმა უკბინა "პსვ ეინდჰოვენის" ნახევარმცველს, ოტმან ბაკალს, რის შემდეგაც სუარესი შვიდ-მატჩიანი დისკვალიფიკაციით დაისაჯა. სამარცხვინო და სასაცილო ინციდენტის მიუხედავად, სატრანსფერო ბაზარზე ურუგვაელის მიმართ ინტერესი არ ჩამცხრალა.

სუარესის 10 ყველაზე მძიმე მომენტი კარიერაში

რასისტული სკანდალი პატრის ევრასთან

"აიაქსის" შემდეგ, ლუისი გადავიდა "ლივერპულში" და 2011 წლის ოქტომბერში ის თავის პირველ ალბიონურ სკანდალში გაეხვია. "წითლები" მანჩესტერ იუნაიტედს" ეთამაშებოდნენ, როდესაც მატჩის მსვლელობისას მერსისაიდელთა ფორვარდმა ევრას "Negro" უწოდა.

ფრანგმა სამხრეთ ამერიკელის გამოხტომა უყურადღებოდ არ დატოვა. "ეშმაკებმა" სერ ალექს ფერგიუსონის მეთაურობით დაიწყეს წუწუნი და ჩივილი ფედერაციაში "სკაუზერების" 7-იანის დასჯის მოთხოვნით. შედეგად: 8-მატჩიანი დისკვალიფიკაცია და ჯარიმა 40.000 ფუნტის სახით.

სუარესის 10 ყველაზე მძიმე მომენტი კარიერაში

რამდენიმე თვის შემდეგ, განრისხებული სუარესი პატრისს ხელს არ ჩამოართმევს. "მანიუს" მცველი ისევ იგრძნობს თავს დაჩაგრულად, მაგრამ კანონი ამჯერად უძლური აღმოჩნდება. ცნობისთვის, ურუგვაელი ევრას 2015 წლის ჩემპიონთა ლიგის ფინალშიც შეხვდება, მაგრამ ეს უკვე სულ სხვა ისტორიაა.

სუარესის 10 ყველაზე მძიმე მომენტი კარიერაში

კბენა: ნაწილი მეორე - ბრანისლავ ივანოვიჩი

სკანდალების გარეშე ლუისის შემდეგ სეზონსაც არ ჩაუვლია და ჩემპიონატის ფინიშისკენ "ლივერპულის" თავდამსხმელმა გაიხსენა ძველი მავნე ჩვევა - კბენა. სამხრეთ ამერიკელის მორიგი მსხვერპლი ივანოვიჩი აღმოჩნდა.

შეხვედრის დასრულების შემდეგ, "წითლების" შვიდიანმა მთელი საფეხბურთო სამყაროსა და კონკრეტულად სერბი მცველის წინაშე ბოდიში მოიხადა, მაგრამ ეს საკმარისი არ აღმოჩნდა. სუარესი ამჯერად 10-მატჩიანი დისკვალიფიკაციით დაისაჯა.

სუარესის 10 ყველაზე მძიმე მომენტი კარიერაში

მომენტი, როდესაც შენი 31 გოლი ჩემპიონობისთვის საკმარისი არ არის

ივანოვიჩის კბენით გამოწვეული ბანის გამო ურუგვაელმა შემდეგი სეზონის სტარტი გამოტოვა. ამის მიუხედავად, ლუის ეყო დროს იმის დასამტკიცებლად, რომ მასზე ძლიერი პრემიერ ლიგაში არავინ იყო. 31 გოლი 33 მატჩში და უბრალოდ მიწასთან გასწორებული ეპლ-ი.

სამხრეთ ამერიკელის ტრიუმფალური ფორმის დამსახურებით "ლივერპული" მთელი სეზონის განმავლობაში ლიდერობდა სატურნირო ცხრილს, მაგრამ "წითლების" ჩემპიონობა მაინც არ შედგა. ალბათ გახსოვთ: მოსრიალებული სტივენ ჯერარდი, დემბა ბას სპრინტი და მოგვიანებით, "სიტის" ჩემპიონობა.

აღნიშნული ფეილი უფრო ინგლისელი ნახევარმცველის და ზოგადად მთელი მერსისაიდის კისერზეა, მაგრამ ფაქტია, რომ "სკაუზერების" შვიდიანს "ენფილდი" გამარჯვებულის რანგში არ დაუტოვებია.

სუარესის 10 ყველაზე მძიმე მომენტი კარიერაში

კბენა: ნაწილი მესამე - ჯორჯო კიელინი

"ლივერპულში" გატარებული სუპერ-სეზონის შემდეგ, სუარესის რეპუტაცია ამაღლდა, მაგრამ 2014 წლის მუნდიალზე ურუგვაელის ვამპირიზმმა ისევ იჩინა თავი. ლუისმა ამჯერად კიელინის უკბინა და ფიფასგან 9-მატჩიანი ბანი მიიღო.

აღსანიშნავია, რომ "წითლების" თავდამსხმელის მავნე ჩვევის მიუხედავად, "ბარსელონასთვის" ის მაინც სასურველ სატრანსფერო სამიზნედ დარჩა და ზაფხულის მსვლელობისას სამხრეთ ამერიკელი კატალონიაში გადაბარგდა.

სუარესის 10 ყველაზე მძიმე მომენტი კარიერაში

რომაული სირცხვილი

სუარესის ტრანსფერმა უდავოდ გაამართლა. ლიონელ მესიმ ურუგვაელთან იდეალური შეტევის დუეტი შექმნა, მაგრამ ის, რაც "ბლაუგრანას" გარშემო უკანასკნელ ორ სეზონში ხდება, ლოგიკის ფარგლებს სცდება.

მოკლედ მიმოვიხილოთ - ჩემპიონთა ლიგის 1/4 ფინალი, ერნესტო ვალვერდეს გუნდი "კამპ ნოუზე" ანადგურებს "რომას" ანგარიშით 4:1 და იტალიის დედაქალაქში აშკარა ფავორიტის სტატუსით ჩადის. "მგლები" ისტორიას წერენ და მრისხანე მეტოქეს 3 უპასუხო გოლს უტანენ.

დიახ, ისევე როგორც "ლივერპულის" ხელიდან გაშვებული ჩემპიონობის შემთხვევაში, ეს არის მთელი გუნდის ფეილი და არა ერთი კონკრეტული ფეხბურთელის, მაგრამ სუარესი ამ ყველაფერში მონაწილეობას იღებდა და ეს შავი ლაქა მის კარიერაზეც აისახა.

სუარესის 10 ყველაზე მძიმე მომენტი კარიერაში

ლივერპულური სირცხვილი

ერთი წლის შემდეგ, "ბარსელონამ" დაახლოებით ანალოგიური ფიასკო განიცადა, ამჯერად 1/2 ფინალში და ურუგვაელის ყოფილ გუნდთან - "წითლებთან". მერსისაიდელებმა კატალონიელთა 3:0-ს 4:0-ით უპასუხეს, ისინი გავიდნენ ფინალში და პირველად 2005 წლის შემდეგ, "სკაუზერებმა" ჩემპიონთა ლიგა მოიგეს.

ლუისი ამ ყველაფერს ინერტულად ადევნებდა თვალს და რომში დატრიალებულ მოვლენებს იხსენებდა. ამით "ბლაუგრანას" წინააღმდეგ შესრულებული ქამბექების ციკლი ჯერჯერობით დასრულდა.

სუარესის 10 ყველაზე მძიმე მომენტი კარიერაში

ერთადერთი გაფუჭებული პენალტი

ჩემპიონთა ლიგაზე განცდილი ფიასკოს შემდეგ, კოპა ამერიკა "ბარსელონას" თავდამსხმელისთვის კარგი რეაბილიტაცია უნდა ყოფილიყო. თავდაპირველად ასეც ჩანდა, ურუგვაიმ დამაჯერებლად გადალახა ჯგუფური ეტაპი და 1/4 ფინალში პერუს დაუზავდა.

გულშემატკივრები 120 წუთის განმავლობაში ელოდნენ გოლს, მაგრამ ამაოდ. ყველაფერი პენალტების სერიამ გადაწყვიტა, რომელშიც სუარესმა თავისი ნაკრები დააღალატა. "სელესტემ" 4:5 წააგო, ერთადერთი გაფუჭებული 11-მეტრიანი სწორედ "ლურჯების" ლიდერის სახელზე აღმოჩნდა.

სუარესის 10 ყველაზე მძიმე მომენტი კარიერაში

სუარესის კარიერის მთავარი შავი ლაქა არის:


ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ფოტოები: სანეს პირველი ვარჯიში ბაიერნში

„ბაიერნის" ახალწვეულმა, ლეროი სანემ, გუნდში პირველი ვარჯიში გამართა.

დღეს, 22:48

სიტის მთავარი სატრანსფერო სამიზნე გამოიკვეთა

„მანჩესტერ სიტის" მთავარი სატრანსფერო სამიზნე ამ ზაფხულს „ბაიერნის" მცველი, დავიდ ალაბა იქნება, იტყობინება The Guardian.

დღეს, 22:38

უესტბრუკს კორონავირუსი დაუდასტურდა

"ჰიუსტონ როკეტსის" კალათბურთელს რასელ უესტბრუკს კორონავირუსი დაუდასტურდა.

დღეს, 22:34

ლამპარდი კეპას არ ენდობა და სატრანსფერო ბაზარზე ორი ვარიანტი შეარჩია

ფრენკ ლამპარდს კეპა არისაბალაგასადმი სრული ნდობა მაინც არ დაუბრუნდა, იტყობინება The Athletic.

დღეს, 20:39

ბართომეუ: "გვაქვს თუ არა ლა ლიგის მოგების შანსი? ტიტული ბოლო 11 წელიწადში 8-ჯერ მოვიგეთ"

„ბარსელონას" პრეზიდენტმა, ხოსეპ ბართომეუმ, მისი გუნდის ლა ლიგის მოგების შანსები შეაფასა.

დღეს, 20:31

რუსული გრანდი ან ესპანეთი - ტოპ მატჩების შემდეგ, კვარაცხელიას მსურველები გამოუჩნდა

კორონავირუსის შემდეგ განახლებულ სეზონში "რუბინის" ქართველი ტალანტი ხვიჩა კვარაცხელია ბრწყინვალე ფორმაშია.

დღეს, 20:24

სოლსკიაერი: "მარსიალი-რაშფორდი-გრინვუდის ტრიო? იუნაიტედისთვის ეს ახალი არ არის"

„მანჩესტერ იუნაიტედის" მთავარმა მწვრთნელმა, ოლე-გუნარ სოლსკიაერმა, გუნდის შემტევ ტრიოზე, მარსიალი - რაშფორდი - გრინვუდზე ისაუბრა.

დღეს, 19:24

რეალის ყოფილი დირექტორი: "მაქვს შეგრძნება, რომ სიტის პრობლემებს ერთი ფეხბურთელი შეუქმნის"

მადრიდის „რეალის" ყოფილმა გენერალურმა დირექტორმა, ხორხე ვალდანომ, „მანჩესტერ სიტისთან" საპასუხო შეხვედრაზე ისაუბრა.

დღეს, 19:13

სოლსკიაერი: "დე ხეას მანჩესტერიდან გაშვებაზე წამითაც კი არ მიფიქრია"

"მანჩესტერ იუნაიტედის" მთავარმა მწვრთნელმა, ოლე გუნარ სოლსკიაერმა გოლკიპერ დავიდ დე ხეაზე ისაუბრა.

დღეს, 17:11

Tuttosport: კრიშტიანუ რონალდუს მომავალი გადაწყვეტილია

აქამდე გავრცელებული ინფორმაციით, არ არის გამორიცხული, კრიშტიანუ რონალდუ ზაფხულში "იუვენტუსიდან" წავიდეს.

დღეს, 17:04

"მთვრალი არ ყოფილა", - დაცვის კომპანიაში ახსნეს, თუ რატომ გააძევეს ჰოლანდი ღამის კლუბიდან

დაცვის კომპანია PSS Securitas-ის წარმომადგენელმა, კრისტოფერ ნესჰაიმმა საინტერესო განცხადება გააკეთა.

დღეს, 16:49

სიტის აპელაცია დაკმაყოფილდა - ლა ლიგის პრეზიდენტმა CAS-ი გააკრიტიკა

ესპანეთის ჩემპიონატის ხელმძღვანელმა, ხავიერ ტებასმა საკმაოდ ხმაურიანი განცხადება გააკეთა.

დღეს, 16:41

პასუხი დევიდ ბექჰემის კლუბს - რა ბედი ეწევა ვილიანს?

"ჩელსის" ბრაზილიელმა თავდამსხმელმა, ვილიანმა MLS-ის კლუბ "ინტერ მაიამის" პასუხი შეუთვალა.

დღეს, 16:36

პრემიერ ლიგის მე-5 გუნდი ჩემპიონთა ლიგაზე ვეღარ გავა

სპორტული საარბიტრაჟო სასამართლოს გადაწყვეტილებამ ჩემპიონთა ლიგაზე ადგილების გადანაწილებაზე იქონია გავლენა.

დღეს, 16:31

პრემიერ ლიგა მანჩესტერ სიტის წინააღმდეგ გამოძიებას მაინც აგრძელებს

"მანჩესტერ სიტი" გამოძიების ფიგურანტად რჩება, მიუხედავად სპორტულ საარბიტრაჟო სასამართლოში გამარჯვებისა.

დღეს, 16:22

მანჩესტერ სიტის დისკვალიფიკაცია მოეხსნა - უეფა გადაწყვეტილებას გამოეხმაურა

ოფიციალურად დადასტურდა, სპორტულმა საარბიტრაჟო სასამართლომ "სიტის" აპელაცია დააკმაყოფილა.

დღეს, 16:17

ბაიერნი ზაფხულში ნახევარმცველის ყიდვას აპირებს - 2 ვარიანტი შერჩეულია

"ბაიერნი" ზაფხულის სატრანსფერო ბაზარზე ცენტრალური ნახევარმცველის ყიდვას გეგმავს.

დღეს, 15:55

"ამ ეტაპზე, ლაუტაროს ტრანსფერზე მოლაპარაკებები შეჩერებულია", - ბართომეუ

"ბარსელონას" პრეზიდენტმა განაცხადა, რომ კლუბმა ლაუტარო მარტინესის ტრანსფერზე მოლაპარაკებები შეაჩერა.

დღეს, 15:51

ბართომეუ: "ადრე თუ გვიან, ხავი ბარსელონას მწვრთნელი გახდება"

"ბარსელონას" პრეზიდენტ ხოსეპ მარია ბართომეუს აზრით, ხავი ოდესღაც აუცილებლად გახდება გუნდის მწვრთნელი.

დღეს, 15:45

ფოტო: გვარდიოლასა და სიტის მწვრთნელების რეაქცია სასამართლოს გადაწყვეტილებაზე

დღეს ოფიციალურად დადასტურდა, სპორტულმა საარბიტრაჟო სასამართლომ "სიტის" აპელაცია დააკმაყოფილა.

დღეს, 15:32

დისკვალიფიკაცია მოხსნილია - მანჩესტერ სიტი გადაწყვეტილებას ეხმაურება

ოფიციალური საიტის მეშვეობით, "მანჩესტერ სიტი" ევროთასებზე კლუბის დისკვალიფიკაციის გაუქმებას გამოეხმაურა.

დღეს, 15:27

ბარსელონას პრეზიდენტი კლუბში ნეიმარის შესაძლო დაბრუნებას გამოეხმაურა

"ბარსელონას" პრეზიდენტმა კლუბში "პსჟ"-ს თავდამსხმელ ნეიმარის შესაძლო დაბრუნებაზე კომენტარი გააკეთა.

დღეს, 14:54

კლოპი მომავალზე უკვე ფიქრობს - სასურველი სამუშაო ადგილი შერჩეულია

"ლივერპულის" მთავარმა მწვრთნელმა, იურგენ კლოპმა სასურველი სამუშაო ადგილი უკვე შეარჩია.

დღეს, 14:50

"მოლაპარაკებებს ვაგრძელებთ", - ბართომეუ მესის მომავალზე ალაპარაკდა

"ბარსელონას" პრეზიდენტმა, ხოსეპ მარია ბართომეუმ გუნდის კაპიტან ლიონელ მესის მომავალზე ისაუბრა.

დღეს, 14:44

ჩელსი მზადაა კანტე გაყიდოს, სერიოზული მსურველი უკვე გამოჩნდა

"ჩელსის" ნახევარმცველმა, ნ'გოლო კანტემ უახლოეს პერიოდში შესაძლოა ლონდონური კლუბი დატოვოს.

დღეს, 14:34

კონტე ინტერიდან გათავისუფლების შემთხვევაში კოლოსალურ თანხას მიიღებს

"ინტერსა" და ანტონიო კონტეს შორის გაფორმებული კონტრაქტის გაწყვეტის პირობები ცნობილია.

დღეს, 14:23

მესისა და რონალდუს გარეშე - ვან პერსიმ ოქროს ბურთის მოგების ფავორიტები დაასახელა

"მანჩესტერ იუნაიტედისა" და "არსენალის" ექს-თავდამსხმელმა "ოქროს ბურთის" მოგების ფავორიტები დაასახელა.

დღეს, 14:18

დეშამი: "გრიზმანის სიტუაცია საერთოდ არ მაწუხებს"

საფრანგეთის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, დიდიე დეშამმა ანტუან გრიზმანზე ისაუბრა.

დღეს, 14:11

"დღევანდელი ბარსა არ არის ის გუნდი-გამარჯვებული, რომელიც ლეოს სჭირდება", - ფონტი

"ბარსელონას" პრეზიდენტობის ერთ-ერთმა მთავარმა კანდიდატმა, ვიქტორ ფონტმა მორიგი საკმაოდ რეზონანსული განცხადება გააკეთა:

დღეს, 13:57
i

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10