Goal.Ge

არგენტინამ ახალ ზელანდიასთან მატჩში ერთ-ერთი ლიდერი დაკარგა


არგენტინამ ახალ ზელანდიასთან მატჩში ერთ-ერთი ლიდერი დაკარგა

არგენტინის ნაკრების ერთ-ერთმა ლიდერმა აგუსტინ კრევიმ, რაგბი ჩემპიონშიპის პირველი ტურის მატჩში, რომელშიც მისი გუნდი ბუენოს აირესში "ოლ ბლექსთან" დამარცხდა (16:20), ტრავმა მიიღო და ავსტრალიასთან სტუმრად გასამართ დაპირისპირებას გამოტოვებს.

34 წლის კვაჭმა მხარი იტკინა და 48-ე წუთზე მოედნის დატოვება მოუწია. ჯერჯერობით უცნობია, თუ რამდენად სერიოზულია დაზიანება და რა პერიოდის გამოტოვება მოუწევს, თუმცა ის ცხადია, რომ "ვოლაბებთან" მატჩში ვერ ითამაშებს.

"პუმების" ყოფილ კაპიტანს, სანტიაგო სოსინო შეცვლის, რომელსაც ნაკრებში დებიუტი ექნება. ის სამი სეზონის განმავლობაში "ნიუკასლ ფალკონსში" ასპარეზობდა და აქედან გამომდინარე, მისთვის ნაკრებში მოხვედრა ძალიან რთული იყო, რადგან 2015 წლის მსოფლიო თასის შემდეგ, არგენტინაში ლეგიონერებს აღარ იძახებდნენ, აკრძალვა მხოლოდ გასულ წელს მოხსნეს და ამის მიუხედავად, უცხოეთში მოთამაშე მორაგბეებს ძალზე რთულად ეძახდნენ.

სწორედ ამიტომ, სოსინო არგენტინაში დაბრუნდა, კარიერას "ხაგუარესში" განაგრძობს და მისმა გადაწყვეტილებამ დიდწილად განაპირობა მსოფლიო თასზე წამსვლელი მესამე ჰუკერის ვინაობა. ის იქნება მეხუთე კვაჭი, რომელიც მარიო ლედესმას მოსვლის შემდგომ იასპარეზებს. აგუსტინ კრევი და ხულიან მონტოია უკონკურენტოები არიან, მათ გარდა, თამაში მოასწრეს ახალგაზრდა დიეგო ფორტუნიმ და ფაკუნდო ბოშიმ, რომელიც საფრანგეთში თამაშობს და "აჟენიდან" "ლა როშელში" გადავიდა. ლედესმას არჩევნის გაკეთება სწორედ მათ შორის უწევდა და საბოლოოდ, აირჩია სოსინო, რომელიც სამშობლოში დაბრუნდა. აღსანიშნავია, რომ 2015 წლის მსოფლიო თასზე იმყოფებოდა სანტიაგოს ძმა - ხუან პაბლო სოსინო, რომელსაც ოთხი კეპი აქვს მოხვეჭილი და მათ შორის ორი მსოფლიო თასზე.

არგენტინის გაფართოებულ 47-კაციან შემადგენლობაში მხოლოდ ექვსი ლეგიონერი იმყოფება. ესენი არიან: ბურჯები რამირო ერერა და ხუან ფიგალიო, მესამეხაზელი ფაკუნდო ისა, მგეზავები ნიკოლას სანჩესი და ბენჯამინ ურდაფილეტა და ფრთა სანტიაგო კორდერო.

მარიო ლედესმამ ავსტრალიასთან მატჩისთვის გაფართოებული შემადგენლობისთვის 30 მორაგბე შეარჩია, რომლებიც ბრიზბენში გაემგზავრებიან და მათგან 23 მოთამაშე განაცხადში მოხვდება. მატჩი 27 ივლისს გაიმართება.

არგენტინელთა 30-კაციანი სია ავსტრალიასთან მატჩისთვის

არგენტინამ ახალ ზელანდიასთან მატჩში ერთ-ერთი ლიდერი დაკარგა

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

პოგბას საშინელი სტატისტიკა გუშინდელი მატჩის შემდეგ

პრემიერ ლიგაში გამართული მატჩი "ვულვზსა" და "მანჩესტერ იუნაიტედს" შორის, ფრედ 1:1 დასრულდა.

დღეს, 03:40

მესი ბარსელონასთან ერთად კვლავ არ იმყოფება

არგენტინელი თავდამსხმელი ლეო მესი "ბარსელონასთან" ერთად კვლავ არ ვარჯიშობს.

დღეს, 03:36

მარსელო: "რეალს მეტი ტრანსფერი არ სჭირდება"

მადრიდის "რეალის" ბრაზილიელ მცველს მარსელოს კლუბის სატრანსფერო გეგმებზე ჰკითხეს.

დღეს, 03:34

რონალდუ იუვენტუსს შეუერთდა

რამდენიმე კვირიანი პაუზის შემდეგ, "იუვენტუსის" ლიდერი კრიშტიანო რონალდუ გუნდს შეურთდა.

დღეს, 03:31

ლუკა ზარანდია პოლონური გუნდის ყველა დროის სიმბოლურ გუნდში მოხვდა

პოლონური "არკას" ოფიციალურმა საიტმა ჩაატარა გამოკითხვა, სადაც ხალხს ყველა დროის საუკეთესო 11–ეული უნდა აერჩია.

დღეს, 03:26

შინდაგორიძის გოლი და საგოლე გადაცემა ბელარუსში [VIDEO]

ბელარუსის ჩემპიონატში "შახტიორი" "სლუტსკს" დაუპირისპირდა და 0:5 გაანადგურა.

დღეს, 03:19

ნევილი: "პოგბას პენალტზე ვყვიროდი"

"მანჩესტერ იუნაიტედის" ვეტერანი ფეხბურთელი გარი ნევილი პოლ პოგბას პენალტს ეხმაურება.

დღეს, 03:12

სოლსკიაერი პოგბაზე: "ყველაფერი ისე არ ხდება, როგორც გვინდა"

"მანჩესტერ იუნაიტედის" მთავარმა მწვრთნელმა ოლე-გუნარ სოლსკიაერმა პოლ პოგბა დაიცვა.

დღეს, 03:08

კლოპი: "ლივერპულს კოუტინიოს დაბრუნება სურდა"

ფელიპე კოუტინიო "ბაიერნში" გადასვლას "ლივერპულის" მთავარი მწვრთნელი იურგენ კლოპი გამოეხმაურა.

დღეს, 03:05

რაშფორდმა პოგბა დაიცვა: "პენალტს ყველა აფუჭებს"

პრემიერ ლიგის გასულ ტურში "მანჩესტერ იუნაიტედი" "ვულვზს" დაუპირისპირდა და 1:1 ითამაშა.

დღეს, 03:00

სარის პნევმონია დაუდგინდა

ტურინის "იუვენტუსის" მთავარ მწვრთნელს მაურისიო სარის პნევმონია დაუდგინდა.

დღეს, 02:57

პოგბას გაცუდებული პენალტი, მანჩესტერმა პირველი ქულები დაკარგა [VIDEO]

პრემიერ ლიგის მე-2 ტურის მატჩში "მანჩესტერი" "ვულვერჰემპტონს" ესტუმრა და შეხვედრა 1:1 დასრულდა.

დღეს, 00:58

ოფიციალურად: ბარსელონას დემბელე 5 კვირით გამოაკლდა

"ბარსელონას" ოფიციალური საიტის ცნობით, უსმან დემბელემ სერიოზული ტრავმა მიიღო.

დღეს, 00:24

ოფიციალურად: ლიხტშტაინერი ახალ კლუბში გადავიდა

მოგეხსენებათ, გასული სეზონი სტეფან ლიხტშტაინერმა ლონდონის "არსენალში" გაატარა.

გუშინ, 23:59

საქმეში იუვენტუსიც ჩაერთო! - ტურინელთა სუპერ შეთავაზება

"იუვენტუსი" "პსჟ"-ს თავდამსხმელის, ნეიმარის ამ ზაფხულს შეძენითაა დაინტერესებული.

გუშინ, 23:56

რიბერი დათანხმდა - ფრანგის ახალი კლუბი პრაქტიკულად ცნობილია

როგორც გავლენიანი გერმანული გამოცემა Bild წერს, ფრანკ რიბერის ახალი კლუბი ცნობილია.

გუშინ, 23:02

ალექსის სანჩესის ტრანსფერის პირობები გახმაურდა

ცნობილი გახდა "მანჩესტერის" თავდამსხმელ ალექსის სანჩესის "ინტერში" ტრანსფერის პირობები.

გუშინ, 22:58

სარის პნევმონია დაუდგინდა - სპეციალისტს მკურნალობა დაუნიშნეს

"იუვენტუსის" მწვრთნელს, მაურისიო სარის პნევმონია დაუდგინდა, წერს კლუბის ოფიციალური საიტი.

გუშინ, 22:53

გიორგი ხარაიშვილმა შვედეთში ბრწყინვალე საგოლე გადაცემა გააკეთა [VIDEO]

გიორგი ხარაიშვილის მორიგი საგოლე გადაცემა შვედეთში.

გუშინ, 22:40

ოფიციალურად: იუვენტუსმა ამ ზაფხულს ნაყიდი ფეხბურთელი გაუშვა

ტურინის "იუვენტუსმა" ამ ზაფხულს შეძენილი ფეხბურთელის გაშვება ოფიციალურად დაადასტურა.

გუშინ, 22:05

ატლეტიკომ საჩივარი გამოიტანა - ყველაფერი დასრულდა?

როგორც ჩანს, "ატლეტიკო" ანტუან გრიზმანის ტრანსფერთან დაკავშირებით "ბარსელონას" აღარ უჩივის.

გუშინ, 21:57

პირველი ოფიციალური შეთავაზება მზადაა, დეტალები ცნობილია - ESPN

"ბარსელონამ" "პარი სენ ჟერმენს" თავდამსხმელ ნეიმარის ტრანსფერზე წინადადება გაუმზადა.

გუშინ, 21:39

გაუპატიურების საქმე: რამდენი გადაუხადა დუმილისთვის რონალდუმ ბრალმდებელს?

მოგეხსენებათ, ამერიკელმა ქალბატონმა, კეტრინ მაიორგამ კრიშტიანუ რონალდუ გაუპატიურებაში დაადანაშაულა.

გუშინ, 21:33

ახალი კონტრაქტი ობამეიანგს - ფორვარდის პოზიცია ცნობილია

"არსენალი" თავდამსხმელ პიერ-ემერიკ ობამეიანგთან კონტრაქტის გახანგრძლივებაზე მოლაპარაკებებს აწარმოებს.

გუშინ, 21:26

ხედირამ საკუთარ მომავალს ნათელი საბოლოოდ მოჰფინა

არაერთხელ დაიწერა იმის შესახებ, რომ ნახევარმცველმა, სამი ხედირამ შესაძლოა "იუვენტუსი" დატოვოს.

გუშინ, 20:26

იუვენტუსის ხმაურიანი სამიზნე - 80-მილიონიანი ტრანსფერის მოლოდინში

აღნიშნულ ინფორმაციას ავტორიტეტული ფრანგული გამოცემა L'Equipe ავრცელებს.

გუშინ, 20:21

მალდინი მადრიდშია! - რეალთან მოლაპარაკებები იწყება

"მილანის" სპორტული დირექტორი, პაოლო მალდინი მოლაპარაკებების გასამართად მადრიდში ჩავიდა.

გუშინ, 20:15

"რეალში პირველივე დღიდან კრიტიკას ვაწყდები", - მარსელო ალაპარაკდა

"რეალის" მარცხენა მცველმა, მარსელომ საკმაოდ საინტერესო განცხადება გააკეთა.

გუშინ, 20:11

იკარდი მონაკოში? - ვანდა ნარამ ყველაფერს ფარდა ახადა

აქამდე არსებული ინფორმაციით, "ინტერის" ფორვარდი, მაურო იკარდი შესაძლოა "მონაკოში" გადავიდეს.

გუშინ, 20:05

რიბერისთვის ბრძოლაში მთავარი ფავორიტი გამოკვეთილია

მოგეხსენებათ, ამ ეტაპზე, "ბაიერნის" ექს-ნახევარმცველი, ფრანკ რიბერი თავისუფალი აგენტია.

გუშინ, 19:28

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10