Goal.Ge

2011 წელი - მაგუაირი პოგბას წინააღმდეგ, ფერგიუსონის ზარი და 8-წლიანი ლოდინი


2011 წელი - მაგუაირი პოგბას წინააღმდეგ, ფერგიუსონის ზარი და 8-წლიანი ლოდინი

ჰარი მაგუაირი "მანჩესტერ იუნაიტედში" გადავიდა, თანაც ისე, რომ მან გზად ვირჯილ ვან დეიკისა და მატეის დე ლიგტის სატრანსფერო რეკორდები ჩამოიტოვა. "წითელ ეშმაკებს" ინგლისელი 80 მილიონი ფუნტი დაუჯდათ, რაც იმის მანიშნებელია, რომ "ემიუს" ახალწვეული უკვე განსაკუთრებულია.

გავრცელებული ინფორმაციით, "ლესტერ სიტის" მცველის შეძენა სერ ალექს ფერგიუსონის ინიციატივა იყო, რომელმაც მისი ტალანტი ჯერ კიდევ 2011 წელს აღმოაჩინა. ბრიტანელი იმ დროს თამაშობდა თავის მშობლიურ გუნდში: "შეფილდში".

2011 წელი - მაგუაირი პოგბას წინააღმდეგ, ფერგიუსონის ზარი და 8-წლიანი ლოდინი

ალბიონელი "ხმლების" შემადგენლობაში 17 წლის ასაკში გამოჩნდა, მაშინ, როდესაც მისი კლუბი ჩემპიონშიფის ფსკერზე განისვენებდა. "ბლეიდსი" მოგვიანებით უფრო ღრმადაც დაეშვა, მაგრამ მაგუაირმა თავის გამოჩენა მაინც შეძლო.

მართალია არა ინგლისური ფეხბურთის მიწისქვეშეთში, არამედ ასოციაციის ახალგაზრდულ თასზე - იუნიორების ყველაზე პოპულარულ ტურნირზე. "თეთრ-წითლებმა" გააღწიეს ფინალამდე, სადაც მათ ელოდათ მრისხანე "მანჩესტერი".

2011 წელი - მაგუაირი პოგბას წინააღმდეგ, ფერგიუსონის ზარი და 8-წლიანი ლოდინი

"იუნაიტედის" შემადგენლობაში ბრწყინავდა პოლ პოგბა, ჯესი ლინგარდი და ბრიტანული ფეხბურთის იმდროინდელი მთავარი ტალანტი-სენსაცია: რეიველ მორისონი. ტურნირის ფორმატის თანახმად, ჩემპიონის ვინაობა ორ-მატჩში ირკვეოდა და უნდა ითქვას, რომ ჰარისთვის საშინაო თამაში კოშმარულად დაიწყო.

ინგლისელი მცველის შეცდომით ისარგებლა ლინგარდმა, რომელმაც მე-14 წუთზე ანგარიში გახსნა. იორკშირელებმა საერთო ჯამში "წითელ ეშმაკებს" ნამდვილი ომი გამოუცხადეს და მატჩი არ დათმეს (2:2). საპასუხო თამაშის წინ, "შეფილდის" მწვრთნელი ქომაგებს გამარჯვებას შეპირდა, მაგრამ სიტყვის ასრულება ვერ მოხერხდა.

შეფილდი - მანჩესტერი 2:2 (მაგუაირის შეცდომა, ლინგარდის საკამათო გოლი)



"მანიუმ" "ხმლები" 4:1 გაანადურა და აღნიშნული შეხვედრა მორისონისა და უილ კინის ბენეფისად იქცა. რაც შეეხება მაგუაირს, თამაშის 57-ე წუთზე მან ტვინის შერყევა მიიღო და მოედანი დატოვა. ფინალს ტრიბუნებიდან თვალს ადევნებდა ფერგიუსონი, რომელსაც ინგლისელის თავგანწირული ბრძოლა გულში ჩაუვარდა.

მანჩესტერი - შეფილდი 4:1



ჰარიმ ღამე გაატარა მანჩესტერის საავადმყოფოში, სადაც მას დახვდა "მანკუნიანელთა" მაისური ავტოგრაფებითა და კეთილი სურვილებით. მეორე დღეს კი "ბლეიდსის" მცველის ტელეფონზე მოულოდნელი ზარი შემოვიდა. ბრიტანელს თვით ალექსმა დაურეკა, რომელმაც მოზარდს გამოჯანმრთელება უსურვა.

შოტლანდიელმა 17 წლის მცველს ისიც აუხსნა, რომ შრომისა და პროგრესირების შემთხვევაში, ის "ემიუში" აუცილებლად აღმოჩნდებოდა. გავიდა რვა წელი და "ოლდ ტრაფორდის" ლეგენდის პროგნოზი ახდა: ალბიონელი "მანჩესტერშია". არ დაგვავიწყდეს, რომ "იუნაიტედში" მოხვედრამდე, მაგუაირმა ურთულესი გზა გამოიარა.

2011 წელი - მაგუაირი პოგბას წინააღმდეგ, ფერგიუსონის ზარი და 8-წლიანი ლოდინი

ინგლისელმა დაჩანაკებული "შეფილდის" შემდეგ, მოიარა "ჰალი" ("ლივერპულელ" ენდრიუ რობერტსონთან ერთად), "უიგანი" და "ლესტერი". ჰარიმ თავისი საუკეთესო თამაში სწორედ "მელიებში" აჩვენა. "ეშმაკების" ახალწვეული "ლურჯების" რიგებში 2-ჯერ გახდა წლის ფეხბურთელი, შედეგად, ნაკრები, მუნდიალი და 80 მილიონი.

საინტერესო ფაქტი - "ხმლების" აღზრდილი ბრიტანელი 2019 წელს "მანიუში" გადავიდა, ერთ დროს "მანკუნიანელთა" მთავარი ტალანტი მორისონი კი სწორედ "ბლეიდსში". 2011 წელს ალბათ ვერავინ წარმოიდგენდა, რომ მაგუაირისა და რეიველის კარიერა ასეთი სცენარით წარიმართებოდა.

2011 წელი - მაგუაირი პოგბას წინააღმდეგ, ფერგიუსონის ზარი და 8-წლიანი ლოდინი

მაგუაირში 80 მილიონი ფუნტის გადახდა მართებულია?


ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

Nike-ი ფატის ექსკლუზიურ ბუცებს შეუკერავს

ჟურნალისტ ჟერარ რომეროს ცნობით, ანსუმანე ფატი Nike-ისგან სასიამოვნო ბონუსს მიიღებს.

დღეს, 10:41

კასილასმა მსოფლიოს საუკეთესო მეკარე დაასახელა

ლეგენდარულმა იკერ კასილასმა მსოფლიოს საუკეთესო მეკარე დაასახელა:

დღეს, 10:31

ინტერი ლუკაკუს კარგავს?!

იტალიური პრესის ცნობით, მილანის "ინტერის" ბანაკიდან სამწუხარო ამბავი გაისმა.

დღეს, 10:24

ითამაშებს თუ არა მესი? - ვალვერდეს კომენტარი

"ბარსელონას" მთავარმა მწვრთნელმა ერნესტო ვალვერდემ ლიონელ მესიზე ისაუბრა:

დღეს, 10:11

მანჩესტერ იუნაიტედმა ორი მთავარი სატრანსფერო სამიზნე ამოირჩია

მანკუნიანელებმა მთავარი სატრანსფერო სამიზნეები დაისახეს.

დღეს, 01:29

მისი უდიდებულესობა ჩემპიონთა ლიგა ასპარეზზე ბრწყინვალე მატჩებით ბრუნდება

სამთვიანი პაუზის შემდეგ, ასპარეზზე ევროპის ყველაზე პრესტიჟული ტურნირი ბრწყინვალე მატჩებით ბრუნდება.

დღეს, 01:17

დე იონგი: "რა ვისწავლე ბარსელონაში? სამ კვირაში ცხრიანში ყუმბარისებული დარტყმების შესწავლა რთულია"

„ბარსელონას“ ახალწვეულმა, ფრენკი დე იონგმა, კატალონიელთა საჩემპიონთალიგო მეტოქეებზე ისაუბრა.

დღეს, 00:54

ოფიციალურად: პსჟ-ს რეალთან სამივე ლიდერი გამოაკლდება

„პარი სენ-ჟერმენმა“ ოფიციალურად დაადასტურა, რომ გუნდი „რეალს“ ლიდერების გარეშე დაუპირისპირდება.

დღეს, 00:48

"ევროპაში საუკეთესოები ვერანაირად ვერ ვიქნებით", - კლოპმა მსოფლიოს საუკეთესო გუნდი დაასახელა

„ლივერპულის“ მთავარმა მწვრთნელმა საკუთარ გუნდის წოდება კონკურენტს მიაკუთვნა.

დღეს, 00:45

კასილასმა ისაუბრა, თუ როგორ მიმდინარეობს მისი გამოჯანმრთელების პროცესი

ლეგენდარულმა ესპანელმა გოლკიპერმა, იკერ კასილასმა, გაუზიარა პრესას, თუ როგორ მიმდინარეობს მისი გამოჯანმრთელების პერიოდი ინფარქტის შემდეგ.

დღეს, 00:41

ლიორენტე: "ძალიან გაბრაზებული ვარ და შურისძიება მინდა"

„ნაპოლის“ ახალწვეულმა, ფერნანდო ლიორენტემ, „ლივერპულზე“ ჩემპიონთა ლიგის ფინალში წაგების გამო შურისძიებას აპირებს.

დღეს, 00:39

მბაპე: "ძალიან იმედგაცრუებული ვარ"

„პარი სენ-ჟერმენის“ ფორვარდი, კილიან მბაპე, იმედგაცრუებულია იმით, რომ თავის გუნდს „რეალთან“ მატჩში ტრავმის გამო ვერ დაეხმარება.

დღეს, 00:35

კლოპმა ლივერპული შესაძლოა ძალიან უცნაური მიზეზით დატოვოს - აგენტიც ალაპარაკდა

გერმანელმა სპეციალისტმა მერსისაიდულ გუნდში მეხუთე სეზონი დაიწყო და სასტარტო 5 შეხვედრაში 15 ქულა დააგროვა.

დღეს, 00:27

ფატი კიდევ ორ რეკორდთან არის ახლოს

"ბარსელონას" ვუნდერკინდი ანსუმანე ფატი კიდევ ორ რეკორდს უახლოვდება.

გუშინ, 23:24

კოუტინიო: "ბაიერნი ბარსელონასა და ლივერპულზე მეტად ჰგავს ერთ ოჯახს"

მიუნხენის "ბაიერნის" ახალწვეულმა ფელიპე კოუტინიომ თავის გუნდზე ისაუბრა:

გუშინ, 23:09

კასილასმა ჩემპიონთა ლიგის მთავარი ფავორიტი დაასახელა

ლეგენდარულმა იკერ კასილასმა ჩემპიონთა ლიგის მოგების მთავარი ფავორიტი დაასახელა:

გუშინ, 23:00

ყოფილი ინგლისელი ფეხბურთელი: "ფირმინოს გაყიდვა მესისა და რონალდუს ფასადაც არ ღირს"

ყოფილმა ინგლისელმა ფეხბურთელმა ჯერმეინ ჯენასმა რობერტო ფირმინოზე ისაუბრა:

გუშინ, 22:47

როისმა მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელი დაასახელა

დორტმუნდის "ბორუსიას" ლიდერმა მარკო როისმა მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელი დაასახელა:

გუშინ, 22:36

ნეიმარი: "პსჟ-ს ქომაგებისთვის სათქმელი არაფერი მაქვს"

"პარი სენ-ჟერმენის" შემტევმა ნეიმარმა საინტერესო განცხადება გააკეთა:

გუშინ, 22:11

ნავასი: "რეალი უკვე წარსულშია"

"პარი სენ-ჟერმენის" ახალწვეულმა კეილორ ნავასმა საინტერესო განცხადება გააკეთა:

გუშინ, 21:59

დე ხეა: "მანჩესტერში თამაში ჩემთვის დიდი პატივია"

"მანჩესტერ იუნაიტედთან" კონტრაქტის გახანგრძლივების შემდეგ, დავიდ დე ხეამ პირველი კომენტარი გააკეთა:

გუშინ, 21:18

ანჩელოტიმ ევროპის საუკეთესო გუნდი დაასახელა

"ნაპოლის" მთავარმა მწვრთნელმა კარლო ანჩელოტიმ ევროპის საუკეთესო გუნდი დაასახელა:

გუშინ, 21:03

კლოპის აგენტი: "იურგენი კონტრაქტის გახანგრძლივებას არ ჩქარობს"

იურგენ კლოპის აგენტმა მარკ კორიცკემ თავისი კლიენტის მომავალზე ისაუბრა:

გუშინ, 20:51

ნევილი: "რაიოლა ევროპული ფეხბურთის სირცხვილია"

"მანჩესტერ იუნაიტედის" ყოფილმა ფეხბურთელმა გარი ნევილმა მინო რაიოლა მკაცრად გააკრიტიკა:

გუშინ, 20:38

ფატი ბარსელონას შესაძლოა 7 მატჩით დაემშვიდობოს

ანსუ ფატიმ შესაძლოა "ბარსელონას" უახლოესი შვიდი შეხვედრა გამოტოვოს.

გუშინ, 20:16

დე ბრუინი: "5-ქულიანი ჩამორჩენა არაფერს ნიშნავს"

"მანჩესტერ სიტის" ნახევარმცველმა კევინ დე ბრუინმა თავისი გუნდის საჩემპიონო შანსებზე ისაუბრა:

გუშინ, 20:00

სენ-პიერი: "ფერგიუსონმა სატიტულო ბრძოლა დაიმსახურა"

UFC-ის ყოფილმა მებრძოლმა ჟორჟ სენ-პიერმა ტონი ფერგიუსონზე ისაუბრა:

გუშინ, 19:49

ჰესკი: "ჯერარდმა და ლამპარდმა სამსახური კანის ფერის გამო მიიღეს"

ყოფილმა ინგლისელმა ფეხბურთელმა ემილ ჰესკიმ საკმაოდ პროვოკაციული განცხადება გააკეთა:

გუშინ, 19:38

ითამაშებს თუ არა მესი დორტმუნდთან? - ბარსას განაცხადი ცნობილია

"ბარსელონას" განაცხადი დორტმუნდის "ბორუსიასთან" შეხვედრისთვის ცნობილია.

გუშინ, 19:27

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10