ავტორიზაცია

როგორი იქნება ბარსელონას შუახაზი ბილბაოსთან? ვალვერდემ გადაწყვეტილება მიიღო

როგორი იქნება ბარსელონას შუახაზი ბილბაოსთან? ვალვერდემ გადაწყვეტილება მიიღო
თარიღი 16 Aug 2019, 11:19
Mundo Deportivo-ს ცნობით, ერნესტო ვალვერდემ უახლოესი შეხვედრისთვის ნახევარდაცვის სამეული უკვე დაასახელა.

ბილბაოს "ატლეტიკის" წინააღმდეგ გამოვლენ ივან რაკიტიჩი, სერხიო ბუსკეტსი და ფრენკი დე იონგი.

ესპანელი მწვრთნელი ხორვატის ნაცვლად თავდაპირველად სერხი რობერტოს განიხილავდა.

არაა გამორიცხული, რომ ბალკანელი ბასკებთან მატჩში "ბარსელონას" შემადგენლობაში უკანასკნელად ვიხილოთ.

კატალონიელთა ოთხიანის სახელს მილანის "ინტერს" უკავშირებენ.