ავტორიზაცია

"ფეხბურთელები უბრალოდ მოგვიკვდებიან", - გვარდიოლამ გრაფიკს შეშლილი უწოდა

"ფეხბურთელები უბრალოდ მოგვიკვდებიან", - გვარდიოლამ გრაფიკს შეშლილი უწოდა
თარიღი 23 Jul 2019, 12:43
„მანჩესტერ სიტის“ მთავარმა მწვრთნელმა გამოთქვა მოსაზრება, რომ ფეხბურთლები წინასასეზონო მომზადებას ჯერ არ უნდა შეუერთდნენ.

„ზოგი ფეხბურთელი 29 ან 30 ივლისს შემოგვიერთდება, დანარჩენი კი 3-4 კვირაში. არ მინდა, რომ ისინი დაღლილები დაგვიბრუნდნენ.

არ უნდა დავივიწყოთ, რომ ჩვენ უკვე ახალ სეზონს ვიწყებთ, მაჰრეზს კი ჯერ ძველიც არ დაუსრულებია. ეს შეშლილი გრაფიკია, რომელიც ჩვენ ფეხბურთელებს უბრალოდ მოკლავს. მისი გაძლება ხანგრძლივ პერიოდში უბრალოდ შეუძლებელი იქნება. ფეხბურთელებმა უნდა დაისვენონ და ამის ხარჯზე, ტურნირებზე უფრო მაღალი დონის ჩვენებას შევძლებთ.“ - ციტირებს გვარდიოლას სიტყვებს Goal.com.

შეგახსენებთ, რომ რიად მაჰრეზმა აფრიკის თასზე მიიღო მონაწილეობა, სადაც თავის ნაკრებთან ერთად ჩემპიონი გახდა.