Goal.Ge

შეტევა? არა, არ გამიგია - რატომ არ ღირს უან-ბისაკა 50 მილიონი ფუნტი?


შეტევა? არა, არ გამიგია - რატომ არ ღირს უან-ბისაკა 50 მილიონი ფუნტი?

"მანჩესტერ იუნაიტედის" კრიზისის ახსნა ბევრი მიზეზით შეიძლება. "წითელი ეშმაკების" დეგრადირება სერ ალექს ფერგიუსონის წასვლითა და უაზრო სატრანსფერო პოლიტიკის განვითარებით დაიწყო. "მანიუმ" დახარჯა ასტრონომიული ფული, მოიზიდა ვარსკვლავები, მაგრამ შედეგია 0-ია.

"მანიუს" პრობლემები ყველა პოზიციაზე აქვს, მაგრამ განსაკუთრებულად სავალალო მდგომარეობა დაცვის მარჯვენა ფლანგზეა. აღნიშნულ ფრთაზე მცველებად ტრანსფორმირება განიცადეს ვალენსიამ და იანგმა, მათთან ერთად კი ჩაფლავდა რაფაელი, დარმიანი, დალოტი და კიდევ რამდენიმე უიღბლო.

შეტევა? არა, არ გამიგია - რატომ არ ღირს უან-ბისაკა 50 მილიონი ფუნტი?

2019 წლის ზაფხულმა "მანკუნიანელებს" აჩუქა ახალი გმირი - აარონ უან-ბისაკა. "კრისტალ პალასის" ახალგაზრდა ვინგბექი, რომლის სანაცვლოდ "ემიუმ" 50 მილიონი ფუნტი გადაიხადა. თანხა მართლაც სერიოზულია, მაგრამ ამართლებს თუ არა ინგლისელი თავის საფასურს? გავერკვიოთ.

უან-ბისაკამ ინდივიდუალური თვალსაზრისით მართლაც შთამბეჭდავი სეზონი ჩაატარა. მისი დაცვითი უნარ-ჩვევების დამსახურებით ლონდონელებმა პრემიერ ლიგაში ადგილის შენარჩუნება შეძლეს. ინგლისელი ითვლება ეპლ-ის ერთ-ერთ ყველაზე პერსპექტიულ ფულბექად და "მანჩესტერის" დაინტერესება ლოგიკური მოვლენაა.

შეტევა? არა, არ გამიგია - რატომ არ ღირს უან-ბისაკა 50 მილიონი ფუნტი?

"იუნაიტედში" უყვართ ხმამაღალი, ეპიკური აფიშები. როგორც ავღნიშნეთ, აარონი წარმატებულია დაცვაში, მაგრამ ალბათ დაგვეთანხმებით, რომ 50 მილიონიანი უკანახაზელი სხვა კრიტერიუმებსაც უნდა აკმაყოფილებდეს. კერძოდ: შეტევა, მე-2 სართული, ფიზიკური სიძლიერე და ა.შ.

არსებობს მოსაზრება, რომ "წითელი ეშმაკების" ახალწვეული შეტევაში სუსტია. "მანიუში" დებიუტამდე ამას ვერ გავიგებთ, რადგან ბრიტანელი აქამდე პრემიერ ლიგის ერთ-ერთ ყველაზე დაცვით გუნდში თამაშობდა.

შეტევა? არა, არ გამიგია - რატომ არ ღირს უან-ბისაკა 50 მილიონი ფუნტი?

დიახ, უან-ბისაკას წინ იშვიათად ვხედავდით, მაგრამ აღნიშნული გარემოება "კრისტალ პალასის" ტაქტიკური ჩანაფიქრი უფრო იყო, ვიდრე ფეხბურთელის ნაკლი. "მანკუნიანელებმა" ინგლისელი უნდა აუშვან, წინააღმდეგ შემთხვევაში აღნიშნულ კითხვაზე პასუხს ვერ მივიღებთ.

აარონის არსენალში დრიბლინგია. "ემიუს" ახალწვეული სტატისტიკურად ყოველ 90 წუთში დრიბლინგის საშუალებით ორ მოწინააღმდეგეს ატყუებს. "არწივების" ფეხბურთელის კვალობაზე ეს საკმარისზე კარგი შედეგია. რაც შეეხება ჩაწოდებებს, აქ პრობლემას ვხედავთ.

შეტევა? არა, არ გამიგია - რატომ არ ღირს უან-ბისაკა 50 მილიონი ფუნტი?

"ოლტ ტრაფორდზე" კროსები უყვართ, ეს უკვე ვიცით. ბრიტანელი საშუალოდ ერთ შეხვედრაში 0.3 ჩაწოდებას ახორციელებს, პრემიერ ლიგის სტანდარტების გათვალისწინებით, ეს ძალიან ცოტაა.

უან-ბისაკას სხვა მინუსები ციფრებში - ზუსტად განხორციელებული პასების რაოდენობა: 0.67, სახიფათო მომენტები: 0.07. კიდევ ერთი საინტერესო და არც ისე სახარბიელო ფაქტი "მანჩესტერისთვის": მეტოქის ნახევარზე ყოფნის მომენტში ინგლისელი 57% შემთხვევაში კარგავს ბურთს ან არაზუსტ პასს აკეთებს.

შეტევა? არა, არ გამიგია - რატომ არ ღირს უან-ბისაკა 50 მილიონი ფუნტი?

აშკარაა, რომ აარონის მთავარი იარაღი დაცვაა. თავად განსაჯეთ - "იუნაიტედის" ახალწვეული საშუალოდ ერთ შეხვედრაში ახორციელებს 3.7 ართმევასა და 2.4 შეტევის ჩაშლას. ამასთან ერთად, ბრიტანელი მხოლოდ 0.7 შემთხვევაში არღვევს თამაშის წესს.

"წითელმა ეშმაკებმა" საინტერესო ტრანსფერი განახორციელეს. უან-ბისაკა არის ფეხბურთელი, რომელიც ორ უკიდურესობას შორის არის გამოჭიმული. ერთ მხარეს გვაქვს ეფექტური დაცვითი თამაში, მეორე მხარეს კი აბსოლიტური სიბრმავე შეტევაში.

შეტევა? არა, არ გამიგია - რატომ არ ღირს უან-ბისაკა 50 მილიონი ფუნტი?

არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ინგლისელი მხოლოდ 21 წლის არის და შესაფერისი საფეხბურთო აღზრდის შემთხვევაში ის წინ წასვლის ხელოვნებასაც დაეუფლება. ეს უკვე ულე-გუნარ სოლსკიაერის სამწვრთნელო და ტაქტიკურ ოსტატობაზეა დამოკიდებული.

შეტევა? არა, არ გამიგია - რატომ არ ღირს უან-ბისაკა 50 მილიონი ფუნტი?

გაამართლებს თუ არა უან-ბისაკას ტრანსფერი?


ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

პსჟ დიბალას დაუკავშირდა, არგენტინელის პოზიცია ცნობილია

"პსჟ" "იუვენტუსის" თავდამსხმელ პაულო დიბალათია დაინტერესებული.

დღეს, 15:24

ტოტენჰემმა შეთავაზება გაზარდა - რა ბედი ელის ერიქსენს?

"ტოტენჰემი" ცდილობს კრისტიან ერიქსენი გუნდში დარჩენაში დაარწმუნოს.

დღეს, 15:19

ნეიმარი ბარსელონაში? - მესის პოზიცია ცნობილია

გავლენიანი გამოცემა Sky Sports საკმაოდ საინტერესო ინფორმაციას ავრცელებს.

დღეს, 15:14

ტოტენჰემი 68-მილიონიან ტრანსფერს ამზადებს

მიმდინარე ზაფხულის სატრანსფერო ბაზარზე "ტოტენჰემი" აქტიურობს.

დღეს, 15:07

ოზილმა საკუთარ მომავალს პრაქტიკულად ფარდა ახადა

"არსენალის" გერმანელი ნახევარმცველი, მესუთ ოზილი ალაპარაკდა.

დღეს, 14:31

სიმეონემ მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელი დაასახელა

"ატლეტიკოს" მწვრთნელი, დიეგო სიმეონე საინტერესო განცხადებას აკეთებს.

დღეს, 14:27

ინტერის მორიგი შეთავაზება, მანჩესტერის პასუხი ცნობილია

"ინტერი" "მანჩესტერ იუნაიტედის" ფორვარდ რომელუ ლუკაკუს შეძენას კვლავ ცდილობს.

დღეს, 14:18

ბაიერნის მორიგი სამიზნე - საინტერესო ტრანსფერის მოლოდინში

ამ ზაფხულს "ბაიერნი" მორიგი საინტერესო ტრანსფერის განხორციელებას აპირებს.

დღეს, 14:13

აზარმა რეალში თავისი მთავარი მიზანი დაასახელა

"რეალის" ახალწვეულმა, ედენ აზარმა ახალ კლუბში თავის მთავარ მიზანზე ისაუბრა.

დღეს, 14:08

ფრენკი: "ნეიმარის დაბრუნება დიდებული იქნებოდა"

„ბარსელონას“ ახალწვეულმა ფრენკი დე იონგმა გუნდში ნეიმარის შესაძლო დაბრუნებაზე ისაუბრა.

დღეს, 13:13

სიმეონე: "გრიზმანი ძალიან მიყვარს და მასზე ნაწყენი არ ვარ"

მადრიდის „ატლეტიკოს“ მთავარი მწვრთნელი ანტუან გრიზმანზე „ბარსელონაში“ გადასვლის გამო ნაწყენი არ არის.

დღეს, 13:09

დე იონგი: "კროიფთან შედარება მეამაყება, მაგრამ ამის გაკეთება დაუშვებელია"

„ბარსელონას“ ახალწვეულმა ლეგენდარულ იოჰან კროიფთან შედარებაზე ისაუბრა.

დღეს, 12:34

ზიდანი: "პოგბას ტრანსფერი? რეალს გეგმა აქვს შემუშავებული"

მადრიდის „რეალის“ მთავარმა მწვრთნელმა, ზინედინ ზიდანმა, პოლ პოგბას შესაძლო შეძენაზე ისაუბრა.

დღეს, 12:31

კონტე: "უარყოფას აზრი არ აქვს, სერიოზულ პრობლემებს წავაწყდით"

„ინტერის“ მთავარმა მწვრთნელმა, ანტონიო კონტემ, აღნიშნა, რომ გუნდს სატრანსფერო ბაზარზე პრობლემები აქვს.

დღეს, 12:27

იბრა: "იმისთვის არ მიშრომია, რომ კარლოს ველას მადარებდეთ"

ზლატან იბრაჰიმოვიჩს კარლოს ველასთან შედარება ძალიან ეწყინა.

დღეს, 10:30

ზლატანმა კარლოს ველასთან შედარებას პასუხი მის გუნდთან ჰეთ-ტრიკით გასცა [VIDEO]

გამთენიისას MLS-ში ლოს ანჯელესური დერბი გაიმართა, რომელშიც ერთმანეთს ზლატან იბრაჰიმოვიჩისა და კარლოს ველას გუნდები დაუპირისპირდნენ.

დღეს, 10:25

მარსელომ ნეიმარსა და აზარს შორის საუკეთესო დაასახელა

მადრიდის „რეალის“ ვიცე-კაპიტანმა თავის თანამემამულე ნეიმარზე და თანაგუნდელ ედენ აზარზე ისაუბრა.

დღეს, 10:14

სამი ფეხბურთელი, რომელსაც იუვენტუსი იუნაიტედს პოგბას სანაცვლოდ შესთავაზებს

იტალიური პრესა გვარწმუნებს, რომ „იუვენტუსს“ პოლ პოგბას გადაბირების იმედი ჯერ კიდევ არ დაუკარგავს.

დღეს, 10:07

შოთა არველაძე თვის საუკეთესო მწვრთნელია

ქართველი სპეციალისტი შოთა არველაძე უზბეკეთის ჩემპიონატში კიდევ ერთხელ გამოარჩიეს.

დღეს, 02:52

ოფიციალურად: ქართველი ფეხბურთელი ლევანტეში ჩაირიცხა

"ლევანტეს" ოფიციალური საიტი ქართველი ფეხბურთელის ტრანსფერზე განცხადებას აკეთებს.

დღეს, 02:47

იუვენტუსი მატუიდის ყიდის?

იტალიური პრესა ავრცელებს ინფორმაციას, რომ "იუვენტუსი" მატუიდის გასაყიდად ემზადება.

დღეს, 02:41

იოზილი: "როგორი ურთიერთობა მაქვს ემერისთან?"

ლონდონის "არსენალის" გერმანელმა ფეხბურთელმა მესუთ იოზილმა ამ გუნდის მთავარ მწვრთნელზე ისაუბრა.

დღეს, 02:37

საქართველოს 20-წლამდე ნაკრები პორტუგალიასთან დამარცხდა

B დივიზიონში გაიმართა ევროპის ჩემპიონატის 1/4 ფინალური მატჩი საქართველოსა და პორტუგალიის ნაკრებებს შორის.

დღეს, 02:32

დაასვენეთ მაჰრეზი - ალჟირელი შემტევის საოცარი სერია ამ სეზონში

ალჟირელი ფეხბურთელი რიად მაჰრეზი ნაკრებთან ერთად აფრიკის ჩემპიონი გახდა.

დღეს, 02:27

დადასტურდა: რეალი ახალ ფეხბურთელს უახლოეს საათებში გაიფორმებს

ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე მადრიდის "რეალი" კიდევ ერთ ტრანსფერს განახორციელებს.

დღეს, 02:13

ლამპარდმა თავისი ფეხბურთელი შეაქო: "მისი თამაში ყველა ქომაგს მოეწონება"

ლონდონის "ჩელსის" მთავარმა მწვრთნელმა ფრენკ ლამპარდმა ამავე გუნდის ახალწვეული შეაქო.

დღეს, 02:10

40 წლის პიზარო კარიერას ასრულებს: "ეს ჩემი ბოლო სეზონი იქნება"

40 წლის ფეხბურთელმა კლაუდიო პიზარომ დაადასტურა, რომ ეს მისთვის ბოლო სეზონი იქნება.

დღეს, 02:07

აიაქსმა 17-მილიონიანი ტრანსფერი განახორციელა

ცოტა ხნის წინ დადასტურდა, რომ ამსტერდამის "აიაქსმა" 17-მილიონიანი ტრანსფერი განახორციელა.

დღეს, 02:05

ბერბატოვმა ლუკაკუს მომავალზე ისაუბრა

აქტიურად იწერება, რომ სულ მალე რომელუ ლუკაკუ კარიერას მილანის "ინტერში" გააგრძელებს.

დღეს, 02:02

უცნაური გადაწყვეტილება: იუვენტუსმა იგუაინი განაცხადში შეიყვანა

ტურინის "იუვენტუსი" ახალი სეზონისთვის მზადებას იწყებს და გუნდი რამდენიმე ამხანაგურ შეხვედრას გამართავს.

დღეს, 02:00

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10