სარის თავსატეხი: რონალდუ და ძალიან ბევრი შემტევი - როგორი იქნება იუვეს წინა ხაზი?


სარის თავსატეხი: რონალდუ და ძალიან ბევრი შემტევი - როგორი იქნება იუვეს წინა ხაზი?

გასული სეზონის შუა პერიოდში მირალემ პიანიჩმა თავის გუნდს ისტორიაში საუკეთესო "იუვენტუსი" უწოდა. სიტყვების საქმით განმტკიცება ვერ მოხერხდა, რადგან ტურინელებმა ჩემპიონთა ლიგა კვლავ ვერ მოიგეს. დიახ, "ბებერი ქალბატონის" კოლექცია მორიგი სკუდეტოთი შეივსო, მაგრამ ამით ვის გააკვირვებ?

ბოსნიელის განცხადება ემყარებოდა კლუბში კრიშტიანუ რონალდუს არსებობას და უნდა ითქვას, რომ იმის შემდეგ, "ბიანკონერი" კიდევ უფრო გაძლიერდა. "შავ-თეთრების" რიგები უკვე შეავსეს სუპერ-თინეიჯერმა დე ლიგტმა, რაბიომ და რემზიმ.

სარის თავსატეხი: რონალდუ და ძალიან ბევრი შემტევი - როგორი იქნება იუვეს წინა ხაზი?

ამის გარდა, "იუვენტუსის" ხელმძღვანელობამ გაუშვა მასიმილიანო ალეგრი, მწვრთნელი, რომელმაც პორტუგალიელ ვარსკვლავთან ერთად ვერ მოახერხა პირველივე ცდიდან ჩემპიონთა ლიგის თასის აღმართვა. იტალიელის ნაცვლად მოვიდა მისი თანამემამულე: მაურიციო სარი.

ბევრის აზრით, ლონდონის "ჩელსის" ყოფილი დამრიგებელი ტურინს მაქსზე უკეთ მოერგება, რადგან ის თავის წინამორბედზე უფრო ტაქტიკურია. ერთი სიტყვით, "ბებერი ქალბატონის" შემადგენლობა იდეალურად არის დაკომპლექტებული.

სარის თავსატეხი: რონალდუ და ძალიან ბევრი შემტევი - როგორი იქნება იუვეს წინა ხაზი?

"ბიანკონერის" ჰყავს ორი სხვადასხვა თაობის გამორჩეული წარმომადგენლები - რონალდუ და დე ლიგტი. ამის გარდა, "შავ-თეთრებში" დაბრუნდა კლუბის სიმბოლო და სული: ჯანლუიჯი ბუფონი. სურათის უკეთ აღსაქმელად, განვიხილოთ სარის გუნდის შემადგენლობა.

დაცვის ცენტრალური ხაზი - ერთი-ერთზე ბრძოლის ოსტატი კიელინი, გრძელი პასის მბრძანებელი ბონუჩი და მეორე სართულის ახალგამომცხვარი მეფე ჰოლანდიიდან. ფრთების როლში კვლავინდებურად რეაქტიული კანსელო და სანდრო იქნებიან.

სარის თავსატეხი: რონალდუ და ძალიან ბევრი შემტევი - როგორი იქნება იუვეს წინა ხაზი?

ნახევარდაცვა - ჟორჟინიოს ბევრად უფრო დახვეწილი ვერსია, პიანიჩი და ახალი სისხლი: რაბიო/რემზი. "იუვენტუსის" შუახაზის სამკუთხედს სწორედ აღნიშნული მოთამაშეები შექმნიან, მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ტურინელთა განკარგულებაში აგრეთვე არიან მატუიდი, ხედირა, ჯანი და ბენტანკური.

მივადექით ყველაზე გემრიელ ნაჭერს - თავდამსხმას. აქ, ყველაფერი მარტივად არის - რონალდუ და დანარჩენები. უფრო კონკრეტულად კი ერთ დროს დელ პიეროს მემკვიდრე დიბალა, პორტუგალიელის ახალი ბენზემა (მანჯუკიჩი), ტრექუარტისტა ბერნარდესკი, სისწრაფის სინონიმები კოსტა/კუადრადო და ნიჭიერი კინი.

სარის თავსატეხი: რონალდუ და ძალიან ბევრი შემტევი - როგორი იქნება იუვეს წინა ხაზი?

არ უნდა დაგვავიწყდეს იგუაინიც. დიახ, "ბებერი ქალბატონის" შეტევა გადატვირთულია და რამდენიმე უიღბლოს კლუბის გამოცვლა მოუწევს. ეს ყველაფერი იმის გათვალისწინებით, რომ "ბიანკონერის" სახელს ნეიმარსა და იკარდისაც უკავშირებენ.

ბრაზილიელი ჯერჯერობით მხოლოდ ჭორის დონეზეა, არგენტინელი კი ცალი ფეხით უკვე "შავ-თეთრია". ისმის კითხვა - როგორი იქნება სარის გუნდის ტაქტიკა? ყველაზე აქტუალური რონალდუს როლი იქნება, ეს თავად იტალიელმაც აღიარა.

სარის თავსატეხი: რონალდუ და ძალიან ბევრი შემტევი - როგორი იქნება იუვეს წინა ხაზი?

მაურიციო პორტუგალიელს ხედავს მარცხენა ფლანგზე, ცენტრში შეღწევის პერსპექტივით. აღსანიშნავია, რომ კრიშტიანუს ალეგრიც თავდაპირველად ანალოგიურად იყენებდა, მაგრამ სეზონის მსვლელობისას, "იუვეს" ახალწვეული პოზიციას მანჯუკიჩს უცვლიდა, ისე როგორც ბენზემას მადრიდის "რეალში".

მაქსმა პირენეელს ვერ მოარგო დიბალა, თანაც იმ დონემდე, რომ არგენტინელი ერთგვარ განდეგილად იქცა. სარის პაულოსთან დაკავშირებით გეგმები აქვს და არგუმენტის სახით ის გვთავაზობს ახალ ტაქტიკას: 4-3-1-2-ს, სადაც სამხრეთ ამერიკელი ფლეიმეიქერის როლშია.

სარის თავსატეხი: რონალდუ და ძალიან ბევრი შემტევი - როგორი იქნება იუვეს წინა ხაზი?

გასაგებია, რომ ტურინელთა ათიანის მაღლა განლაგებული იქნება რონი, მაგრამ ვინ იქნება მისი მეწყვილე? იკარდი? ეს შეუძლებელია. არგენტინელი მილანის "ინტერში" სიტყვა-სიტყვით იმეორებს იმას, რასაც "ბებერი ქალბატონის" 7-იანი თავის გუნდში.

ბენზემასა და მანჯუკიჩისგან განსხვავებით კი მაუროს გარემოსთან ადაპტირების უნარი გამომუშავებული არ აქვს. როგორ წარმოგიდგენიათ "ნერიაძურის" ფორვარდის ასისტები კრიშისთვის, ან თუნდაც პირიქით.

სარის თავსატეხი: რონალდუ და ძალიან ბევრი შემტევი - როგორი იქნება იუვეს წინა ხაზი?

სამხრეთ ამერიკელის ტრანსფერის აფსურდულობის შესახებ ბევრი საუბრობს, მაგრამ პრესას ის "ბიანკონერიში" მაინც გადაჰყავს. ერთი სიტყვით, "შავ-თეთრებს" ჰყავთ უძლიერესი შემადგენლობა, მაგრამ სათამაშო გეგმა შემუშავებული ჯერჯერობით არ არის. ველოდებით სარის ტაქტიკურ მეთოდებს.

გადავავლოთ თვალი იუვენტუსის უკანასკნელ შეხვედრას

რომელი მათგანი შეუწყვილდება რონალდუს ყველაზე კარგად?


ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

"მინდა, რომ ლივერპულმა წააგოს", - ვენგერი

ლონდონის "არსენალის" ყოფილმა მთავარმა მწვრთნელმა, არსენ ვენგერმა დღევანდელი "ლივერპულის" შესახებ ისაუბრა:

დღეს, 11:14

კლოპი: "ჰოლანდი მისთვის იდეალურ გუნდში გადავიდა"

"ლივერპულის" მთავარმა მწვრთნელმა, იურგენ კლოპმა, ერლინგ ჰოლანდის დორტმუნდის "ბორუსიაში" ტრანსფერი შეაფასა:

დღეს, 11:07

ვერნერმა მსოფლიოს საუკეთესო მწვრთნელი დაასახელა

"ლაიპციგის" ახალგაზრდა თავდამსხმელმა, ტიმო ვერნერმა, მსოფლიოს საუკეთესო მთავარი მწვრთნელი დაასახელა:

დღეს, 10:45

კარვახალი: "მსაჯებმა არ იციან, თუ როდის უნდა დაუსტვინონ"

მადრიდის "რეალის" მარჯვენა მცველმა, დანი კარვახალმა "ლევანტეს" წინააღმდეგ დაფიქსირებული მარცხი შეაფასა:

დღეს, 10:30

ფიურიმ უაილდერი ნოკაუტით დაამარცხა [VIDEO]

ლას-ვეგასში მდებარე MGM Grand არენაზე კრივის გრანდიოზული საღამო დასრულდა.

დღეს, 10:22

რამოსი ლევანტესთან მარცხის შემდეგ: "მსაჯის მხრიდან ქედმაღლობა შეინიშნებოდა"

მადრიდის "რეალის" კაპიტანმა, სერხიო რამოსმა "ლევანტეს" წინააღმდეგ დაფიქსირებული მოულოდნელი მარცხი შეაფასა:

დღეს, 10:13

გვარდიოლა: "მეფეების ტურნირზეც უნდა მოვიგოთ"

ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალში მადრიდის "რეალი" "მანჩესტერ სიტის" დაუპირისპირდება.

დღეს, 03:24

ზიდანი: "ამ ორი მატჩის შემდეგ, ვალდებულები ვართ, რომ ელ კლასიკო მოვიგოთ"

ესპანეთის ჩემპიონატში "რეალმა" მორიგი კრახი განიცადა, "ლევანტესთან" წააგო და ლიდერობა დათმო.

დღეს, 03:15

ზიდანმა აზარის მდგომარეობაზე ისაუბრა

ლა ლიგის გასულ ტურში ედენ აზარმა ფეხი კვლავ იტკინა, რის გამოც ის მოედნიდან გაიყვანეს.

დღეს, 03:10

ვისთან აქვს იუვენტუსს შემდეგი მატჩი, სადაც რონალდუს ისტორიული რეკორდის დამყარება შეუძლია?

სერია A-ს მატჩში "იუვენტუსი" "სპალს" ესტუმრა და მეტოქე 1:2 დაამარცხა. შეხვედრაში კრიშტიანუ რონალდუმ მორიგი გოლი გაიტანა.

დღეს, 02:59

...რომ შვილი სჯობდეს მამასა - კასპერ შმეიხელმა მამამისის შედეგი გააუმჯობესა

პრემიერ ლიგის ტურის ცენტრალურ მატჩში "ლესტერი" საკუთარ მოედანზე "მანჩესტერ სიტისთან" 1:0 დამარცხდა.

დღეს, 02:55

ჰოლანდმა ბუნდესლიგაში მორიგი რეკორდი დაამყარა

ბუნდესლიგის გასულ ტურში "ვერდერი" შინ "დორტმუნდს" დაუპირისპირდა და 0:2 დამარცხდა.

დღეს, 02:51

სერია დასრულდა: როდის ჰქონდა ბოლოს გოლი გატანილი მოთამაშეს, რომელმაც გუშინ რეალს გაუტანა?

მადრიდის "რეალის" კარში ერთადერთი გოლის ავტორი ლუის მორალეშია. "ლევანტემ" 1:0 მოიგო.

დღეს, 02:48

ბარსელონას და რეალის დამმარცხებელი - ლევანტეს მწვრთნელი ისტორიაში შევიდა

ლა ლიგის გასულ ტურში მოულოდნელი შედეგი დაფიქსირდა. "ლევანტემ" საკუთარ მოედანზე "რეალი" 1:0 დაამარცხა.

დღეს, 02:42

სიტისთან ლიდერის გარეშე? - აზარმა კვლავ ტრავმა მიიღო

ლა ლიგის გასულ ტურში "რეალი" "ლევანტეს" დაუპირისპირდა და 1:0 დამარცხდა.

დღეს, 02:37

რუმინეთმა ბრჭყალები გამოაჩინა და ესპანეთი დამაჯერებლად დაამარცხა [VIDEO]

რაგბი ევროპის ჩემპიონატის მესამე ტურში რუმინეთის ნაკრები ბოტოშანში ესპანეთს დაუხვდა და 24:7 სძლია.

დღეს, 02:11

რებიჩის მორიგი გოლი - მილანმა 10-კაციან ფიორენტინას ვერ მოუგო

იტალიის ჩემპიონატის ტურის ერთ–ერთი გამორჩეული შეხვედრა "ფიორენტინასა" და "მილანს" შორის შედგა.

დღეს, 02:02

მორალესის გასროლა - რეალმა სტუმრად წააგო, ლა ლიგაში ბარსელონა გალიდერდა

ესპანეთის ჩემპიონატის 25-ე ტურში ერთმანეთს "ლევანტე" და მადრიდის "რეალი" დაუპირისპირდნენ.

დღეს, 01:57

"სიტი ჩემპიონთა ლიგის მეფეებთან შეხვედრას ელოდება", - გვარდიოლა რეალზე

"მანჩესტერ სიტის" მთავარმა მწვრთნელმა, პეპ გვარდიოლამ "რეალთან" მოახლოებულ დაპირისპირებაზე ისაუბრა.

გუშინ, 23:59

კონტე ლაუტაროს ბარსელონაში შესაძლო გადასვლას ეხმაურება

"ინტერის" მთავარმა მწვრთნელმა "ბარსელონას" მხრიდან ლაუტარო მარტინესისადმი ინტერესზე ისაუბრა.

გუშინ, 23:57

ნეიმარის მომავალი პრაქტიკულად გადაწყვეტილია - GOAL.COM

აღნიშნულ ინფორმაციას ავტორიტეტული გამოცემა GOAL.COM ავრცელებს.

გუშინ, 23:55

ისტორიული რეკორდი - რონალდუ ბატისტუტას გაუთანაბრდა

სერია A-ს მატჩში "იუვენტუსი" "სპალს" ესტუმრა და მეტოქე 1:2 დაამარცხა. შეხვედრაში კრიშტიანუ რონალდუმ მორიგი გოლი გაიტანა.

გუშინ, 23:54

"ამ მაისურს არ გავრეცხავ, რადგან მესი ჩამეხუტა", - ბრეიტუეიტი

დღევანდელი მატჩის შემდეგ მარტინ ბრეიტუეიტმა ლიონელ მესიზე ისაუბრა.

გუშინ, 23:49

რა სიტუაციაა ლა ლიგის ბომბარდირთა დავაში მესის პოკერის შემდეგ?

ლა ლიგის მატჩში "ბარსელონამ" "ეიბარი" მიიღო და მეტოქე 5:0 გაანადგურა.

გუშინ, 23:38

სიტიმ სტუმრად ლესტერი დაამარცხა და მეორე ადგილი გაიმყარა [VIDEO]

ინგლისის ჩემპიონატის 27-ე ტურის ეგიდით, "ლესტერმა" "მანჩესტერ სიტის" უმასპინძლა.

გუშინ, 23:30

იუვენტუსმა სმოლინგის თაობაზე საბოლოო გადაწყვეტილება მიიღო

"იუვენტუსის" ხელმძღვანელობა "რომას" მცველ კრის სმოლინგის დამატებით ინტერესდებოდა.

გუშინ, 23:25

6 ერი: საფრანგეთმა საოცარ ბრძოლაში იმარჯვა და ჩემპიონობისთვის ბრძოლას განაგრძობს [VIDEO]

6 ერის მესამე ტურში უელსის ნაკრები "ფრინსიფალითი სთედიუმზე" საფრანგეთს დაუხვდა და 23:27 დამარცხდა.

გუშინ, 23:23

გვარდიოლა ზაფხულისთვის ხმაურიან ტრანსფერებს არ ელოდება

"მანჩესტერ სიტის" მწვრთნელმა განაცხადა, რომ 2020 წლის ზაფხულში ხმაურიან ტრანსფერებს არ ელოდება.

გუშინ, 23:21

რეალი 17 წლის ფეხბურთელში 70 მილიონ ევროს გადაიხდის?

აღნიშნულ ინფორმაციას ავტორიტეტული ესპანური გამოცემა MARCA ავრცელებს.

გუშინ, 23:15

რონალდუს მორიგი გოლი - იუვენტუსმა სტუმრად სპალს სძლია [VIDEO]

იტალიის ჩემპიონატის 25-ე ტურის ეგიდით, "სპალმა" "იუვენტუსს" უმასპინძლა.

გუშინ, 23:01

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10