Goal.Ge

საქართველოს ნაკრების მომავალი მეტოქე: რას წარმოადგენს საუზერნ კინგსი?


საქართველოს ნაკრების მომავალი მეტოქე: რას წარმოადგენს საუზერნ კინგსი?

უკვე გაუწყეთ, რომ საქართველოს ნაკრები რუსეთის ნაცვლად, 27 აგვისტოს "მიხეილ მესხზე" სამხრეთ აფრიკულ კლუბს, "საუზერნ კინგსს" უმასპინძლებს.

რუსეთის რაგბის კავშირმა განაცხადა, რომ 20 ივნისის მოვლენების შემდგომ, მათთვის საქართველოში ჩამოსვლა სახიფათო იყო და ამის გამო, ტესტ-მატჩი ჩაშალა. საქართველოს რაგბის კავშირი კი უმალ შეუდგა ახალი მეტოქის მოძებნას და საწადელს მალევე მიაღწია კიდეც.

„მას შემდეგ, რაც რუსეთთან „მსოფლიო რაგბის“ მიერ დიდი ხნის წინ დაგეგმილი შეხვედრა ჩაიშალა, ყველა შესაძლო ვარიანტის განხილვა დავიწყეთ, მათ შორის უპირველესად ნაკრებების, მაგრამ იმ გუნდებს, რომლებიც მსოფლიო თასისთვის ემზადებიან, გრაფიკი დიდი ხნის გაწერილი ჰქონდათ, ხოლო რუმინეთი, ესპანეთი, პორტუგალია და სხვა ნაკრებები, სასურველ ფორმაში არ იქნებოდნენ. სწორედ ამიტომ კლუბებზე გადავერთეთ და ამ პროცესში აქტიურად ჩაერთვნენ ჩვენი ლეგიონერები.

ფრანგული კლუბებისგან მივიღეთ პასუხი, რომ ამ პერიოდში ჩემპიონატი ეწყებოდათ და ვერ ჩამოვიდოდნენ, ხოლო გლაზგოელებმა გვითხრეს, რომ ჯერ სასურველ ფორმაში არ იქნებოდნენ. ვარიანტებად დაგვრჩა ‘ძებრე’ და ‘საუზერნ კინგსი’, რომელთაგან მეორე პირველივე ჯერზე დაგვთანხმდა. შევათანხმეთ ტექნიკური დეტალები და მინდა გულშემატკივარს ვახარო, რომ 27 აგვისტოს სწრაფი, განსხვავებული სტილით მოთამაშე, მაღალი სარაგბო უნარების მქონე გუნდს თბილისში იხილავს და ბორჯღალოსნების მომზადების დონესაც შეამოწმებს“, - ციტირებს საქართველოს რაგბის კავშირის პრეზიდენტის გოჩა სვანიძის სიტყვებს, აღნიშნული ორგანოს ოფიციალური ვებგვერდი.

ახლა კი ჩვენი მომდევნო მეტოქის შესახებ:

"საუზერნ კინგსი" 2009 წლის აპრილში დაარსდა და ის პორტ-ელიზაბეთის ფრანჩიზია. კლუბი "ნელსონ მანდელა ბეი სთედიუმზე" ასპარეზობს, რომელიც 48459 მაყურებელს იტევს. "კინგსმა" პირველი შეხვედრა 2009 წლის 16 ივნისს გამართა, შინ სამხრეთ აფრიკულ ტურნეზე მყოფ ბრიტანელ და ირლანდიელ ლომებს დაუპირისპირდა და 8:20 დამარცხდა.

2011 წლის ივნისში "საუზერნ კინგსმა" ერთა თასზე მიიღო მონაწილეობა, რომელშიც მონაწილეობა საქართველომ, რუმინეთმა, პორტუგალიამ, ნამიბიამ და არგენტინა XV-მა მიიღეს. ტურნირი 2011 წლის მსოფლიო თასის მოსამზადებელ ეტაპს წარმოადგენდა და ის სწორედ "კინგსის" გამარჯვებით დასრულდა. პორტ-ელიზაბეთის ბინადარმა სამიდან სამი მატჩი მოიგო და მათ შორის საქართველოს 31:17 სძლია. ქართველთაგან ლელოები ბესიკ ხამაშურიძემ და ირაკლი ჩხიკვაძემ დადეს, მალხაზ ურჯუკაშვილმა კი ორივე გარდასახვა და ჯარიმა შეასრულა ზუსტად.

"კინგსმა" 2013 წელს უმთავრესი მიზანი აისრულა და "ლაიონსის" ნაცვლად სუპერ რაგბიში ჩაერთო. მათ 18-დან სამი მატჩი მოიგეს, ერთი ფრედ დაასრულეს და ბოლო ადგილი დაიკავეს. მათ "ვესტერნ ფორსს" (22:10), "რებელსს" (30:27) და "ჰაილენდერსს" სძლიეს (30:27), ხოლო "ბრამბიზთან" ფრედ (28:28) ითამაშეს.

2014 წელს "ზე რაგბიში" კვლავ "ლაიონსი" დაბრუნდა და "კინგსს" ორი სეზონის განმავლობაში შესვენება მოუწია. 2016 წელს კი ტურნირი 18 გუნდამდე გაფართოვდა და ისინიც მეორედ ჩაერთნენ გათამაშებაში. მათ 2016 წელს მხოლოდ ორი თამაში მოიგეს და ოდენ დებიუტანტ "სანვულვზს" აჯობეს. აფრიკელებმა იმ წელს სწორედ იაპონური "სანვულვზის" (33:28) და არგენტინული "ხაგუარესის" (29:22) დამარცხება შეძლეს.

მათთვის 2017 წელი უკეთესი გამოდგა, სუპერ რაგბიში ექვსი მატჩი მოიგეს და მე-11 ადგილი დაიკავეს. მათ ავსტრალიურ "ვესტერნ ფორსს", "რედსს", "ვორათასს", "რებელსს", სამხრეთ აფრიკულ "ჩიტასს" და "ბულზსს" და იაპონურ "სანვულვზს" აჯობეს. მიუხედავად ამისა, მომდევნო წელს სუპერ რაგბი 15 გუნდამდე შეამცირეს და "კინგსი", "ჩიტასის" მსგავსად, ტურნირიდან გამოთიშეს.

"კინგსი" ამჯერად ჰაერში აღარ დარჩენილა და ევროპიდან მიიღო შემოთავაზება. გინეს პრო 12-ის ბოსებმა "კინგსი" და "ჩიტასი" 2017 წლიდან ტურნირში ჩართეს და ის პრო 14 გახდა. პორტ-ელიზაბეთის ბინადარი სუპერ რაგბიდან გაგდების შემდეგ დასუსტდა, რადგან კლუბი ბევრმა მოთამაშემ დატოვა და გასაკვირი არაა, რომ პრო 14-ში სუსტად გამოიყურება. გარდა ამისა, აფრიკელებს უჭირთ, ევროპაში და შემდეგ სამშობლოში, ხანგრძლივ და ხშირ მგზავრობასთან შეგუება, განსხვავებულ კლიმატთან ხშირი აკლიმატიზაცია და ბუნებრივია, რომ მათი თამაშის შედეგებზე ეს ფაქტორიც მოქმედებს.

"კინგსმა" 2017/2018 წლებში მხოლოდ ერთი მატჩი მოიგო, შინ უელსურ "დრაგონსთან" - 45:13. მათ მომდევნო წელს ოდნავ უკეთესი შედეგი აჩვენეს, ამჯერად ორი მატჩი მოიგეს და ერთი შეხვედრა ფრედ დაასრულეს. აფრიკელებმა შინ შოტლანდიური გუნდები "გლაზგო უორიორსი" (38:28) და "ედინბურგი" (25:21) დაამარცხეს, ხოლო "დრაგონსს" ფრედ 18:18 ეთამაშეს. "კინგსმა" პირველ სეზონში თუ 11 ქულა დააგროვა, მეორეში ორჯერ მეტი 22 ქულა აიღო.

ამჟამად "კინგსი" პრო 14-ის 2019/2020 წლების სეზონისთვის ემზადება და საქართველოსთან მატჩი მოსამზადებელი ეტაპის ნაწილი იქნება. ჯერჯერობით, პორტ-ელიზაბელთა მთავარი მწვრთნელის პოსტი ვაკანტურია.

ამ მომენტში გუნდში მოთამაშეების უდიდესი ნაწილი სამხრეთ აფრიკელია, მხოლოდ ერთი მეორეხაზელი ჯერი სექსტონი (ჯონათან სექსტონი უმცროსი ძმა) და კამერუნელი ფრთა კრისტიან ამბადიანგი ჰყავთ ლეგიონერები. სუპერ რაგბიში ასპარეზობისას, ამ კლუბის ღირსებას იცავდნენ მორაგბეები, რომლებიც დღეს სამხრეთ აფრიკის ნაკრების წევრები არიან და დიდი ალბათობით, მათ მსოფლიო თასზე ვიხილავთ. ესენი არიან: შუამარბი ლუქანიო ემი და ფრთა მაკაზოლე მაპიმპი.


ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

უეფას 2018/19 წლების სეზონის საუკეთესო ფეხბურთელი ცნობილია

ინტერნეტსივრცეში საკმაოდ საინტერესო და ხმაურიანმა ინფორმაციამ გაჟონა.

დღეს, 19:33

დორტმუნდმა ბუნდესლიგა ბრწყინვალე გამარჯვებით დაიწყო [VIDEO]

განსხვავებით "ბაიერნისგან", ლუსიენ ფავრის "დორტმუნდმა" 2019/20-წლების ბუნდესლიგა დიდებულად დაიწყო.

დღეს, 19:29

ბრძოლაში ბარსელონაც ჩაება - სად გადავა რუგანი?

"იუვენტუსის" მცველმა, დანიელე რუგანიმ კარიერა შესაძლოა ესპანეთში გააგრძელოს.

დღეს, 19:24

ბარსელონამ ვიდალს ფასი დაადო, ჩილელის შეძენა ორ გრანდს სურს

"ბარსელონას" ნახევარმცველმა, არტურო ვიდალმა უახლოეს პერიოდში შესაძლოა კლუბი დატოვოს.

დღეს, 19:21

გრიზმანმა შესაძლოა ბარსელონაში სათამაშო ნომერი შეიცვალოს

"ბარსელონას" თავდამსხმელმა, ანტუან გრიზმანმა შესაძლოა სათამაშო ნომერი შეიცვალოს.

დღეს, 19:17

ოფიციალურად: ჯეკოს მომავალი გადაწყდა

"რომას" თავდამსხმელის, ედინ ჯეკოს სატრანსფერო საგას წერტილი საბოლოოდ დაესვა.

დღეს, 19:13

მანეს ულამაზესი გოლი საუთჰემპტონის კარში [VIDEO]

ამ წუთებში "ლივერპული" პრემიერ ლიგის მეორე ტურში "საუთჰემპტონს" უპირისპირდება.

დღეს, 18:55

ნაპოლის უარი ატლეტიკოს - სიმეონეს 67-მილიონიანი ტრანსფერი დაებლოკა

როგორც იწერება, ამ ტრანსფერის განხორციელება პირადად "ატლეტიკოს" თავკაც დიეგო სიმეონეს სურდა.

დღეს, 18:34

99%-ით გადაწყდა: ბაიერნი მორიგ ტრანსფერს ახორციელებს

მიმდინარე ზაფხულის სატრანსფერო ბაზარზე "ბაიერნი" აქტიურობას აგრძელებს.

დღეს, 18:28

ბეილის მომავალი საბოლოოდ გაირკვა - ზიდანის განცხადება

"რეალის" მთავარმა მწვრთნელმა, ზინედინ ზიდანმა გარეტ ბეილის მომავალს ფარდა ახადა.

დღეს, 18:20

ლოვრენის ტრანსფერი ჩაიშალა, მიზეზი ცნობილია

"ლივერპულმა" მცველ დეიან ლოვრენის "რომაში" გაყიდვა იუარა, წერს ბრიტანული გამოცემა Daily Mail.

დღეს, 18:12

სანჩესის კონტრაქტის დეტალები - რატომ ვერ პოულობს ჩილელი ახალ კლუბს?

დიდი ალბათობით, "მანჩესტერ იუნაიტედის" თავდამსხმელი, ალექსის სანჩესი ამ ზაფხულს კლუბიდან არ წავა.

დღეს, 18:07

ორიდან ორი - არსენალმა სახლში ბარნლი დაამარცხა [VIDEO]

პრემიერ ლიგის მეორე ტურში "არსენალმა" საკუთარ მოედანზე "ბარნლის" უმასპინძლა და 2:1 დაამარცხა.

დღეს, 17:25

სოლსკიაერმა სანჩესის მომავალს პრაქტიკულად ფარდა ახადა

"მანჩესტერ იუნაიტედის" მთავარმა მწვრთნელმა თავდამსხმელ ალექსის სანჩესის მომავალზე ისაუბრა.

დღეს, 17:25

ხამესის მომავალი გარკვეულია - ესპანური პრესა

როგორც ესპანურ პრესაში იწერება, "რეალის" ნახევარმცველ ხამეს როდრიგესის მომავალი გადაწყვეტილია.

დღეს, 17:18

ბაიერნი ვერნერის სანაცვლოდ მიზერულ თანხას იხდის

"ბაიერნი" მზადაა "ლაიფციგის" თავდამსხმელი, ტიმო ვერნერი იყიდოს.

დღეს, 17:11

"მისი წასვლა არარეალურია", - ატლეტიკოს ხმაურიანი ტრანსფერი ჩაეშალა

აქამდე გავლენიანმა გამოცემა AS-მა დაწერა, რომ "ატლეტიკომ" 60-მილიონიანი ტრანსფერი შეათანხმა.

დღეს, 17:06

იკარდის მორიგი მსურველი გამოუჩნდა - მოლაპარაკებები დაწყებულია

"ინტერის" თავდამსხმელის, მაურო იკარდის მომავალი კვლავ გაურკვეველია.

დღეს, 17:01

"ლივერპულთან ბრძოლა შთამბეჭდავი იყო, მაგრამ..." - ბერნარდომ კარიერის ყველაზე დიდი მიღწევა დაასახელა

"მანჩესტერ სიტის" შემტევმა, ბერნარდო სილვამ, თავისი საფეხბურთო კარიერის ყველაზე დიდი მიღწევა დაასახელა.

დღეს, 16:13

კოვაჩი: "მარტო ბაიერნს კი არა, მთელ ბუნდესლიგას უნდა უხაროდეს"

მიუნხენის "ბაიერნის" მთავარი მწვრთნელი, ნიკო კოვაჩი, ფილიპე კოუტინიოს ტრანსფერით ბედნიერია.

დღეს, 15:54

პსჟ ბარსელონას ნახევარმცველით ინტერესდება

კატალონიური გამოცემა SPORT-ის ინფორმაციით, "ბარსელონა" არტურო ვიდალის გაყიდვას აპირებს.

დღეს, 15:48

ზლატანმა მადლობა გადაუხადა ექიმს, რომელმაც კარიერა გადაურჩინა

ლოს ანჯელესის "გალაქსის" ფორვარდი, ზლატან იბრაჰიმოვიჩი, თავის ქირურ ფრედი ფუს შეხვდა, რომელიც "დალასთან" მატჩს (2:0) დაესწრო.

დღეს, 15:35

ტუხელი: "თუ გამოსავალი ვერ მოიძებნა, ნეიმარი გუნდში დარჩება"

"პარი სენ-ჟერმენის" მთავარმა მწვრთნელმა, ტომას ტუხელმა, გუნდიდან ნეიმარის შესაძლო წასვლაზე ისაუბრა.

დღეს, 15:31

ლუკაკუს დებიუტი ჭარბწონიანობის გამო გადაიდება?!

"ინტერის" ახალწვეულის, რომელუ ლუკაკუს დებიუტი ახალ გუნდში შესაძლოა გადაიდოს.

დღეს, 14:38

"7 წლიდან გვირაბში, თავისუფლების გარეშე ვცხოვრობდი", - სნეიდერი ფეხბურთისგან დაიღალა

35 წლის ჰოლანდიელი ნახევარმცველი, უესლი სნეიდერი, კარიერის დასრულების მიზეზებზე საუბრობს.

დღეს, 13:26

გასული სეზონის საუკეთესო მატჩი პრემიერ ლიგის მეორე ტურში

პრემიერ ლიგის დღის ცენტრალურ შეხვედრაში ერთმანეთს "მანჩესტერ სიტი" და "ტოტენჰემი" დაუპირისპირდებიან.

დღეს, 13:00

ბარსელონამ სუარესის ტრავმის თაობაზე ოფიციალური განცხადება გააკეთა

კატალონიის "ბარსელონამ" "ტვიტერის" ოფიციალურ გვერდზე ლუის სუარესის ტრავმის შესახებ განცხადებას აკეთებს.

დღეს, 12:42

6 მატჩი, 0 მოგება - ბარსელონა მესის გარეშე საშინელია

კატალონიის "ბარსელონა" თავისი ლიდერის გარეშე სულ სხვანაირად თამაშობს.

დღეს, 12:07

პიკე: "ბარსელონას თავისი ადგილი მიუჩინეს"

"ბარსელონას" მცველი, ჟერარ პიკე იმედოვნებს, რომ გუნდი "ბილბაოსთან" მარცხისგან დასკვნებს გამოიტანს.

დღეს, 12:01

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10