Goal.Ge

თანაშემწე მეკარის ხელთათმანებით - ბუფონის დაბრუნების რეალური მიზეზი


თანაშემწე მეკარის ხელთათმანებით - ბუფონის დაბრუნების რეალური მიზეზი

"ბავშვობაში იტან გოლებს, შემდეგ სულელდები და მეკარე ხდები." - ჯანლუიჯი ბუფონი. იტალიელს აზროვნებასთან დაკავშირებით პრობლემები არასდროს ჰქონია, თუმცა რამდენიმე გადაწყვეტილების გამო, ჯიჯი რეალურად გამხდარა კრიტიკის ობიექტი.

ტურინის "იუვენტუსის" კარის დარაჯი ერთ-ერთი საუკეთესო პირველი ნომერია ფეხბურთის ისტორიაში, რომლის გზა სათავეს 90-იანების შუა პერიოდიდან იღებს. აპენინელის უნარ-ჩვევების ჩამოთვლა შორს წაგვიყვანს, უბრალოდ გამოვყოფთ ერთს, რომელიც 41 წლის კიპერს უზუსტესად შეეფერება: გამოცდილება.

თანაშემწე მეკარის ხელთათმანებით - ბუფონის დაბრუნების რეალური მიზეზი

ბუფონის ქამბექი "ბებერი ქალბატონის" მკლავებში სწორედ აღნიშნულმა ფაქტორმა მოახდინა. ჯიჯის კარიერის დასრულებისკენ არ მოუწოდებს მხოლოდ ზარმაცი და მისი მარშრუტი ტურინი-პარიზი და პირიქით, ბევრისთვის გამაღიზიანებელიც კი გამოდგა.

ერთი წლის წინ, იტალიელს რეალურად არ უნდოდა სპორტიდან წასვლა და მისი გაგება შეიძლებოდა. პირველად 2001 წლის შემდეგ, ჯანლუიჯი "ბიანკონერის" გარეთ აღმოჩნდა და მას დაუკავშირდნენ პერსპექტიული პროექტიდან სახელად "პსჟ". ახალი გარემო ჩემპიონთა ლიგის მოგების პერსპექტივით? რატომაც არა.

თანაშემწე მეკარის ხელთათმანებით - ბუფონის დაბრუნების რეალური მიზეზი

განვლილმა სეზონმა გვაჩვენა, რომ "პარი სენ-ჟერმენი" მასშტაბური წარმატებისთვის ჯერ კიდევ არ მომწიფებულა, "ლურჯ-წითლების" მეკარე კი რბილად რომ ვთქვათ, უკვე ასაკში იყო და აქ "მანჩესტერ იუნაიტედის" ყარაულის თოფი არაფერ შუაშია.

აპენინელის საჩემპიონო ზღაპარი დასრულდა, დიახ, 41 წლის კარის დარაჯი "შავ-თეთრებში" ყოველგვარი ზედმეტი ამბიციების გარეშე ბრუნდება. ამაზე მეტყველებს ის ფაქტი, რომ ბუფონმა თავიდანვე უარი თქვა 1 ნომერზე, კაპიტნის სამკლაურსა და ადგილზე სასტარტოში.

თანაშემწე მეკარის ხელთათმანებით - ბუფონის დაბრუნების რეალური მიზეზი

მაურიციო სარის გუნდს არ სჭირდება ჯიჯის ხელები, დღევანდელ "იუვენტუსში" უფრო დაფასდება იტალიელის გამოცდილება, მენტალიტეტი და ლიდერის თვისებები, უბრალოდ ეს ყველაფერი გასახდელში და არა მოედანზე. უხეშად რომ ვთქვათ, პიროვნება, რომელიც რთულ მომენტში გუნდს დაქოქავს.

"ბებერ ქალბატონს" კრიშტიანუ რონალდუს სახით თავისი ალფა უკვე ჰყავს. მტკიცე ხასიათით აგრეთვე გამოირჩევიან კიელინი, ბონუჩი და მანჯუკიჩი, მაგრამ ჯანლუიჯი მაინც სხვა მოვლენაა, ის თავად არის "ბიანკონერი".

თანაშემწე მეკარის ხელთათმანებით - ბუფონის დაბრუნების რეალური მიზეზი

"შავ-თეთრების" მეკარე იქნება ერთგვარი შემაკავშირებელი ჯაჭვი მთავარ მწვრთნელსა და ფეხბურთელებს შორის. დიახ, სარი არ გამოირჩევა განსაკუთრებული მიდგომებითა და კომუნიკაბელურობით, ამიტომ, ზედმეტი კონფლიქტების თავიდან ასარიდებლად, იტალიელის აზრებს მოთამაშეებს ბუფონი გაანდობს.

ჯიჯის მიმართ "იუვენტუსში" ყველა დადებითად არის განწყობილი, მაურიციოს კი ტურინული პუბლიკის ნდობის მოპოვება სჭირდება, ყველაფერი ნათელია. ამასთან ერთად, ჯანლუიჯის ფეხბურთელობა არავის გაუუქმებია, ასე რომ "ბებერი ქალბატონის" ჩემპიონთა ლიგის ნანატრი მოგების შემთხვევაში, თასს ვეტერანი კიპერიც აწევს.

თანაშემწე მეკარის ხელთათმანებით - ბუფონის დაბრუნების რეალური მიზეზი

"ბიანკონერიში" ამის წინაპირობა ნამდვილად არსებობს. თითქმის იდეალურად დაკომპლექტებული შემადგენლობა, რომელიც მომავალ სეზონში კიდევ უფრო შთამბეჭდავი იქნება. "შავ-თეთრებმა" უკვე დაიმატეს რაბიო და რემსი, წინ, პოგბას, იკარდისა და დე ლიგტის შესაძლო ტრანსფერებია, ეფექტურია.

იმ შემთხვევაში, თუ სარი დაკისრებულ მოვალეობას თავს გაართმევს, მისი გუნდის გამჩერებელი არავინ იქნება, პაულო დიბალას ათამაშებით, მითუმეტეს. რაც არ უნდა იყოს, ფაქტია, ბუფონი თავის ახალ მენტორს ყველაფერში დაეხმარება, მათ შორის ვარსკვლავების მორჯულებაში. დიახ, ჯიჯის ეს არ გაუჭირდება.

თანაშემწე მეკარის ხელთათმანებით - ბუფონის დაბრუნების რეალური მიზეზი

მოიგებს ბუფონი ჩემპიონთა ლიგას კარიერის დასრულებამდე?


ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

დე ლიგტმა თავისი კუმირები დაასახელა

"იუვენტუსის" ახალწვეულმა, მატეის დე ლიგტმა საინტერესო განცხადება გააკეთა.

გუშინ, 23:21

კახა ჩხეტიანი: "უახლოეს დღეებში სერიოზული საუბარი გვექნება"

"ორდაბასთან" მარცხის შემდეგ კომენტარი "ტორპედოს" თავკაცმა კახა ჩხეტიანმა გააკეთა.

გუშინ, 23:16

რაფინია ბარსელონადან მიდის და სასურველი კლუბიც შეარჩია

"ბარსელონას" ნახევარმცველი, რაფინია ამ ზაფხულს კლუბის დატოვებას აპირებს.

გუშინ, 23:16

კახა ცხადაძე: ქართველებთან მოგება? - ჩემი სამუშაო შევასრულე"

ევროპა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე "ტორპედო" 'ორდაბასს" დაუპირისპირდა და ორი მატჩის ჯამში 0:3 დაამარცხა.

გუშინ, 23:10

ტორპედო ევროტურნირებიდან ასპარეზობას გამოეთიშა

ევროპა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე "ტორპედო" "ორდაბასს "დაუპირისპირდა და ორი მატჩის ჯამში 0:3 დამარცხდა.

გუშინ, 23:06

იკარდიმ სარფიანი წინადადება მიიღო - რა ბედი ელის არგენტინელს?

დიდი ალბათობით, ამ ზაფხულს მაურო იკარდი "ინტერს" დატოვებს.

გუშინ, 22:54

ინტერმა ლუკაკუს სარფიანი შეთავაზება გაუმზადა, დეტალები ცნობილია

"ინტერის" ხელმძღვანელობა რომელუ ლუკაკუს სარფიან წინადადებას უმზადებს.

გუშინ, 22:48

ვან დერ საარი დე ლიგტის იუვენტუსში ტრანსფერს ეხმაურება

მოგეხსენებათ, "იუვენტუსმა" მატეის დე ლიგტის ტრანსფერი დღეს გააოფიციალურა.

გუშინ, 22:42

ბარსელონას მორიგი მეგა შეთავაზება პსჟ-ს — Sky Sports

"ბარსელონას" ხელმძღვანელობამ "პსჟ"-ს ახალი წინადადებით მიმართა.

გუშინ, 22:32

დე ლიგტმა ახსნა, თუ რატომ აირჩია იუვენტუსი და არა ბარსელონა ან პსჟ

"იუვენტუსის" ახალწვეულმა, მატეის დე ლიგტმა საინტერესო განცხადება გააკეთა.

გუშინ, 21:48

პსჟ-მ ნეიმარის მომავალზე საბოლოო გადაწყვეტილება მიიღო

აღნიშნულ ინფორმაციას გავლენიანი გამოცემა Sport.es ავრცელებს.

გუშინ, 21:37

დე ლიგტის პირველი კომენტარი იუვენტუსში გადასვლის შემდეგ

მატეის დე ლიგტმა "აიაქსიდან" "იუვენტუსში" გადაბარგებაზე ისაუბრა.

გუშინ, 21:31

ბარსელონამ ნეიმარის ხელში ჩაგდების ახალი გეგმა შეიმუშავა

აღნიშნულ ინფორმაციას ავტორიტეტული გამოცემა Sport.es ავრცელებს.

გუშინ, 21:25

მანჩესტერ იუნაიტედი ხმაურიან ტრანსფერზე ამუშავდა

"მანჩესტერ იუნაიტედი" ხმაურიანი ტრანსფერის განხორციელებას გეგმავს.

გუშინ, 21:19

ფალკაოს ახალი კლუბი პრაქტიკულად ცნობილია

"მონაკოს" თავდამსხმელი, რადამელ ფალკაო კლუბიდან მიდის.

გუშინ, 21:12

პსჟ იუვენტუსს სუპერ გაცვლას სთავაზობს

"პსჟ"-ს თავდამსხმელი, ნეიმარი ამ ზაფხულს შესაძლოა "იუვენტუსში" გადაბარგდეს.

გუშინ, 20:30

ატლეტიკოში ტრიპიერის სათამაშო ნომერი ცნობილია

მოგეხსენებათ, კირან ტრიპიერი "ატლეტიკოში" "ტოტენჰემიდან" გადავიდა.

გუშინ, 20:26

როუზისთვის ბრძოლაში მთავარი ფავორიტი გამოიკვეთა

დიდი ალბათობით, დენი როუზი ამ ზაფხულს "ტოტენჰემს" დატოვებს.

გუშინ, 20:23

ბარსელონამ მალკომს ფასი დაადო - MARCA

აღნიშნულ ინფორმაციას ავტორიტეტული ესპანური გამოცემა MARCA ავრცელებს.

გუშინ, 20:16

ბაიერნმა ლევანდოვსკის დუბლიორი იპოვნა

"ბაიერნის" ხელმძღვანელობა საინტერესო ტრანსფერის განხორციელებას გეგმავს.

გუშინ, 20:12

არგენტინამ მსოფლიო თასისთვის ახალი კვართი წარადგინა [ფოტო]

არგენტინამ მსოფლიო თასისთვის ახალი კვართი წარადგინა [ფოტო]

გუშინ, 19:59

პერესი ბეილისთვის შანსის მიცემას ითხოვს?

როგორც მოგეხსენებათ, მონრეალში შედგა შეხვედრა ფლორენტინო პერესსა და ზინედინ ზიდანს შორის.

გუშინ, 17:51

პრო 14-ის 2019/2020 წლების სეზონის კალენდარი

პრო 14-ის 2019/2020 წლების სეზონის კალენდარი

გუშინ, 17:48

არსენალის ახალი კაპიტნის ვინაობა ცნობილია?!

როგორც მოგეხსენებათ, ლონდონის "არსენალს" ლორან კოშელნი ტოვებს.

გუშინ, 17:34

ზიდანმა და პერესმა პოგბას თაობაზე საბოლოო გადაწყვეტილება მიიღეს

ESPN-ის ცნობით, ფლორენტინო პერესი ზინედინ ზიდანს შეხვდა.

გუშინ, 17:17

ბასტარო ამერიკას ლიონის გავლით მიაშურებს

ბასტარო ამერიკას ლიონის გავლით მიაშურებს

გუშინ, 17:02

სანჩესის დაბრუნების თარიღი ცნობილია

როგორც მოგეხსენებათ, "მანჩესტერ იუნაიტედი" წინასასეზონო შეკრებას ალექსის სანჩესის გარეშე გადის.

გუშინ, 16:53

ოფიციალურად: ჯეიმს ო'კონორი რედსის მორაგბეა და ავსტრალიის ნაკრებში თამაშის უფლება მიიღო

ოფიციალურად: ჯეიმს ო'კონორი რედსის მორაგბეა და ავსტრალიის ნაკრებში თამაშის უფლება მიიღო

გუშინ, 16:52

ატლეტიკომ რეალის მორიგი აღზრდილი იყიდა

მადრიდის "ატლეტიკომ" მარიო ერმოსოს ტრანსფერი ოფიციალურად დაადასტურა.

გუშინ, 16:37

U20 ალაფა: პორტუგალიამ ტონგა გაანადგურა და ფინალში იაპონიას დაუპირისპირდება

U20 ალაფა: პორტუგალიამ ტონგა გაანადგურა და ფინალში იაპონიას დაუპირისპირდება

გუშინ, 16:26

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10