ავტორიზაცია

სოსო ფრუიძე: "გოლი აუცილებლად გასატანი გვაქვს"

სოსო ფრუიძე: "გოლი აუცილებლად გასატანი გვაქვს"
თარიღი 01 აგვ 2019, 05:17
"აბერდინთან" გასამართი მატჩის წინ კომენტარი "ჩიხურას" თავკაცმა სოსო ფრუიძემ გააკეთა.

მოგეხსენებათ, ამ გუნდების პირველი დაპირისპირება თბილისში შედგა და 1:1 დასრულდა.

"აბერდინი ძალიან კარგი გუნდია. მოხარულები ვართ, რომ ისეთ ტრადიციულ ქვეყანაში ვართ, როგორიც შოტლანდიაა.

შემდეგ ეტაპზე გასვლა გვინდა და ამისთვის აუცილებლად გოლი გვაქვს გასატანი.

ფაქტია, მეტოქე ფიზიკურად ძლიერია და მეორე სართულზე კარგად თამაშობენ. ჩვენი პლიუსი ბურთის დაჭერა იქნება", – თქვა ფრუიძემ.