Goal.Ge

ჭიაბრიშვილი: "ჩემი გუნდი ასეთ დონეზე სათამაშოდ მზადაა"


ჭიაბრიშვილი:

ეროვნული ლიგის ოფიციალური გვერდი "საბურთალოს" თავკაცის, გიორგი ჭიაბრიშვილის ინტერვიუს გვთავაზობს.

"საბურთალო" ჩემპიონთა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე ითამაშებს. გიორგი ჭიაბრიშვილის გუნდმა ტირასპოლის შერიფის ბარიერი გადალახა. ორმატჩიანი დაპირისპირება ქართულმა კლუბმა საერთო ჯამში 4-3 მოიგო. საბურთალოს მომდევო მეტოქე ზაგრების დინამოა. კლუბის მიერ ჩატარებულ მატჩებსა და სამომავლო გეგმებზე გიორგი ჭიაბრიშვილი საუბრობს.

გასვლაზე 0-3 მოგებული თამაშის შემდეგ მოულოდნელი იყო საკუთარ მოედანზე საწყის 11 წუთში გაშვებული 3 გოლი. რა მოხდა მატჩის დებიუტში?

წარუმატებელი სტარტი გვქონდა. მეორე წუთზე მივიღეთ პირველი გოლი და ამან პანიკური სიტუაცია შექმნა. ყველანაირი გეგმა და დავალება რაც თამაშამდე გვქონდა, მეორე რიგში გადავიდა. ქვეცნობიერში წავიდა ფიქრი იმაზე თუ როგორ შეგვენარჩუნებინა ანგარიში. ამ ყველაფერს მოჰყვა მეორე და მესამე გოლი. მე რაც შემიძლია ვთქვა არის ის , რომ ჩემმა ფეხბურთელებმა ამ სიტუაციის გაანალიზება და გონზე მოსვლა მოახერხებს. მსგავსი მოცემულობის შემოტრიალება არამხოლოდ ქართულ კლუბებს არამედ ძალიან დიდ გუნდებს უჭირთ.

ალბათ აქვს ახსნა თუ რატომ განვითარდა ასე მოვლენები. ერთ-ერთი მიზეზი შეიძლება იყოს ის, რომ გუნდმა 3-0 მოგებული მატჩის შემდეგ ჩათვალა რომ საქმის 90 პროცენტი გაკეთებული იყო. ასეთ დროს ყოველთვის ისჯები. ახალგაზრდა ფეხბურთელებთან გვაქვს საქმე და ვიმედოვნებ, რომ ეს გამოცდილება სამომავლოდ გამოგვადგება. გუნდს ჯერ მაინც უჭირს იმის გათვითცნობიერება თუ სად ვთამაშობთ და რამხელა რაღაცა დგას კონკრეტული მატჩების უკან.

შეძელით თუ არა გაშვებული გოლების შემდეგ ფეხბურთელებისთვის მითითებების მიცემა?

შესვენებამდე ვერაფერი ვერ მოვახერხე და ეს იყო ძალიან რთული ჩემთვის. გულშემატკივრების სიმრავლის გამო ( რომელსაც არ ვართ საქართველოს საფეხბურთო ჩემპიონაში მიჩვეული) გამიჭირდა ჩემი სათქმელის ფეხბურთელებამდე მიტანა. რომც მქონოდა საშუალება ალბათ მაინც ვერ გაიგებდნენ მიღებული შოკის გამო.

შესვენებაზე რა მოხდა?

შესვენებაზე დიდი ტაქტიკური ცვლილებები არ გამიკეთებია. მე მათ უბრალოდ ვკითხე: რა ხდება, რას ვთამაშობთ და რატომ არ არის ეს ჩვენი თამაში? ვუთხარი, რომ ვითამაშოთ ის ფეხბურთი რასაც ზოგადად ვთამაშობთ და დასრულდეს დაპირისპირება ისე როგორც დასრულდება. ამის შემდეგ დაილაპარაკეს დალაგდნენ და თავადაც ნახეთ რომ მეორე ნახევარში სულ სხვა გუნდი იყო მოედანზე.

ზოგადად მეგონა, რომ პირველ შეხვედრაში ასეთი დამაჯერებელი თამაშის შემდეგ მეორე მატჩში არ ექნებოდათ ისეთი სიფრთხილე, როგორსაც ადგილი ჰქონდა პირველ წუთებში.

დამაჯერებლად მოგებული გასვლითი მატჩის შემდეგაც კი თქვენ მოერიდეთ ხმამარალ განცხადებებს. მაშინ გქონდათ სწორედ ის მოლოდინი რამ მიხეილ მესხის სახელობის არენაზე მოხდა?

მე გულწრფელად ვფიქრობდი, რომ შერიფი არ იყო ის გუნდი, რომელსაც საბურთალო მარტივად მოუგებდა. პირველ შეხვედრაში მოლდოველების მხრიდან მეტოქის შეუფასებლობა მოხდა, რომელიც ჩვენ კარგად გამოვიყენეთ. მაშინაც ვიძახდი და ბოლომდე დავრჩი ჩემს აზრზე, რომ თბილისში სულ სხვა გუნდის წინააღმდეგ მოგვიწევდა თამაში და გაცილებით რთული იქნებოდა.

გულშემეტკივრების ფაქტორი რამდენად დიდი იყო შერიფთან მატჩში?

ორმაგი სტიმული იყო ჩვენი ფეხბურთელებისთვის. ვერაფერს მოვახერხებდი შესვენებაზე და გუნდი ვერ შეძლებდა საჭირო განწყობის შექმნას, რომ არა ამდენი ადამიანის გულწრფელი ტაში და მხარდაჭერა. უბრალოდ, გული მწყდება ერთ რამეზე, რომ თბილისში ვერ ვანახეთ გულშემატკივარს ის, თამაში როგორიც ტირასპოლში. ეს რომ გამოგვსლოდა, დარწმუნებული ვარ უფრო გახარებულები და ნასიამოვნები წავიდოდნენ სტადიონიდან.

რა იქნება ზაგრების დინამოსთან?

ზაგრების დინამოზე ჯერ სიღრმისეული ანალიზი გასაგები მიზეზების გამო არ გაგვიკეთებია. ზედაპირულად ვიცით როგორი გუნდია. ბევრად ძლიერი მეტოქეა ვიდრე შერიფი. მათ აქვთ ფინანსური რესურსი და ზოგადად ხორვატებს, რომ ძალიან მაღალი დონის ფეხბურთელები ჰყავთ ამას მუდმივად ამტკიცებენ. კარგად მოვემზადებით მომავალი თამაშებისთვის. ვეცდებით, ის ლაფსუსები, რაც გვქონდა, გამოვასწოროთ. დრო არ გვაქვს ბევრი, მაგრამ გავმეორდები, რომ ჩემი ფეხბურთელები ამ დონეზე თამაშისთვის მზად არიან.

ხორვატიაში არ მიმდინარეობს ჩემპიონატი და შესაძლოა ფეხბურთელები არ იყვნენ სათანადო ტონუსში და ამას ემატება მატჩი გულშემატკივრების გარეშე ზაგრებში. ეს ფაქტორები რამდენად შეიძლება გადამწყვეტი აღმოჩნდეს ორრაუნდიან დაპირისპირებაში?

ეს ორი ფაქტორი აუცილებად გადამწყვეტი ინება იმ შემთხვევაში თუ მინდორზე გუნდების თანაფადრობა მეტ ნაკლებად ერთი დონის იქნება. სანამ უშუალოდ არ ვნახავთ რა მოცემულობა იქნება მოედანზე ამაზე საუბარი რთულია. თუ ამ ბარიერი გადალახვის შანსი მოგეცემა, რა თქმა უნდა ზემოხსენებული დეტალები იქნება უმნიშვნელოვანესი.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

პოგბას საშინელი სტატისტიკა გუშინდელი მატჩის შემდეგ

პრემიერ ლიგაში გამართული მატჩი "ვულვზსა" და "მანჩესტერ იუნაიტედს" შორის, ფრედ 1:1 დასრულდა.

დღეს, 03:40

მესი ბარსელონასთან ერთად კვლავ არ იმყოფება

არგენტინელი თავდამსხმელი ლეო მესი "ბარსელონასთან" ერთად კვლავ არ ვარჯიშობს.

დღეს, 03:36

მარსელო: "რეალს მეტი ტრანსფერი არ სჭირდება"

მადრიდის "რეალის" ბრაზილიელ მცველს მარსელოს კლუბის სატრანსფერო გეგმებზე ჰკითხეს.

დღეს, 03:34

რონალდუ იუვენტუსს შეუერთდა

რამდენიმე კვირიანი პაუზის შემდეგ, "იუვენტუსის" ლიდერი კრიშტიანო რონალდუ გუნდს შეურთდა.

დღეს, 03:31

ლუკა ზარანდია პოლონური გუნდის ყველა დროის სიმბოლურ გუნდში მოხვდა

პოლონური "არკას" ოფიციალურმა საიტმა ჩაატარა გამოკითხვა, სადაც ხალხს ყველა დროის საუკეთესო 11–ეული უნდა აერჩია.

დღეს, 03:26

შინდაგორიძის გოლი და საგოლე გადაცემა ბელარუსში [VIDEO]

ბელარუსის ჩემპიონატში "შახტიორი" "სლუტსკს" დაუპირისპირდა და 0:5 გაანადგურა.

დღეს, 03:19

ნევილი: "პოგბას პენალტზე ვყვიროდი"

"მანჩესტერ იუნაიტედის" ვეტერანი ფეხბურთელი გარი ნევილი პოლ პოგბას პენალტს ეხმაურება.

დღეს, 03:12

სოლსკიაერი პოგბაზე: "ყველაფერი ისე არ ხდება, როგორც გვინდა"

"მანჩესტერ იუნაიტედის" მთავარმა მწვრთნელმა ოლე-გუნარ სოლსკიაერმა პოლ პოგბა დაიცვა.

დღეს, 03:08

კლოპი: "ლივერპულს კოუტინიოს დაბრუნება სურდა"

ფელიპე კოუტინიო "ბაიერნში" გადასვლას "ლივერპულის" მთავარი მწვრთნელი იურგენ კლოპი გამოეხმაურა.

დღეს, 03:05

რაშფორდმა პოგბა დაიცვა: "პენალტს ყველა აფუჭებს"

პრემიერ ლიგის გასულ ტურში "მანჩესტერ იუნაიტედი" "ვულვზს" დაუპირისპირდა და 1:1 ითამაშა.

დღეს, 03:00

სარის პნევმონია დაუდგინდა

ტურინის "იუვენტუსის" მთავარ მწვრთნელს მაურისიო სარის პნევმონია დაუდგინდა.

დღეს, 02:57

პოგბას გაცუდებული პენალტი, მანჩესტერმა პირველი ქულები დაკარგა [VIDEO]

პრემიერ ლიგის მე-2 ტურის მატჩში "მანჩესტერი" "ვულვერჰემპტონს" ესტუმრა და შეხვედრა 1:1 დასრულდა.

დღეს, 00:58

ოფიციალურად: ბარსელონას დემბელე 5 კვირით გამოაკლდა

"ბარსელონას" ოფიციალური საიტის ცნობით, უსმან დემბელემ სერიოზული ტრავმა მიიღო.

დღეს, 00:24

ოფიციალურად: ლიხტშტაინერი ახალ კლუბში გადავიდა

მოგეხსენებათ, გასული სეზონი სტეფან ლიხტშტაინერმა ლონდონის "არსენალში" გაატარა.

გუშინ, 23:59

საქმეში იუვენტუსიც ჩაერთო! - ტურინელთა სუპერ შეთავაზება

"იუვენტუსი" "პსჟ"-ს თავდამსხმელის, ნეიმარის ამ ზაფხულს შეძენითაა დაინტერესებული.

გუშინ, 23:56

რიბერი დათანხმდა - ფრანგის ახალი კლუბი პრაქტიკულად ცნობილია

როგორც გავლენიანი გერმანული გამოცემა Bild წერს, ფრანკ რიბერის ახალი კლუბი ცნობილია.

გუშინ, 23:02

ალექსის სანჩესის ტრანსფერის პირობები გახმაურდა

ცნობილი გახდა "მანჩესტერის" თავდამსხმელ ალექსის სანჩესის "ინტერში" ტრანსფერის პირობები.

გუშინ, 22:58

სარის პნევმონია დაუდგინდა - სპეციალისტს მკურნალობა დაუნიშნეს

"იუვენტუსის" მწვრთნელს, მაურისიო სარის პნევმონია დაუდგინდა, წერს კლუბის ოფიციალური საიტი.

გუშინ, 22:53

გიორგი ხარაიშვილმა შვედეთში ბრწყინვალე საგოლე გადაცემა გააკეთა [VIDEO]

გიორგი ხარაიშვილის მორიგი საგოლე გადაცემა შვედეთში.

გუშინ, 22:40

ოფიციალურად: იუვენტუსმა ამ ზაფხულს ნაყიდი ფეხბურთელი გაუშვა

ტურინის "იუვენტუსმა" ამ ზაფხულს შეძენილი ფეხბურთელის გაშვება ოფიციალურად დაადასტურა.

გუშინ, 22:05

ატლეტიკომ საჩივარი გამოიტანა - ყველაფერი დასრულდა?

როგორც ჩანს, "ატლეტიკო" ანტუან გრიზმანის ტრანსფერთან დაკავშირებით "ბარსელონას" აღარ უჩივის.

გუშინ, 21:57

პირველი ოფიციალური შეთავაზება მზადაა, დეტალები ცნობილია - ESPN

"ბარსელონამ" "პარი სენ ჟერმენს" თავდამსხმელ ნეიმარის ტრანსფერზე წინადადება გაუმზადა.

გუშინ, 21:39

გაუპატიურების საქმე: რამდენი გადაუხადა დუმილისთვის რონალდუმ ბრალმდებელს?

მოგეხსენებათ, ამერიკელმა ქალბატონმა, კეტრინ მაიორგამ კრიშტიანუ რონალდუ გაუპატიურებაში დაადანაშაულა.

გუშინ, 21:33

ახალი კონტრაქტი ობამეიანგს - ფორვარდის პოზიცია ცნობილია

"არსენალი" თავდამსხმელ პიერ-ემერიკ ობამეიანგთან კონტრაქტის გახანგრძლივებაზე მოლაპარაკებებს აწარმოებს.

გუშინ, 21:26

ხედირამ საკუთარ მომავალს ნათელი საბოლოოდ მოჰფინა

არაერთხელ დაიწერა იმის შესახებ, რომ ნახევარმცველმა, სამი ხედირამ შესაძლოა "იუვენტუსი" დატოვოს.

გუშინ, 20:26

იუვენტუსის ხმაურიანი სამიზნე - 80-მილიონიანი ტრანსფერის მოლოდინში

აღნიშნულ ინფორმაციას ავტორიტეტული ფრანგული გამოცემა L'Equipe ავრცელებს.

გუშინ, 20:21

მალდინი მადრიდშია! - რეალთან მოლაპარაკებები იწყება

"მილანის" სპორტული დირექტორი, პაოლო მალდინი მოლაპარაკებების გასამართად მადრიდში ჩავიდა.

გუშინ, 20:15

"რეალში პირველივე დღიდან კრიტიკას ვაწყდები", - მარსელო ალაპარაკდა

"რეალის" მარცხენა მცველმა, მარსელომ საკმაოდ საინტერესო განცხადება გააკეთა.

გუშინ, 20:11

იკარდი მონაკოში? - ვანდა ნარამ ყველაფერს ფარდა ახადა

აქამდე არსებული ინფორმაციით, "ინტერის" ფორვარდი, მაურო იკარდი შესაძლოა "მონაკოში" გადავიდეს.

გუშინ, 20:05

რიბერისთვის ბრძოლაში მთავარი ფავორიტი გამოკვეთილია

მოგეხსენებათ, ამ ეტაპზე, "ბაიერნის" ექს-ნახევარმცველი, ფრანკ რიბერი თავისუფალი აგენტია.

გუშინ, 19:28

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10