ლივერპულის სამიზნე - ბეტისის ფეხბურთელი: ფეკირის დაღმასვლის მიზეზი


ლივერპულის სამიზნე - ბეტისის ფეხბურთელი: ფეკირის დაღმასვლის მიზეზი

სანამ საფეხბურთო სამყარო ნეიმარის ლიგა 1-დან ლა ლიგაში გადასვლას ელოდება, იგივე მარშრუტი ნაბილ ფეკირმა გაიარა, მაგრამ იაფად და მოულოდნელად. ფეხბურთელი, რომელიც ერთი წლის წინ იგებდა მუნდიალს და 52 მილიონად "ლივერპულში" გადადიოდა, "ბეტისში" აღმოჩნდა.

სევილიურ კლუბს ფრანგი სულ რაღაც 20 მილიონი ევრო დაუჯდა. ვულოცავთ "თეთრ-მწვანეებს", მაგრამ მაინც ვსვამთ კითხვას - რა დაკარგა ლიონის "ოლიმპიკის" ექს-ლიდერმა პრიმერას მე-10 ადგილოსანში? მსოფლიო ჩემპიონის დაღმასვლის მიზეზი, ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემებია.

ლივერპულის სამიზნე - ბეტისის ფეხბურთელი: ფეკირის დაღმასვლის მიზეზი

2018 წლის გაზაფხულზე ფეკირი იურგენ კლოპის მთავარ სატრანსფერო სამიზნეს წარმოადგენდა. გერმანელი ფრანგში "ბარსელონაში" წასულ ფელიპე კოუტინიოს შემცვლელს ხედავდა და მასზე დიდი იმედებს ამყარებდა. "ლივერპულის" თავკაცს ნაბილში ყველაზე მეტად მისი უნივერსალიზმი მოსწონდა.

"წითლების" წარმომადგენლები "ლიონის" კაპიტნის სანახავად ჩავიდნენ და მან მერსისაიდული კლუბის ოფიციალურ არხს პირველი (და უკანასკნელი) ინტერვიუც მისცა. მოკლედ, მომავალი მსოფლიო ჩემპიონი ცალი ფეხით უკვე "სკაუზერებში" იყო, მაგრამ სამწუხაროდ, ფეკირმა სამედიცინო შემოწმების გავლა ვერ მოახერხა.

ლივერპულის სამიზნე - ბეტისის ფეხბურთელი: ფეკირის დაღმასვლის მიზეზი

ფრანგმა 2015 წელს ჯვარედინი მყესები გაიწყვიტა და აღნიშნული ტრავმა მას მოსვენებას დღემდე არ აძლევს. "ენფილდზე" ჩათვალეს, რომ რეციდივის ალბათობა საკმაოდ მაღალი იყო და ამიტომ, კლოპმა ნაბილზე უარი თქვა.

"რეალ ბეტისის" ახალწვეულის მუხლის ხრტილოვანი ქსოვილები იმდენად კატასტროფულ მდგომარეობაშია, რომ მას ნებისმიერ მომენტში შეუძლია მორიგი მძიმე ტრავმის მიღება და კარიერის დასრულება. "ლიონის" ექიმები ამ ყველაფერს 4 წლის წინ ვარაუდობდნენ.

ლივერპულის სამიზნე - ბეტისის ფეხბურთელი: ფეკირის დაღმასვლის მიზეზი

საქმე იმაშია, რომ მომავალმა მსოფლიო ჩემპიონმა გაწყვეტილი მყესები ფაქტიურად რეკორდულ დროში - შვიდ თვეში მოიშუშა. ერთის მხრივ, ეს ძალიან კარგია, მაგრამ სამედიცინო ენაზე რომ გასაგებად ვთქვათ, რაც უფრო მოკლე პერიოდში ღდგება მყესი, მით უფრო მალეა მოსალოდნელი მისი მორიგი გაწყვეტა.

ალბათობა იმისა, რომ ფეკირის მუხლი დარჩებოდა ჯანმრთელი, სულ რაღაც 20 პროცენტს უდრიდა. ამის გარდა, ფრანგის ფეხის კუნთები კიდევ უფრო მგრძნობიარე გახდა. ერთი ჩვეულებრივი, ყველაზე ბანალური კუნთის ტრავმის მოსარჩენად ნაბილს 7-დან 10 მატჩამდე სჭირდებოდა.

ლივერპულის სამიზნე - ბეტისის ფეხბურთელი: ფეკირის დაღმასვლის მიზეზი

აქედან გამომდინარე, "ლივერპულის" უარი სავსებით ლოგიკურია. "წითლების" ლაზარეთი იმ მომენტში ისედაც გადატვირთული იყო. როგორი გასაკვირიც არ უნდა იყოს, "ლიონის" ლიდერმა გასული სეზონი მძიმე ტრავმების გარეშე ჩაამთავრა, მაგრამ მისი ფასი მაინც დაეცა.

ამის მიზეზი მერსისაიდში ჩაშლილი სამედიცინო შემოწმებაა. აღნიშნული გარემოება საკმაოდ იშვიათი მოვლენაა, რომელიც ფეხბურთელის პრობლემურობას პირდაპირ ხაზს უსვამს. მოკლედ, მსოფლიო ჩემპიონი სასურველი სამიზნე აღარ იყო, მაგრამ "არსენალსა" და "ნაპოლის" ის მაინც უნდოდა.

ლივერპულის სამიზნე - ბეტისის ფეხბურთელი: ფეკირის დაღმასვლის მიზეზი

სამწუხაროდ, ლონდონელთა და ნეაპოლელთა დაინტერესება გაზეთის ფურცლებს არ გასცდენია. ფეკირის დაქვეითების კიდევ ერთი მიზეზი აღმოჩნდა მისი კონტრაქტი "ლიონთან". ფრანგს თავისუფალ აგენტობამდე ერთი წელი აშორებდა, "ოლიმპიკი" კი დაწუნებული მოთამაშის თაობაზე ვერ ვაჭრობდა.

ერთი სიტყვით, "ლომებისთვის" ნაბილის სანაცვლოდ მიღებული 20 მილიონი "რეალ ბეტისისგან" ისედაც მიღწევა იყო. შეიძლება ითქვას, რომ სევილიურ კლუბს დენილსონის შემდეგ, მსგავსი ვარსკვლავი არ ჰყოლია.

ლივერპულის სამიზნე - ბეტისის ფეხბურთელი: ფეკირის დაღმასვლის მიზეზი

პრესაში "მილანისა" და "ვალენსიას" დაინტერესების შესახებაც იწერებოდა, მაგრამ ახლა ამას აღარ აქვს არსებითი მნიშვნელობა, რადგან "ლიონის" ყოფილი კაპიტანი უკვე "თეთრ-მწვანეებშია". ვნახოთ, როგორ შეძლებს მსოფლიო ჩემპიონი კარიერის რეანიმირებას და რა ელის მას ანდალუსიაში.

გავიხსენოთ ფეკირის გოლი 54 მეტრიდან

შეძლებს თუ არა ფეკირი მომავალში ტოპ კლუბში დამკვიდრებას?


ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

XBET.GE - თუ მოგება გინდა [კვირის საუკეთესო ფსონები ექსკლუზიურად]

სპორტული პროგნოზების ვებ-გვერდი XBET.GE რეორგანიზაციის შემდეგ ისევ აგრძელებს მომხმარებლისთვის მომგებიანი ფსონების მიწოდებას.

დღეს, 11:55

"მოურინიომ დაბრუნება ხუმრობით მთხოვა", - კრაუჩი

"ტოტენჰემის" ყოფილმა თავდამსხმელმა, პიტერ კრაუჩმა, ჟოზე მოურინიოს შესახებ საინტერესო განცხადება გააკეთა:

დღეს, 11:43

"მინდა, რომ ლივერპულმა წააგოს", - ვენგერი

ლონდონის "არსენალის" ყოფილმა მთავარმა მწვრთნელმა, არსენ ვენგერმა დღევანდელი "ლივერპულის" შესახებ ისაუბრა:

დღეს, 11:14

კლოპი: "ჰოლანდი მისთვის იდეალურ გუნდში გადავიდა"

"ლივერპულის" მთავარმა მწვრთნელმა, იურგენ კლოპმა, ერლინგ ჰოლანდის დორტმუნდის "ბორუსიაში" ტრანსფერი შეაფასა:

დღეს, 11:07

ვერნერმა მსოფლიოს საუკეთესო მწვრთნელი დაასახელა

"ლაიპციგის" ახალგაზრდა თავდამსხმელმა, ტიმო ვერნერმა, მსოფლიოს საუკეთესო მთავარი მწვრთნელი დაასახელა:

დღეს, 10:45

კარვახალი: "მსაჯებმა არ იციან, თუ როდის უნდა დაუსტვინონ"

მადრიდის "რეალის" მარჯვენა მცველმა, დანი კარვახალმა "ლევანტეს" წინააღმდეგ დაფიქსირებული მარცხი შეაფასა:

დღეს, 10:30

ფიურიმ უაილდერი ნოკაუტით დაამარცხა [VIDEO]

ლას-ვეგასში მდებარე MGM Grand არენაზე კრივის გრანდიოზული საღამო დასრულდა.

დღეს, 10:22

რამოსი ლევანტესთან მარცხის შემდეგ: "მსაჯის მხრიდან ქედმაღლობა შეინიშნებოდა"

მადრიდის "რეალის" კაპიტანმა, სერხიო რამოსმა "ლევანტეს" წინააღმდეგ დაფიქსირებული მოულოდნელი მარცხი შეაფასა:

დღეს, 10:13

გვარდიოლა: "მეფეების ტურნირზეც უნდა მოვიგოთ"

ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალში მადრიდის "რეალი" "მანჩესტერ სიტის" დაუპირისპირდება.

დღეს, 03:24

ზიდანი: "ამ ორი მატჩის შემდეგ, ვალდებულები ვართ, რომ ელ კლასიკო მოვიგოთ"

ესპანეთის ჩემპიონატში "რეალმა" მორიგი კრახი განიცადა, "ლევანტესთან" წააგო და ლიდერობა დათმო.

დღეს, 03:15

ზიდანმა აზარის მდგომარეობაზე ისაუბრა

ლა ლიგის გასულ ტურში ედენ აზარმა ფეხი კვლავ იტკინა, რის გამოც ის მოედნიდან გაიყვანეს.

დღეს, 03:10

ვისთან აქვს იუვენტუსს შემდეგი მატჩი, სადაც რონალდუს ისტორიული რეკორდის დამყარება შეუძლია?

სერია A-ს მატჩში "იუვენტუსი" "სპალს" ესტუმრა და მეტოქე 1:2 დაამარცხა. შეხვედრაში კრიშტიანუ რონალდუმ მორიგი გოლი გაიტანა.

დღეს, 02:59

...რომ შვილი სჯობდეს მამასა - კასპერ შმეიხელმა მამამისის შედეგი გააუმჯობესა

პრემიერ ლიგის ტურის ცენტრალურ მატჩში "ლესტერი" საკუთარ მოედანზე "მანჩესტერ სიტისთან" 1:0 დამარცხდა.

დღეს, 02:55

ჰოლანდმა ბუნდესლიგაში მორიგი რეკორდი დაამყარა

ბუნდესლიგის გასულ ტურში "ვერდერი" შინ "დორტმუნდს" დაუპირისპირდა და 0:2 დამარცხდა.

დღეს, 02:51

სერია დასრულდა: როდის ჰქონდა ბოლოს გოლი გატანილი მოთამაშეს, რომელმაც გუშინ რეალს გაუტანა?

მადრიდის "რეალის" კარში ერთადერთი გოლის ავტორი ლუის მორალეშია. "ლევანტემ" 1:0 მოიგო.

დღეს, 02:48

ბარსელონას და რეალის დამმარცხებელი - ლევანტეს მწვრთნელი ისტორიაში შევიდა

ლა ლიგის გასულ ტურში მოულოდნელი შედეგი დაფიქსირდა. "ლევანტემ" საკუთარ მოედანზე "რეალი" 1:0 დაამარცხა.

დღეს, 02:42

სიტისთან ლიდერის გარეშე? - აზარმა კვლავ ტრავმა მიიღო

ლა ლიგის გასულ ტურში "რეალი" "ლევანტეს" დაუპირისპირდა და 1:0 დამარცხდა.

დღეს, 02:37

რუმინეთმა ბრჭყალები გამოაჩინა და ესპანეთი დამაჯერებლად დაამარცხა [VIDEO]

რაგბი ევროპის ჩემპიონატის მესამე ტურში რუმინეთის ნაკრები ბოტოშანში ესპანეთს დაუხვდა და 24:7 სძლია.

დღეს, 02:11

რებიჩის მორიგი გოლი - მილანმა 10-კაციან ფიორენტინას ვერ მოუგო

იტალიის ჩემპიონატის ტურის ერთ–ერთი გამორჩეული შეხვედრა "ფიორენტინასა" და "მილანს" შორის შედგა.

დღეს, 02:02

მორალესის გასროლა - რეალმა სტუმრად წააგო, ლა ლიგაში ბარსელონა გალიდერდა

ესპანეთის ჩემპიონატის 25-ე ტურში ერთმანეთს "ლევანტე" და მადრიდის "რეალი" დაუპირისპირდნენ.

დღეს, 01:57

"სიტი ჩემპიონთა ლიგის მეფეებთან შეხვედრას ელოდება", - გვარდიოლა რეალზე

"მანჩესტერ სიტის" მთავარმა მწვრთნელმა, პეპ გვარდიოლამ "რეალთან" მოახლოებულ დაპირისპირებაზე ისაუბრა.

გუშინ, 23:59

კონტე ლაუტაროს ბარსელონაში შესაძლო გადასვლას ეხმაურება

"ინტერის" მთავარმა მწვრთნელმა "ბარსელონას" მხრიდან ლაუტარო მარტინესისადმი ინტერესზე ისაუბრა.

გუშინ, 23:57

ნეიმარის მომავალი პრაქტიკულად გადაწყვეტილია - GOAL.COM

აღნიშნულ ინფორმაციას ავტორიტეტული გამოცემა GOAL.COM ავრცელებს.

გუშინ, 23:55

ისტორიული რეკორდი - რონალდუ ბატისტუტას გაუთანაბრდა

სერია A-ს მატჩში "იუვენტუსი" "სპალს" ესტუმრა და მეტოქე 1:2 დაამარცხა. შეხვედრაში კრიშტიანუ რონალდუმ მორიგი გოლი გაიტანა.

გუშინ, 23:54

"ამ მაისურს არ გავრეცხავ, რადგან მესი ჩამეხუტა", - ბრეიტუეიტი

დღევანდელი მატჩის შემდეგ მარტინ ბრეიტუეიტმა ლიონელ მესიზე ისაუბრა.

გუშინ, 23:49

რა სიტუაციაა ლა ლიგის ბომბარდირთა დავაში მესის პოკერის შემდეგ?

ლა ლიგის მატჩში "ბარსელონამ" "ეიბარი" მიიღო და მეტოქე 5:0 გაანადგურა.

გუშინ, 23:38

სიტიმ სტუმრად ლესტერი დაამარცხა და მეორე ადგილი გაიმყარა [VIDEO]

ინგლისის ჩემპიონატის 27-ე ტურის ეგიდით, "ლესტერმა" "მანჩესტერ სიტის" უმასპინძლა.

გუშინ, 23:30

იუვენტუსმა სმოლინგის თაობაზე საბოლოო გადაწყვეტილება მიიღო

"იუვენტუსის" ხელმძღვანელობა "რომას" მცველ კრის სმოლინგის დამატებით ინტერესდებოდა.

გუშინ, 23:25

6 ერი: საფრანგეთმა საოცარ ბრძოლაში იმარჯვა და ჩემპიონობისთვის ბრძოლას განაგრძობს [VIDEO]

6 ერის მესამე ტურში უელსის ნაკრები "ფრინსიფალითი სთედიუმზე" საფრანგეთს დაუხვდა და 23:27 დამარცხდა.

გუშინ, 23:23

გვარდიოლა ზაფხულისთვის ხმაურიან ტრანსფერებს არ ელოდება

"მანჩესტერ სიტის" მწვრთნელმა განაცხადა, რომ 2020 წლის ზაფხულში ხმაურიან ტრანსფერებს არ ელოდება.

გუშინ, 23:21

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10