Goal.Ge

კონფლიქტი სამეფოში - ზიდანისა და ბეილის ომის ქრონიკა დეტალებში


კონფლიქტი სამეფოში - ზიდანისა და ბეილის ომის ქრონიკა დეტალებში

მიმდინარე ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის მთავარი სათაურები პრესაში - "რეალი ბეილს გრანდებს სთავაზობს, მაგრამ პრობლემას უელსელის ხელფასი წარმოადგენს", "გარეტის აგენტი ზიდანს ებრძვის", "მადრიდის შემტევის ჩინეთში ტრანსფერი ჩაიშალა", "ბრიტანელს სამეფო კლუბში დარჩენა უნდა" და ა.შ.

დიახ, "ბლანკოსის" 11 ნომრის საგამ უკვე დაგვღალა. ზაფხულის 2/3 უკვე მიილია, თუმცა ზიდანმა თავისი მთავარი პრობლემა ჯერ კიდევ ვერ გადაჭრა. დავბრუნდეთ რამდენიმე თვით უკან, უფრო კონკრეტულად: 19 მაისს.

კონფლიქტი სამეფოში - ზიდანისა და ბეილის ომის ქრონიკა დეტალებში

100 პროცენტით ჯანმრთელი ბეილი სათადარიგოთა სკამზე გადანაცვლების ერთ-თვიან იუბილეს აღნიშნავდა, მაშინ, როდესაც "ელ გალაქტიკო" ლა ლიგის ბოლო ტურში შინ "ბეტისთან" მარცხდებოდა. მატჩის დასრულების შემდეგ, უელსელმა თანაგუნდელებს უთხრა:

"რეალთან კიდევ სამი წელი მაკავშირებს და თუ ზიდანი ჩემს გაშვებას აპირებს, ჯერ 17 მილიონს გადამიხდის." - აღნიშნული ციტატა ჟურნალისტმა ფერნანდო ბურგოსმა გაავრცელა. გარეტის წასვლის შესახებ ბევრი იწერებოდა, თუმცა 8 ივლისს ის მადრიდის წინასასეზონო შეკრების განაცხადში აღმოჩნდა.

კონფლიქტი სამეფოში - ზიდანისა და ბეილის ომის ქრონიკა დეტალებში

"სამეფო კლუბის" შემტევმა ითამაშა "არსენალსა" და "ატლეტიკოსთან", თუმცა ეს არაფერს ნიშნავს, რადგან ზიზუმ ბრიტანელის გაყიდვის შესახებ ღიად ისაუბრა: "რაც უფრო მალე დაგვტოვებს ბეილი, მით უფრო უკეთესი იქნება. არაა გამორიცხული, რომ უელსელი ახალ გუნდში ხვალვე აღმოჩნდეს."

გარეტი არსად გადასულა, ფრანგის განცხადება კი ბევრს უტაქტოდ მოეჩვენა. ზინედინს მეორე დღეს დაძაბული მდგომარეობის განმუხტვა მოუწია. ერთი სიტყვით, "ბლანკოსში" ომია და მწვრთნელის აშკარა უპირატესობის მიუხედავად, ყველაფერი ჯერჯერობით "გალაქტიკოს" ვინგერის სასურველი სცენარის მიხედვით მიდის.

კონფლიქტი სამეფოში - ზიდანისა და ბეილის ომის ქრონიკა დეტალებში

იყო დრო, როდესაც ზიდანსა და ბრიტანელს შორის იდილია სუფევდა. ზიზუ "თეთრების" 11 ნომერს წამყვან ფეხბურთელად აღიქვამდა და ВВС-თი ტკბებოდა. შავმა კატამ "სანტიაგო ბერნაბეუზე" 2017 წლის გაზაფხულზე გაირბინა, მაშინ, როდესაც ფრანგის გუნდი "ბარსელონას" ეთამაშებოდა.

ზინედინმა ბეილისგან იცოდა, რომ ის ელ კლასიკოსთვის 100 პროცენტით მზად იყო, მაგრამ 39-ე წუთისთვის უელსელმა შეცვლა მოითხოვა. "რეალმა" ის შეხვედრა წააგო, უელსელის მიმართებაში კი აღმოჩნდა, რომ მისთვის თამაში საერთოდ არ იყო რეკომენდირებული.

კონფლიქტი სამეფოში - ზიდანისა და ბეილის ომის ქრონიკა დეტალებში

გარეტმა დაუმალა ეს ამბავი თავის მწვრთნელს, ზიდანი - განრისხდა. მადრიდის შემტევი სეზონის ბოლომდე ძირითადს დაემშვიდობა და მისი დაბრუნება მოხდა მხოლოდ ჩემპიონთა ლიგის ფინალში, ტურინის "იუვენტუსის" წინააღმდეგ.

უკმაყოფილო ბრიტანელმა მოედანზე მხოლოდ 13 წუთი დაჰყო, თუმცა ზიზუს მისი გრძნობები არ აღელვებდა. ფრანგის გონებაში მწიფდებოდა ახალი გეგმა - ორ-ფორვარდიანი ტაქტიკა, რონალდუ და ბენზემა ძირითადში, "სამეფო კლუბის" 11 ნომერი კი სკამზე.

კონფლიქტი სამეფოში - ზიდანისა და ბეილის ომის ქრონიკა დეტალებში

შემდეგ სეზონში ბეილი რეალურად გადაიქცა რეზერვისტად და უნდა ითქვას, რომ მისი არსებობა არავის ახსოვდა, რადგან "ბლანკოსის" შეტევაში კრიშტიანუ მეფობდა. უელსელი სკამზე იჯდა, მაშინ, როდესაც პორტუგალიელი "იუვეს" პლეი-ოფში მიწასთან ასწორებდა.

გარდატეხა მოხდა კიევურ ფინალში, რომლის გმირი აღმოჩნდა სწორედ გარეტი და არა მთავარი "გალაქტიკოსი". სხვა შემთხვევების მსგავსად, "თეთრების" შემტევმა მატჩი თადარიგში დაიწყო და მისი ვარსკვლავური გამოსვლა 61-ე წუთზე შედგა.

კონფლიქტი სამეფოში - ზიდანისა და ბეილის ომის ქრონიკა დეტალებში

ორი წუთის შემდეგ, ბრიტანელმა ფენომენალური მაკრატელით დაადუმა ყველა, მათ შორის ზიდანიც. 83-ე წუთზე კი ზიზუს გუნდის 11-მა ნომერმა საბოლოო წერტილი დასვა. ბევრმა არ იცის, რომ მატჩის დასრულების შემდეგ, ფრანგსა და ბეილს შორის მოხდა შელაპარაკება.

ბეილი ლივერპულთან



უელსელმა ზინედინს წაუყენა ულტიმატუმი - მე ან შენ. საბოლოოდ ყველაფერი "რეალის" მწვრთნელის წასვლით დასრულდა, მაგრამ გარეტის მოთხოვნა არაფერ შუაში იყო. ასე გადაწყვიტა თავად ზიდანმა, ფლორენტინო პერესთან დიალოგის შემდეგ, მადრიდის შემტევის გამოხტომამდე დიდი ხნით ადრე.

ზიზუსთან ერთად "სამეფო კლუბი" რონალდუმაც დატოვა და იმ მომენტში ბრიტანელი კვლავ აღარავის ახსოვდა. ფრანგი ცხრა თვის შემდეგ დააბრუნეს იმის გარანტიით, რომ მის სატრანსფერო გეგმებში არავინ ჩაერეოდა. რთული მისახვედრი არაა, თუ რა იყო ზინედინის ნომერ პირველი მიზანი.

კონფლიქტი სამეფოში - ზიდანისა და ბეილის ომის ქრონიკა დეტალებში

დიახ, "ბლანკოსის" 11 ნომრის მოშორება. "გალაქტიკოს" მწვრთნელი გეგმის ასრულებას მალევე შეუდგა, მაგრამ უნდა ითქვას, რომ ის ჯერჯერობით უძლურია. ზიდანი ყველგან საუბრობს ბეილის უსარგებლობის შესახებ, მაგრამ ფაქტია, რომ უელსელი ჯერ კიდევ "თეთრებშია". დაველოდოთ ზიზუსა და გარეტის ურთიერთობის ახალ ეტაპს.

კონფლიქტი სამეფოში - ზიდანისა და ბეილის ომის ქრონიკა დეტალებში

ზიდანი ბეილს უსამართლოდ ექცევა?


ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

დიდი საჩუქარი რაგბის გულშემატკივარს!

20 სექტემბრიდან 2 ნოემბრამდე იაპონიაში რაგბის მსოფლიო თასი გაიმართება, რომელშიც მონაწილეობას საქართველოს ნაკრებიც იღებს.

20-09-2019, 21:42

ვალვერდე ბარსელონადან შესაძლო წასვლას გამოეხმაურა

"ბარსელონას" მთავარი მწვრთნელი ერნესტო ვალვერდე კლუბიდან შესაძლო წასვლას გამოეხმაურა:

დღეს, 17:34

ბარსელონას რაკიტიჩი გამოაკლდა

"ბარსელონამ" "ვილიარელთან" შეხვედრისთვის განაცხადი გამოაქვეყნა.

დღეს, 17:17

უელსი - საქართველო 43:14 [VIDEO]

მსოფლიო თასის ჯგუფური ეტაპის პირველი ტურის დასკვნითი შეხვედრა "ტოიოტა სთედიუმზე" გაიმართა, სადაც უელსის ნაკრებმა საქართველო დაამარცხა.

დღეს, 17:16

ფერგიუსონი ხაბიბზე: "მომეცით ეს თავგასიებული"

UFC-ის მებრძოლმა ტონი ფერგიუსონმა დეინა უაიტს ხაბიბ ნურმაგომედოვის თაობაზე მიმართა:

დღეს, 17:03

AS: ბარსელონას ულტიმატუმი ვალვერდეს

AS-ის ცნობით, "ბარსელონას" ხელმძღვანელობამ ერნესტო ვალვერდეს ულტიმატუმი წაუყენა.

დღეს, 16:54

უოტფორდის მეკარე: "ბედნიერი ვიყავი, რომ პირველ ტაიმში მხოლოდ 5 გოლი გავუშვი"

"უოტფორდის" მეკარემ ბენ ფოსტერმა "მანჩესტერ სიტისთან" შეხვედრა გაიხსენა:

დღეს, 16:40

ობამეიანგის გოლი ასტონ ვილას კარში არ უნდა ჩათვლილიყო - მსაჯს ახალი წესი დაავიწყდა

როგორც მოგეხსენებათ, ლონდონის "არსენალმა" ბირმინგემის "ასტონ ვილას" პიერ-ემერიკ ობამეიანგის გოლის წყალობით მოუგო.

დღეს, 16:23

საშინელი პირველი ტაიმი და კარგი მეორე ნახევარი: უელსმა საქართველო დაამარცხა

უელსის ნაკრებმა საქართველო პირველ ტაიმში შესანიშნავი თამაშის წყალობით დაამარცხა

დღეს, 16:21

მესი/რონალდუს გარეშე - ვინ ლიდერობს ევროპის ტოპ-ჩემპიონატებში ბომბარდირთა დავას?

ზოგის ლიდერობა პროგნოზირებადია, ზოგის - მოულოდნელი.

დღეს, 16:05

ლეგენდა, რომელიც უძლებს - რატომ იმსახურებს ლამპარდი დაცვას და არა კრიტიკას?

"ჩელსი" - "ლივერპულის" 56-ე წუთზე კამერამ დააფიქსირა საინტერესო მომენტი - აგრესიულად განწყობილი ფრენკ ლამპარდი და იურგენ კლოპი,

დღეს, 15:50

მცველი აზარი - რამდენჯერ აართვა ბელგიელმა ბურთი მეტოქეს განვლილ შეხვედრაში?

„სევილიასთან“ განვლილ შეხვედრაში, მადრიდის „რეალის“ შემტევმა თავი სხვა მხრიდან წარმოაჩინა.

დღეს, 14:46

ქომაგებისგან თავის დასაცავად პოგბამ 18 ათას ფუნტად ძაღლი შეიძინა [ფოტო]

„მანჩესტერ იუნაიტედის“ ნახევარმცველმა, პოლ პოგბამ, ქომაგებისგან თავის დასაცავად ძაღლი შეიძინა.

დღეს, 14:40

სოლსკიაერი იუნაიტედის ორი ფეხბურთელით არის უკმაყოფილო

„მანჩესტერ იუნაიტედის“ მთავარი მწვრთნელი, ოლე-გუნარ სოლსკიაერი, გუნდის შემტევების ქმედებებით უკმაყოფილოა.

დღეს, 14:35

ბალოტელი: "რონალდუს წინააღმდეგ თამაში? ჩემთვის სულერთია"

„ბრეშიას“ იტალიელმა ფორვარდმა, მარიო ბალოტელიმ აღნიშნა, რომ სერია ა-ს მეხუთე ტურში „იუვენტუსთან“ დაპირისპირება განსაკუთრებულ ემოციებს არ გვრის.

დღეს, 14:31

გრანადასთან მატჩის შემდეგ, მესიმ თანაგუნდელები გაკიცხა

„ბარსელონას“ კაპიტანი, ლიონელ მესი, „გრანადასთან“ მატჩში თანაგუნდელების მოქმედებით საშინლად უკმაყოფილო იყო.

დღეს, 14:27

ვერტონგენი: "VAR-მა ფეხბურთი სრულიად სხვა თამაშად აქცია"

ლონდონის „ტოტენჰემის“ მცველმა, იან ვერტონგენმა, „ლესტერთან“ წაგებაზე (1:2) ისაუბრა.

დღეს, 13:32

მსოფლიო თასების ეგიდით: საქართველოს ნაკრების ურთიერთშეხვედრების ისტორია პირველი დონის გუნდებთან

საქართველოს ნაკრები დღეს რიგით მეხუთე მსოფლიო თასზე დაიწყებს ასპარეზობას და ტოიოტაში უელსის ნაკრებს შეერკინება.

დღეს, 13:27

საქართველოს ნაკრების ყოფილი მწვრთნელი უზბეკეთშიც კი არ გააჩერეს

საქართველოს ნაკრების ყოფილი მთავარი მწვრთნელი, ექტორ რაულ კუპერი, უზბეკეთის ნაკრებიდან გაუშვეს.

დღეს, 13:26

"ყოველკვირა ერთიდაიგივე ნეხვია", - როისმა ჟურნალისტს უხეშად უპასუხა

დორტმუნდის „ბორუსიას“ კაპიტანმა, მარკო როისმა, ჟურნალისტს მკაცრად უპასუხა, რომელმაც გუნდის ფსიქოლოგიურ პრობლემებზე ჰკითხა.

დღეს, 11:50

ჟოზე: "ახლა მანჩესტერი იმაზე საშინელია, ვიდრე ჩემ დროს იყო"

პორტუგალიელმა მწვრთნელმა, ჟოზე მოურინიომ, „მანჩესტერ იუნაიტედში“ არსებულ სიტუაციაზე ილაპარაკა.

დღეს, 11:47

რიბერი სერია ა-ს ისტორიაში შევიდა

„ფიორენტინას“ ნახევარმცველმა, ფრენკ რიბერიმ, იტალიის სერია ა-ს ახალი რეკორდი დაამყარა.

დღეს, 11:43

რომელ ადგილზეა ბარსელონა ლა ლიგის მეხუთე ტურის შემდეგ?

კატალონიის „ბარსელონასთვის“ მიმდინარე პრიმერა დივიზიონი არც ისე წარმატებულად მიმდინარეობს.

დღეს, 11:33

ზიდანმა სევილიასთან მატჩი შეაფასა

მადრიდის "რეალის" მთავარმა მწვრთნელმა ზინედინ ზიდანმა "სევილიასთან" მატჩი შეაფასა:

დღეს, 09:20

იკარდიმ ინტერს წაკბინა

"პარი სენ-ჟერმენის" ახალწვეულმა მაურო იკარდიმ მილანის "ინტერს" წაკბინა:

დღეს, 09:12

UFC-ის პრეზიდენტმა ხაბიბის მომავალ მეტოქეებზე ისაუბრა

UFC-ის პრეზიდენტმა დეინა უაიტმა ხაბიბ ნურმაგომედოვის მომავალ მეტოქეებზე ისაუბრა:

დღეს, 09:04

ლამპარდის კიდევ ერთი ანტი-რეკორდი - პირველად 1988 წლის შემდეგ

"ლივერპულთან" წაგების შემდეგ, ფრენკ ლამპარდმა კიდევ ერთი ანტი-რეკორდი მიითვალა.

დღეს, 08:50

რეალის შთამბეჭდავი შედეგი სევილიასთან მატჩში - პირველად 2016 წლის შემდეგ

როგორც მოგეხსენებათ, მადრიდის "რეალმა" გასვლაზე "სევილია" დაამარცხა.

დღეს, 08:39

იკარდიმ მესიზე ისაუბრა

"პარი სენ-ჟერმენის" ახალწვეულმა მაურო იკარდიმ ლიონელ მესიზე ისაუბრა:

დღეს, 08:27

კოვინგტონი: "დათვები? ხაბიბი უარესს ცხვრებთან აკეთებს"

UFC-ის მებრძოლმა კოლბი კოვინგტონმა ხაბიბ ნურმაგომედოვის მისამართით მორიგი პროვოკაციული განცხადება გააკეთა:

დღეს, 08:14

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10