» იხილე განახლებული ვებ-გვერდი

მატჩი, რომელიც პსჟ-ს მთელს ისტორიაზე მდიდარია - ნეიმარის განცხადებაში უცნაური არაფერია


მატჩი, რომელიც პსჟ-ს მთელს ისტორიაზე მდიდარია - ნეიმარის განცხადებაში უცნაური არაფერია

ნეიმარს "პარი სენ-ჟერმენში" დაბრუნება მოუწია, მაგრამ "ბარსელონაში" გადასასვლელად ის კვლავინდებურად ყველაფერს აკეთებს. Red Bull Neymar Jr's Five-ის დასრულების შემდეგ, ბრაზილიელმა ხმაურიანი განცხადება გააკეთა:

"ჩემს კარიერაში ორ მომენტს გამოვყოფ. პირველი - ოლიმპიადის მოგება ეროვნულ ნაკრებთან ერთად და მეორე - ქამბექი "პსჟ"-სთან. მეექვსე გოლის გატანა იყო წარმოუდგენელი მოვლენა, სიგიჟე, რომელმაც საუკეთესო ემოციები გვაჩუქა." - განაცხადა "პარიზის" ვარსკვლავმა.

მატჩი, რომელიც პსჟ-ს მთელს ისტორიაზე მდიდარია - ნეიმარის განცხადებაში უცნაური არაფერია

"ლურჯ-წითლების" გულშემატკივრებმა (დიახ, ასეთებიც არსებობენ) სამხრეთ ამერიკელის სიტყვებში უპატივცემულობა ამოიკითხეს, მაგრამ ობიექტურად რომ ვიმსჯელოთ, "პსჟ"-ს 10-იანის ნათქვამი ადეკვატურობას მოკლებული ნამდვილად არ არის, "ბარსამ" იმ მატჩში ნამდვილი ისტორია დაწერა.

გავიხსენოთ დეტალები - საფრანგეთის დედაქალაქში განადგურების შემდეგ, კატალონიური კლუბი განწირული ჩანდა და საამისო მიზეზი რეალურად არსებობდა, 4:0-დან ჩემპიონთა ლიგის მომდევნო ეტაპზე ხომ არავინ გასულა. სწორედ "ბლაუგრანამ" დაუშვა ის ეპოქალური გამონაკლისი, რომელმაც ყველაფერი თავდაყირა დააყენა.

მატჩი, რომელიც პსჟ-ს მთელს ისტორიაზე მდიდარია - ნეიმარის განცხადებაში უცნაური არაფერია

ნეიმარის გარეშე ლუის ენრიკეს გუნდის ქამბექი არ შედგებოდა, რადგან შეხვედრის საუკეთესო ფეხბურთელი სწორედ ის აღმოჩნდა. თავად განსაჯეთ - 2:0-ზე ბრაზილიელმა გამოიმუშავა პენალტი, რომელიც ლიონელ მესიმ ზუსტად შეასრულა, თუმცა ეს ყველაფერი როდია.

"კამპ ნოუზე" გაჩნდა იმედი, მაგრამ ედინსონ კავანიმ 62-ე წუთზე "ბარსელონას" ოცნებას თითქოს ბოლო მოუღო. კატალონიელები 26 წუთის განმავლობაში ვერაფერს ახერხებდნენ, მაგრამ 88-ზე დაიწყო ეპიკური თრილერი, რომლის მთავარ როლში სწორედ "ბლაუგრანას" შემტევი აღმოჩნდა.

მატჩი, რომელიც პსჟ-ს მთელს ისტორიაზე მდიდარია - ნეიმარის განცხადებაში უცნაური არაფერია

88-ე წუთი - გოლი ჯარიმიდან, 90-ე წუთი - გოლი პენალტიდან, 95-ე წუთი ასისტი სერხი რობერტოზე, რომელიც ანგარიშს 6:1-ს ხდის. დიახ, მსოფლიოს მომავალმა ყველაზე ძვირადღირებულმა მოთამაშემ უდავოდ კარიერის საუკეთესო მატჩი ჩაატარა. თამაში, რომელიც "პსჟ"-ს მთელს ისტორიაზე მდიდარია.

ბარსელონა - პსჟ 6:1



რთული მისახვედრი არ არის, რომ სამხრეთ ამერიკელის განცხადებაში იგრძნობა ცინიზმი და აგრესია "პარი სენ-ჟერმენის" მიმართ, მაგრამ აღნიშნული ქამბექი დაძაბული ურთიერთობის გარეშეც იმსახურებს გახსენებას.

რაც შეეხება "პარიზის" ათიანის უარყოფითი განწყობის მიზეზს, მას "ბარსელონაში" დაბრუნება უნდა. კატალონიურმა კლუბმა უკვე შეიძინა ანტუან გრიზმანი და ბევრის აზრით, ახლა სწორედ 27 წლის შემტევის ჯერია. უცნაური იქნება, თუ ნეიმარის აღსარებების შემდეგ, "ბლაუგრანა" მასზე უარს იტყვის.

მატჩი, რომელიც პსჟ-ს მთელს ისტორიაზე მდიდარია - ნეიმარის განცხადებაში უცნაური არაფერია

გსურთ თუ არა ნეიმარის ბარსელონაში დაბრუნება?


ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

განახლებადი: ჩემპიონთა ლიგა, დღე 2! - ყველაფერი დღევანდელ მატჩებზე

ყველაფერი, რაც დღევანდელი მატჩების შესახებ უნდა იცოდე, აქ გელოდება!

დღეს, 10:54

სიტიმ რეალს ლივერპულთან 0:5 გაახსენა - პირველად 2009 წლის შემდეგ

როგორც მოგეხსენებათ, მადრიდის "რეალი" ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალში "მანჩესტერ სიტისთან" ორი შეხვედრის ჯამში გამოვარდა.

დღეს, 21:31

რამდენი ბურთით უსწრებს რონალდუ ლეოს ჩემპიონთა ლიგაზე საერთო გოლების რაოდენობით?

როგორც მოგეხსენებათ, ტურინის "იუვენტუსის" ლიდერს, კრიშტიანუ რონალდუს ჩემპიონთა ლიგაზე საერთო ჯამში 130 გოლი დაუგროვდა.

დღეს, 21:16

პეპმა რეალთან მატჩების საუკეთესო მოთამაშე დაასახელა: "ორივე შეხვედრაში საოცარი იყო"

"მანჩესტერ სიტის" მთავარმა მწვრთნელმა, ხოსეპ გვარდიოლამ მადრიდის "რეალთან" ორრაუნდიანი შეხვედრის საუკეთესო მოთამაშე დაასახელა:

დღეს, 21:02

რა შემთხვევაში წავა ზიდანი? - ფრანგის პასუხი

მადრიდის "რეალის" მთავარმა მწვრთნელმა, ზინედინ ზიდანმა დაასახელა მიზეზი, რის გამოც მას კლუბიდან წასვლა შეუძლია:

დღეს, 20:49

სარის პირველი კომენტარი იუვენტუსიდან დათხოვნის შემდეგ

ტურინის "იუვენტუსის" მთავარი მწვრთნელის თანამდებობიდან დათხოვნის შემდეგ, მაურიციო სარიმ პირველი კომენტარი გააკეთა:

დღეს, 20:34

რამოსი: "უცნაური და მძიმე სეზონი როგორც იქნა დასრულდა"

მადრიდის "რეალის" კაპიტანმა, სერხიო რამოსმა თავისი გუნდის აწი უკვე ყველა ფრონტზე დასრულებული სეზონი შეაჯამა:

დღეს, 20:20

ჩემპიონთა ლიგის წინ - ტუხელმა პსჟ-ს ვარჯიშზე ფეხი მოიტეხა

"პსჟ"-ს მთავარმა მწვრთნელმა, ტომას ტუხელმა გუნდის ვარჯიშზე ტრავმა მიიღო, წერს კლუბის პრესსამსახური.

დღეს, 19:13

იუვენტუსს სარისთან კონტრაქტის გაწყვეტა სერიოზული თანხა უჯდება

"იუვენტუსი" ვალდებულია მაურისიო სარის კონტრაქტის გაწყვეტისთვის სერიოზული თანხა გადაუხადოს.

დღეს, 19:04

ლეო მესის ანტიკორონავირუსულ მატრასზე სძინავს

"ბარსელონას" თავდამსხმელმა, ლიონელ მესიმ იპოვნა გზა, თუ როგორ უნდა დაიცვას თავი კორონავირუსისგან.

დღეს, 18:38

იუვენტუსმა შეთავაზება გააკეთა, ზიდანის პასუხმა არ დააყოვნა

"იუვენტუსი" გუნდში "რეალის" მთავარი მწვრთნელის, ზინედინ ზიდანის მიწვევას ცდილობს.

დღეს, 18:18

ვინ შეცვლის სარის? - იუვენტუსში მორიგი კანდიდატი შეარჩიეს

მოგეხსენებათ, დღეს ოფიციალურად დადასტურდა, რომ "იუვენტუსმა" მაურისიო სარი გაათავისუფლა.

დღეს, 17:55

სარის შემდეგ, იუვენტუსმა შესაძლოა სპორტული დირექტორიც გაუშვას

"იუვენტუსის" სპორტული დირექტორი, ფაბიო პარატიჩი შესაძლოა გაათავისუფლონ, წერს Sky Sport Italia.

დღეს, 17:51

შეთავაზება გაკეთდა, იუვენტუსმა სარის შემცვლელს უკვე მიაგნო?!

მოგეხსენებათ, "იუვენტუსის" ხელმძღვანელობამ მაურისიო სარის გათავისუფლება ოფიციალურად დაადასტურა.

დღეს, 17:44

მესი: "ცვლილებებია საჭირო, წინააღმდეგ შემთხვევაში ნაპოლის ვერ დავამარცხებთ"

"ბარსელონას" თავდამსხმელმა, ლიონელ მესიმ ჩემპიონთა ლიგაზე "ნაპოლისთან" გასამართ მატჩზე ისაუბრა.

დღეს, 17:36

"ძალიან იმედგაცრუებულები ვართ", - მატეის დე ლიგტი

"იუვენტუსის" მცველმა ჩემპიონთა ლიგაზე "ლიონთან" მოგებული მატჩის შემდეგ კომენტარი გააკეთა.

დღეს, 17:24

დეპაიმ ჩემპიონთა ლიგაზე ვან ნისტელროის რეკორდი გაიმეორა

"ლიონის" თავდამსხმელმა ჩემპიონთა ლიგის საპასუხო 1/8 ფინალურ მატჩში "იუვენტუსის" (1:2) კარის აღება მოახერხა.

დღეს, 17:18

ოფიციალურად: იუვენტუსმა მაურისიო სარი გაათავისუფლა

"იუვენტუსის" მთავარმა მწვრთნელმა, მაურისიო სარიმ დაკავებული თანამდებობა დატოვა.

დღეს, 17:10

"ვიცოდით, რომ შემდეგ ეტაპზე გასვლა შეგვეძლო", - ლიონის გოლკიპერი

"ლიონის" გოლკიპერმა, ანტონი ლოპეშმა ჩემპიონთა ლიგაზე "იუვენტუსთან" მატჩის შემდეგ კომენტარი გააკეთა.

დღეს, 16:51

GOAL.COM: იუვენტუსმა მაურისიო სარი გაუშვა

"იუვენტუსის" მთავარი მწვრთნელი, მაურისიო სარი ძალიან მალე დაკავებულ თანამდებობას დატოვებს.

დღეს, 16:28

ლამპარდი ჩელსიდან ვილიანის შესაძლო წასვლას გამოეხმაურა

"ჩელსის" მთავარმა მწვრთნელმა, ფრენკ ლამპარდმა გუნდიდან თავდამსხმელ ვილიანის შესაძლო წასვლაზე ისაუბრა.

დღეს, 16:15

შეთანხმება მიღწეულია, დავიდ სილვა ახალ კლუბს უახლოვდება

"მანჩესტერ სიტის" ნახევარმცველმა, დავიდ სილვამ კარიერა შეიძლება იტალიის ჩემპიონატში გააგრძელოს.

დღეს, 15:17

კოუტინიო არსენალის სავარჯიშო ბაზაზე შეამჩნიეს

კატალონიის "ბარსელონას" ნახევარმცველი, ფილიპე კოუტინიო "არსენალის" სავარჯიშო ბაზას ეწვია.

დღეს, 15:07

ლიგაზე გატანილი გოლებით, რონალდუ ატლეტიკოს გაუთანაბრდა

პორტუგალიელის შედეგიანობა ჩემპიონთა ლიგაზე უბრალოდ შთამბეჭდავია.

დღეს, 13:03

ამ სეზონის ჩემპიონთა ლიგაზე, ვარანზე დაბალი შეფასება მხოლოდ ერთმა ფეხბურთელმა მიიღო

ფრანგმა მცველმა „მანჩესტერ სიტისთან“ მატჩის შედეგად, ძალიან დაბალი შეფასება მიიღო.

დღეს, 13:00

"გააზიარეთ, თუ დახმარება შეგიძლიათ", - სტერლინგი რეალის დამარცხებას ხუმრობით გამოეხმაურა

„მანჩესტერ სიტის" შემტევი, რაჰიმ სტერლინგი, ჩემპიონთა ლიგის 1/4-ფინალში გასვლას იუმორით გამოეხმაურა.

დღეს, 12:56

უეფამ გუშინდელი მატჩების საუკეთესო ფეხბურთელები დაასახელა

უეფამ მერვედფინალების პირველი დღის საუკეთესო ფეხბურთელები დაასახელა.

დღეს, 12:53

გატუზო: "მოსაგებად, ნაპოლის ევერესტის დალაშქვრა მოუწევს"

„ნაპოლის" მთავარმა მწვრთნელმა, ჯენარო გატუზომ, „ბარსელონასთან" მოახლოვებულ დაპირისპირებაზე ისაუბრა.

დღეს, 12:36

გვარდიოლაზე ხშირად, 21-ე საუკუნეში რეალი არავის დაუმარცხებია

ესპანელ სპეციალისტზე ხშირად, „რეალს" 21-ე საუკუნეში ვერავინ ამარცხებს.

დღეს, 12:19

გვარდიოლას ჰკითხეს, თუ რაზე ისაუბრეს მატჩის შემდეგ მან და ზიდანმა

როგორც გითხარით, გუშინდელი მატჩის შემდეგ, ზიდანი და გვარდიოლა სტადიონზე დარჩნენ და ერთმანეთს გაესაუბრნენ.

დღეს, 12:14
i

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10