» იხილე განახლებული ვებ-გვერდი

ტრანსფერები? არა, არ გამიგია - კლოპის შეცდომა და მოსალოდნელი სავალალო შედეგები


ტრანსფერები? არა, არ გამიგია - კლოპის შეცდომა და მოსალოდნელი სავალალო შედეგები

"ლივერპულის" ტრიუმფალური სეზონის შემდეგ, იურგენ კლოპი არ შეცვლილა. ის კვლავინდებურად სწყალობს ლიდერებს და არ ინდობს უსარგებლოებს. მეორე კატეგორიასთან ყველაფერი მარტივია: "წითლების" რიგები უკვე დატოვეს სტარიჯმა და მორენომ.

პირველ კატეგორიასთან კი ყველაფერი რთულად არის, რადგან ხმაურიანი შენაძენები მიმდინარე ზაფხულს არ იქნება. აღნიშნული ინფორმაცია თავად გერმანელმა დაადასტურა. ცნობისთვის, მერსისაიდელებმა ერთი ტრანსფერი მაინც განახორციელეს: 17 წლის სეპ ვან დენ ბერგი.

ტრანსფერები? არა, არ გამიგია - კლოპის შეცდომა და მოსალოდნელი სავალალო შედეგები

ჰოლანდიელი რა თქმა უნდა პერსპექტივაზე გათვლილი ახალწვეულია და უახლოეს პერიოდში ძირითად შემადგენლობაში მას არ უნდა ველოდოთ. ზოგადად, "სკაუზერების" მწვრთნელი სატრანსფერო საკითხებში ძალიან ჯიუტია, გავიხსენოთ რამდენიმე შემთხვევა.

კლოპმა ვერ შეძლო ალექს ტეიშეირას შეძენა, რის შედეგადაც, იმ პერიოდში მას საერთოდ აღარავინ უყიდია. ამის გარდა, გერმანელი ორი წელი იღებდა უარს ვირჯილ ვან დეიკის თაობაზე და პარალელურად, იურგენის გარშემო მოქმედება არ შეინიშნებოდა. "ლივერპულის" თავკაცი ჰოლანდიელს უბრალოდ ელოდებოდა.

ტრანსფერები? არა, არ გამიგია - კლოპის შეცდომა და მოსალოდნელი სავალალო შედეგები

დიახ, "საუთჰემპტონის" კაპიტანი საბოლოოდ მაინც "ენფილდს" ერგო, მაგრამ რა ხდებოდა დაცვაში ნიდერლანდელამდე? სრული კოშმარი. 52 წლის სპეციალისტის კატეგორიულ განცხადებამდე, "წითლების" სახელს უკავშირებდნენ ფეკირს, პეპესა და ფირპოს, დაივიწყეთ ისინი.

მათ მერსისაიდში ვერ იხილავთ, ყოველ შემთხვევაში მიმდინარე ზაფხულს. დიახ, "სკაუზერებს" ისედაც უძლიერესი შემადგენლობა ჰყავთ, მაგრამ პრემიერ ლიგის განვლილმა სეზონმა გვაჩვენა, რომ ინგლისში მათზე ძლიერებიც ბინადრობენ.

შარშანდელი საჩემპიონო დუელი - სიტი-ლივერპული 2:1



ცნობისთვის, ხოსეპ გვარდიოლა ტრანსფერებისგან თავს სულაც არ იკავებს, მეტიც, "მანჩესტერ სიტიმ" განახორციელა თავის ისტორიაში ყველაზე ძვირადღირებული შენაძენი: როდრი ერნანდესი. პეპმა იცის, რომ სრულყოფილებას საზღვარი არ აქვს, კლოპი ამ აზრზს არ იზიარებს.

არაა გამორიცხული, რომ გერმანელი მწვრთნელი თავის გუნდს როგორც პერსპექტიულ კოლექტივს, ისე უყურებდეს. ანუ "ენფილდი" ზრდის მოლოდინშია და საუკეთესო "ლივერპული" ჯერ კიდევ არ გვინახავს. უკანა ხაზის მიმართებაში ნამდვილად ასეა, მაგრამ ნახევარდაცვა და შეტევა ბევრ კითხვას იწვევს.

ტრანსფერები? არა, არ გამიგია - კლოპის შეცდომა და მოსალოდნელი სავალალო შედეგები

პირველი კითხვა - თქვენი აზრით, მოჰამედ სალაჰი კიდევ უფრო გაგვაოცებს თუ იგივე დონეზე დარჩება, ან საერთოდ მოუკლებს? მეორე კითხვა - მაგიური შემტევი ტრიოს ჩასანაცვლებლად მხოლოდ ჯერდან შაქირი საკმარისია? მესამე - "სიტის" მაგალითი არ გვაჩვენებს, რომ როტაცია გამოკვეთილ 11-ეულზე ეფექტურია?

ჩემპიონთა ლიგაზე ერთი კონკრეტული, დალაგებული შემადგენლობა შეიძლება სავსებით საკმარისიც იყოს, გავიხსენოთ მადრიდის "რეალი" 2016-2018 წლებში, მაგრამ პრემიერ ლიგა, ბოდიშით, არა. 38 მატჩი და შენი დონის 5 კონკურენტთან შესვენების გარეშე ბრძოლა.

ტრანსფერები? არა, არ გამიგია - კლოპის შეცდომა და მოსალოდნელი სავალალო შედეგები

ეს არის შეუსრულებელი მისია, რომლის შესასრულებლად გვარდიოლას ფაქტიურად სამი გუნდის აშენება დასჭირდა. მანჩესტერელებისთვის პირობითი აგუეროს ან დე ბრუინის დაკარგვა იქნება პრობლემური გარემოება, მაგრამ არასაბედისწერო, რადგან მათ შემცვლელები ჰყავთ.

რაც შეეხება "ლივერპულს", როგორ წარმოგიდგენიათ გუნდი სალაჰისა და მანეს გარეშე? გაგირბინათ თვალწინ "წითლების" დაჩანაკებულმა კლოპამდელმა ანალოგმა? მოკლედ, კმაყოფილება და მოდუნება მერსისაიდის სასიკეთოდ ნამდვილად არ თამაშობს.

ტრანსფერები? არა, არ გამიგია - კლოპის შეცდომა და მოსალოდნელი სავალალო შედეგები

გერმანელს არავინ თხოვს კოუტინიოს დაბრუნებას ან ბეილის გადმოყვანას, მაგრამ იგივე ფეკირის ან ხამესის დონის ტრანსფერები "სკაუზერებს" წაადგებოდათ. "ენფილდს" ერთი ცენტრალური მცველიც გამოადგებოდა, იმისთვის, რომ ვან დეიკმა თავი უფრო ჰარმონიულად იგრძნოს. ლოვრენსა და მატიპთან ეს ცოტა რთულია.

იურგენის გუნდისთვის შენაძენების განხორციელება არავის გაუუქმებია და ამასთან ერთად, პრემიერ ლიგაში სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე კიდევ ორი კვირაა. ვინ იცის, იქნებ "ლივერპულმა" გამოიღვიძოს და სეზონის დაწყების წინ, რომელიმე ვარსკვლავი წითელ ფერებში შეიმოსოს.

ტრანსფერები? არა, არ გამიგია - კლოპის შეცდომა და მოსალოდნელი სავალალო შედეგები

სჭირდება თუ არა ლივერპულს გაძლიერება?


ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

სეზონის პირველივე მატჩში - გიორგი აბურჯანიამ ტვენტეს მაისურით გაიტანა [VIDEO]

"ტვენტემ" ჰოლანდიის ჩემპიონატის ახალი სეზონისთვის მზადება დაიწყო და პირველი ამხანაგური მატჩი გამართა.

დღეს, 03:38

სად ითამაშებს რონალდუ შემდეგ სეზონში? - იუვენტუსში ოფიციალური განცხადება გააკეთეს

ტურინის "იუვენტუსის" პრეზიდენტმა ანდრეა ანელიმ კრიშტიანუ რონალდუს მომავალზე ოფიციალური კომენტარი გააკეთა.

დღეს, 03:05

გვარდიოლა: "თუ ჩემპიონთა ლიგის მოგება გსურს, ასეთ ტოპ გუნდებს უნდა მოუგო"

ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალში "მანჩესტერ სიტიმ" "რეალს" ორივე მატჩი მოუგო და შემდეგ ეტაპზე გავიდა.

დღეს, 03:02

სარი: "რომ გავვარდით ცუდია, მაგრამ გუნდის თამაშით კმაყოფილი ვარ"

ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალში "იუვენტუსმა" "ლიონი" ორი მატჩის ჯამში ვერ დაამარცხა და ასპარეზობას გამოეთიშა.

დღეს, 02:57

ფეხზე ყინული და კვლავ ტრავმა - აზარი სიტისთან მატჩს აფასებს

მადრიდის "რეალის" ბელგიელმა შემტევმა ედენ აზარმა "მანჩესტერ სიტისთან" წაგებული მატჩი შეაფასა.

დღეს, 02:53

ლიონის მწვრთნელი: "ჩემს კარიერაში საუკეთესო დღეა"

ტურინის "იუვენტუსის" გამოგდების შემდეგ კომენტარი "ლიონის" მთავარმა მწვრთნელმა რუდი გარსიამ გააკეთა.

დღეს, 02:50

როდრიგომ ვარანი დაიცვა: "ეს მის დიდებულ კარიერას დაღს არ დაასვამს"

მადრიდის "რეალის" მცველმა რაფაელ ვარანმა "მანჩესტერ სიტისთან" საშინელი მატჩი ჩაატარა და ორივე გოლი მისი შეცდომით გავიდა.

დღეს, 02:46

"რატომ არ შევიყვანე ვინისიუსი შეცვლაზე?" - ზიდანის კომენტარი

მადრიდის "რეალის" მთავარმა მწვრთნელმა ზინედინ ზიდანმა ახსნა, თუ რატომ არ ათამაშა ვინისიუს ჯუნიორი "მანჩესტერ სიტისთან."

დღეს, 02:07

დღის ფოტო: ზინედინ ზიდანი და პეპ გვარდიოლა მატჩის შემდეგ

ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალური დაპირისპირება მადრიდის "რეალსა" და "მანჩესტერ სიტის" შორის საკმაოდ საინტერესო გამოდგა.

დღეს, 02:02

ვარანის აღიარება: "რეალის წაგება ჩემი ბრალია"

ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალში "მანჩესტერ სიტიმ" მადრიდის "რეალი" 2:1 დაამარცხა და შემდეგ ეტაპზე გავიდა.

დღეს, 01:51

მესი + მიულერი = რონალდუ - პორტუგალიელის ბრწყინვალე შედეგი

კრიშტიანუ რონალდუმ ჩემპიონთა ლიგაზე მორიგი კარგი მატჩი ჩაატარა და "ლიონთან" დუბლი გაიფორმა.

დღეს, 01:47

ბუფონმა ლიონთან გავარდნის მიზეზებზე ისაუბრა

ტურინის "იუვენტუსმა" "ლიონს" ორი მატჩის ჯამში ვერ მოუგო და ჩემპიონთა ლიგიდან გავარდა.

დღეს, 01:43

ტოპ-3 ლიგების არცერთი ჩემპიონი 1/8-ფინალში - როდის მოხდა მსგავსი რამ უკანასკნელად?

ჩემპიონთა ლიგას ეროვნული ჩემპიონატების გამარჯვებულები ერთმანეთის მიყოლებით გამოეთიშნენ.

დღეს, 01:31

ზიდანი: "დაიმსახურა თუ არა სიტიმ გამარჯვება? ჩვენ ორივე მატჩი წავაგეთ"

„სიტისთან“ მარცხის შემდეგ, ზინედინ ზიდანი პრესას გაესაუბრა.

დღეს, 01:26

იუვენტუსი გავარდა, თუმცა რონალდუმ ისტორიული რეკორდი მაინც დაამყარა

ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალში ტურინის "იუვენტუსმა" ორი მატჩის ჯამში "ლიონს" ვერ სძლია და ასპარეზობას გამოეთიშა.

დღეს, 01:21

ლიონიდან ლიონამდე - როდის გამოეთიშა უკანასკნელად რონალდუ ჩემპიონთა ლიგას მერვედფინალიდან?

ტურინის „იუვენტუსი“ ჩემპიონთა ლიგას მერვედფინალიდან გამოეთიშა.

დღეს, 01:06

სენსაცია ტურინში: იუვენტუსი ჩემპიონთა ლიგიდან გავარდა [VIDEO]

ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალში ტურინის "იუვენტუსი" საკუთარ მოედანზე "ლიონს" დაუპირისპირდა.

დღეს, 01:01

ვარანის კოშმარი ეტიჰედზე! სიტიმ რეალი საპასუხო მატჩშიც დაამარცხა და 1/4-ფინალში გავიდა [VIDEO]

ჩემპიონთა ლიგის საპასუხო მერვედფინალში „სიტიმ“ „რეალს“ უმასპინძლა.

დღეს, 00:54

რონალდუს სასწაული გასროლა ლიონის კარში [VIDEO]

"იუვენტუსისა" და "ლიონის" მატჩში კრიშტიანუ რონალდუმ ანგარიში 2:1 გახადა.

დღეს, 00:31

იგუაინი ევროპას დატოვებს?

a Gazzetta dello Sport-ის თანახმად, ტურინის "იუვენტუსი" სეზონის დასრულების შემდეგ გონსალო იგუაინს დაემშვიდობება.

დღეს, 00:02

სიტი ინტერს გაცვლას სთავაზობს

ESPN-ის თანახმად, "მანჩესტერ სიტი" თავისი სახელოვანი ფორვარდის, სერხიო აგუეროს გასხვისების წინააღმდეგი არ არის.

გუშინ, 23:53

სიტის რადარზე 4 ცენტრალური მცველია

ESPN-ის თანახმად, "მანჩესტერ სიტი" ცენტრალური მცველის ძიებაშია. "ქალაქელებმა" საამისოდ უკვე ოთხი კანდიდატი შეარჩიეს:

გუშინ, 23:34

"ბარსელონას ჩემპიონთა ლიგის მოსაგებად ყველაფერი აქვს", - ვიდალი

"ბარსელონას" ცენტრალურმა ნახევარმცველმა, არტურო ვიდალმა საკუთარი გუნდის შესახებ საკმაოდ ამბიციური განცხადება გააკეთა:

გუშინ, 23:24

სქოულზი: "ლინგარდი მანჩესტერის დონის არ არის"

"მანჩესტერ იუნაიტედის" ყოფილმა ცენტრალურმა ნახევარმცველმა, პოლ სქოულზმა ჯესი ლინგარდის შესახებ ისაუბრა:

გუშინ, 23:13

"სტილისტიკურად, რთულია", - ხაბიბის მწვრთნელმა თავისი შეგირდის ყველაზე უხერხული მეტოქე დაასახელა

ხაბიბ ნურმაგომედოვის მწვრთნელმა, ხავიერ მენდესმა თავისი შეგირდისთვის ყველაზე უხერხული მოწინააღმდეგე დაასახელა:

გუშინ, 23:03

"ხალხს ოდნავი წარმოდგენაც არ აქვს იმაზე, რა ხდება სინამდვილეში ბეილის თავს", - ლინეკერი

ინგლისის ნაკრების ექს-ფეხბურთელმა, გარი ლინეკერმა გარემარბ გარეტ ბეილის მდგომარეობაზე ისაუბრა.

გუშინ, 21:45

"ლა ლიგაში ყველას დააკლდება", - მესიმ ადურისი შეაქო

"ბარსელონას" თავდამსხმელმა, ლიონელ მესიმ "ბილბაოს" ექს-ფორვარდ არიც ადურისზე ისაუბრა.

გუშინ, 21:40

VIDEO: ბეილი მანჩესტერში გამგზავრების ნაცვლად მადრიდში გოლფს თამაშობს

"რეალის" თავდამსხმელი, გარეტ ბეილი "მანჩესტერ სიტისთან" დღეს გასამართ შეხვედრაში მონაწილეობას არ მიიღებს.

გუშინ, 21:28

"ისტორიაში საუკეთესო ფეხბურთელია", - ბართომეუ მესის მომავალზე ალაპარაკდა

"ბარსელონას" პრეზიდენტი დარწმუნებულია, რომ ლიონელ მესი კარიერას კატალონიურ გრანდში დაასრულებს.

გუშინ, 20:53
i

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10