Goal.Ge

ილოცე, რომ ჭორი აღმოჩნდეს - რატომ არის დიბალას ლუკაკუზე გაცვლა უდიდესი სისულელე?


ილოცე, რომ ჭორი აღმოჩნდეს - რატომ არის დიბალას ლუკაკუზე გაცვლა უდიდესი სისულელე?

ყველას გვწყდება გული, როდესაც რომელიმე ტოპ-ფეხბურთელი ჩინეთში, არაბეთში ან სხვა ეგზოტიკურ ქვეყანაში მიდის კარიერის გასაგრძელებლად. გარეტ ბეილის აზიაში გადაბარგება თუ მარაზმის აპოთეოზი გგონიათ, ესე იგი ტურინის "იუვენტუსის" გეგმების შესახებ ჯერ არ გაგიგიათ.

უკვე რამდენიმე დღეა, რაც ავტორიტეტული წყაროები წერენ ერთი და იგივეს - პაულო დიბალა მიდის "მანჩესტერ იუნაიტედში", საპირისპირო მიმართულებით კი რომელუ ლუკაკუ. დიახ, "ბებერი ქალბატონი" და "წითელი ეშმაკები" ბარტერს გეგმავენ, ალბათ ყველაზე სულელურს ფეხბურთის ისტორიაში.

ილოცე, რომ ჭორი აღმოჩნდეს - რატომ არის დიბალას ლუკაკუზე გაცვლა უდიდესი სისულელე?

ეს არ არის ბრიტანული ყვითელი პრესის ფანტაზიის მორიგი ნაყოფი, რადგან გაცვლის შესაძლებლობა ჯანლუკა დი მარციომაც დაადასტურა. მეტიც, იტალიელის თქმით, "ბიანკონერის" სპორტული დირექტორი ფაბიო პარატიჩი უკვე ალბიონზეა და ის "ემიუს" ბოსებთან მოლაპარაკებებს აწარმოებს.

სანამ "შავ-თეთრების" გულშემატკივრები ლოცულობენ იმის თაობაზე, რომ აღნიშნული ინფორმაცია იყოს ჭორი, განვიხილოთ დიბალასა და ლუკაკუს პერსპექტივები, საერთოდაც, რა ხდება მათ გარშემო? დავიწყოთ არგენტინელი ტრექუარტისტით.

ილოცე, რომ ჭორი აღმოჩნდეს - რატომ არის დიბალას ლუკაკუზე გაცვლა უდიდესი სისულელე?

პაულოს კრიშტიანუ რონალდუს მოსვლამდე "იუვენტუსის" დიდების პანთეონში წინასწარ აწევრიანებდნენ. ტურინში რეალურად გიჟდებოდნენ კლუბის ახალწვეულზე და მასში ალესანდრო დელ პიეროს მემკვიდრეს ხედავდნენ. ამაზე ის ფაქტიც მეტყველებს, რომ "ბებერი ქალბატონის" შემტევს მოგვიანებით 10 ნომერი გადასცეს.

სამხრეთ ამერიკელი ქომაგებს იმედს არ უცრუებდა და 2017 წლის 11 აპრილს ოფიციალურად დადგინდა - დიბალა "ბიანკონერის" მომავალია. ჩემპიონთა ლიგის 1/4 ფინალში არგენტინელმა "ბარსელონა" ასპარეზობას 15 წუთში გამოთიშა. იმის შემდეგ, პაულომ "შავ-თეთრების" ფანები კიდევ არაერთხელ გააბედნიერა.

იუვენტუსი - ბარსელონა 3:0 (დიბალას დუბლი 15 წუთში)



გასულ ზაფხულს მასიმილიანო ალეგრის გუნდმა განახორციელა ეპოქალური ტრანსფერი და სერია ა-ს რონალდუ აჩუქა. ბევრი თვლიდა, რომ პორტუგალიელის მოსვლით "იუვეს" შემტევი კიდევ უფრო დაიხვეწებოდა და კრიშტიანუს სახით მას გუნდში უფროსი ძმა გაუჩნდებოდა.

თავდაპირველად ასეც ჩანდა და ამის შესახებ თავად სამხრეთ ამერიკელიც საუბრობდა, მაგრამ დროთა განმავლობაში ტურინში სულ სხვა სცენარი განვითარდა. "ბებერი ქალბატონის" ახალმა ვარსკვლავმა კვლავ მონოპოლისტობა ითავა და უმცროსი 10-იანი დაჩრდილა.

ილოცე, რომ ჭორი აღმოჩნდეს - რატომ არის დიბალას ლუკაკუზე გაცვლა უდიდესი სისულელე?

უკმაყოფილების მიზეზს ბევრი ადამიანი გამოთქვამდა, მაგრამ ფაქტი იყო, რომ პირენეელის ერთი მსახიობის თეატრი რეალურად მუშაობდა. "ბიანკონერის" შვიდიანმა ფაქტიურად მარტომ გამოაცხო წარმოუდგენელი ქამბექი მადრიდის "ატლეტიკოსთან", მაშინ, როდესაც დიბალა გუნდს ვერაფრით ეხმარებოდა.

არგენტინელის საქმე რეალურად ფედერიკო ბერნარდესკიმ შეასრულა, რომელმაც რონის ერთგვარი მეწყვილეობა გაუწია. როგორც ვნახეთ, "შავ-თეთრებს" იმ მომენტში კრიშის ასისტენტი სჭირდებოდათ და არა კიდევ ერთი ინდივიდუალისტი.

ილოცე, რომ ჭორი აღმოჩნდეს - რატომ არის დიბალას ლუკაკუზე გაცვლა უდიდესი სისულელე?

პაულოს ყოფნის შემთხვევაში "ინდიელებთან" ომი სულ სხვა სიუჯეტით წარიმართებოდა. ერთი სიტყვით, ალეგრის გუნდის მთავარმა ტალანტმა მეორე პლანზე გადაინაცვლა და ასე სეზონის ბოლომდე გაგრძელდა. მაქსმა რონალდუსა და სამხრეთ ამერიკელს შორის საერთო მექანიზმი ვერ აღმოაჩინა.

იტალიელის მსგავსად, პორტუგალიელისა და "იუვენტუსის" ათიანის დუეტს მაურიციო სარიმაც ვერაფერი მოუხერხა. ამის ნათელი მტკიცებულებაა ის, რომ კრიშტიანუ ხელშეუხებელია, დიბალა კი თურმე ლუკაკუზე იცვლება. სამწუხაროა, რომ ტურინი ბოლო წლების თავის მთავარ აღმოჩენას ასე უაზროდ თმობს.

ილოცე, რომ ჭორი აღმოჩნდეს - რატომ არის დიბალას ლუკაკუზე გაცვლა უდიდესი სისულელე?

რაც შეეხება არგენტინელის ბელგიელ შემცვლელს, ისმის კითხვა - რაში სჭირდება ის "ბებერ ქალბატონს"? გასაგებია, რომ "ბიანკონერი" მეწყვილეს თავისი მთავარი ვარსკვლავისთვის ეძებს, მაგრამ რომელუ? "მანჩესტერელი" პირენეელს ვერაფერს შემატებს.

დავიწყოთ იქიდან, რომ "იუნაიტედის" ცხრიანი არის კლასიკური ცენტრალური თავდამსხმელი, მაურო იკარდიზე სტანდარტულიც კი. საგოლე გადაცემების კეთება, საჯარიმოს გარეთ ბრძოლა და სივრცეების გახსნა, 26 წლის ფორვარდს არ ახასიათებს. დაცვის დასახმარებლად ჩასვლაზე ხომ ლაპარაკიც ზედმეტია.

ილოცე, რომ ჭორი აღმოჩნდეს - რატომ არის დიბალას ლუკაკუზე გაცვლა უდიდესი სისულელე?

ლუკაკუს შეუძლია მხოლოდ ერთი რამ - კარის აღება, თანაც არც ისე ეფექტურად. დიახ, ის დრო წარსულშია, როდესაც "ევერტონში" მოთამაშე ბელგიელი კიპერების რისხვად ითვლებოდა. რომელუმ ვერ შეძლო "ეშმაკებში" თავისი ბომბარდირული თვისებების გამოვლენა და როგორ უნდა მოხდეს ეს რონალდუს გვერდით?

პორტუგალიელმა შეიწირა ბენზემას, მანჯუკიჩისა და დიბალას შედეგიანობა. არავის ეპარება ეჭვი იმაში, რომ იგივე ბედი "მანიუს" შემტევსაც ელის. იკარდიზე უარის თქმა საზრიან გადაწყვეტილებად ჩანდა, მაგრამ ვერავინ წარმოიდგენდა, რომ "იუვე" კიდევ უფრო ღრმად შეტოპავდა.

ილოცე, რომ ჭორი აღმოჩნდეს - რატომ არის დიბალას ლუკაკუზე გაცვლა უდიდესი სისულელე?

"მანკუნიანელთა" ცხრიანს არაფერი გააჩნია ტურინში სიახლის შემოსატანად და თუ სარის რაიმე განსაკუთრებული გეგმა აქვს, ეს სხვა საკითხია. ოფიციალური ცნობის დადასტურებამდე, აღნიშნული ბარტერის შესახებ მეტს ვერაფერს ვიტყვით.

ილოცე, რომ ჭორი აღმოჩნდეს - რატომ არის დიბალას ლუკაკუზე გაცვლა უდიდესი სისულელე?

დიბალას ლუკაკუზე გაცვლა შეცდომაა?


ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

მესი: "საკმაოდ რთულ ჯგუფში მოვხვდით"

"ბარსელონას" კაპიტანმა ლიონელ მესიმ ჩემპიონთა ლიგაზე თავისი გუნდის შანსებზე ისაუბრა:

დღეს, 10:50

Nike-ი ფატის ექსკლუზიურ ბუცებს შეუკერავს

ჟურნალისტ ჟერარ რომეროს ცნობით, ანსუმანე ფატი Nike-ისგან სასიამოვნო ბონუსს მიიღებს.

დღეს, 10:41

კასილასმა მსოფლიოს საუკეთესო მეკარე დაასახელა

ლეგენდარულმა იკერ კასილასმა მსოფლიოს საუკეთესო მეკარე დაასახელა:

დღეს, 10:31

ინტერი ლუკაკუს კარგავს?!

იტალიური პრესის ცნობით, მილანის "ინტერის" ბანაკიდან სამწუხარო ამბავი გაისმა.

დღეს, 10:24

ითამაშებს თუ არა მესი? - ვალვერდეს კომენტარი

"ბარსელონას" მთავარმა მწვრთნელმა ერნესტო ვალვერდემ ლიონელ მესიზე ისაუბრა:

დღეს, 10:11

მანჩესტერ იუნაიტედმა ორი მთავარი სატრანსფერო სამიზნე ამოირჩია

მანკუნიანელებმა მთავარი სატრანსფერო სამიზნეები დაისახეს.

დღეს, 01:29

მისი უდიდებულესობა ჩემპიონთა ლიგა ასპარეზზე ბრწყინვალე მატჩებით ბრუნდება

სამთვიანი პაუზის შემდეგ, ასპარეზზე ევროპის ყველაზე პრესტიჟული ტურნირი ბრწყინვალე მატჩებით ბრუნდება.

დღეს, 01:17

დე იონგი: "რა ვისწავლე ბარსელონაში? სამ კვირაში ცხრიანში ყუმბარისებული დარტყმების შესწავლა რთულია"

„ბარსელონას“ ახალწვეულმა, ფრენკი დე იონგმა, კატალონიელთა საჩემპიონთალიგო მეტოქეებზე ისაუბრა.

დღეს, 00:54

ოფიციალურად: პსჟ-ს რეალთან სამივე ლიდერი გამოაკლდება

„პარი სენ-ჟერმენმა“ ოფიციალურად დაადასტურა, რომ გუნდი „რეალს“ ლიდერების გარეშე დაუპირისპირდება.

დღეს, 00:48

"ევროპაში საუკეთესოები ვერანაირად ვერ ვიქნებით", - კლოპმა მსოფლიოს საუკეთესო გუნდი დაასახელა

„ლივერპულის“ მთავარმა მწვრთნელმა საკუთარ გუნდის წოდება კონკურენტს მიაკუთვნა.

დღეს, 00:45

კასილასმა ისაუბრა, თუ როგორ მიმდინარეობს მისი გამოჯანმრთელების პროცესი

ლეგენდარულმა ესპანელმა გოლკიპერმა, იკერ კასილასმა, გაუზიარა პრესას, თუ როგორ მიმდინარეობს მისი გამოჯანმრთელების პერიოდი ინფარქტის შემდეგ.

დღეს, 00:41

ლიორენტე: "ძალიან გაბრაზებული ვარ და შურისძიება მინდა"

„ნაპოლის“ ახალწვეულმა, ფერნანდო ლიორენტემ, „ლივერპულზე“ ჩემპიონთა ლიგის ფინალში წაგების გამო შურისძიებას აპირებს.

დღეს, 00:39

მბაპე: "ძალიან იმედგაცრუებული ვარ"

„პარი სენ-ჟერმენის“ ფორვარდი, კილიან მბაპე, იმედგაცრუებულია იმით, რომ თავის გუნდს „რეალთან“ მატჩში ტრავმის გამო ვერ დაეხმარება.

დღეს, 00:35

კლოპმა ლივერპული შესაძლოა ძალიან უცნაური მიზეზით დატოვოს - აგენტიც ალაპარაკდა

გერმანელმა სპეციალისტმა მერსისაიდულ გუნდში მეხუთე სეზონი დაიწყო და სასტარტო 5 შეხვედრაში 15 ქულა დააგროვა.

დღეს, 00:27

ფატი კიდევ ორ რეკორდთან არის ახლოს

"ბარსელონას" ვუნდერკინდი ანსუმანე ფატი კიდევ ორ რეკორდს უახლოვდება.

გუშინ, 23:24

კოუტინიო: "ბაიერნი ბარსელონასა და ლივერპულზე მეტად ჰგავს ერთ ოჯახს"

მიუნხენის "ბაიერნის" ახალწვეულმა ფელიპე კოუტინიომ თავის გუნდზე ისაუბრა:

გუშინ, 23:09

კასილასმა ჩემპიონთა ლიგის მთავარი ფავორიტი დაასახელა

ლეგენდარულმა იკერ კასილასმა ჩემპიონთა ლიგის მოგების მთავარი ფავორიტი დაასახელა:

გუშინ, 23:00

ყოფილი ინგლისელი ფეხბურთელი: "ფირმინოს გაყიდვა მესისა და რონალდუს ფასადაც არ ღირს"

ყოფილმა ინგლისელმა ფეხბურთელმა ჯერმეინ ჯენასმა რობერტო ფირმინოზე ისაუბრა:

გუშინ, 22:47

როისმა მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელი დაასახელა

დორტმუნდის "ბორუსიას" ლიდერმა მარკო როისმა მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელი დაასახელა:

გუშინ, 22:36

ნეიმარი: "პსჟ-ს ქომაგებისთვის სათქმელი არაფერი მაქვს"

"პარი სენ-ჟერმენის" შემტევმა ნეიმარმა საინტერესო განცხადება გააკეთა:

გუშინ, 22:11

ნავასი: "რეალი უკვე წარსულშია"

"პარი სენ-ჟერმენის" ახალწვეულმა კეილორ ნავასმა საინტერესო განცხადება გააკეთა:

გუშინ, 21:59

დე ხეა: "მანჩესტერში თამაში ჩემთვის დიდი პატივია"

"მანჩესტერ იუნაიტედთან" კონტრაქტის გახანგრძლივების შემდეგ, დავიდ დე ხეამ პირველი კომენტარი გააკეთა:

გუშინ, 21:18

ანჩელოტიმ ევროპის საუკეთესო გუნდი დაასახელა

"ნაპოლის" მთავარმა მწვრთნელმა კარლო ანჩელოტიმ ევროპის საუკეთესო გუნდი დაასახელა:

გუშინ, 21:03

კლოპის აგენტი: "იურგენი კონტრაქტის გახანგრძლივებას არ ჩქარობს"

იურგენ კლოპის აგენტმა მარკ კორიცკემ თავისი კლიენტის მომავალზე ისაუბრა:

გუშინ, 20:51

ნევილი: "რაიოლა ევროპული ფეხბურთის სირცხვილია"

"მანჩესტერ იუნაიტედის" ყოფილმა ფეხბურთელმა გარი ნევილმა მინო რაიოლა მკაცრად გააკრიტიკა:

გუშინ, 20:38

ფატი ბარსელონას შესაძლოა 7 მატჩით დაემშვიდობოს

ანსუ ფატიმ შესაძლოა "ბარსელონას" უახლოესი შვიდი შეხვედრა გამოტოვოს.

გუშინ, 20:16

დე ბრუინი: "5-ქულიანი ჩამორჩენა არაფერს ნიშნავს"

"მანჩესტერ სიტის" ნახევარმცველმა კევინ დე ბრუინმა თავისი გუნდის საჩემპიონო შანსებზე ისაუბრა:

გუშინ, 20:00

სენ-პიერი: "ფერგიუსონმა სატიტულო ბრძოლა დაიმსახურა"

UFC-ის ყოფილმა მებრძოლმა ჟორჟ სენ-პიერმა ტონი ფერგიუსონზე ისაუბრა:

გუშინ, 19:49

ჰესკი: "ჯერარდმა და ლამპარდმა სამსახური კანის ფერის გამო მიიღეს"

ყოფილმა ინგლისელმა ფეხბურთელმა ემილ ჰესკიმ საკმაოდ პროვოკაციული განცხადება გააკეთა:

გუშინ, 19:38

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10