Goal.Ge

სიტის სუსტი წერტილი, რომელიც პეპმა უკვე ამოავსო - როდრი, გასაღები სრულყოფილებისკენ


სიტის სუსტი წერტილი, რომელიც პეპმა უკვე ამოავსო - როდრი, გასაღები სრულყოფილებისკენ

პრემიერ ლიგის გრანდების დამკვიდრებული ტრენდი - საყრდენი ნახევარმცველის ყიდვა. "ლივერპულმა" გაიფორმა ფაბინიო, "ტოტენჰემმა" - ნდომბელე, "ჩელსიმ" - ჟორჟინიო, "არსენალმა" - ტორეირა, "იუნაიტედმა" - ფრედი. ვერ ვიტყვით, რომ ყველა მათგანმა გაამართლა, მაგრამ კონკურენტებს მხარი "სიტიმაც" აუბა.

შეიძლება ითქვას, რომ მანჩესტერული კლუბი სხვებზე ადრე ცდილობდა ცენტრალური ხაზის გაძლიერებას, რადგან "ჰოტსპურის", "არისტოკრატებისა" და "წითელი ეშმაკების" ჩამშლელები თავის დროზე სწორედ "ქალაქელების" რადარზე იყვნენ.

სიტის სუსტი წერტილი, რომელიც პეპმა უკვე ამოავსო - როდრი, გასაღები სრულყოფილებისკენ

"ლურჯები" ფრენკი დე იონგზეც ოცნებობდნენ, მაგრამ "ბარსელონას" ფაქტორმა ყველაფერი გადაწონა. ხოსეპ გვარდიოლას გუნდი დიდი ხნის განმავლობაში რჩებოდა ფერნანდინიოს იმედზე და მიუხედავად იმისა, რომ ეპლ-ის ტიტული ისედაც "ეტიჰადზე" ინახებოდა, "სიტის" სუსტი წერტილი შეუიარაღებელი თვალითაც ჩანდა.

მანჩესტერელთა განკარგულებაში ცენტრალური ნახევარმცველები მრავლად არიან, მაგრამ შავ სამუშაოს ასრულებს მხოლოდ ერთი - სწორედ ვეტერანი ბრაზილიელი. ასე იყო 2019 წლის ზაფხულამდე, დიახ, "ქალაქელებმა" შემცვლელი თავიანთ საყრდენსაც გამოუნახეს.

სიტის სუსტი წერტილი, რომელიც პეპმა უკვე ამოავსო - როდრი, გასაღები სრულყოფილებისკენ

სამხრეთ ამერიკელის ადგილს დაიკავებს როდრიგო ერნანდესი, რეკორდული შენაძენი, რომელიც "ლურჯებში" მადრიდის "ატლეტიკოდან" მოვიდა. რატომ მაინცდამაინც ესპანელი? თამაშის სტილით სწორედ ის გავს ყველაზე მეტად სერხიო ბუსკეტს, გვარდიოლას მთავარ აღმოჩენას.

"ბარსელონას" საყრდენ ნახევარმცველთან მსგავსებას ლეგენდარული ხავი ერნანდესიც ამჩნევს. კატალონიელი "ინდიელთა" შუახაზელს სწორედ "ბლაუგრანაში" ხედავდა, მაგრამ "კამპ ნოუზე" არჩევანი დე იონგზე შეაჩერეს. პირენეელი "ბარსას" დნმ-ის გარეშე მაინც არ დარჩენილა, რადგან ის პეპმა წაიყვანა.

სიტის სუსტი წერტილი, რომელიც პეპმა უკვე ამოავსო - როდრი, გასაღები სრულყოფილებისკენ

23 წლის ჩამშლელისგან "ეტიჰადზე" უნდათ მხოლოდ ერთი რამ - თანაგუნდელებისთვის ხელ-ფეხის გახსნა. კატალონიელი მწვრთნელი უკვე დიდი ხანია ოცნებობს 5-კაციან შეტევაზე, ანუ წინ განლაგებულ ტრიოს დამატებული ორი ცენტრალური შუახაზელი.

ფერნანდინიოსთან ერთად ამის გაკეთება რთული იყო, რადგან ის რამდენიმე კომპონენტში მოიკოჭლებდა. ბრაზილიელის აქილევსის ქუსლი - პრესინგიდან გამოსვლა, დიახ, "სიტის" ჩამშლელს პერიოდულად სჭირდებოდა პარტნიორების დახმარება.

სიტის სუსტი წერტილი, რომელიც პეპმა უკვე ამოავსო - როდრი, გასაღები სრულყოფილებისკენ

როდრიგოს მსგავსი პრობლემები არ ახასიათებს, მეტიც, მისი შრომითი ინდივიდუალიზმის წყალობით საული "ატლეტიკოში" საერთოდ შემტევად ჩამოყალიბდა. აქედან გამომდინარე, შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ესპანელი ფრთებს მანჩესტერელთა შუახაზელებსაც გაუხსნის.

ერნანდესმა პირველი რთული გამოცდა წარმატებით უკვე ჩააბარა, "ქალაქელებმა" ინგლისის სუპერთასზე "ლივერპული" დაამარცხეს. ვერ ვიტყვით, რომ "ლურჯების" გამარჯვება პირდაპირ მათ ახალწვეულს უკავშირდება, მაგრამ გვარდიოლას გუნდის შეტევების 75% სწორედ პირენეელის გადაცემებით იწყებოდა.

სიტის სუსტი წერტილი, რომელიც პეპმა უკვე ამოავსო - როდრი, გასაღები სრულყოფილებისკენ

წინ პრემიერ ლიგის ახალი სეზონია და 23 წლის ნახევარმცველს არაერთი შანსი ექნება თავისი სატრანსფერო ფასის გასამართლებლად. ფაქტია, რომ ფერნანდინიო ერთადერთი მუშა "ეტიჰადზე" აღარ არის. ველოდებით როდრის შრომას მოედნის ცენტრში.

როდრი ლივერპულის წინააღმდეგ

გაამართლებს თუ არა როდრის ტრანსფერი?


ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

მესი: "საკმაოდ რთულ ჯგუფში მოვხვდით"

"ბარსელონას" კაპიტანმა ლიონელ მესიმ ჩემპიონთა ლიგაზე თავისი გუნდის შანსებზე ისაუბრა:

დღეს, 10:50

Nike-ი ფატის ექსკლუზიურ ბუცებს შეუკერავს

ჟურნალისტ ჟერარ რომეროს ცნობით, ანსუმანე ფატი Nike-ისგან სასიამოვნო ბონუსს მიიღებს.

დღეს, 10:41

კასილასმა მსოფლიოს საუკეთესო მეკარე დაასახელა

ლეგენდარულმა იკერ კასილასმა მსოფლიოს საუკეთესო მეკარე დაასახელა:

დღეს, 10:31

ინტერი ლუკაკუს კარგავს?!

იტალიური პრესის ცნობით, მილანის "ინტერის" ბანაკიდან სამწუხარო ამბავი გაისმა.

დღეს, 10:24

ითამაშებს თუ არა მესი? - ვალვერდეს კომენტარი

"ბარსელონას" მთავარმა მწვრთნელმა ერნესტო ვალვერდემ ლიონელ მესიზე ისაუბრა:

დღეს, 10:11

მანჩესტერ იუნაიტედმა ორი მთავარი სატრანსფერო სამიზნე ამოირჩია

მანკუნიანელებმა მთავარი სატრანსფერო სამიზნეები დაისახეს.

დღეს, 01:29

მისი უდიდებულესობა ჩემპიონთა ლიგა ასპარეზზე ბრწყინვალე მატჩებით ბრუნდება

სამთვიანი პაუზის შემდეგ, ასპარეზზე ევროპის ყველაზე პრესტიჟული ტურნირი ბრწყინვალე მატჩებით ბრუნდება.

დღეს, 01:17

დე იონგი: "რა ვისწავლე ბარსელონაში? სამ კვირაში ცხრიანში ყუმბარისებული დარტყმების შესწავლა რთულია"

„ბარსელონას“ ახალწვეულმა, ფრენკი დე იონგმა, კატალონიელთა საჩემპიონთალიგო მეტოქეებზე ისაუბრა.

დღეს, 00:54

ოფიციალურად: პსჟ-ს რეალთან სამივე ლიდერი გამოაკლდება

„პარი სენ-ჟერმენმა“ ოფიციალურად დაადასტურა, რომ გუნდი „რეალს“ ლიდერების გარეშე დაუპირისპირდება.

დღეს, 00:48

"ევროპაში საუკეთესოები ვერანაირად ვერ ვიქნებით", - კლოპმა მსოფლიოს საუკეთესო გუნდი დაასახელა

„ლივერპულის“ მთავარმა მწვრთნელმა საკუთარ გუნდის წოდება კონკურენტს მიაკუთვნა.

დღეს, 00:45

კასილასმა ისაუბრა, თუ როგორ მიმდინარეობს მისი გამოჯანმრთელების პროცესი

ლეგენდარულმა ესპანელმა გოლკიპერმა, იკერ კასილასმა, გაუზიარა პრესას, თუ როგორ მიმდინარეობს მისი გამოჯანმრთელების პერიოდი ინფარქტის შემდეგ.

დღეს, 00:41

ლიორენტე: "ძალიან გაბრაზებული ვარ და შურისძიება მინდა"

„ნაპოლის“ ახალწვეულმა, ფერნანდო ლიორენტემ, „ლივერპულზე“ ჩემპიონთა ლიგის ფინალში წაგების გამო შურისძიებას აპირებს.

დღეს, 00:39

მბაპე: "ძალიან იმედგაცრუებული ვარ"

„პარი სენ-ჟერმენის“ ფორვარდი, კილიან მბაპე, იმედგაცრუებულია იმით, რომ თავის გუნდს „რეალთან“ მატჩში ტრავმის გამო ვერ დაეხმარება.

დღეს, 00:35

კლოპმა ლივერპული შესაძლოა ძალიან უცნაური მიზეზით დატოვოს - აგენტიც ალაპარაკდა

გერმანელმა სპეციალისტმა მერსისაიდულ გუნდში მეხუთე სეზონი დაიწყო და სასტარტო 5 შეხვედრაში 15 ქულა დააგროვა.

დღეს, 00:27

ფატი კიდევ ორ რეკორდთან არის ახლოს

"ბარსელონას" ვუნდერკინდი ანსუმანე ფატი კიდევ ორ რეკორდს უახლოვდება.

გუშინ, 23:24

კოუტინიო: "ბაიერნი ბარსელონასა და ლივერპულზე მეტად ჰგავს ერთ ოჯახს"

მიუნხენის "ბაიერნის" ახალწვეულმა ფელიპე კოუტინიომ თავის გუნდზე ისაუბრა:

გუშინ, 23:09

კასილასმა ჩემპიონთა ლიგის მთავარი ფავორიტი დაასახელა

ლეგენდარულმა იკერ კასილასმა ჩემპიონთა ლიგის მოგების მთავარი ფავორიტი დაასახელა:

გუშინ, 23:00

ყოფილი ინგლისელი ფეხბურთელი: "ფირმინოს გაყიდვა მესისა და რონალდუს ფასადაც არ ღირს"

ყოფილმა ინგლისელმა ფეხბურთელმა ჯერმეინ ჯენასმა რობერტო ფირმინოზე ისაუბრა:

გუშინ, 22:47

როისმა მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელი დაასახელა

დორტმუნდის "ბორუსიას" ლიდერმა მარკო როისმა მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელი დაასახელა:

გუშინ, 22:36

ნეიმარი: "პსჟ-ს ქომაგებისთვის სათქმელი არაფერი მაქვს"

"პარი სენ-ჟერმენის" შემტევმა ნეიმარმა საინტერესო განცხადება გააკეთა:

გუშინ, 22:11

ნავასი: "რეალი უკვე წარსულშია"

"პარი სენ-ჟერმენის" ახალწვეულმა კეილორ ნავასმა საინტერესო განცხადება გააკეთა:

გუშინ, 21:59

დე ხეა: "მანჩესტერში თამაში ჩემთვის დიდი პატივია"

"მანჩესტერ იუნაიტედთან" კონტრაქტის გახანგრძლივების შემდეგ, დავიდ დე ხეამ პირველი კომენტარი გააკეთა:

გუშინ, 21:18

ანჩელოტიმ ევროპის საუკეთესო გუნდი დაასახელა

"ნაპოლის" მთავარმა მწვრთნელმა კარლო ანჩელოტიმ ევროპის საუკეთესო გუნდი დაასახელა:

გუშინ, 21:03

კლოპის აგენტი: "იურგენი კონტრაქტის გახანგრძლივებას არ ჩქარობს"

იურგენ კლოპის აგენტმა მარკ კორიცკემ თავისი კლიენტის მომავალზე ისაუბრა:

გუშინ, 20:51

ნევილი: "რაიოლა ევროპული ფეხბურთის სირცხვილია"

"მანჩესტერ იუნაიტედის" ყოფილმა ფეხბურთელმა გარი ნევილმა მინო რაიოლა მკაცრად გააკრიტიკა:

გუშინ, 20:38

ფატი ბარსელონას შესაძლოა 7 მატჩით დაემშვიდობოს

ანსუ ფატიმ შესაძლოა "ბარსელონას" უახლოესი შვიდი შეხვედრა გამოტოვოს.

გუშინ, 20:16

დე ბრუინი: "5-ქულიანი ჩამორჩენა არაფერს ნიშნავს"

"მანჩესტერ სიტის" ნახევარმცველმა კევინ დე ბრუინმა თავისი გუნდის საჩემპიონო შანსებზე ისაუბრა:

გუშინ, 20:00

სენ-პიერი: "ფერგიუსონმა სატიტულო ბრძოლა დაიმსახურა"

UFC-ის ყოფილმა მებრძოლმა ჟორჟ სენ-პიერმა ტონი ფერგიუსონზე ისაუბრა:

გუშინ, 19:49

ჰესკი: "ჯერარდმა და ლამპარდმა სამსახური კანის ფერის გამო მიიღეს"

ყოფილმა ინგლისელმა ფეხბურთელმა ემილ ჰესკიმ საკმაოდ პროვოკაციული განცხადება გააკეთა:

გუშინ, 19:38

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10