Goal.Ge

ანრის მემკვიდრე დროგბას პასპორტით - პეპე: პრემიერ ლიგისთვის დაბადებული


ანრის მემკვიდრე დროგბას პასპორტით - პეპე: პრემიერ ლიგისთვის დაბადებული

სანამ სხვადასხვა ექსპერტები და კრიტიკოსები ლონდონის "არსენალს" პრემიერ ლიგის ოთხეულში ვერ ხედავენ, "მეთოფეები" ძლიერდებიან. "კანონირებმა" უკვე დაიმატეს დანი სებალიოსი და სუპერ-პერსპექტიული ვილიამ სალიბა. შემდეგი სიაში ნიკოლა პეპეა, რომლის ტრანსფერის გაოფიციალურებამდე სულ ცოტა დრო რჩება.

"განერები" ივუარელის სანაცვლოდ "ლილს" 80 მილიონ ევროს გადაუხდიან და ცნობისთვის, "ძაღლების" ლიდერმა თავის ახალ გუნდში სამედიცინო შემოწმება უკვე გაიარა. აფრიკელი გახდება ყველაზე ძვირადღირებული მოთამაშე "ემირეიტზე", რაც იმის მანიშნებელია, რომ 64 მილიონიანი ობამეიანგი მე-2 პლანზე გადაიწევს.

ანრის მემკვიდრე დროგბას პასპორტით - პეპე: პრემიერ ლიგისთვის დაბადებული

უნაი ემერი 24 წლის შემტევის მისამართით საქებარ სიტყვებს არ იშურებს: "ვეძებთ ფეხბურთელებს გაძლიერებისთვის და მინდა ვთქვა, რომ პეპე ჩვენს კრიტერიუმებს სრულფასოვნად აკმაყოფილებს. ივუარელთან ერთად, ახალ არსენალს იხილავთ".

მიუხედავად იმისა, რომ ნიკოლა განვლილი სეზონის ერთ-ერთი მთავარი აღმოჩენაა, ბევრისთვის ის ჯერ კიდევ მორიგი ნოუნეიმია ლიგა 1-დან. ამის გამოსასწორებლად, უკეთ გავიცნოთ ლონდონის მომავალი ვარსკვლავი. ფეხბურთელი, რომელსაც ბომბარდირთა რბოლაში მხოლოდ კილიან მბაპემ აჯობა.

ანრის მემკვიდრე დროგბას პასპორტით - პეპე: პრემიერ ლიგისთვის დაბადებული

დიახ, აფრიკელის ერთადერთი კონკურენტი ფრანგი ვუნდერკინდი იყო. ეს ყველაფერი იმის გათვალისწინებით, რომ 24 წლის შემტევი თავისი პოზიციით კლასიკური ვინგერია. პეპეს უბრალოდ სირბილსა და ასისტების კეთებაზე მეტად გოლების გატანა უყვარს.

ივუარელის სტატისტიკა შთამბეჭდავია - 41 შეხვედრა, 23 გოლი. საერთო ჯამში კი ნიკოლა "ლილს" 79 მატჩითა და 37 ბურთით ტოვებს. კიდევ ერთხელ ვიმეორებთ - "ძაღლების" ლიდერი უბრალოდ ფლანგის ნახევარმცველია. ზოგადად, კლუბების აღორძინება აფრიკელის გატაცებად იქცა.

ანრის მემკვიდრე დროგბას პასპორტით - პეპე: პრემიერ ლიგისთვის დაბადებული

24 წლის ვინგერის დახმარებით, პირველად 2011 წლის შემდეგ, "ლურჯ-წითლები" ლიგა 1-ის ლიდერებში გაერიენ. "დოგებმა" ვიცე-ჩემპიონების ტიტული დაისაკუთრეს და ჩემპიონთა ლიგაზე დაბრუნებაც შეძლეს.

პეპე "ლილამდე" მოკრძალებულ "ანჟერში" თამაშობდა და უნდა ითქვას, რომ მან წარმატებას აღნიშნულ კლუბშიც მიაღწია. კერძოდ - ივუარელამდე "შავ-თეთრები" იყვნენ მე-2 და მე-3 დივიზიონის ბინადრები, ნიკოლას შემდეგ: ფრანგული ფეხბურთის ელიტის წარმომადგენლები გახდნენ.

ანრის მემკვიდრე დროგბას პასპორტით - პეპე: პრემიერ ლიგისთვის დაბადებული

ბევრმა არ იცის, რომ "ძაღლების" მთავარი ვარსკვლავი აღმოაჩინა ხოსეპ გვარდიოლას საყვარელმა მწვრთნელმა - მარსელო ბიელსამ. დიახ, აფრიკელი "ლურჯ-წითლებში" სწორედ არგენტინელმა მოიყვანა, მაგრამ უნდა ითქვას, რომ მან პეპეს ტალანტი ვერ დაინახა.

"დოგების" იმდროინდელი თავკაცი ივუარელს ცენტრალური თავდამსხმელის პოზიციაზე ათამაშებდა. ნიკოლა ცუდ შთაბეჭდილებას არ ტოვებდა, თუმცა ნათლად ჩანდა, რომ მეტოქის საჯარიმოში მას სივრცე არ ყოფნიდა. "ლილის" შემტევის გარდაქმნა მოხდა უკვე მოგვიანებით, როდესაც სამხრეთ ამერიკელმა კლუბი დატოვა.

ანრის მემკვიდრე დროგბას პასპორტით - პეპე: პრემიერ ლიგისთვის დაბადებული

ბიელსას საქმის გამგრძელებლის, კრისტოფ გალტეს ხელში აფრიკელი სრულფასოვნად გაიხსნა, მიზეზი - პოზიციის შეცვლა. ფრანგმა მწვრთნელმა პეპე ცენტრიდან მარჯვენა ფრთაზე გადაწია და შედეგმაც არ დააყოვნა. ივუარელი ლიგა 1-ში სტატისტიკურად ყოველ 196 წუთში იტანდა, ვნახოთ, რა იქნება ეპლ-ში.

იმის გათვალისწინებით, რომ ნიკოლა მიდის "არსენალში" და ის თავის საუკეთესო თამაშს აჩვენებს ფლანგზე, ტიერი ანრისთან პარალელი გარდაუვალია. ლონდონელთა მომავალ ვარსკვლავს ხუმრობით ტიტისა და დიდიე დროგბას ნაზავს ეძახიან.

ანრის მემკვიდრე დროგბას პასპორტით - პეპე: პრემიერ ლიგისთვის დაბადებული

ფრანგათან შედარება გასაგებია და რაც შეეხება "ჩელსის" ლეგენდას, 24 წლის შემტევი მისი თანამემამულეა. ერთი სიტყვით, აფრიკელი პრემიერ ლიგისთვის არის შექმნილი, ყოველ შემთხვევაში ახლა ჩანს ასე. ვნახოთ, რამდენად გაამართლებს პეპე იმედებსა და ინვესტიციებს.

პეპეს საუკეთესო მომენტები

პეპეში 80 მილიონი ევროს გადახდა მართებულია?


ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

დიდი საჩუქარი რაგბის გულშემატკივარს!

20 სექტემბრიდან 2 ნოემბრამდე იაპონიაში რაგბის მსოფლიო თასი გაიმართება, რომელშიც მონაწილეობას საქართველოს ნაკრებიც იღებს.

20-09-2019, 21:42

უელსი - საქართველო 43:14 [VIDEO]

მსოფლიო თასის ჯგუფური ეტაპის პირველი ტურის დასკვნითი შეხვედრა "ტოიოტა სთედიუმზე" გაიმართა, სადაც უელსის ნაკრებმა საქართველო დაამარცხა.

დღეს, 17:16

ფერგიუსონი ხაბიბზე: "მომეცით ეს თავგასიებული"

UFC-ის მებრძოლმა ტონი ფერგიუსონმა დეინა უაიტს ხაბიბ ნურმაგომედოვის თაობაზე მიმართა:

დღეს, 17:03

AS: ბარსელონას ულტიმატუმი ვალვერდეს

AS-ის ცნობით, "ბარსელონას" ხელმძღვანელობამ ერნესტო ვალვერდეს ულტიმატუმი წაუყენა.

დღეს, 16:54

უოტფორდის მეკარე: "ბედნიერი ვიყავი, რომ პირველ ტაიმში მხოლოდ 5 გოლი გავუშვი"

"უოტფორდის" მეკარემ ბენ ფოსტერმა "მანჩესტერ სიტისთან" შეხვედრა გაიხსენა:

დღეს, 16:40

ობამეიანგის გოლი ასტონ ვილას კარში არ უნდა ჩათვლილიყო - მსაჯს ახალი წესი დაავიწყდა

როგორც მოგეხსენებათ, ლონდონის "არსენალმა" ბირმინგემის "ასტონ ვილას" პიერ-ემერიკ ობამეიანგის გოლის წყალობით მოუგო.

დღეს, 16:23

საშინელი პირველი ტაიმი და კარგი მეორე ნახევარი: უელსმა საქართველო დაამარცხა

უელსის ნაკრებმა საქართველო პირველ ტაიმში შესანიშნავი თამაშის წყალობით დაამარცხა

დღეს, 16:21

მესი/რონალდუს გარეშე - ვინ ლიდერობს ევროპის ტოპ-ჩემპიონატებში ბომბარდირთა დავას?

ზოგის ლიდერობა პროგნოზირებადია, ზოგის - მოულოდნელი.

დღეს, 16:05

ლეგენდა, რომელიც უძლებს - რატომ იმსახურებს ლამპარდი დაცვას და არა კრიტიკას?

"ჩელსი" - "ლივერპულის" 56-ე წუთზე კამერამ დააფიქსირა საინტერესო მომენტი - აგრესიულად განწყობილი ფრენკ ლამპარდი და იურგენ კლოპი,

დღეს, 15:50

მცველი აზარი - რამდენჯერ აართვა ბელგიელმა ბურთი მეტოქეს განვლილ შეხვედრაში?

„სევილიასთან“ განვლილ შეხვედრაში, მადრიდის „რეალის“ შემტევმა თავი სხვა მხრიდან წარმოაჩინა.

დღეს, 14:46

ქომაგებისგან თავის დასაცავად პოგბამ 18 ათას ფუნტად ძაღლი შეიძინა [ფოტო]

„მანჩესტერ იუნაიტედის“ ნახევარმცველმა, პოლ პოგბამ, ქომაგებისგან თავის დასაცავად ძაღლი შეიძინა.

დღეს, 14:40

სოლსკიაერი იუნაიტედის ორი ფეხბურთელით არის უკმაყოფილო

„მანჩესტერ იუნაიტედის“ მთავარი მწვრთნელი, ოლე-გუნარ სოლსკიაერი, გუნდის შემტევების ქმედებებით უკმაყოფილოა.

დღეს, 14:35

ბალოტელი: "რონალდუს წინააღმდეგ თამაში? ჩემთვის სულერთია"

„ბრეშიას“ იტალიელმა ფორვარდმა, მარიო ბალოტელიმ აღნიშნა, რომ სერია ა-ს მეხუთე ტურში „იუვენტუსთან“ დაპირისპირება განსაკუთრებულ ემოციებს არ გვრის.

დღეს, 14:31

გრანადასთან მატჩის შემდეგ, მესიმ თანაგუნდელები გაკიცხა

„ბარსელონას“ კაპიტანი, ლიონელ მესი, „გრანადასთან“ მატჩში თანაგუნდელების მოქმედებით საშინლად უკმაყოფილო იყო.

დღეს, 14:27

ვერტონგენი: "VAR-მა ფეხბურთი სრულიად სხვა თამაშად აქცია"

ლონდონის „ტოტენჰემის“ მცველმა, იან ვერტონგენმა, „ლესტერთან“ წაგებაზე (1:2) ისაუბრა.

დღეს, 13:32

მსოფლიო თასების ეგიდით: საქართველოს ნაკრების ურთიერთშეხვედრების ისტორია პირველი დონის გუნდებთან

საქართველოს ნაკრები დღეს რიგით მეხუთე მსოფლიო თასზე დაიწყებს ასპარეზობას და ტოიოტაში უელსის ნაკრებს შეერკინება.

დღეს, 13:27

საქართველოს ნაკრების ყოფილი მწვრთნელი უზბეკეთშიც კი არ გააჩერეს

საქართველოს ნაკრების ყოფილი მთავარი მწვრთნელი, ექტორ რაულ კუპერი, უზბეკეთის ნაკრებიდან გაუშვეს.

დღეს, 13:26

"ყოველკვირა ერთიდაიგივე ნეხვია", - როისმა ჟურნალისტს უხეშად უპასუხა

დორტმუნდის „ბორუსიას“ კაპიტანმა, მარკო როისმა, ჟურნალისტს მკაცრად უპასუხა, რომელმაც გუნდის ფსიქოლოგიურ პრობლემებზე ჰკითხა.

დღეს, 11:50

ჟოზე: "ახლა მანჩესტერი იმაზე საშინელია, ვიდრე ჩემ დროს იყო"

პორტუგალიელმა მწვრთნელმა, ჟოზე მოურინიომ, „მანჩესტერ იუნაიტედში“ არსებულ სიტუაციაზე ილაპარაკა.

დღეს, 11:47

რიბერი სერია ა-ს ისტორიაში შევიდა

„ფიორენტინას“ ნახევარმცველმა, ფრენკ რიბერიმ, იტალიის სერია ა-ს ახალი რეკორდი დაამყარა.

დღეს, 11:43

რომელ ადგილზეა ბარსელონა ლა ლიგის მეხუთე ტურის შემდეგ?

კატალონიის „ბარსელონასთვის“ მიმდინარე პრიმერა დივიზიონი არც ისე წარმატებულად მიმდინარეობს.

დღეს, 11:33

ზიდანმა სევილიასთან მატჩი შეაფასა

მადრიდის "რეალის" მთავარმა მწვრთნელმა ზინედინ ზიდანმა "სევილიასთან" მატჩი შეაფასა:

დღეს, 09:20

იკარდიმ ინტერს წაკბინა

"პარი სენ-ჟერმენის" ახალწვეულმა მაურო იკარდიმ მილანის "ინტერს" წაკბინა:

დღეს, 09:12

UFC-ის პრეზიდენტმა ხაბიბის მომავალ მეტოქეებზე ისაუბრა

UFC-ის პრეზიდენტმა დეინა უაიტმა ხაბიბ ნურმაგომედოვის მომავალ მეტოქეებზე ისაუბრა:

დღეს, 09:04

ლამპარდის კიდევ ერთი ანტი-რეკორდი - პირველად 1988 წლის შემდეგ

"ლივერპულთან" წაგების შემდეგ, ფრენკ ლამპარდმა კიდევ ერთი ანტი-რეკორდი მიითვალა.

დღეს, 08:50

რეალის შთამბეჭდავი შედეგი სევილიასთან მატჩში - პირველად 2016 წლის შემდეგ

როგორც მოგეხსენებათ, მადრიდის "რეალმა" გასვლაზე "სევილია" დაამარცხა.

დღეს, 08:39

იკარდიმ მესიზე ისაუბრა

"პარი სენ-ჟერმენის" ახალწვეულმა მაურო იკარდიმ ლიონელ მესიზე ისაუბრა:

დღეს, 08:27

კოვინგტონი: "დათვები? ხაბიბი უარესს ცხვრებთან აკეთებს"

UFC-ის მებრძოლმა კოლბი კოვინგტონმა ხაბიბ ნურმაგომედოვის მისამართით მორიგი პროვოკაციული განცხადება გააკეთა:

დღეს, 08:14

მოურინიო: "ჩელსისა და მანჩესტერის მდგომარეობა დღითიდღე უარესდება"

ლონდონის "ჩელსისა" და "მანჩესტერ იუნაიტედის" ყოფილმა მთავარმა მწვრთნელმა ჟოზე მოურინიომ მორიგი პროვოკაციული განცხადება გააკეთა:

დღეს, 08:01

საქართველოს ჩემპიონატში ვითარება დაიძაბა - ვინ გახდება ჩემპიონი?

ერვნული ლიგის სეზონის დასრულებამდე 8 ტურია დარჩენილი და ცხრილში სიტუაცია ძალიან დაძაბულია.

დღეს, 02:02

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10