Goal.Ge

ტონგელი მორაგბე, რომელმაც სიმსივნე დაამარცხა და მსოფლიო თასზე თამაშთან ახლოსაა


ტონგელი მორაგბე, რომელმაც სიმსივნე დაამარცხა და მსოფლიო თასზე თამაშთან ახლოსაა

"რამდენიმეთვიანი გაურკვევლობის შემდეგ, ნასი მანუ უაღრესად გახარებულია, რომ გვირაბის ბოლოს სინათლე გამოჩნდა" - წერს ახალზელანდიური გამოცემა odt.co.nz.

ახლავე გეტყვით რაშია საქმე. 30 წლის ტონგელი მესამეხაზელი, რომელმაც კარიერა ახალზელანდიაში დაიწყო და 2008 წელს "ბეიბი ბლექსში" 4 მატჩიც ითამაშა, დიდი ხნის განმავლობაში ახალზელანდიაში ასპარეზობდა, სადაც ორი სეზონი "კრუსეიდერსის", ხოლო ექვსი სეზონი "კრუსეიდერსის" რიგებში ჩაატარა და სუპერ რაგბიში 81-ჯერ ითამაშა. შემდეგ, ევროპაში სათამაშოდ წავიდა და ორი სეზონი "ედინბურგში" იასპარეზა, საიდანაც იტალიურ "ტრევიზოს" მიაშურა და 2018 წლის ივნისში ტონგის ნაკრებში დებიუტიც ჰქონდა. მისი უმთავრესი მიზანი "იკალე ტაჰის" კვართით 2019 წლის მსოფლიო თასზე თამაში გახლდათ, მაგრამ მოულოდნელად ეს ამოცანა და საერთოდ მანუს სიცოცხლე საფრთხის ქვეშ დადგა...

2018 წლის სექტემბერში მანუს სიმსივნე აღმოაჩნდა და დაიწყო გადარჩენისთვის ბრძოლა.

"ეს იყო ძალიან ხანგრძლივი გზა და ვოცნებობდი იმ დღეზე, როდესაც კვლავ შევძლებდი ტონგისთვის მეთამაშა", - განაცხადა მანუმ, რომელიც 2019 წლის მსოფლიო თასის გაფართოებულ შემადგენლობაში მოხვდა და ნაკრებთან ერთად წყნარი ოკეანის თასზე სათამაშოდ ემზადება.

სექტემბრის ბოლოს მას ექიმმა უთხრა, რომ უნდა ჩაეტარებინა ქიმიოთერაპია და ფიზიკური ვარჯიშები ეკრძალებოდა.

"სპეციალისტმა უთხრა ჩემს მწვრთნელს, რომ მე ჩვეულებრივი ადამიანივით უნდა მეცხოვრა, არანაირი ფიზიკური დატვირთვა და სტრესული მდგომარეობა. შემეძლო მეთამაშა მხოლოდ ჩემს ქალიშვილთან.

ეს სამი-ოთხი თვე ჩემთვის ძალიან რთული იყო და თავს ხშირად საშინლად ვგრძნობდი", -
იხსენებს "ჰაილენდერსის" ყოფილი მორაგბე.

ქიმიოთერაპიამ დადებითი შედეგი მისცა, რამაც თებერვლის ბოლოს საშუალება მისცა, რომ ნელ-ნელა ვარჯიშს დაბრუნებოდა.

"ყოველდღიური ვარჯიშით ძალიან ბედნიერი ვიყავი, ეს იყო პოტენციური დაბრუნება და მიახლოება ჩემს მიზანთან. მე მივიღე დიდი მხარდაჭერა და სიყვარული, განსაკუთრებით ჩემი კლუბისგან, გუნდელებისგან და რა თქმა უნდა, ოჯახისგან და მეგობრებისგან. ეს იყო ფიზიკურად, მენტალურად და ემოციურად ძალიან რთული წელი.

მე ძალიან ბედნიერი ვარ, რომ შემიძლია კიდევ ერთი ოცნების ასრულებისთვის ვიბრძოლო - ვითამაშო მსოფლიო თასზე", -
აღნიშნა მან.

30 წლის მესამეხაზელმა განაცხადა, რომ მისი ცხოვრების უმძიმეს პერიოდში ძალიან დაეხმარა "მონპელიეს" ახალზელანდიელი ვარსკვლავი აარონ კრუდენი, რომელსაც 19 წლის ასაკში ასევე კიბოს დიაგნოზი დაუსვეს. მან მძიმე დაავადება დაამარცხა და "ოლ ბლექსის" კვართი 50-ჯერ მოირგო.

"მე ვესაუბრებოდი მას იმის შესახებ, რასაც განვიცდიდი, ხოლო აარონმა ის მიამბო, რაც გადაიტანა. მისი გამოცდილება იყო განმსაზღვრელი დრო მის ცხოვრებაში და ეს ნამდვილად კარგი მაგალითი იყო ჩემთვის, რომ ვიღაცამ შეძლო ამ დაავადების დამარცხება. კრუდენი ძალიან დამეხმარა" - თქვა ნასიმ.

მანუ ძალიან მოტივირებულია და მზადაა ყველაფერი გააკეთოს იმისთვის, რომ მსოფლიო თასზე ითამაშოს.

"მე ვიცი, რომ წელიწადი არ მითამაშია და ტონგის ნაკრებში მესამე ხაზში ძალიან დიდი კონკურენციაა. წყნარი ოკეანის თასის მომდევნო სამი მატჩი ძალიან მნიშვნელოვანია და მსურს, რომ თავი საუკეთესოდ წარმოვაჩინო, გავუძლო კონკურენცია და მოვხვდე მსოფლიო თასზე",
- განაცხადა ტონგელმა მორაგბემ.

გეტყვით, რომ ტონგის ნაკრები წყნარი ოკეანის თასზე 27 ივლისს აპიაში სამოას ესტუმრება, 3 აგვისტოს სუვაში აშშ-ს დაუპირისპირდება, ხოლო 9 აგვისტოს ლაუტოკაში კანადას შეერკინება. გასახურებელ ტესტ-მატჩებში "იკალე ტაჰი" 31 აგვისტოს სიდნეიში ფიჯის შეხვდება, 7 სექტემბერს კი ჰამილტონში ახალ ზელანდიას ეწვევა, საიდანაც გეზს უკვე იაპონიისკენ აიღებს.

ტონგა C ჯგუფში იასპარეზებს, რომელიც სიკვდილის ჯგუფად არის წოდებული. მისი მეტოქეები ინგლისი, არგენტინა, საფრანგეთი და აშშ იქნებიან.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

სოლსკიაერი: "იანვარში ერთი ან ორი ფეხბურთელის დამატებას ვაპირებთ"

"მანჩესტერის" მწვრთნელმა, ოლე გუნარ სოლსკიაერმა ზამთრისთვის კლუბის სატრანსფერო გეგმებზე ისაუბრა.

დღეს, 20:21

ფინალში დამარცხებული რუსი მეტოქე, ახალკაცი მსოფლიოს ჩემპიონია!

ქართველი ძიუდოისტი, ვლადიმერ ახალკაცი მაროკოში მიმდინარე ახალგაზრდული მსოფლიოს ჩემპიონატის გამარჯვებულია.

დღეს, 20:14

"დამნაშავე ყოველთვის მე ვარ", - ოზილი გულშემატკივრებს გაუბრაზდა

"არსენალის" ნახევარმცველმა, მესუთ ოზილმა გულშემატკივრების მხრიდან მისდამი კრიტიკაზე ისაუბრა.

დღეს, 20:03

"რონალდუ თუ მესი?", - ვიდალმა ისტორიაში საუკეთესო დაასახელა

"ბარსელონას" ნახევარმცველმა, არტურო ვიდალმა საკმაოდ საინტერესო განცხადება გააკეთა.

დღეს, 19:57

ფიფამ მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატის ჩატარების ზუსტი რიცხვები დაასახელა

ყველა კონფედერაციის უძლიერესი გუნდების მონაწილეობით გასამართი ტურნირი დეკემბერში, ყატარში გაიმართება.

დღეს, 18:33

მანჩესტერმა ზამთრის პირველ ტრანსფერზე მუშაობა დაიწყო

„მანჩესტერ იუნაიტედი“ ზამთარში „იუვენტუსის“ ნახევარმცველის, ემრე ჯანის დამატებას აპირებს.

დღეს, 18:25

კლოპი: "გუშინ შანსი არ იყო, დღეს შესაძლებელია, ხვალ 100%-ით იქნება"

„ლივერპულის“ მთავარმა მწვრთნელმა, იურგენ კლოპმა, ინგლისში ტრავმირებული ფეხბურთელების შესახებ გავრცელებულ ინფორმაციაზე ილაპარაკა.

დღეს, 18:05

რეალმა ბარსელონას იდეა მოიწონა

მადრიდის „რეალი“ „ბარსელონასთან“ მატჩის 18 დეკემბერს ჩატარების იდეას დათანხმდა.

დღეს, 17:59

"უნდა მიხვდეს, რა სურს ამ ცხოვრებისგან", - ვიდალმა თანაგუნდელზე ორაზროვნად ილაპარაკა

„ბარსელონას“ ნახევარმცველმა, არტურო ვიდალმა, თანაგუნდელზე, უსმან დემბელეზე ისაუბრა.

დღეს, 17:49

"ეს ბიჭი ვინ არის?", - რიბერი FIFA-ს გაუბრაზდა, PES-მა კომენტარებშივე უპასუხა

ლეგენდარული ფრანგი ნახევარმცველი, ფრანკ რიბერი, საფეხბურთო სიმულატორში თავისი სახით უკმაყოფილო დარჩა.

დღეს, 17:39

ბარსელონამ კლასიკოს ჩატარების სასურველი რიცხვი დაასახელა

„ბარსელონამ“ ოფიციალურ ვებ-გვერდზე ლა ლიგის მეათე ტურის გადადების თაობაზე განცხადება გააკეთა.

დღეს, 17:10

"ეს უკვე პირადულია", - ზიდანს პოგბასთან შეხვედრაზე ჰკითხეს

მადრიდის „რეალის“ მთავარმა მწვრთნელმა, ზინედინ ზიდანმა, „მანჩესტერ იუნაიტედის“ ნახევარმცველთან, პოლ პოგბასთან შეხვედრაზე ისაუბრა.

დღეს, 17:05

ქაოსის თეორია - ჩაშლილი კლასიკოს გამართვის სავარაუდო თარიღი და კიდევ რამდენიმე დეტალი

საფეხბურთო კლუბი "ბარსელონა" - კატალონიის პოლიტიკური ცხოვრების მუდმივი აქტიური მონაწილე.

დღეს, 16:29

იუვენტუსმა შესნის თაობაზე საბოლოო გადაწყვეტილება მიიღო

La Gazzetta dello Sport-ის ცნობით, ტურინის "იუვენტუსმა" ვოიცეხ შესნის თაობაზე საბოლოო გადაწყვეტილება მიიღო.

დღეს, 15:25

ესპანეთის ოლიმპიური ნაკრების მწვრთნელი რამოსის სურვილს გამოეხმაურა

როგორც მოგეხსენებათ, სერხიო რამოსმა ოლიმპიურ თამაშებში მონაწილეობის მიღების სურვილი გამოთქვა.

დღეს, 15:11

ვან დეიკი: "არ ვთვლი, რომ იუნაიტედთან მატჩი განსაკუთრებული მოვლენაა"

"ლივერპულის" ცენტრალურმა მცველმა, ვირჯილ ვან დეიკმა "მანჩესტერ იუნაიტედის" წინააღმდეგ მოახლოებულ მატჩზე ისაუბრა:

დღეს, 15:00

კუბომ ბარსელონაში ფატისთან ერთად გატარებული პერიოდი გაიხსენა

"მალიორკას" ახალგაზრდა შემტევმა, ტაკეფუსა კუბომ "ბარსელონაში" გატარებული პერიოდი გაიხსენა:

დღეს, 14:47

დიდი გზის დასაწყისი: იაპონელთა უდიდესი სენსაცია გასულ მსოფლიო თასზე [VIDEO]

კვირას მსოფლიო თასის მეოთხედფინალურ მატჩში ერთმანეთს მასპინძელი იაპონია და სამხრეთ აფრიკა დაუპირისპირდებიან.

დღეს, 14:45

მანჩესტერის ექს-მოთამაშე: "კლოპს ლივერპულში დრო სჭირდებოდა, აცადეთ სოლსკიაერსაც"

"მანჩესტერ იუნაიტედის" ყოფილმა მეკარემ, მარკ ბოსნიჩმა, ოლე-გუნარ სოლსკიაერზე ისაუბრა:

დღეს, 14:34

იუვენტუსი და ტოტენჰემი ფეხბურთელების გაცვლას გეგმავენ

La Gazzetta dello Sport-ის ცნობით, ტურინის "იუვენტუსი" და "ტოტენჰემი" გაცვლას გეგმავენ.

დღეს, 14:25

ვან დეიკი: "სიტის თამაშებს არ ვუყურებ"

"ლივერპულის" ცენტრალურმა მცველმა, ვირჯილ ვან დეიკმა პრემიერ ლიგის საჩემპიონო რბოლა შეაფასა:

დღეს, 14:14

ლეგენდარულ ალექს ფერგიუსონს მატჩის ჩაწყობაში ადანაშაულებენ

საფეხბურთო აგენტის, ჯუზეპე პალიარის სკანდალური აღიარება.

დღეს, 13:33

ვუდვორდი: "ოლეს ხედვა ჩვენს მიზნებს სრულიად შეესაბამება"

„მანჩესტერ იუნაიტედის“ აღმასრულებელმა დირექტორმა, ედ ვუდვორდმა, ოლე-გუნარ სოლსკიაერს თანადგომა გამოუცხადა.

დღეს, 13:25

როდის გაიმართება კლასიკო? ორი სავარაუდო თარიღი ცნობილია

ლა ლიგის მე-10 ტურის მატჩის გადადებაზე მოლაპარაკებები გრძელდება.

დღეს, 13:20

პოჩეტინო: "ფეხბურთელებს სადილზე დაპაჟებით შესაძლოა დამშვიდობება სურდეთ"

„ტოტენჰემის“ მთავარმა მწვრთნელმა, მაურისიო პოჩეტინომ, გუნდის ფეხბურთელების მხრიდან მხარდაჭერაზე ისაუბრა.

დღეს, 13:10

ნაპოლის პრეზიდენტმა განმარტა, თუ რატომ არ გაყიდა კულიბალი 105 მილიონად

„ნაპოლის“ პრეზიდენტმა, აურელიო დე ლაურენტისმა, ახსნა, თუ რატომ არ მოისურვა კალიდუ კულიბალის 105 მილიონად გაყიდვა.

დღეს, 13:04

"ნოიერის გუნდის თამაშებს არ ვუყურებ", - მესიმ მანუს და ტერ შტეგენს ერთი დონის მეკარეები უწოდა

„ბარსელონას“ შემტევმა, ლეო მესიმ, ერთმანეთს მარკ-ანდრე ტერ შტეგენი და მანუელ ნოიერი შეადარა.

დღეს, 13:01

იუვენტუსმა ბერნარდესკის თაობაზე საბოლოო გადაწყვეტილება მიიღო

La Gazzetta dello Sport-ის ცნობით, ტურინის "იუვენტუსმა" ფედერიკო ბერნარდესკის თაობაზე საბოლოო გადაწყვეტილება მიიღო.

დღეს, 11:48

დიბალას მომავალი გაირკვა - არგენტინელმა თანხმობა განაცხადა

როგორც მოგეხსენებათ, ტურინის "იუვენტუსი" პაულო დიბალას ასპარეზობით კმაყოფილი დარჩა.

დღეს, 11:41

მოლაპარაკებები დაიწყო - მატიჩი სერია ა-ში

La Gazzetta dello Sport-ის ცნობით, ნემანია მატიჩი სერია ა-ში გადასვლასთან არის ახლოს.

დღეს, 11:33

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10