აზარისა და ტრანსფერების გარეშე - როგორ აპირებს ლამპარდი ჩელსის გადარჩენას?


აზარისა და ტრანსფერების გარეშე - როგორ აპირებს ლამპარდი ჩელსის გადარჩენას?

კანონზომიერება - ახალი მთავარი მწვრთნელის მოსვლით, გუნდში ახალი ციკლი იწყება. წინასწარ რაიმეს თქმა სისულელეა, მაგრამ მენეჯერის სტატუსის, მისი მიღწევებისა და კლუბში არსებული მდგომარეობის გათვალისწინებით, რამდენიმე პროგნოზის გაკეთება ნამდვილად შეგვიძლია.

დღეს, საუბარი ფრენკ ლამპარდსა და ლონდონის "ჩელსიზე" წავა. ახალი სეზონის დაწყების წინ, "არისტოკრატები" მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდნენ. "ლურჯების" რიგები დატოვა 10-იანი წლების გუნდის საუკეთესო მოთამაშემ: ედენ აზარმა.

აზარისა და ტრანსფერების გარეშე - როგორ აპირებს ლამპარდი ჩელსის გადარჩენას?

ეს ყველაფერი იმის გათვალისწინებით, რომ ლამპარდი ბელგიელის შემცვლელს ვერ ყიდულობს. "სტემფორდ ბრიჯზე" შეიძლება აღმოჩენილიყო ბეილი, კოუტინიო ან კიდევ რომელიმე ვარსკვლავი, მაგრამ ფიფას სატრანსფერო ბანმა "ჩელსი" გამოუვალ მდგომარეობაში ჩააგდო.

ლონდონურ კლუბს ბრძოლა უკვე არსებული რესურსით მოუწევს. ამის გარდა, არ უნდა დაგვავიწყდეს ის ფაქტი, რომ "არისტოკრატები" დატოვა მაურიციო სარიმ, მწვრთნელმა, რომელმაც გუნდს მოუტანა ჩემპიონთა ლიგის საგზური და ევროპა ლიგის ტიტულიც.

აზარისა და ტრანსფერების გარეშე - როგორ აპირებს ლამპარდი ჩელსის გადარჩენას?

იტალიელის შესაცვლელად მოვიდა ლამპარდი, რომელიც ცოტა ხნის წინ "ლურჯების" შემადგენლობაში ჯერ კიდევ ფეხბურთელის რანგში ირიცხებოდა. დიახ, ვილიანს, ასპილიკუეტასა და ლუიზს თავკაცის სტატუსით ექს-თანაგუნდელი მოევლინათ.

არ იქნება გადაჭარბებული ნათქვამი თუ ვიტყვით, რომ ინგლისელი "სტემფორდ ბრიჯის" ისტორიაში საუკეთესო მოთამაშეა. ფრენკმა "ჩელსის" 13 სეზონი დაუთმო, რომლის მანძილზე ის გახდა კლუბის ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირი, 13 ტიტულით კოლექციაში.

აზარისა და ტრანსფერების გარეშე - როგორ აპირებს ლამპარდი ჩელსის გადარჩენას?

რამდენად წარმატებული იქნება ლონდონელთა ლეგენდა მწვრთნელის რანგში, ამას უკვე დრო გვიჩვენებს. ბრიტანელის ავტორიტეტი ეჭვს არ იწვევს, მასზე აღტაცებით "არისტოკრატების" აბსოლიტურად ყველა მოთამაშე საუბრობს.

"ლურჯების" შემადგენლობა თანაბრად არის დაკომპლექტებული როგორც გამოცდილი შემსრულებლებით, ისე ახალგაზრდებითაც. 41 წლის სპეციალისტის კრედო ასეთია: შანსი ყველასთვის. დიახ, ლამპარდი, სარისგან განსხვავებით, გუნდის დიდ ნაწილს სკამზე არ დაამარინადებს.

აზარისა და ტრანსფერების გარეშე - როგორ აპირებს ლამპარდი ჩელსის გადარჩენას?

"სტემფორდ ბრიჯის" ვეტერანები ინგლისელს კარგად იცნობენ და შეიძლება ითქვას, რომ მისი კარგი მეგობრებიც არიან. რაც შეეხებათ იუნიორებს, ფრენკმა ჯერ კიდევ "დერბი ქაუნთიში" გვაჩვენა, რომ მისთვის ასაკობრივი ბარიერი სირთულეს არ წარმოადგენს.

მოკლედ, "ჩელსის" მწვრთნელისთვის ერთ დონეზე დგანან პირობითი ვილიანი და ჰადსონ-ოდოი, ან ჟირუ და აბრაჰამი. უყურადღებოდ არავინ დარჩება, შანსს ყველა მიიღებს. საინტერესოა, როგორი იქნება ლონდონელთა ტაქტიკა? არსებობს რამდენიმე ვარიანტი.

აზარისა და ტრანსფერების გარეშე - როგორ აპირებს ლამპარდი ჩელსის გადარჩენას?

"ცხვრებში" მუშაობის პერიოდში ბრიტანელი აქტიურად იყენებდა ორ სქემას - 4-3-3-სა და 4-2-3-1-ს. 41 წლის დამრიგებელმა იგივე მეთოდები "არისტოკრატებშიც" დაამკვიდრა, მაგრამ საზაფხულო ტურნეს პერიოდში მან 4-4-2-ს მორგებაც სცადა.

უკანასკნელი მონახაზი დიდი ალბათობით მხოლოდ ექსპერიმენტია და "ლურჯები" ჩვენს წინაშე კარგად ნაცნობი ტაქტიკით წარსდგებიან. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, ფეხბურთელმა ლამპარდმა კარიერის საუკეთესო წლები სწორედ 4-3-3-ითა და 4-2-3-1-ით გაატარა.

აზარისა და ტრანსფერების გარეშე - როგორ აპირებს ლამპარდი ჩელსის გადარჩენას?

რას ნიშნავს ეს ორი სქემა? იმას, რომ "სტემფორდ ბრიჯის" საყრდენ ზონაში ნ'გოლო კანტე დაბრუნდება. დიახ, "ჩელსის" გულშემატკივრები ამას დიდხანს ელოდნენ. რაც შეეხება სხვა პოზიციებს, გარანტირებულად ადგილი ძირითადში არავის აქვს, ის, ვისაც ექნებოდა, მადრიდის "რეალში" წავიდა.

ლონდონური კლუბის შემადგენლობა ჩამოუვარდება იგივე "სიტისა" და "ლივერპულისას", თუმცა არა "იუნაიტედისა" და "არსენალისას", "ტოტენჰემი" - სადავოა. ეს ნიშნავს იმას, რომ ლამპარდს თავისუფლად შეუძლია 4-ეულისთვის ბრძოლა, გამართლებისა და სენსაციების შემთხვევაში კი ჩემპიონობისთვისაც.

აზარისა და ტრანსფერების გარეშე - როგორ აპირებს ლამპარდი ჩელსის გადარჩენას?

აღსანიშნავია, რომ "არისტოკრატებმა" პირველი მიკრო-გამოცდა წარმატებით ჩააბარეს - ინგლისელებმა ამხანაგურ სპარინგში "ბარსელონა" დაამარცხეს. ვნახოთ, არის თუ არა ეს წარმატებული გზის დასაწყისი, ფაქტია, რომ ფრენკის გვერდით დედაქალაქის მთელი ლურჯი მხარეა.

ბარსელონა - ჩელსი 1:2

ლამპარდის მაქსიმუმი ჩელსიში:


ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ვერნერმა მსოფლიოს საუკეთესო მწვრთნელი დაასახელა

"ლაიპციგის" ახალგაზრდა თავდამსხმელმა, ტიმო ვერნერმა, მსოფლიოს საუკეთესო მთავარი მწვრთნელი დაასახელა:

დღეს, 10:45

კარვახალი: "მსაჯებმა არ იციან, თუ როდის უნდა დაუსტვინონ"

მადრიდის "რეალის" მარჯვენა მცველმა, დანი კარვახალმა "ლევანტეს" წინააღმდეგ დაფიქსირებული მარცხი შეაფასა:

დღეს, 10:30

ფიურიმ უაილდერი ნოკაუტით დაამარცხა [VIDEO]

ლას-ვეგასში მდებარე MGM Grand არენაზე კრივის გრანდიოზული საღამო დასრულდა.

დღეს, 10:22

რამოსი ლევანტესთან მარცხის შემდეგ: "მსაჯის მხრიდან ქედმაღლობა შეინიშნებოდა"

მადრიდის "რეალის" კაპიტანმა, სერხიო რამოსმა "ლევანტეს" წინააღმდეგ დაფიქსირებული მოულოდნელი მარცხი შეაფასა:

დღეს, 10:13

გვარდიოლა: "მეფეების ტურნირზეც უნდა მოვიგოთ"

ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალში მადრიდის "რეალი" "მანჩესტერ სიტის" დაუპირისპირდება.

დღეს, 03:24

ზიდანი: "ამ ორი მატჩის შემდეგ, ვალდებულები ვართ, რომ ელ კლასიკო მოვიგოთ"

ესპანეთის ჩემპიონატში "რეალმა" მორიგი კრახი განიცადა, "ლევანტესთან" წააგო და ლიდერობა დათმო.

დღეს, 03:15

ზიდანმა აზარის მდგომარეობაზე ისაუბრა

ლა ლიგის გასულ ტურში ედენ აზარმა ფეხი კვლავ იტკინა, რის გამოც ის მოედნიდან გაიყვანეს.

დღეს, 03:10

ვისთან აქვს იუვენტუსს შემდეგი მატჩი, სადაც რონალდუს ისტორიული რეკორდის დამყარება შეუძლია?

სერია A-ს მატჩში "იუვენტუსი" "სპალს" ესტუმრა და მეტოქე 1:2 დაამარცხა. შეხვედრაში კრიშტიანუ რონალდუმ მორიგი გოლი გაიტანა.

დღეს, 02:59

...რომ შვილი სჯობდეს მამასა - კასპერ შმეიხელმა მამამისის შედეგი გააუმჯობესა

პრემიერ ლიგის ტურის ცენტრალურ მატჩში "ლესტერი" საკუთარ მოედანზე "მანჩესტერ სიტისთან" 1:0 დამარცხდა.

დღეს, 02:55

ჰოლანდმა ბუნდესლიგაში მორიგი რეკორდი დაამყარა

ბუნდესლიგის გასულ ტურში "ვერდერი" შინ "დორტმუნდს" დაუპირისპირდა და 0:2 დამარცხდა.

დღეს, 02:51

სერია დასრულდა: როდის ჰქონდა ბოლოს გოლი გატანილი მოთამაშეს, რომელმაც გუშინ რეალს გაუტანა?

მადრიდის "რეალის" კარში ერთადერთი გოლის ავტორი ლუის მორალეშია. "ლევანტემ" 1:0 მოიგო.

დღეს, 02:48

ბარსელონას და რეალის დამმარცხებელი - ლევანტეს მწვრთნელი ისტორიაში შევიდა

ლა ლიგის გასულ ტურში მოულოდნელი შედეგი დაფიქსირდა. "ლევანტემ" საკუთარ მოედანზე "რეალი" 1:0 დაამარცხა.

დღეს, 02:42

სიტისთან ლიდერის გარეშე? - აზარმა კვლავ ტრავმა მიიღო

ლა ლიგის გასულ ტურში "რეალი" "ლევანტეს" დაუპირისპირდა და 1:0 დამარცხდა.

დღეს, 02:37

რუმინეთმა ბრჭყალები გამოაჩინა და ესპანეთი დამაჯერებლად დაამარცხა [VIDEO]

რაგბი ევროპის ჩემპიონატის მესამე ტურში რუმინეთის ნაკრები ბოტოშანში ესპანეთს დაუხვდა და 24:7 სძლია.

დღეს, 02:11

რებიჩის მორიგი გოლი - მილანმა 10-კაციან ფიორენტინას ვერ მოუგო

იტალიის ჩემპიონატის ტურის ერთ–ერთი გამორჩეული შეხვედრა "ფიორენტინასა" და "მილანს" შორის შედგა.

დღეს, 02:02

მორალესის გასროლა - რეალმა სტუმრად წააგო, ლა ლიგაში ბარსელონა გალიდერდა

ესპანეთის ჩემპიონატის 25-ე ტურში ერთმანეთს "ლევანტე" და მადრიდის "რეალი" დაუპირისპირდნენ.

დღეს, 01:57

"სიტი ჩემპიონთა ლიგის მეფეებთან შეხვედრას ელოდება", - გვარდიოლა რეალზე

"მანჩესტერ სიტის" მთავარმა მწვრთნელმა, პეპ გვარდიოლამ "რეალთან" მოახლოებულ დაპირისპირებაზე ისაუბრა.

გუშინ, 23:59

კონტე ლაუტაროს ბარსელონაში შესაძლო გადასვლას ეხმაურება

"ინტერის" მთავარმა მწვრთნელმა "ბარსელონას" მხრიდან ლაუტარო მარტინესისადმი ინტერესზე ისაუბრა.

გუშინ, 23:57

ნეიმარის მომავალი პრაქტიკულად გადაწყვეტილია - GOAL.COM

აღნიშნულ ინფორმაციას ავტორიტეტული გამოცემა GOAL.COM ავრცელებს.

გუშინ, 23:55

ისტორიული რეკორდი - რონალდუ ბატისტუტას გაუთანაბრდა

სერია A-ს მატჩში "იუვენტუსი" "სპალს" ესტუმრა და მეტოქე 1:2 დაამარცხა. შეხვედრაში კრიშტიანუ რონალდუმ მორიგი გოლი გაიტანა.

გუშინ, 23:54

"ამ მაისურს არ გავრეცხავ, რადგან მესი ჩამეხუტა", - ბრეიტუეიტი

დღევანდელი მატჩის შემდეგ მარტინ ბრეიტუეიტმა ლიონელ მესიზე ისაუბრა.

გუშინ, 23:49

რა სიტუაციაა ლა ლიგის ბომბარდირთა დავაში მესის პოკერის შემდეგ?

ლა ლიგის მატჩში "ბარსელონამ" "ეიბარი" მიიღო და მეტოქე 5:0 გაანადგურა.

გუშინ, 23:38

სიტიმ სტუმრად ლესტერი დაამარცხა და მეორე ადგილი გაიმყარა [VIDEO]

ინგლისის ჩემპიონატის 27-ე ტურის ეგიდით, "ლესტერმა" "მანჩესტერ სიტის" უმასპინძლა.

გუშინ, 23:30

იუვენტუსმა სმოლინგის თაობაზე საბოლოო გადაწყვეტილება მიიღო

"იუვენტუსის" ხელმძღვანელობა "რომას" მცველ კრის სმოლინგის დამატებით ინტერესდებოდა.

გუშინ, 23:25

6 ერი: საფრანგეთმა საოცარ ბრძოლაში იმარჯვა და ჩემპიონობისთვის ბრძოლას განაგრძობს [VIDEO]

6 ერის მესამე ტურში უელსის ნაკრები "ფრინსიფალითი სთედიუმზე" საფრანგეთს დაუხვდა და 23:27 დამარცხდა.

გუშინ, 23:23

გვარდიოლა ზაფხულისთვის ხმაურიან ტრანსფერებს არ ელოდება

"მანჩესტერ სიტის" მწვრთნელმა განაცხადა, რომ 2020 წლის ზაფხულში ხმაურიან ტრანსფერებს არ ელოდება.

გუშინ, 23:21

რეალი 17 წლის ფეხბურთელში 70 მილიონ ევროს გადაიხდის?

აღნიშნულ ინფორმაციას ავტორიტეტული ესპანური გამოცემა MARCA ავრცელებს.

გუშინ, 23:15

რონალდუს მორიგი გოლი - იუვენტუსმა სტუმრად სპალს სძლია [VIDEO]

იტალიის ჩემპიონატის 25-ე ტურის ეგიდით, "სპალმა" "იუვენტუსს" უმასპინძლა.

გუშინ, 23:01

ვაკო გვილიას მორიგი ბრწყინვალე მატჩი და 4:0 გამარჯვება [VIDEO]

პოლონეთის ჩემპიონატის 23-ე ტურში ვარშავის "ლეგია" "იაგელონიას" დაუპირისპირდა და 4:0 გაანადგურა.

გუშინ, 22:58

"ყოველდღე ვესაუბრები", - კაზემირო ნეიმარის მომავალზე

"რეალის" ნახევარმცველმა, კაზემირომ განაცხადა, რომ "პსჟ"-ს ფორვარდ ნეიმართან ერთად თამაში სურს.

გუშინ, 22:56

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10