ავტორიზაცია

ფრე აბერდინთან - ჩიხურას ბედი შოტლანდიაში გადაწყდება

ფრე აბერდინთან - ჩიხურას ბედი შოტლანდიაში გადაწყდება
თარიღი 25 ივლ 2019, 22:39
ევროპა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე "ჩიხურა" "დინამო არენაზე" "აბერდინს" დაუპირისპირდა.

შოტლანდიელებთან საჩხერლების შეხვედრა ფრედ, ანგარიშით 1:1 დასრულდა.

მატჩი საკმაოდ უხეშად დაიწყო, ფეხბურთელები ხშირად ჯარიმდებოდნენ და მსაჯს თამაშში ჩართვა რეგულარულად უწევდა.

პირველი ტაიმის მიწურულს, 41-ე წუთზე, "აბერდინის" კარის მიმართულებით თერთმეტმეტრიანი დაინიშნა, რომელიც გოლად გიორგი ქორიფაძემ აქცია და "ჩიხურა" დააწინაურა - 1:1.

მეორე ტაიმის შუაში, 68-ე წუთზე, ამჯერად საჩხერლების კარის მიმართულებით დაინიშნა პენალტი - გოლი სემ კოსგროუვმა წონასწორობა აღადგინა, 1:1.

ამის შემდეგ ორივე გუნდის კართან შეიქმნა მომენტები, თუმცა აღარაფერი შეცვლილა და მატჩი ფრედ დასრულდა.

ამ გუნდების შემდეგი დაპირისპირება ანდორაში, ზუსტად ერთ კვირაში ჩატარდება.