Goal.Ge

6 პრობლემა, რომელიც ლივერპულს მომავალ სეზონში ხელს შეუშლის


6 პრობლემა, რომელიც ლივერპულს მომავალ სეზონში ხელს შეუშლის

როგორ მიმდინარეობს "ლივერპულის" ზაფხული? არც ისე კარგად. "წითლებმა" წააგეს რამდენიმე ამხანაგური შეხვედრა და სეზონის პირველი ტიტულის მოგების შესაძლებლობაც ხელიდან გაუშვეს. ამის გარდა, მერსისაიდში ხმაურიანი შენაძენები არ ყოფილა და პრაქტიკა გვაჩვენებს, რომ არც იქნება.

"სკაუზერების" ხელმძღვანელობა თვლის, რომ შემადგენლობა ისედაც დაკომპლექტებულია. რამდენად მართლები არიან ბოსები, მოახლოებულ სეზონში გავიგებთ. პრემიერ ლიგის დაწყებამდე კი მიმოვიხილოთ ყველაფერი ის, რაც იურგენ კლოპს მოსვენებას დააკარგვინებს.

6 პრობლემა, რომელიც ლივერპულს მომავალ სეზონში ხელს შეუშლის

მოლოდინი

"ენფილდელებმა" განვლილ სეზონში 97 ქულა მაოგროვეს, მაგრამ ისინი მაინც მშივრები დარჩნენ. ეს ნიშნავს იმას, რომ "ლივერპულის" გულშემატკივრები კიდევ უფრო მომთხოვნები იქნებიან. იმის გათვალისწინებით, რომ ჩემპიონთა ლიგის თასი "წითლებს" უკვე ჯიბეში აქვთ, მათ ექნებათ ერთადერთი მიზანი: ეპლ-ის მოგება.

მერსისაიდში ოქროს მედალს 1990 წლის შემდეგ ითხოვენ, ახლა ან აღარასდროს. 97 ქულა შთამბეჭდავია, მაგრამ მორიგი ფიასკოს შემთხვევაში, "სკაუზერების" მცდელობას აღარავინ გაიხსენებს. მოკლედ, კლოპმა ეპლ-ი უნდა დადოს, ნებისმიერ ფასად.

6 პრობლემა, რომელიც ლივერპულს მომავალ სეზონში ხელს შეუშლის

ვან დეიკს არ ჰყავს შესაფერისი მეწყვილე

ჰოლანდიელი მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო ცენტრალური მცველია, მაგრამ ერთადერთი ცენტრბექით ხომ არავინ თამაშობს. ლოვრენის, მატიპისა და გომესის საწინააღმდეგო არაფერი გვაქვს, თუმცა ობიექტურად, ვირჯილის პარტნიორობამდე მათ ნიჭი და კლასი აკლიათ.

"ენფილდს" სჭირდება რამოსი/პეპე/ვარანის მაგვარი ვარიანტი, მაგრამ იმის გათვალისწინებით, რომ ტრანსფერები არ იქნება, "ლივერპულის" ვარსკვლავს უმცროს ძმებს კვლავ რანდომულად შეუწყვილებენ.

6 პრობლემა, რომელიც ლივერპულს მომავალ სეზონში ხელს შეუშლის

ლივერპულის წინააღმდეგ თამაში ისწავლეს

ხოსეპ გვარდიოლამ 00-იანების ბოლოს თავისი ტიკი-ტაკათი ნამდვილი ფურორი მოახდინა, მაგრამ მოგვიანებით, პეპის "ბარსელონამ" "ინტერისა" და "ჩელსის" ავტობუსებს ვერაფერი დაუპირისპირა. კატალონიელთა ეპოქის დასასრული არის ნათელი მაგალითი იმისა, რომ შეუჩერებელი არავინაა.

აღნიშნულ პრობლემას ადრე თუ გვიან "წითლებიც" წააწყდებიან და არაა გამორიცხული, რომ ეს სწორედ მოახლოებულ სეზონში მოხდეს. რატომ? მერსისაიდული კლუბი 97%-ით არ შეცვლილა, არც შემადგენლობით და არც ტაქტიკურად.

6 პრობლემა, რომელიც ლივერპულს მომავალ სეზონში ხელს შეუშლის

"სკაუზერების" მთავარი ძალას კვლავ წარმოადგენს რეაქტიული ტრიო, სისწრაფე, შეტევაში ჩართული განაპირა მცველები და ვან დეიკი სტანდარტებზე. ეს ყველაფერი უკვე გავიარეთ, კლოპს სიახლეები სჭირდება.

6 პრობლემა, რომელიც ლივერპულს მომავალ სეზონში ხელს შეუშლის

ფლეიმეიქერის არყოლა

გასაგებია, თუ როგორი უნივერსალურები არიან სალაჰი, მანე, ფირმინო, ვეინალდუმი და დანარჩენები, მაგრამ ყალბ ათიანსა და ნამდვილ ათიანს შორის განსხვავება მაინც არის. "ენფილდელთა" მთავარ კონკურენტ "მანჩესტერ სიტის" ფანტაზისტების მთელი კრებული ჰყავს, მაშინ, როდესაც "ლივერპულს": არავინ.

ჯორჯინიოსა და კეიტას არაფერს ვერჩით, მაგრამ რეალურად ისინი სულ სხვა ჟანრში ასპარეზობენ. საეჭვოა, რომ მდგომარეობა ლაზარეთიდან დაბრუნებულმა ჩემბერლენმა და ლალანამაც გამოასწორონ. გულის სიღრმეში ყველას (კლოპს) ფელიპე კოუტინიოს დაბრუნება უნდა, მაგრამ როგორც იტყვიან, "სხვა დროს იყოს".

6 პრობლემა, რომელიც ლივერპულს მომავალ სეზონში ხელს შეუშლის

გაძლიერებული კონკურენტები

"წითლებმა" "ქალაქელთა" ჰეგემონიის დამხობა 97 ქულით ვერ შეძლეს და აღსანიშნავია, ის, რომ გვარდიოლამ შემადგენლობა კიდევ უფრო გააძლიერა. "ლურჯებმა" შეიძინეს როდრი ერნანდესი, რომელიც მოახლოებულ სეზონში ამოავსებს პრობლემურ ზონას: საყრდენ წერტილს.

"ტოტენჰემს" ჰყავს ტანგი ნდომბელე და დიდი ალბათობით ჯოვანი ლო ჩელსოც, "არსენალს" - ნიკოლა პეპე, "იუნაიტედს" კი იდეაში ვან დეიკის მთავარი ანტაგონისტი: ჰარი მაგუაირი. რჩება "ჩელსი", მაგრამ "არისტოკრატები" წელს გუნდი-გამოცანის როლში იქნებიან.

6 პრობლემა, რომელიც ლივერპულს მომავალ სეზონში ხელს შეუშლის

მაგიური ტრიოს შემცვლელები, უფრო სწორედ მათი არ არსებობა

დივოკ ორიგიმ გაუტანა "ბარსელონასა" და "ჰოტსპურს", მაგრამ ვერავინ იტყვის იმას, რომ, როდესაც იგივე სალაჰი ლაზარეთშია, ბელგიელის შემხედვარე მერსისაიდელთა ქომაგები მშვიდად არიან. "სკაუზერების" ჯოკერი ხასიათის მოთამაშეა, ისევე როგორც ჯერდან შაქირი. სხვა ალტერნატივა კლოპს არ ჰყავს.

ლივერპულის ყველა გოლი პრემიერ ლიგის განვლილი სეზონიდან

შეძლებს ლივერპული პრემიერ ლიგის მოგებას?


ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

რეალმა ლა ლიგაში სეზონის პირველი მატჩი წააგო [VIDEO]

ლა ლიგის მე-9 ტურის მატჩი "მალიორკასა" და მადრიდის "რეალს" შორის, მოულოდნელად დასრულდა.

დღეს, 01:02

იუვენტუსის მორიგი გამარჯვება, რონალდუმ კვლავ გაიტანა [VIDEO]

იტალიის ჩემპიონატში გაიმართა დაძაბული მატჩი ტურინის "იუვენტუსსა" და "ბოლონიას" შორის.

დღეს, 00:56

დინამომ შინ წააგო, საბურთალოს გამარჯვება 16 წლის ბავშვებთან

ეროვნული ლიგის 30-ე ტურში საკმაოდ საინტერესო და მოულოდნელი მატჩები გაიმართა.

დღეს, 00:40

ახალზელანდიელი მორაგბის საოცარი თამაში ირლანდიასთან მატჩში [VIDEO]

ახალი ზელანდია - ირლანდიის მატჩის დროს ზელანდიელთა მგეზავმა რიჩი მოუნგამ საოცარი ბურთი გადაარჩინა აუტში გადასვლისგან.

გუშინ, 23:17

ლეგენდარული რორი ბესტის კარიერის ემოციური დასასრული [VIDEO]

ირლანდიელთა ლეგენდარულმა კაპიტანმა, 38 წლის რორი ბესტმა დღეს ახალ ზელანდიასთან მარცხის შემდეგ თავისი 15 წლიანი კარიერა დაასრულა.

გუშინ, 23:09

ახალი ზელანდია - ირლანდია 46:14 [VIDEO]

ახალი ზელანდიის ნაკრებმა მსოფლიო თასის მეოთხედფინალში ირლანდია 46:14 დაამარცხა.

გუშინ, 23:04

იაპონიამ მსოფლიო რეიტინგში ახალი რეკორდი დაამყარა

იაპონიის ისტორიული მაქსიმუმი.

გუშინ, 22:54

წარუმატებელი სერია შეწყდა - დორტმუნდმა შინ გლადბახს სძლია [VIDEO]

გერმანიის ჩემპიონატის მე-8 ტურის ეგიდით, "დორტმუნდმა" "გლადბახს" უმასპინძლა.

გუშინ, 22:38

სიტიმ კრისტალ პალასს მოუგო და ლივერპულთან ჩამორჩენა შეამცირა [VIDEO]

ინგლისის ჩემპიონატის მე-9 ტურის ეგიდით, "მანჩესტერ სიტი" "კრისტალ პალასს" ესტუმრა.

გუშინ, 22:31

ნაპოლიმ შინაურ კედლებში ვერონა უპრობლემოდ დაამარცხა [VIDEO]

იტალიის ჩემპიონატის მე-8 ტურის ეგიდით, "ნაპოლიმ" "ვერონას" უმასპინძლა.

გუშინ, 22:18

დიბალას და იგუაინის მომავალი პრაქტიკულად გადაწყვეტილია

"იუვენტუსის" თავდამსხმელების, პაულო დიბალასა და გონსალო იგუაინის მომავალი გარკვეულია.

გუშინ, 21:57

მანჩესტერ სიტიმ სტერლინგის მომავალზე ფიქრი დაიწყო

"მანჩესტერ სიტის" ხელმძღვანელობა თავდამსხმელ რაჰიმ სტერლინგის მომავალზე ფიქრობს.

გუშინ, 21:45

იბრაჰიმოვიჩი: "ამჟამინდელი მილანი კატასტროფაა"

"ლოს ანჯელეს გელექსის" თავდამსხმელმა, ზლატან იბრაჰიმოვიჩმა ამჟამინდელ "მილანზე" ისაუბრა.

გუშინ, 21:06

"MSG-ს მეტის ჩვენება შეუძლია", - გრიზმანი ეიბართან მატჩის შემდეგ

"ბარსელონას" თავდამსხმელმა, ანტუან გრიზმანმა "ეიბარის" (3:0) განადგურების შემდეგ კომენტარი გააკეთა.

გუშინ, 21:00

იბრაჰიმოვიჩი: "რაღაც მომენტში ვფიქრობ, რომ ამ კლუბში თამაში მსურს"

"ლოს ანჯელეს გელექსის" თავდამსხმელმა, ზლატან იბრაჰიმოვიჩმა საინტერესო განცხადება გააკეთა.

გუშინ, 20:50

ტოტენჰემი ბოლოადგილოსან კრისტალ პალასთან მარცხს გადაურჩა [VIDEO]

ინგლისის ჩემპიონატის მე-9 ტურის ეგიდით, "ტოტენჰემ ჰოთსპურმა" "უოტფორდს" უმასპინძლა.

გუშინ, 20:12

ბოლო წუთებზე დაკარგული ქულები - ატლეტიკომ ვალენსიას ვერ მოუგო [VIDEO]

ლა ლიგის მე-9 ტურის ეგიდით, მადრიდის "ატლეტიკომ" "ვალენსიას" უმასპინძლა.

გუშინ, 20:08

ჩელსიმ ნიუკასლი მინიმალურად დაამარცხა და ჩემპიონთა ლიგის ზონამდე აიწია [VIDEO]

პრემიერ ლიგის მეცხრე ტურში ლონდონის „ჩელსიმ“ საკუთარ მოედანზე „ნიუკასლს“ უმასპინძლა და მინიმალურად, 1-0 იმარჯვა.

გუშინ, 19:50

ბარსელონამ კლუბის ამომავალი ვარსკვლავის თაობაზე გადაწყვეტილება მიიღო

გავლენიანი ესპანური გამოცემა El Mundo Deportivo საკმაოდ საინტერესო ინფორმაციას ავრცელებს.

გუშინ, 19:30

ბოლო წუთზე ხელიდან გაშვებული გამარჯვება! ბაიერნს გნაბრის გოლი და საგოლე არ ეყო [VIDEO]

ბუნდესლიგის მერვე ტურში მიუნხენის „ბაიერნი“ სტუმრად „აუგსბურგს“ ეწვია და გამარჯვება ხელიდან ბოლო წუთზე გაუშვა.

გუშინ, 19:25

"ერთმანეთს რომ ვეყრებოდით, მემალებოდა", - იბრაჰიმოვიჩი გვარდიოლაზე

"ლოს ანჯელეს გელექსის" თავდამსხმელმა, ზლატან იბრაჰიმოვიჩმა საინტერესო განცხადება გააკეთა.

გუშინ, 19:23

ბრწყინვალე თრილერი სერია ა-ში! ლაციომ მატჩი 0:3-დან გადაარჩინა [VIDEO]

იტალიის ჩემპიონატის მე-8 ტურში დიდებული სანახაობა ვიხილეთ.

გუშინ, 19:16

ალეგრის კიდევ ერთი მსურველი გამოუჩნდა

ტურინის "იუვენტუსის" ექს-მწვრთნელ მასიმილიანო ალეგრით კიდევ ერთი კლუბი დაინტერესდა.

გუშინ, 19:12

რონალდუ ინსტაგრამში უფრო მეტს გამოიმუშავებს, ვიდრე იუვენტუსში

"იუვენტუსის" თავდამსხმელი, კრიშტიანუ რონალდუ ინსტაგრამში უფრო მეტს გამოიმუშავებს, ვიდრე თავის კლუბში.

გუშინ, 19:06

ბარსელონას აპელაცია უარყოფილია - AS

მოგეხსენებათ, "ბარსელონას" შემტევი, უსმან დემბელე "სევილიასთან" (4:0) მატჩში მოედნიდან გააძევეს.

გუშინ, 19:01

სატრანსფერო ომი ბარსელონას, სევილიას და მანჩესტერ სიტის შორის

„ბარსელონა“, „სევილია“ და „მანჩესტერ სიტი“ სატრანსფერო ბაზარზე ახალგაზრდა ნიჭიერი ფეხბურთელისთვის იბრძვიან.

გუშინ, 17:18

ის, რაც აქამდე არ მომხდარა - ბარსელონას ღირსშესანიშნავი მომენტი ეიბართან მატჩში

როგორც იცით, „ბარსელონამ“ „ეიბარს“ სტუმრად 0:3 მოუგო და სატურნირო ცხრილის სათავეშიც მოექცა.

გუშინ, 17:09

ბარსელონა ფორმაში შედის! რა საერთო ანგარიშით მოიგო გუნდმა ლა ლიგაში ბოლო 4 შეხვედრა?

ერნესტო ვალვერდეს გუნდი ნელ-ნელა ძველ ფორმას იბრუნებს.

გუშინ, 17:05

სანჩო დასჯილია! ინგლისელი შემტევი მინიმუმ ბორუსიების შერკინებას გამოტოვებს

დორტმუნდის „ბორუსიას“ ერთ-ერთი ლიდერი „მიუნხენგლადბახთან“ დღევანდელ მატჩს მწვრთნელის, ლუსიენ ფავრის გადაწყვეტილებით გამოტოვებს.

გუშინ, 17:01

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10