Goal.Ge

რონალდუს სახლამდე მხოლოდ კერძო გზა მიდის - როგორ ცხოვრობს კრიშტიანუ


რონალდუს სახლამდე მხოლოდ კერძო გზა მიდის - როგორ ცხოვრობს კრიშტიანუ

ერთი წლის წინ, კრიშტიანუ რონალდუ „იუვენტუსში“ გადაბარგდა იმისთვის, რომ ტურინულ გუნდს ჩემპიონთა ლიგა მოაგებინოს.

პორტუგალიელის გამარჯვებებსა და რეკორდებზე ხშირად ვწერთ, მაგრამ ახლა მოგიყვებით, როგორ და სად ცხოვრობს კრიშტიანუ თავის შეყვარებულ ჯორჯინა როდრიგესთან და ოთხ შვილთან ერთად.

სახლი

„იუვენტუსში“ გადასვლის შემდეგ, რონალდუმ საცხოვრებლის ძიება პირადად დაიწყო თავისთვის და ოჯახისთვის. იტალიური პრესის ინფორმაციით, კრიშტიანუმ რამდენიმე ვარიანტი უარყო და აირჩია დიდებული ბინა, რომელიც ქალაქის ცენტრში, ეკლესია გრენ-მადრე-დი-დიოს გვერდით არის აშენებული. იქ მისვლა მხოლოდ კერძო გზით არის შესაძლებელი.

ვილა უცხო თვალისთვის დამალულია ხეების დიდი რაოდენობისა და სხვა გამწვანების დახმარებით, მაგრამ ამავდროულად სახლიდან მთელი ქალაქი კარგად ჩანს. ამბობენ, პორტუგალიელს მოეწონა, რომ მისი ტურინული სახლი იმას ჰგავს, რომელშიც ის მადრიდში წლების მანძილზე ცხოვრობდა. სახლში 8 საძინებელია, 4 სააბაზანო და დიდი ფანჯრები. თავდამსხმელს თანამედროვე არქიტექტურა და დიზაინერული ავეჯი იზიდავს.

რონალდუს სახლამდე მხოლოდ კერძო გზა მიდის - როგორ ცხოვრობს კრიშტიანუ

ტერიტორია, რომელსაც რონალდუ ქირაობს, დაახლოებით 800 კვადრატულ მეტრს შეადგენს. სუპერვარსკვლავის სახლში ასევე ბასეინი და სატრენაჟორო დარბაზიც არის. სიახლოვეში - უდიდესი ბაღია, რომელშიც პორტუგალიელის ბავშვებს უყვართ სეირნობა. ასევე, აქ თქვენ იპოვით მოსამსახურე პერსონალის და სტუმრებისთვის ცალკე აშენებულ სახლს. სხვათაშორის, ტურინში რონალდუმ პირადი მზარეული, დიეტოლოგი და ფიზიოთერაპევტი ჩაიყვანა. ტერიტორიაზე შესვლა ორი გზით შეიძლება, ერთი - ბორცვის ზემოდან, მეორე კი - პირადი გზით. თავისთავად ცხადია, ორივე ეს გზა სათანადოდაა დაცული.

რონალდუს სახლამდე მხოლოდ კერძო გზა მიდის - როგორ ცხოვრობს კრიშტიანუ
რონალდუს სახლამდე მხოლოდ კერძო გზა მიდის - როგორ ცხოვრობს კრიშტიანუ

ეს ტურინის ელიტარული რაიონია, ასე რომ პორტუგალიელს მეზობლად სხვა ცნობილი ადამიანები ჰყავს. არამარტო ფეხბურთელები, არამედ ბიზნესთან დაკავშირებული ხალხიც - მაგალითად, „იუვენტუსის“ პრეზიდენტი ანდრეა ანიელი.

რონალდუს სახლამდე მხოლოდ კერძო გზა მიდის - როგორ ცხოვრობს კრიშტიანუ

ავტომობილები და თვითმფრინავი

კრიშტიანუს სწრაფად სიარული უყვარს. მის კოლექციაში 2 ათეულზე მეტი მანქანაა. როგორც ამბობენ, მან Bugatti La Voiture Noire-ც კი შეიძინა 11 მილიონ ევროდ, რომელიც კომპანისს 110-წლის იუბილესთვის შეიქმნა და რომლის მაქსიმალური სისწრაფე საათში 420 კილომეტრია.

რონალდუს სახლამდე მხოლოდ კერძო გზა მიდის - როგორ ცხოვრობს კრიშტიანუ

გარდა ამისა, კრიშტიანუ ფლობს პირად თვითმფრინავსაც - Gulfstream G650, რომლის დაახლოებითი ფასი 31.7 მილიონი ევროა. საჰაერო ტრანსპორტს შიგნით საწოლები, სამზარეულო და სააბაზანოებიც აქვს. ასე რომ, ყველა ფრენა ძალიან სასიამოვნოა.

რონალდუს სახლამდე მხოლოდ კერძო გზა მიდის - როგორ ცხოვრობს კრიშტიანუ

ბიზნესი

რონალდუს ბიზნესში სხვადასხვა მიმართულებები იზიდავს. მან პირადი ბრენდი შექმნა სახელწოდებით CR7 და აწარმოებს როგორც ტანსაცმელს, ისე ნივთებს სახლისთვის და დასვენებისთვის. ამას ფეხბურთელისთვის წლიური შემოსავალი 6-10 მილიონ ევრო მოაქვს.

რონალდუს სახლამდე მხოლოდ კერძო გზა მიდის - როგორ ცხოვრობს კრიშტიანუ

გარდა ამისა, კრიშტიანუმ სასტუმრო ქსელ Pestana Hotels-ში ჩადო ფული, პირველი ოთხი სასტუმროს გახსნას (მადეირაში, ლისაბონში, მადრიდსა და ნიუ-იორკში) 37 მილიონი ევრო დასჭირდა და მან აქციების 50% შეისყიდა.

რონალდუს სახლამდე მხოლოდ კერძო გზა მიდის - როგორ ცხოვრობს კრიშტიანუ

შარშან „დონა დოლორესის“ (ასე ჰქვია პორტუგალიელის დედას) რესტორნის ქსელის გახსნის შესახებ გამოცხადდა, არც ისე დიდი ხნის წინ კი რონალდუმ ესპანეთში თმის გადანერგვის კლინიკაც გახსნა, რომელშიც მონაწილეობაც კომპანია Insparya Group-მა მიიღო (რონალდუ ამ კომპანიის აქციონერია). პორტუგალიაში ფეხბურთელს ათეულობით კლინიკა აქვს, რომელმაც უკვე 35 ათას კლიენტზე მეტს გაუწია დახმარება, თითო ოპერაციის ფასი კი 4-დან 7 ათას ევრომდე მერყეობს. თავად კრიშიტანუს ტქმით, ასე ის ესპანეთს და ქვეყნის ეკონომიკას ეხმარება.

რონალდუს სახლამდე მხოლოდ კერძო გზა მიდის - როგორ ცხოვრობს კრიშტიანუ

„იუვენტუსის“ ვარსკვლავი ასევე დიდ ფულს შოულობს პირადი რეკლამების კონტრაქტითაც. მისი ერთ-ერთი პარტნიორი საათების ბრენდია. „მანჩესტერთან“ მატჩისწინა პრესკონფერენციაზე ფეხბურთელი მივითა საათით, რომლის ღირებულებაც დაახლოებით 2 მილიონი ევრო იყო.

დასვენება ოჯახთან ერთად


რონალდუმ სეზონი იტალიის ჩემპიონატისა და პორტუგალიასთან ერთად ერთა ლიგის მოგებით დაასრულა, რის შემდეგაც ოჯახთან ერთად დასასვენებლად გაეშურა. იტალიური პრესა წერს, რომ ფეხბურთლმა ერთი კვირა კოსტა-ნავარინოში გაატარა. ბერძნულ კუნძულზე ერთი გატარებული ღამე პორტუგალიელს 8 ათასი ევრო უჯდებოდა.

რონალდუს სახლამდე მხოლოდ კერძო გზა მიდის - როგორ ცხოვრობს კრიშტიანუ

მაგრამ, აშკარაა, რომ კრიშტიანუ მომსახურებით კმაყოფილი დარჩა, რადგან ჩაის სახით 20 ათასი ევრო დატოვა. ამის შემდეგ, რონალდუს ოჯახმა დასვენება საფრანგეთში გააგრძელა.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

რივალდომ კოუტინიოს კრახის მიზეზი დაასახელა

"ბარსელონას" ლეგენდამ რივალდომ ფელიპე კოუტინიოს კატალონიაში კრახის მიზეზებზე ისაუბრა:

დღეს, 15:17

ცნობილია თანხა, რომელსაც მანჩესტერი სანჩესს წასვლის შემთხვევაში გადაუხდის

Daily Mail-ის ცნობით, ალექსის სანჩესი მილანის "ინტერში" გადასვლაზე თანახმაა.

დღეს, 15:02

ნეიმარის ტრანსფერი, რომელ გამოცემებს ვენდოთ? - ჭორი და რეალობა ბრაზილიელის გარშემო

ნეიმარის "პარი სენ-ჟერმენიდან" აბარგება - მიმდინარე ზაფხულის მთავარი სატრანსფერო საგა.

დღეს, 14:18

3 ფეხბურთელი + 100 მილიონი - რეალის შეთავაზება პსჟ-ს

Le Parisien-ის ცნობით, მადრიდის "რეალმა" "პარი სენ-ჟერმენს" სუპერ-შემოთავაზება მოუმზადა.

დღეს, 13:41

ზიდანი ხამესით კმაყოფილია, მაგრამ...

As-ის ცნობით, ზინედინ ზიდანმა ხამეს როდრიგესის თაობაზე დამოკიდებულება შეიცვალა.

დღეს, 11:55

სუარესი თავის შემდეგ გუნდზე დაფიქრდა

El Mundo Deportivo-ს ცნობით, ლუის სუარესი "ბარსელონადან" წასვლაზე დაფიქრდა.

დღეს, 11:45

მაკგრეგორი დიასს: "შენ რომ გიყურებ, დაბრუნება მინდება"

UFC-ის მებრძოლმა კონორ მაკგრეგორმა თავის კოლეგასა და მოწინააღმდეგეს, ნეიტ დიასს მიმართა:

დღეს, 11:35

მოურინიომ სიტის წაკბინა

Sky Sports-ის ექსპერტმა ჟოზე მოურინიომ პრემიერ ლიგაში VAR-ის დანერგვის თაობაზე კომენტარი გააკეთა:

დღეს, 11:25

პსჟ მეკარეს ეძებს

RMC Sport-ის ცნობით, "პარი სენ-ჟერმენი" მეკარეს ეძებს.

დღეს, 11:11

კუბოს ახალი გუნდი ცნობილია

El Chiringuito-ს თუ დავუჯერებთ, მადრიდის "რეალმა" ტაკეფუსა კუბოს იჯარით გაშვება გადაწყვიტა.

დღეს, 10:55

მიზეზი, რის გამოც ჯეკომ რომა არ დატოვა

როგორც მოგეხსენებათ, ედინ ჯეკო მილანის "ინტერში" არ გადავა და მალე ის "რომასთან" ახალ კონტრაქტს მოაწერს ხელს.

დღეს, 10:46

ნეიმარი ლიგა 1-ის მესამე ტურში ითამაშებს

UOL-ს თუ დავუჯერებთ, "პარი სენ-ჟერმენის" გულშემატკივრები ნეიმარს მოედანზე მინიმუმ ერთხელ კიდევ იხილავენ.

დღეს, 10:37

დიბალა პსჟ-ში? - იტალიელი ჟურნალისტის კომენტარი

როგორც მოგეხსენებათ, პაულო დიბალას სახელს "პარი სენ-ჟერმენს" უკავშირებენ.

დღეს, 10:28

იკარდის ახალი გუნდი ცნობილია?!

Corriere dello Sport-ს თუ დავუჯერებთ, მაურო იკარდის ახალი გუნდი ცნობილია.

დღეს, 10:20

ფაქტები, როცა დინამომ ლიდერის გაშვება ინანა - რატომ იქნება შენგელიას წასვლა წამგებიანი?

დიდია იმის ალბათობა, რომ "დინამო თბილისის" ლიდერმა ლევან შენგელიამ კარიერა თურქეთის ჩემპიონატში გააგრძელოს.

დღეს, 04:22

ლაშა შინდაგორიძე ბელარუსის ჩემპიონატის ტურის სიმბოლურში მოხვდა

ბელარუსის ჩემპიონატის მე-18 ტურში სოლიგორსკის "შახტიორი" "სლუცკის" დაუპირისპირდა და 5:0 გაანადგურა.

დღეს, 03:45

სალაჰი VAR-ზე: "ფეხბურთი უფრო საინტერესოა, როცა მსაჯები შეცდომას უშვებენ"

"ლივერპულის" ლიდერი მოჰამედ სალაჰი პრემიერ ლიგაში ვიდეო-რეფერის (VAR-ის) დანერგვას გამოეხმაურა.

დღეს, 03:22

შემდეგ ტურში, რეალში დაბრუნებული ხამესის დებიუტი შედგება?

ლა ლიგის მეორე ტურში ერთმანეთს მადრიდის "რეალი" და "ვალიადოლიდი" დაუპირისპირდებიან.

დღეს, 03:17

ნეიმარის შეურაცხყოფის გამო, პსჟ დასაჯეს

ნეიმარის გუნდიდან შესაძლო წასვლაზე ბევრი იწერება. მის მომავალს "ბარსელონას" და "რეალს" უკავშირებენ.

დღეს, 03:13

ტიერი ანრი: "შემიძლია, წარმატებული მწვრთნელი ვიყო"

გასულ წელს, ცუდი შედეგების გამო, "მონაკოს" მთავარი მწვრთნელის პოსტიდან ტიერი ანრი გაათავისუფლეს.

დღეს, 03:09

ვან პერსიმ სანჩესი შეაქო: "ის დიდი ფეხბურთელია"

ბოლო პერიოდში, "მანჩესტერ იუნაიტედის" ჩილელ თავდამსხმელს ალექსის სანჩესს ბევრი აკრიტიკებს.

დღეს, 03:05

რომა იუვენტუსის ფეხბურთელსაც ყიდულობს?

ზაპაკოსტას იჯარით აყვანის შემდეგ, "რომა" გაძლიერებას განაგრძნობს და თვალი "იუვენტუსის" ფეხბურთელს დაადგა.

დღეს, 03:00

დარჩება თუ არა დემბელე გუნდში, თუ ნეიმარი ბარსელონაში გადავა?

კვლავ აქტიურად იწერება, რომ შესაძლოა, ნეიმარი "ბარსელონაში" ამ ზაფხულშივე დაბრუნდეს.

დღეს, 02:57

ლუკაკუ ალაპარაკდა: "ყოველთვის მე სანჩესს და პოგბას გვადანაშაულებდნენ"

"ინტერში" გადასვლის შემდეგ, რომელუ ლუკაკუ თავის ყოფილ გუნდზე, "მანჩესტერ იუნაიტედზე" ალაპარაკდა.

დღეს, 02:53

მესიმ სრული დატვირთვით ივარჯიშა

კატალონიის "ბარსელონას" ლიდერმა ლეო მესიმ დღეს გუნდთან ერთად სრული დატვირთვით ივარჯიშა.

დღეს, 01:46

ოფიციალურად: ჩელსის ფეხბურთელი რომაში გადავიდა

ოფიციალურად დადასტურდა, რომ "ჩელსის" ფეხბურთელი კარიერას "რომაში" გააგრძელებს.

დღეს, 01:14

მალკომმა ახსნა, თუ რატომ სცემს დიდ პატივს მესის

"ზენიტის" ახალწვეულმა, მალკომმა თქვა, რომ"ბარსელონას" ფორვარდს, ლიონელ მესის დიდ პატივს სცემს.

გუშინ, 23:40

ოფიციალურად: სტარიჯი ახალ კლუბში გადავიდა

"ჩელსისა" და "ლივერპულის" ექს-თავდამსხმელი, დანიელ სტარიჯი ახალ კლუბში ოფიციალურად ჩაირიცხა.

გუშინ, 23:35

ცნობილია თანხა, რომელსაც მანჩესტერი ზამთარში დახარჯავს

უკვე ცნობილია თანხა, რომელსაც დიდი ალბათობით "მანჩესტერ იუნაიტედი" ზამთარში დახარჯავს.

გუშინ, 23:31

იკარდის მინიშნება - სად გაატარებს ამ სეზონს არგენტინელი?

როგორც ჩანს, "ინტერის" თავდამსხმელის, მაურო იკარდის მომავალი პრაქტიკულად გადაწყვეტილია.

გუშინ, 22:53

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10