უელსელი დრაკონის ახალი გამოქვაბული - სად გადადის ბეილი?


უელსელი დრაკონის ახალი გამოქვაბული - სად გადადის ბეილი?

"რეალი" - "ბაიერნის" დასრულების შემდეგ, ზინედინ ზიდანმა გარეტ ბეილზე ისაუბრა: "ბეილის წასვლა ახლოვდება. ჩვენ გარეტის ტრანსფერზე უკვე ვმუშაობთ და არაა გამორიცხული, რომ ის ახალ გუნდში ხვალვე აღმოჩნდეს." - განაცხადა ფრანგმა. სად წავა უელსელი? განვიხილოთ ყველა ვარიანტი.

მანჩესტერ სიტი

საეჭვო გარემოება, რადგან მადრიდელთა შემტევი ხოსეპ გვარდიოლას იდეოლოგიაში კატეგორიულად არ ჯდება. "ქალაქელებს" ბრიტანელის პოზიციაზე ჰყავთ სტერლინგი, სანე, სილვა და მაჰრეზი, გუნდური და კომბინაციური თამაშის მოყვარული ფეხბურთელები.

უხეშად რომ ვთქვათ, "ლურჯებს" "სამეფო კლუბის" 11-ნომრის ინდივიდუალიზმი და სპრინტი არაფერში სჭირდებათ. დიახ, სისწრაფით დღევანდელ პრემიერ ლიგაში ვერავის გააკვირვებ. 30 წლის ვინგერის ტრანსფერი რეალური ლონდონის "ჩელსიში" იქნებოდა, რომ არა "არისტოკრატთა" ბანი.

უელსელი დრაკონის ახალი გამოქვაბული - სად გადადის ბეილი?

ტურინის იუვენტუსი

აღნიშნული მდგომარეობა ბეილის ღამის კოშმარს უფრო ჰგავს, ვიდრე კარიერის რეანიმირების შესაძლებლობას. "ბებერ ქალბატონს" კრიშტიანუ რონალდუს სახით კავალერი უკვე ჰყავს და უელსელს პორტუგალიელის ადგილის დაკავება არ შეუძლია. ეს სერიალი "რეალის" ეთერში უკვე გავიდა.

ამის გარდა, "ბიანკონერის" გარეტისთვის ნამდვილად არ სცალია, რადგან "შავ-თეთრებმა" ისედაც არ იციან, თუ სად წაიღონ დიბალა, იგუაინი, მანჯუკიჩი, კოსტა, კუადრადო, ბერნარდესკი და კინი. მაურიციო სარის გუნდის შეტევა მადრიდელთა ვინგერის გარეშეც გადატვირთულია.

უელსელი დრაკონის ახალი გამოქვაბული - სად გადადის ბეილი?

ლივერპული

"წითლების" თავდამსხმა არის იდეალურად დაკომპლექტებული და დაბალანსებული, ბრიტანელს კი თავის მხრივ კარიერის რეანიმირება სჭირდება. მერსისაიდსა და "სამეფო კლუბის" 11-ნომერს შორის ურთიერთგამომრიცხავი ფაქტორებია, რადგან "სკაუზერებს" 30 წლის შემტევი მაქსიმუმ სკამზე თუ წაადგება.

ჯერდან შაქირი 2-ის პერსპექტივა თავად ბეილსაც არ უნდა ხიბლავდეს, აქედან გამომდინარე, "ენფილდზე" ტრანსფერი, საეჭვოა. მითუმეტეს, იურგენ კლოპმა უკვე არაერთხელ განაცხადა, რომ ხმაურიანი შენაძენები მიმდინარე ზაფხულს არ იქნება.

გავიხსენოთ ბეილის დუბლი ლივერპულთან ჩემპიონთა ლიგის ფინალში



ტოტენჰემი

ყველაზე ოპტიმალური ვარიანტი, რადგან "ჰოტსპური" არის ადგილი, სადაც უელსელს დღემდე აღმერთებენ. "დეზების" გულშემატკივრები ტკბილ სიზმრებში ხედავენ, თუ როგორ უწყვილდება გარეტი შეტევაში კეინს, ერიქსენსა და ალის. სამწუხაროდ, არსებობს სერიოზული დაბრკოლება.

პრობლემას ფინანსური მხარე წარმოადგენს, რადგან "ბლანკოსი" თავის ვარსკვლავში 80 მილიონ ევროს ითხოვს. ცალკე აღნიშნვის თემაა ბრიტანელის ასტრონომიული ხელფასი. "ელ გალაქტიკოს" 11-ნომერს შეუძლია დათმობაზე წასვლა, მაგრამ არა ფლორენტინო პერესს. ესპანელი 30 წლის ვინგერს ერთ პესოსაც არ დააკლებს.

უელსელი დრაკონის ახალი გამოქვაბული - სად გადადის ბეილი?

მიუნხენის ბაიერნი

გუნდი, სადაც ორი ლეგენდარული ფეხბურთელის ეპოქა დასრულდა. საუბარი რობენი-რიბერის დუეტზეა და აღსანიშნავია ის, რომ "რეკორდმაისტერი" მათი შემცვლელების პოვნას ჯერ კიდევ ვერ ახერხებს. "ბავარიას" ჩაუვარდა სანესა და ოდოის ტრანსფერები, ახლა კი საუბარი კარასკოზეა.

ჩინეთის ჩემპიონატის დონემდე დაცემა "ბაიერნის" სტილი ნამდვილად არ არის, ამიტომ, ბეილი ოპტიმალურ ვარიანტად გამოიყურება. ნიკო კოვაჩის გუნდს უელსელის ფული ნამდვილად აქვს, მითუმეტეს, ული ჰიონესი ქომაგებს ტოპ ტრანსფერებს შეპირდა.

მიუნხენური კლუბის გულშემატკივრებს აშინებთ გარეტის ტრავმატულობა, მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს ის ფაქტი, რომ "რეკორდმაისტერში" შუშის კაცად რობენიც მოდიოდა. არსებობს მოსაზრება, რომ ზიდანის მიერ დასახელებული "ახალი გუნდი" სწორედ "ბავარიაა".

უელსელი დრაკონის ახალი გამოქვაბული - სად გადადის ბეილი?

მანჩესტერ იუნაიტედი

პრესა "რეალის" შემტევის სახელს ყველაზე ხშირად სწორედ "წითელ ეშმაკებს" უკავშირებს. ამის მიზეზი მართლაც არსებობს, რადგან მადრიდი პოლ პოგბაზე ნადირობს. "სამეფო კლუბში" ოცნებობენ, რომ ბრიტანელი ფრანგის ტრანსფერის ნაწილი გახდეს, მაგრამ აღნიშნული გარემოება "ემიუს" არ აწყობს.

"ბლანკოსის" 11-ნომერზე ფიქრობდა ჟოზე მოურინიო, მაგრამ არა ულე-გუნარ სოლსკიაერი. ნორვეგიელს "მანკუნიანელებში" სულ სხვა კურსი აქვს, კერძოდ - გუნდის ახალგაზრდა, პერსპექტიული მოთამაშეებით შევსება. 30 წლის ტრავმატული ბეილი ამ დახასიათებაში არ ჯდება.

უელსელი დრაკონის ახალი გამოქვაბული - სად გადადის ბეილი?

პარი სენ-ჟერმენი

უელსელის ტრანსფერი იდეალურად ავრცობს "პსჟ"-ს არსს. თავად განსაჯეთ - ნეიმარის ტიპის ფეხბურთელი, მასზე თითქმის სამჯერ უფრო იაფად. "პარიზისთვის" 80 მილიონი კაპიკებია, ისევე როგორც გარეტის ხელფასიც. ჭირვეულ ბრაზილიელს კი უდიდესი ალბათობით, ძალიან მალე შემცვლელი დასჭირდება.

მოერგება თუ არა "გალაქტიკოს" შემტევი ლიგა 1-ს? ამაზე საუბარი სასაცილოა, რადგან საფრანგეთის ჩემპიონატში ბრიტანელისთვის ყველა წინაპირობაა შექმნილი. "თეთრების" 11-ნომერი გალიაში მარტივად აღმოაჩენს ახალ მაიკონს, ბარტრასა და კარიუსს.

უელსელი დრაკონის ახალი გამოქვაბული - სად გადადის ბეილი?

მილანის ინტერი

ზიდანი მაურო იკარდით რომ ინტერესდებოდეს, 30 წლის ვინგერის გადასვლა "ნერიაძურიში" რეალური იქნებოდა, მაგრამ სხვა შემთხვევაში ბეილსა და "შავ-ლურჯებს" შორის უფსკრულია. ლომბარდიელები უელსელის ტრანსფერს უბრალოდ ვერ მოერევიან.

რამდენიმე ხნის წინ, პრესაში იწერებოდა ორ-წლიანი იჯარის შესახებ, მაგრამ აღნიშნული ვარიანტი "სანტიაგო ბერნაბეუზე" არ აწყობთ. "რეალს" გარეტის მოშორება უნდა, ერთხელ და სამუდამოდ, ანტონიო კონტეს გუნდი კი ამისთვის მზად არ არის.

უელსელი დრაკონის ახალი გამოქვაბული - სად გადადის ბეილი?

აშშ/ჩინეთი

ორი ადგილი, სადაც მადრიდის შემტევს ფურორის მოსახდენად გაქცევაც არ დასჭირდება. გავრცელებული ინფორმაციით, ერთ-ერთი აზიური გუნდი ბრიტანელს თვეში 1.3 მილიონ დოლარს სთავაზობდა, მაგრამ ტრანსფერი "სამეფო კლუბმა" დაბლოკა.

საქმე იმაშია, რომ ჩინელებს "ბლანკოსის" 11-ნომრის ხელში ჩაგდება უფასოდ უნდოდათ. ზოგადად, ამერიკა და აზია უფრო საპენსიო ასაკის პერსპექტივა არის, ბეილი კი მხოლოდ 30 წლისაა. უელსელს ფეხბურთის თამაში ჯერჯერობით ჩილიმის გაბოლებაზე მეტად ხიბლავს.

უელსელი დრაკონის ახალი გამოქვაბული - სად გადადის ბეილი?

მადრიდის რეალში დარჩენა

ვარიანტი, რომელსაც გარეტი ყველაზე მეტად ემხრობა. "გალაქტიკოს" შემტევს სულ არ აინტერესებს პრემიერ ლიგაში დაბრუნება ან "ბაიერნი", ის "თეთრებში" ასპარეზობას ლამობს, მაგრამ მის გეგმებს ხელს ზიდანი უშლის.

ბრიტანელის მიმართ ლმობიერება თვით პერესმაც კი გამოიჩინა, მაგრამ ზიზუ გამაოგნებელ პრინციპულობას იჩენს. ფრანგის ქვეცნობიერში 30 წლის ვინგერი უკვე მისი ყოფილი შეგირდია, ასე რომ ბეილის დარჩენისთვის სასწაული უნდა მოხდეს, არა, სასწაულიც არ კმარა.

უელსელი დრაკონის ახალი გამოქვაბული - სად გადადის ბეილი?

სად გადავა ბეილი?


ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

კურტუა: "კრიტიკას მხოლოდ ჩემი მწვრნელებისგან და თანაგუნდელებისგან ვიღებ"

მადრიდის "რეალის" ბელგიელმა მეკარემ ტიბო კურტუამ კრიტიკოსებს საინტერესოდ უპასუხა.

დღეს, 02:42

ზიდანი: "ამ გამარჯვებაში დიდი წვლილი კურტუამაც შეიტანა"

"გალათასარაისთან" მატჩის შემდეგ კომენტარი მადრიდის "რეალის" მთავარმა მწვრთნელმა ზინედინ ზიდანმა გააკეთა.

დღეს, 02:39

ტრავმა მანჩესტერ სიტის კიდევ ერთმა ფეხბურთელმა მიიღო

მიმდინარე სეზონში, "მანჩესტერ სიტიში" ტრავმების ეპიდემია გრძელდება და კიდევ ერთი ფეხბურთელი დაშავდა.

დღეს, 02:34

სტერლინგი ჰეთ-თრიკის შემდეგ: "მეტის გატანა შემეძლო"

"ატალანტასთან" მატჩში გამორჩეული რაჰიმ სტერლინგი იყო, რომელმაც ჰეთ-თრიკი გაიფორმა.

დღეს, 02:23

ალვარო მორატას განუმეორებელი შედეგი ჩემპიონთა ლიგაზე

ჩემპიონთა ლიგაზე მადრიდის "ატლეტიკომ" "ლევერკუზენი" მინიმალური ანგარიშით დაამარცხა.

დღეს, 02:13

გვარდიოლა: "წარმოუდგენელი თამაში გამოვიდა"

"მანჩესტერ სიტის" მთავარმა მწვრთნელმა, ხოსეპ გვარდიოლამ ბერგამოს "ატალანტასთან" მატჩი შეაფასა:

დღეს, 01:57

მარსელომ გალათასარაისთან მატჩი შეაფასა

მადრიდის "რეალის" მარცხენა მცველმა, მარსელომ "გალათასარაისთან" მატჩი შეაფასა:

დღეს, 01:49

კროოსის მიღწევა - პირველი ფეხბურთელი ანრის, რონალდუს, პირლოსა და ზლატანის შემდეგ

ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე მადრიდის "რეალმა" "გალათასარაი" 0:1 დაამარცხა.

დღეს, 01:49

ტოტენჰემმა ჩემპიონთა ლიგაზე ისტორიული შედეგი დააფიქსირა

მაურისიო პოჩეტინოს "ტოტენჰემმა" ჩემპიონთა ლიგაზე ისტორიული შედეგი დააფიქსირა.

დღეს, 01:45

ჰარი კეინი სქოულზის ისტორიულ რეკორდს უახლოვდება

ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე "ტოტენჰემმა" "ცვერნა ზვეზდა" არ დაინდო და 5:0 გაანადგურა.

დღეს, 01:42

რამოსის მორიგი რეკორდი

მადრიდის "რეალის" კაპიტანმა სერხიო რამოსმა მორიგი რეკორდი დაამყარა.

დღეს, 01:41

კილიან მბაპემ ერთ მატჩში ერთბაშად 4 რეკორდი დაამყარა

"პსჟ"-ს ფრანგმა ლიდერმა კილიან მბაპემ "ბრიუგესთან" ჰეთ-თრიკი გაიფორმა და რამდენიმე რეკორდი დაამყარა.

დღეს, 01:37

სტერლინგის მიღწევა - მერვე ინგლისელი ჩემპიონთა ლიგის ისტორიაში

როგორც მოგეხსენებათ, "მანჩესტერ სიტიმ" ბერგამოს "ატალანტა" 5:1 გაანადგურა.

დღეს, 01:35

ლევანდოვსკი ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირებში გაერია

ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე მიუნხენის "ბაიერნი" "ოლიმპიაკოსს" ესტუმრა და 2:3 დაამარცხა.

დღეს, 01:33

მბაპემ მესის რეკორდი მოხსნა

"პარი სენ-ჟერმენის" ვარსკვლავმა, კილიან მბაპემ "ბრიუგესთან" შეხვედრაში უნიკალურ შედეგს მიაღწია.

დღეს, 01:26

სტერლინგის კარიერის ერთ–ერთი საუკეთესო მატჩი და განადგურებული ატალანტა [VIDEO]

ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე ერთმანეთს "მანჩესტერ სიტი" და "ატალანტა" დაუპირისპირდნენ.

დღეს, 01:06

5-გოლიანი თრილერი საბერძნეთში - ბაიერნმა მძიმე გამარჯვება მოიპოვა [VIDEO]

მიუნხენის "ბაიერნი" პირეოსის "ოლიმპიაკოსს" ესტუმრა და მოწინააღმდეგე რთულ ბრძოლაში დაამარცხა.

დღეს, 01:05

დი მარიას და მბაპეს ბენეფისი - პსჟ-მ 5:0 მოიგო [VIDEO]

ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე "პსჟ" სტუმრად "ბრიუგეს" დაუპირისპირდა და 5:0 გაანადგურა.

დღეს, 01:01

დიბალამ რუსების იმედი 2 წუთში მოსპო [VIDEO]

ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მესამე ტურში „იუვენტუსმა“ საკუთარ კედლებში მოსკოვის „ლოკომოტივს“ უმასპინძლა და გაჭირვებით იმარჯვა.

დღეს, 01:00

კურტუას კარგი თამაში, კროოსის გოლი - რეალმა თურქეთში მინიმალურად იმარჯვა [VIDEO]

ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მესამე ტურში მადრიდის „რეალმა“ სტუმრად „გალათასარაი“ მინიმალურად დაამარცხა.

დღეს, 00:57

ტოტენჰემმა ცრვენა ზვეზდა მიწასთან გაასწორა [VIDEO]

"ტოტენჰემმა" მიმდინარე სეზონში ჯერჯერობით საუკეთესო შეხვედრა ჩაატარა.

დღეს, 00:56

ახალზელანდიურმა გამოცემამ მამუკა გორგოძე მსოფლიო თასის ყველა დროის სიმბოლურ გუნდში შეიყვანა

ახალზელანდიურმა სარაგბო გამოცემამ Worldwide Rugby Hub-მა მსოფლიო თასის ყველა დროის სიმბოლური გუნდი გამოაქვეყნა.

გუშინ, 23:15

ატლეტიკომ მორატას გოლით მინიმალური გამარჯვება მოიპოვა [VIDEO]

მადრიდის "ატლეტიკომ" შინ ლევერკუზენის "ბაიერი" მიიღო და მეტოქე მინიმალური ანგარიშით დაამარცხა.

გუშინ, 22:55

სესხები, ბანკის ვალები - ვენგერი გამოტყდა, რამდენ გუნდს უთხრა უარი და რეალურად რის გამო

„არსენალის“ ყოფილი მთავარი მწვრთნელი, არსენ ვენგერი, პრესასთან გამოტყდა, თუ რომელი გუნდები ეპატიჟებოდნენ.

გუშინ, 22:15

მიატოვიჩი: "ზიდანი თუ დაბრუნდა, მოურინიო რატო ვერ იზამს იგივეს?"

„რეალის“ ექს-ფეხბურთელმა და სპორტულმა დირექტორმა, პრედრაგ მიატოვიჩმა, გუნდში მწვრთნელის სიტუაციაზე ისაუბრა.

გუშინ, 22:08

ტრენტ ალექსანდრ-არნოლდის შეურაცხყოფის გამო, იუნაიტედმა ქომაგს სტადიონზე შესვლა სამუდამოდ აუკრძალა

„მანჩესტერ იუნაიტედმა“ დასაჯა ქომაგი, რომელმაც „ლივერპულთან“ შეხვედრაში ტრენტ ალექსანდრ-არნოლდს რასისტული შეურაცხოყფა მიაყენა.

გუშინ, 22:03

ტერ შტეგენის გარეშე - ნოიერმა დაასახელა სამი მეკარე, რომელიც ძალიან მოსწონს

მიუნხენის „ბაიერნის“ მეკარემ, მანუელ ნოიერზე, მეკარეების ახალ თაობაზე ილაპარაკა.

გუშინ, 21:58

"აიაქსთან არ ითამაშებს", - როდის დაბრუნდება კანტე?

ლონდონის „ჩელსის“ მთავარმა მწვრთნელმა, ფრენკ ლამპარდმა „აიაქსთან“ მატჩის წინ, ტრავმირებულებზე ილაპარაკა.

გუშინ, 21:54

ორი მოულოდნელობა - რეალის სასტარტო შემადგენლობა გალათასარაისთან მატჩში

„გალათასარაისთან“ შეხვედრაზე ზინედინ ზიდანმა შემდეგი თერთმეტეული დააყენა.

გუშინ, 21:51

The Independent-მა 21-ე საუკუნის საუკეთესო ფეხბურთელთა ასეული დაასახელა

ავტორიტეტულმა გამოცემა The Independent-მა 21-ე საუკუნის საუკეთესო ფეხბურთელთა ასეული გამოაქვეყნა.

გუშინ, 21:24

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10