ავტორიზაცია

დემბელეს ყოფილი მზარეული: "ოსმანი ცუდ წრეში მოხვდა"

დემბელეს ყოფილი მზარეული: "ოსმანი ცუდ წრეში მოხვდა"
თარიღი 22 Aug 2019, 17:12
ოსმან დემბელეს ყოფილმა პირადმა მზარეულმა მიკაელ ნაიამ საკმაოდ საინტერესო განცხადება გააკეთა:

"დემბელე კარგი ბიჭია, მაგრამ მისი ცხოვრება სხვის ხელშია, მეგობრების.

როდესაც ფრანგი მათთან ერთად არის, ის არასდროს იცავს რეჟიმს.

ოსმანი უბრალოდ დარწმუნებულია, რომ მას ნებისმიერ შემთხვევაში გააკრიტიკებენ და სწორედ ამიტომ, ის არაფერს ცვლის.

აღსანიშნავია, რომ მათ გარეშე ბარსელონას შემტევი სულ სხვა ადამინია.

ბევრჯერ ვცდილობდი დემბელეს გაგებას, მაგრამ ის სხვისი გავლენის ქვეშ იმყოფება." - განაცხადა შეფმა.

ცნობისთვის, ნაია ფრანგს კატალონიურმა კლუბმა მოუძებნა, მაგრამ ფეხბურთელმა ის დაითხოვა.