» იხილე განახლებული ვებ-გვერდი

რა საერთოა საღეჭ რეზინსა და ბარსას ტრანსფერებს შორის? - ორივე იწელება


რა საერთოა საღეჭ რეზინსა და ბარსას ტრანსფერებს შორის? - ორივე იწელება

ჩემპიონთა ლიგაზე განცდილი მორიგი ფიასკოს შემდეგ, ნათელი გახდა, რომ "ბარსელონას" შეტევაში სიახლეების საჭიროება იყო. კოუტინიო და დემბელე რბილად რომ ვთქვათ, კატალონიურ რიტმს ვერ აყევნენ, მესისა და სუარესს კი მესამე ელემენტი დასჭირდათ.

ლეო და ლუისი საუკეთესო მეგობრები არიან, რომლებიც მოედანზე ერთმანეთს ფანტასტიურად უგებენ, მაგრამ ისინი დუეტი არ არიან. არგენტინელისა და ურუგვაელის შეტევაში მარტო დარჩენა "ბლაუგრანასთვის" ყოველთვის კრახით სრულდება, აქედან გამომდინარეობს დასკვნა: შემოიყვანეთ მე-3.

რა საერთოა საღეჭ რეზინსა და ბარსას ტრანსფერებს შორის? - ორივე იწელება

ლიონელსა და "ვამპირს" იდეალურად ავსებდა ნეიმარი, მაგრამ ბრაზილიელმა მოულოდნელად "ბარსელონას" ათიანის ჩრდილიდან გამოსვლა მოინდომა და "პსჟ"-ს მიაშურა. მიიღო თუ სამხრეთ ამერიკელმა "პარი სენ-ჟერმენში" ის რაც უნდოდა? არა.

"პარიზში", ისევე როგორც მთლიან ლიგა 1-ში სულ სხვა სიტუაცია. ჩემპიონობის მოპოვება სირთულეს არ წარმოადგენს, მაგრამ მასშტაბური წარმატებისთვის "ლურჯ-წითლები" ჯერ კიდევ არ არიან მზად. ტომას ტუხელის გუნდის ყოველი ფეილით იკლებს ნეიმარის რეპუტაცია, ფასი, თამაშის დონე და მასზე მოთხოვნაც.

რა საერთოა საღეჭ რეზინსა და ბარსას ტრანსფერებს შორის? - ორივე იწელება

როგორი გასაკვირიც არ უნდა იყოს, ბრაზილიელი სატრანსფერო ბაზარზე მაინც ერთ-ერთ ყველაზე აქტუალურ პროდუქტად რჩება. "პარი სენ-ჟერმენის" ვარსკვლავის სახელს უკავშირებენ "რეალსა" და მის ყოფილ გუნდს, "ბარსას". სიმართლე უნდა ითქვას, მადრიდული ვარიანტი დიდი ხნის წინ გამოირიცხა.

"სამეფო კლუბის" სამიზნეში "პსჟ"-ს სხვა სელებრითია - კილიან მბაპე. "პარიზში" მიხვდნენ, რომ ორივეს ისინი ვერ შეინარჩუნებდნენ, ამიტომ ფსონი გაკეთდა ერთზე - ფრანგზე. დიახ, "ლურჯ-წითლების" ტალანტი მინიმუმ ერთი წელი "პარკ დე პრენსს" არ დატოვებს და რაც შეეხება ნეიმარს, ის ჰაერშია გამოჭიმული.

რა საერთოა საღეჭ რეზინსა და ბარსას ტრანსფერებს შორის? - ორივე იწელება

ერთადერთი, ვისაც შეუძლია ბრაზილიელის შველა არის "ბარსელონა", მაგრამ კატალონიელები "პარი სენ-ჟერმენის" შემტევის დაბრუნებას არ ჩქარობენ. "ბლაუგრანას" წინაშე პარალელურად მიმდინარეობს სხვა სატრანსფერო საგა: ანტუან გრიზმანი.

კიდევ ერთი პაციენტი, რომელიც სწორი მიდგომის შემთხვევაში "კამპ ნოუზე" ჯერ კიდევ ერთი თვის წინ უნდა აღმოჩენილიყო. ერნესტო ვალვერდეს გუნდის საბაზრო ფიქრების ამოცნობა რთულია, ხან ნეიმარი, ხან ფრანგი, ხან ორივე, ხან არცერთი.

რა საერთოა საღეჭ რეზინსა და ბარსას ტრანსფერებს შორის? - ორივე იწელება

დიახ, ბრაზილიელის გარშემო მართლაც ჩახლართული სიტუაციაა, მაგრამ მადრიდის "ატლეტიკოს" ლიდერის ტრანსფერის გაწელვით "ბარსელონამ" აუტკივებელი თავი აიტკივა. 1 ივლისიდან "ინდიელთა" 7-იანის ფასი ოფიციალურად 120 მილიონი ევრო გახდა.

ერთი შეხედვით, მიდი და აიღე, მაგრამ კატალონიელები მაინც აჭიანურებენ. "ბლაუგრანას" არაადეკვატურობის გარშემო დიდი ალბათობით იმალება შემდეგი გარემოება: კლუბის ხელმძღვანელობას სურს გრიზმანის ტრანსფერი, ფეხბურთელებს (მესის ამ შემთხვევაში) კი "პსჟ"-ს ვარსკვლავის.

რა საერთოა საღეჭ რეზინსა და ბარსას ტრანსფერებს შორის? - ორივე იწელება

ობიექტურად, ფრანგის მოსვლა უფრო მიზანშეწონილია, ვიდრე სამხრეთ ამერიკელის. რატომ? პირველ რიგში იმიტომ, რომ "პარი სენ-ჟერმენის" ათიანი "კამპ ნოუზე" უკვე განვლილი ეტაპია, ანტუანი კი პირიქით, ახალთახალი სისხლი.

"ატლეტიკოს" ლიდერს ნეიმარისგან განსხვავებით ე.წ. ხასიათობა არ სჩვევია. ბრაზილიელთან მიმართებაში ეს პრობლემა განსაკუთრებით აქტუალურია, რადგან უკვე შეუძლებელია იმის გაგება, თუ როდის არის "პსჟ"-ს შემტევი ფორმაში, ხასიათზე და სკანდალების მიღმა.

რა საერთოა საღეჭ რეზინსა და ბარსას ტრანსფერებს შორის? - ორივე იწელება

სამხრეთ ამერიკელის უარყოფითი თვისებების შესახებ კიდევ ბევრი რაღაცის თქმა შეიძლება, მაგრამ "პარიზის" ათიანს აქვს იმუნიტეტი, რომელიც ყველანაირ კრიტიკას ისხლირტავს. რთული მისახვედრი არ არის, რომ საუბარი მესის ფაქტორზეა.

დიახ, ლეოს გავლენა უფრო დიდია, პირობით ვიღაც სპორტულ დირექტორისაზე, ასე რომ "ბარსელონას" უფროსობა უნდა შეეგუოს, მათ მოუწევთ ნეიმარის დაბრუნება, ნებისმიერ ფასადაც. არ აქვს მნიშვნელობა ვინ ან რა შეეწირება ბრაზილიელს, ასტრონომიული თანხა, თუ პირობითი კოუტინიო ან დემბელე.

რა საერთოა საღეჭ რეზინსა და ბარსას ტრანსფერებს შორის? - ორივე იწელება

აქედან გამომდინარე, გაწელვას კატალონიელებისთვის აზრი არ აქვს. ზოგადად, "ბლაუგრანას" გარშემო არსებული ვითარება ძალიან ჰგავს იმ სიტუაციას, რომელშიც გასული წლის აგვისტოში მილანის "ინტერი" აღმოჩნდა. "ნერიაძურის" მოდრიჩისა და ვიდალის სახით ჰყავდა თავისი ნეიმარი და გრიზმანი.

"შავ-ლურჯები" ანალოგიურად აჭიანურებდნენ გარიგებას, ერთი ფეხბურთელიდან ერთვებოდნენ მეორეზე და უაზროდ არ ხურავდნენ არცერთის ტრანსფერს. შედეგად, ხორვატი "რეალში" დარჩა, ჩილელი კი ლომბარდიელებს სწორედ "ბარსამ" წაართვა. კატალონიელთა საყურადღებოდ: არ გაიმეოროთ იგივე შეცდომა.

რა საერთოა საღეჭ რეზინსა და ბარსას ტრანსფერებს შორის? - ორივე იწელება

რომელი ტრანსფერი გინდათ უფრო?


ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ვის შეუძლია ჩელსიში კეპას შეცვლა? Goal.Ge-ს განხილვა და ვარაუდი [გამოკითხვა]

ბოლო პერიოდში, პრესაში საკმაოდ განსხვავებული ინფორმაციები ჩნდება.

გუშინ, 15:25

შეხვედრა მომდევნო კვირას შედგება: მილანს ახალი მწვრთნელი ეყოლება

უკვე რამდენიმე კვირაა მიდის საუბრები იმაზე, რომ "მილანს" რალფ რანგნიკი ჩაიბარებს.

დღეს, 03:35

შირერმა მბაპეს რჩევა მისცა: "მისთვის ეს იდეალური იქნება"

ლეგენდარულმა ინგლისელმა ფორვარდმა ალან შირერმა კილიან მბაპეს საინტერესო რჩევა მისცა.

დღეს, 03:22

დორტმუნდის მწვრთნელი სანჩოს ჟესტს გამოეხმაურა

ჯეიდონ სანჩომ პირველი გოლი ჯორჯ ფლოიდის ხსოვნას მიუძღვნა.

დღეს, 03:19

კლოპმა დაასახელა მეტოქე, ვისთანაც ლივერპული ითამაშებს: "100%-ით მზად უნდა ვიყოთ"

გასულ კვირას, ცნობილი გახდა, რომ ინგლისის პრემიერ ლიგა 17 ივნისს განახლდება.

დღეს, 01:46

ყველაზე შედეგიანი ფეხბურთელები ევროპაში - მესი მე-4 ადგილზეა

ბრიტანული გამოცემა გვთავაზობს ტოპ 5 ჩემპიონატის გამორჩეულ მოთამაშეებს ამ სეზონში.

დღეს, 01:34

ვისთან ითამაშებენ რეალი და ბარსელონა ლა ლიგის პირველ მატჩს?

როგორც მოგეხსენებათ, ესპანეთის ჩემპიონატი 11 ივნისს განახლდება, საუბარია ლა ლიგაზე.

დღეს, 01:18

ოფიციალურად: რუბინი 2-მა ქართველმა ფეხბურთელმა დატოვა

ოფიციალურად დადასტურდა, რომ ყაზანის "რუბინი" ორმა ქართველმა ფეხბურთელმა დატოვა.

დღეს, 01:08

ვარჯიშები ეროვნული ლიგის კიდევ ერთმა კლუბმა განაახლა

ოფიციალურად დადასტურდა, რომ საქართველოს ჩემპიონატი 25 ივნისს განახლდება.

დღეს, 01:04

რატომ ჩაიშალა დევისის ტრანსფერი ბარსელონაში 2017 წელს?

Mundo Deportivo-მ მიუნხენის "ბაიერნის" მარცხენა მცველის, ალფონსო დევისის შესახებ საინტერესო ინფორმაცია გააავრცელა.

დღეს, 00:43

კოშტას ლა ლიგაში მსურველი გამოუჩნდა

Сalciomercato-ს თანახმად, ტურინის "იუვენტუსის" შემტევს, დუგლას კოშტას ლა ლიგაში საკმაოდ სერიოზული მსურველი გამოუჩნდა.

დღეს, 00:29

"ლა ლიგას თუ მოვიგებ, კანარის კუნძულებზე დავისვენებ", - სეტიენი

"ბარსელონას" მთავარმა მწვრთნელმა, კიკე სეტიენმა თავისი შვებულების შესახებ საკმაოდ საინტერესო განცხადება გააკეთა:

დღეს, 00:19

6 ფეხბურთელი, რომლის ხელში ჩაგდებას იუვენტუსი ცდილობს

Calciomercato-მ ტურინის "იუვენტუსის" მთავარი სატრანსფერო სამიზნეები დაასახელა.

დღეს, 00:02

ლინგარდმა კარიერის საუკეთესო მომენტი დაასახელა

"მანჩესტერ იუნაიტედის" შემტევმა ნახევარმცველმა, ჯესი ლინგარდმა თავისი კარიერის საუკეთესო მომენტი დაასახელა:

გუშინ, 23:54

პაიე: "ხელფასის შემცირების წინააღმდეგი ვარ, რადგან ოჯახის წინაშე ვალდებულებები მაქვს"

მარსელის "ოლიმპიკის" ლიდერი, დიმიტრი პაიე ხელფასის შემცირების წინააღმდეგია.

გუშინ, 23:42

"ლივერპულის გამოვარდნის შემდეგ, ბაიერნს ჩემპიონთა ლიგის მოგების შანსი გაუჩნდა", - შვაინშტაიგერი

მიუნხენის "ბაიერნის" ყოფილმა ცენტრალურმა ნახევარმცველმა, ბასტიან შვაინშტაიგერმა საინტერესო განცხადება გააკეთა:

გუშინ, 23:28

"მიზანი - ტრებლია", - პავარი

მიუნხენის "ბაიერნის" მარჯვენა მცველმა, ბენჟამინ პავარმა თავისი გუნდის ამბიციებისა და მიზნების შესახებ ისაუბრა:

გუშინ, 23:16

სანჩომ გატანილი გოლი ჯორჯ ფლოიდის ხსოვნას მიუძღვნა

"დორტმუნდის" გარემარბმა, ჯეიდონ სანჩომ ბუნდესლიგის 29-ე ტურში "პადერბორნს" (6:1) ჰეთ-თრიქი შეუსრულა.

გუშინ, 22:27

სანჩოს ჰეთ-თრიქი - დორტმუნდმა სტუმრად პადერბორნს გადაუარა [VIDEO]

გერმანიის ჩემპიონატის 29-ე ტურის ეგიდით, "დორტმუნდმა" "პადერბორნი" სტუმრად ანგარიშით 6:1 გაანადგურა.

გუშინ, 21:56

ნაგელსმანი: "ვერნერის ლაიფციგიდან წასვლა ლევანდოვსკის ბაიერნიდან წასვლის ტოლფასი იქნება"

"ლაიფციგის" მთავარმა მწვრთნელმა თავდამსხმელ ტიმო ვერნერის შესაძლო გაყიდვაზე კომენტარი გააკეთა.

გუშინ, 21:24

MARCA: მოურინიომ კოუტინიოს ტრანსფერს ვეტო დაადო

კატალონიის "ბარსელონას" ნახევარმცველი, ფილიპე კოუტინიო ლონდონის "ტოტენჰემში" არ გადავა.

გუშინ, 20:32

მილანი პსჟ-ს ფეხბურთელის დამატებასთან ახლოსაა

"პარი სენ ჟერმენის" ახალგაზრდა ცენტრალური შესაძლოა ზაფხულში "მილანის" ფეხბურთელი გახდეს.

გუშინ, 20:27

იუვენტუსი მზადაა კიეზას სანაცვლოდ 4 ფეხბურთელი დათმოს

"ფიორენტინას" ნახევარმცველმა, ფედერიკო კიეზამ კარიერა შესაძლოა "იუვენტუსში" გააგრძელოს.

გუშინ, 20:16

"ბაიერნში ახალი ერა იწყება", - ჰიონესი სანეს შესაძლო ტრანსფერს ეხმაურება

მოგეხსენებათ, "ბაიერნს" "მანჩესტერ სიტის" გარემარბის, ლეროი სანეს ხელში ჩაგდება უნდა.

გუშინ, 20:13

კიელინი: "კინს ბალოტელის ადარებენ, მაგრამ მოიზე გუნდს ყოველთვის პატივს სცემდა"

"იუვენტუსის" მცველმა, ჯორჯო კიელინიმ ფორვარდ მოიზე კინზე ისაუბრა და იგი მარიო ბალოტელის შეადარა.

გუშინ, 19:46

საულ ნიგესმა დაადასტურა, რომ 3 დღეში ახალ კლუბში გადავა

"ატლეტიკოს" ნახევარმცველმა სოციალური ქსელის მეშვეობით დაადასტურა, რომ სამ დღეში სხვა კლუბში გადავა.

გუშინ, 19:31

საინტერესო პუნქტი, რომელიც ინტერმა პსჟ-სთან შეთანხმებაში ჩადო

მოგეხსენებათ, ოფიციალურად დადასტურდა, რომ "პსჟ"-მ "ინტერის" ფორვარდი, მაურო იკარდი შეისყიდა.

გუშინ, 19:17

იუვენტუსი მზადაა პიანიჩი ბარსელონაში ერთი პირობით გაუშვას

"იუვენტუსი" მზადაა ნახევარმცველი, მირალემ პიანიჩი "ბარსელონაში" გაუშვას, თუმცა ერთი პირობით.

გუშინ, 19:12

კამავინგა ზიდანის გამო რეალში გადასვლაზე თანახმაა

"რენის" ნახევარმცველმა, ედუარდო კამავინგამ კარიერა შესაძლოა ესპანეთში გააგრძელოს.

გუშინ, 18:55

შირერმა პრემიერ ლიგის ისტორიაში 10 საუკეთესო მატჩი დაასახელა

ინგლისის ნაკრების ექს-თავდამსხმელმა, ალან შირერმა პრემიერ ლიგის საუკეთესო მატჩების რეიტინგი შეადგინა.

გუშინ, 18:50
i

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10