Goal.Ge

მაგუაირი იუნაიტედში დაცვის პრობლემას მოაგვარებს, მაგრამ ერთ ახალს გააჩენს - განხილვა


მაგუაირი იუნაიტედში დაცვის პრობლემას მოაგვარებს, მაგრამ ერთ ახალს გააჩენს - განხილვა

გვარდიოლამ, თქვა, რომ მაგუაირთან ერთად „მანჩესტერი“ - პრემიერ ლიგის ფავორიტებს შორის მოექცევა. ეს საეჭვოა, მაგრამ კლუბი ნამდვილად გაძლიერდა.

ერთი წლის წინ, ჰარი მაგუაირი ჟოზე მოურინიოს მთავარ სატრანსფერო სამიზნედ სახელდებოდა (ტობი ალდერვეირელდთან ერთად). „ლესტერი“ მასში 60 მილიონ ფუნტს ითხოდა, მაგრამ „ემიუს“ სხვა პრიორიტეტები ჰქონდა და მწვრთნელმა ვერც ერთი ცენტრალური მცველი ვერ მიიღო. სეზონის დაკარგვისა და მწვრთნელის შეცვლის შემდეგ, „იუნაიტედმა“ მაგუაირი მაინც იყიდა, უკვე 20 მილიონით ძვირად - ტიპური ედ ვუდვორდი. მაგრამ, „მანჩესტერის“ მართვის დონე ისეთი დაბალია, რომ ტრანსფერის დადასტურების შემდეგ, დახარჯულ ფულზე წუწუნი კი არა, უნდა გიხაროდეს, რომ პრობლემური პოზიცია როგორც იქნა მოგვარებულია.

მაგუაირმა ერთბაშად ორი რეკორდი დაამყარა: ის ისტორიაში ყველაზე ძვირადღირებული ბრიტანელი და ამავდროულად, მცველი გახდა. პირველ რიგში, ეს რეკორდები ინფლაციას უსვამს ხაზს. „იუნაიტედს“ ინგლისის ნაკრების ფეხბურთელი ზუსტად იმდენივე დაუჯდა, რამდენადაც 10 წლის წინ „რეალმა“ კრიშტიანუ რონალდუ შეიძინა. მაგრამ, მაგუაირის ტრანსფერში ზედმეტი გადახდილი თანხის (რაც აშკარაა) დანახვა და პოზიტიურის არშემჩნევაც არ შეიძლება. მაგუაირი - ძლიერი მცველია, რომელიც „იუნაიტედში“ რამდენიმე პრობლემას მოაგვარებს.

მაგუაირი იუნაიტედში დაცვის პრობლემას მოაგვარებს, მაგრამ ერთ ახალს გააჩენს - განხილვა

სტანდარტები - მთავარი პრობლემა, რომელსაც მაგუაირი გადაწყვეტს

2018/19-წლების სეზონის შედეგად, „იუნაიტედმა“ პრემიერ ლიგაში სტანდარტული მდგომარეობიდან 18 გოლი გაუშვა, რაც ბოლოდან მეოთხე შედეგია: 16-ე ადგილი. ამაზე უარესი მაჩვენებელი „ჰადერსფილდს“, „კარდიფს“, „ნიუკასლს“ და „ბრაიტონს“ ჰქონდათ. პირველი ორი პრემიერ ლიგიდან გავარდა, უკანასკნელს კი 10 პენალტი დაუნიშნეს. შედარებისთვის - „ლესტერმა“ მხოლოდ 12 გოლი გაუშვა. პენალტები რომ არ ჩავთვალოთ, ერთ სეზონში „მანჩესტერ იუნაიტედის“ კარისკენ სტანდარტული მდგომარეობის შემდეგ 138 დარტყმა განხორციელდა: ეს იმაზე მეტია, ვიდრე გუნდმა თავად დაარტყა სტანდარტების შემდეგ (134). სტანდარტულების დროს, ამ გუნდის დაცვითი ხაზი ტოპ-კლუბის დონეს უბრალოდ არ შეესაბამება.

ნაწილობრივ ეს მოურინიოს, რომელიც ბოლო წლებში ზედმეტად ენდობოდა ინდივიდუალურობას. კიდევ ერთ მიზეზი - მცველების სუსტი ინდივიდუალიზმია. მაგუაირი სიტუაციას გამოასწორებს, სულ რომ სტანდარტების დროს სისტემურად იმოქმედოს. ჰარის მიერ მოგებული საჰაერო ორთაბრძოლების პროცენტი (77%) მეტია, ვიდრე „იუნაიტედის“ ნებისმიერი მცველის. იგივე სიტუაციაა ქვედა ორთაბრძოლებშიც (75%).

სიმაღლე (194 სმ) ავტომატურად იძლევა მეორე სართულზე უპირატესობას, მაგრამ მაგუაირი პოზიციის შერჩევით და თამაშის წაკითხვითაც გამოირჩევა, თანაც ეს ასპექტი უფრო და უფრო გააუმჯობესა. ოლე-გუნარ სოლსკიაერმა მისი ტრანსფერის შეფასების დროს, ესეც აღნიშნა: „ის თამაშზე თავის საჯარიმოშიც ახდენს გავლენას და სხვისაშიც“. გასულ სეზონში ჰარიმ სამი გოლი გაიტანა, ცოტაა, მაგრამ მაინც იმაზე მეტია, ვიდრე „მანჩესტერის“ ყველა მცველს ერთად აღებულს აქვს.

დაცვიდან ამოსვლა - კიდევ ერთი პლიუსი

16 წლამდე მაგუაირი ცენტრალური ნახევარმცველი იყო - სიმაღლის და სისწრაფის მიუხედავადაც კი (ის მაშინვე გამოირჩეოდა). თუმცა, მისი სისწრაფის არქონას ის ბურთთან კარგი მოპყრობით ანაზღაურებდა. დაცვაში ის „შეფილდის“ მწვრთნელმა, ჯონ პემბერტონმა გადაიყვანა. „ჰარი ეპიზოდებს კარგად კითხულობს, მაგრამ რაც მას განსაკუთრებულად ხდის არის ბურთთან მოპყრობა.“ მწვრთნელმა გადაწყვიტა, რომ ცენტრში სისწრაფის ნაკლებობა ჰარის პროგრესს შეაჩერებდა, დაცვის ხაზში კი მაგუაირის შესაძლებლობები მას უნიკალურს გახდის. ეს ძალიან ჰგავს სიტუაციას, რომელიც სხვა ძალიან ძვირიან ცენტრალურ მცველს, მატეის დე ლიგტს შეემთხვა. ჰოლანდიელიც ანალოგიურად ნახევარდაცვის ცენტრიდან დაცვის ცენტრში გადაწიეს, თანაც ისიც 16 წლის ასაკში. ისევე, როგორც მატეისმა, ინგლისელმაც შეინარჩუნა ცენტრალური ნახევარმცველის თვისებები და ახალ პოზიციებზეც იყენებს მათ.

მაგუაირი იუნაიტედში დაცვის პრობლემას მოაგვარებს, მაგრამ ერთ ახალს გააჩენს - განხილვა

მაგუაირი თავის კუმირად რიო ფერდინანდს ასახელებს: „ის და ჯონ ტერი პრემიერ ლიგის სხვა მცველებისგან გამოირჩეოდნენ, როდესაც მე ვიზრდებოდი. განსაკუთრებით ფერდინანდი მომწონდა: მას დაცვიდან შეტევაში ბურთი დიდებულად გადაჰქონდა. რიოს სუსტი წერტილი არ ჰქონია.“ ყოფილი ნახევარმცველი, მაგუაირიც დიდებულად გადადის დაცვიდან შეტევაში. გასულ სეზონში ის ერთ მატჩში საშუალოდ 61 გადაცემას აკეთებდა („იუნაიტედის“ არც ერთ მცველს 50-ც კი არ ჰქონია) 88% სიზუსტით. ეს ძალიან მაღალი სიზუსტეა იმის გათვალისწინებით, რომ არც ევანსი და არც მორგანი „ლესტერში“ დაცვიდან ამოტანაზე პასუხისმგებელი არ ყოფილა - ამით მაგუაირი იყო დაკავებული. თუმცა, საუბარი მხოლოდ მოკლე გადაცემებზე არ არის - გრძელი ბურთების რაოდენობით ჰარი მხოლოდ მეკარეს, კასპერ შმეიხელს ჩამორჩებოდა და მოედნის სხვა ფეხბურთელებს ორჯერ აღემატებოდა.

მისი ეს თვისება კიდევ უფრო მეტად იმის ფონზე ფასობს, რომ დე ხეა ფეხის თამაშის ოსტატი არ არის. „მანჩესტერ იუნაიტედში“ დაცვიდან ამოსვლაზე ლინდელოფია პასუხისმგებელი, მაგრამ მაგუაირი მასაც და გუნდის სხვა მცველსაც გაცილებით აღემატება. ეს ნაწილობრივ სოლსკიაერმაც აღნიშნა, რომელმაც თქვა, რომ მაგუაირი პრესინგის ქვეშ ძალიან მშვიდია და ბურთს კარგად აკონტორლებს.“ პრესინგის ქვეშ გათამაშება - თანამედროვე „ემიუსთვის“ დიდი სიახლეა, რომელმაც ბოლო წლებში იმას მიგვაჩვია, რომ მეტოქის ზეწოლის დროს ძალიან პრიმიტიულად ასპარეზობს. მეორე მხრივ, ამის საშუალება არც მოურინიოს ჰქონდა და არც ოლე-გუნარს, გამომდინარე მის განკარგულებაში მყოფი მცველებისგან.

რაშია ამ ტრანსფერის პრობლემა?

საინტერესო ფაქტი: Daily Mail-ის ინფორმაციით, „მანჩესტერ იუნაიტედი“ დე ლიგტს აკვირდებოდა, მაგრამ „აიაქსისთვის“ ოფიციალური წინადადებით ფეხბურთელის ზედმეტი წონის გამო არ მიუმართავს. სამაგიეროდ, მაგუაირის 100-მა კილოგრამმა მას „მანჩესტერში“ გადასვლაში ხელი ვერ შეუშალა. 100 კილოგრამი მას ცუდ მცველად არ ხდის, მაგრამ ნელს - ნამდვილად ხდის. სისწრაფის ნაკლებობა - მთავარი მიზეზია, რის გამოც ის ნახევარდაცვის ცენტრიდან დაცვაში გადაიყვანეს. ეს არის მნიშვნელოვანი შეზღუდვა, რომელიც ყველა მწვრთნელმა უნდა გაითვალისწინოს, როდესაც გუნდის სტილზე მუშაობას დაიწყებს.

პირველი, რაც სოლსკიაერმა „იუნაიტედში“ მისვლის შემდეგ გააკეთა - დაცვის ხაზი უფრო მაღლა ასწია. თუმცა, გუნდის დაცვის სტილისკენ გადახრა შენარჩუნდა, რომელიც მოურინიოს დროს იყო. საკვანძო იდეა, თუ თამაშით ვიმსჯელებთ და არა სიტყვებით (სიტყვიერად, ბოლო ნახევარ წელიწადში სოლსკიაერმა შემტევ ფეხბურთზე ძალიან ბევრი ილაპარაკა, მაგრამ მისი სიტყვები და მისივე თამაშის სტილი ერთმანეთს ეწინააღმდეგებოდა): კონტრშეტევაში უფრო სწრაფად და მაქსიმალურად მომგებიანი პოზიციიდან უნდა წახვიდე. ამისთვის კი საჭიროა, რომ მეტოქეს უფრო მაღლა დახვდე, საშუალო ბლოკით და აქტიურად დაიწყო პრესინგის გამოყენება - ილეთი, რომელსაც ბოლო პერიოდის მოურინიო თითქმის ყოველთვის პოზიციურ დაცვას ამჯობინებდა. ამის მეშვეობით, ჩაჭრების შემდეგ, „იუნაიტედი“ მეტოქის კართან უფრო ახლოს არის ხოლმე - ზოგჯერ, მანძილის მოსაგებად პოგბას ერთი ლამაზი გადაცემაც კი საკმარისია. მაგრამ, ეს პოტენციურად მეტოქის კონტრშეტევის რისკსაც ზრდის.

ზედმეტი ხუთი მეტრი ცენტრალური მცველის ზურგს უკან, როდესაც პოზიციური შეტევა მიდის - ძალიან ბევრია. განსაკუთრებით ბევრია, თუ საუბარია ორმეტრიან და 100-კილოგრამიან მცველზე, რომლის სისწრაფის ნაკლებობაც მთელი ჩემპიონატისთვის ცნობილია. თუ „იუნაიტედი“ ახალ სეზონში იმავე სათამაშო სტილს აირჩევს, რომელსაც გუნდი სოლსკიაერის დროს წინა სეზონში იყენებდა, ამ გუნდის წინააღმდეგ ტაქტიკის შერჩევა უმარტივესი გახდება. მცველებს ზურგს უკან მუდმივი ჩაგდებები და რაც უფრო მაღლა იქნება იმ დროს განლაგებული „იუნაიტედი“ - მით უკეთესი. პირველი პასი, პრესინგის გაძლება და მაგუაირის სხვა დადებითი მხარეები ერთადერთი მინუსით იქნება გადაფარული, რომლის გამოც ასეთი სათამაშო სტილით „იუნაიტედს“ უფრო და უფრო ხშირად დასჯიან.

მაგუაირს კიდევ ერთი დიდი მინუსი აქვს, რომელიც საუკეთესო გამნაწილებელ მცველებსაც კი ახასიათებს: მას ხშირად ჩაჭრები მოსდის. ლინდელოფი ამას კიდევ უფრო ხშირად აკეთებს, მაგრამ მაინც: რაც უფრო მეტია ჩაჭრა, მით მეტია კონტრშეტევა და მით უფრო იკვეთება მაგუაირის სისწრაფის ნაკლებობა.

როგორ გამოასწორებს პოგბას წასვლა მაგუაირის და „იუნაიტედის“ სტილის შეუსაბამებლობას

სტილის შეცვლის გარეშე, ზემოთხსენებული პრობლემების მოგვარება შეუძლებელი იქნება. შესაძლოა. ეს უბრალოდ რისკია, რომლისთვისაც კლუბი მზადაა, მაგუაირის ყველა იმ პლიუსის გათვალისწინებით, რომელზეც ასევე მოგახსენეთ. საშუალო ბლოკის თამაში სასარგებლოა არამარტო კონტრშეტევებისთვის, არის სხვა ფაქტორებიც. მაგალითად, ლუკ შოუ შეტევებში ჩართვის საშუალებას მიიღებს - უკვე გვავიწყდება, რომ ის ამ საქმეში ძალიან კარგი იყო. ხუან მატასთვისაც გაცილებით ადვილია კარგი შთაბეჭდილება დატოვოს, როდესაც ბურთს მეტოქის კარისგან 30 მეტრის მოშრებით იღებს და არა 50. რისკის მიზეზები არსებობს.

მაგრამ, იყიდო ცენტრალური მცველი 80 მილიონ ფუნტად და ითამაშო ფეხბურთი, რომელიც მის მთავარ ნაკლს ააშკარავებს, ცოტა არ იყოს უცნაურია. მოდით, სხვა ვარიანტიც განვიხილოთ: სოლსკიაერი სტილს შეიცვლის.

ქვედა ბლოკით თავის დაცვას „იუნაიტედი“ მიჩვეულია: სწორედ ასეთ სტილში მოიპოვა გუნდმა 2018 წელს მეორე ადგილი, მას შემდეგ კი შემადგენლობა ფიზიკურად არ შეცვლილა. ტანაც, თუ გავითვალისწინებთ, რომ სოლსკიაერის დროს, მთავარ შემტევ ძალად რაშფორდის და მარსიალის სისწრაფე წარმოადგენს, შეიძლება ფიქრი, რომ მატას კომფორტს მსხვერპლად გამოიყენებენ (სხვათაშორის, ესპანელის მთელი კარიერაა ასე ხდება). შეტევიდან დაცვაში გადასვლის სისწრაფე შენარჩუნდება იმდენად, რამდენადაც ეს შესაძლებელი იქნება, მაგრამ ადგილი, საიდანაც კონტრშეტევები დაიწყება, საკუთარი კარისკენ გაცილებით დაიწევს.

ეს გადაწყვეტილება შესაძლოა გუნდზე ცუდად აისახოს, რაც ფეხბურთელების უკმაყოფილებას გულისხმობს. არამარტო დისციპლინირებულ მატას და შოუს შემთხვევაში, რომლებიც მოურინიოს დროს სამაგალითო პროფესიონალიზმით გამოირჩეოდნენ, არამედ პოგბაშიც კი, რომელიც ბოლო ნახევარი წელია სიამოვნებას იღებს იმით, რომ დაცვით ფუნქციებში არ უწევს მონაწილეობის მიღება. ქვედა ბლოკით დაცვის დროს კი, „ათიანიც“ დაცვაში უნდა მუშაობდეს. ზედმეტად კარგად გვახსოვს ფრანგის კონფლიქტი ჟოზესთან, რომ პოგბასგან პროფესიონალურ მიდგომას დაველოდოთ, იმ დროს, როდესაც მას სათამაშო სტილი არ მოეწონება.

საერთო ჯამში, ამ ორი ვარიანტიდან რომ ავირჩიოთ, სტილის შეცვლას გუნდისთვის უფრო მეტი ბალანსი მოაქვს. პოგბა მარტო „იუნაიტედისთვის“ სეზონს ვერ გადაარჩენს, იდეალურ პირობებში მას ნახევარი სეზონის ამოქაჩვა შეუძლია. სოლსკიაერის საოცნებო დებიუტის შემდეგ, მას უკანასკნელ 10 ტურში მხოლოდ 2 შედეგიანი ქმედება ჰქონდა. თანაც, საუბარია ფეხბურთელზე, რომელმაც გადაწყვიტა, რომ „მილანთან“ ამხანაგურ შეხვედრაში მონაწილეობის მიღება არ სურდა, თუმცა არც ტრავმირებული იყო. სოლსკიაერმა ყველაფერი იმით ახსნა, რომ ფრანგმა ვარჯიშის შემდეგ ზურგის ტკივილი იგრძნო და მწვრთნელიც გააფრთხილა, რომ „მილანთან“ მატჩში მონაწილეობას არ მიიღებს.

გასაგებია, მაგრამ სიტუაცია, როდესაც ფეხბურთელი მწვრთნელს თავად აფრთხილებს, რომ მატჩში არ ითამაშებს და მიზეზად ტკივილებს ასახელებს, ყველანაირი დამატებითი ტესეტბის და გამოკვლევების გარეშე - არანორმალურია. ეს ტრანსფერის მორიგი ნიშანია - სეზონის დაწყებამდე რამდენიმე დღით ადრე არ შეიძლება იმის დაზუსტებით თქმა, რომ „ემიუ“ თავის მთავარ ვარსკვლავს შეინარჩუნებს. ნორმალური არც ეს სიტუაციაა.

მაგუაირი იუნაიტედში დაცვის პრობლემას მოაგვარებს, მაგრამ ერთ ახალს გააჩენს - განხილვა

პოგბა შეიძლება იმის მიუხედავად წავიდეს, შეცვლის თუ არა სტილს სოლსკიაერი. თუ ფრანგი დარჩა და უკმაყოფილო იქნა - გუნდი მიიღებს შენელებული (სინამდვილეში კი აჩქარებული) მოქმედების ნაღმს. თუ პოგბა დარჩა და გუნდის სტილი მას მოერგება - მაგუაირის შეძენა დიდებული ტრანსფერიდან სარისკომდე ჩამოდის. ყველაფერს ფრანგის გაყიდვა მოაგვარებს, რომელიც გუნდზე აისახება, მაგრამ კონტრშეტევითი სტილი „იუნაიტედის“ ფეხბურთელთა უმეტესობას უხდბეა, მაგუაირის გრძელი გადაცემები კი, დაბალი დაცვის დროს, პოგბას პასებზე არანაკლებ ეფექტური იქნება, რომელსაც ფრანგი მოედნის ცენტრიდან ახორციელებს.

კი, მტკივნეული გადაწყვეტილებაა. მაგრამ კიდევ უფრო მტკივნეული იქნება მთლიანი სისტემის შექმნის მცდელობა, იმ ნაწილებისგან, რომელიც ერთმანეთს საერთოდ არ უხდება. მტკივნეული გადაწყვეტილების გარდა, ეს კიდევ უფრო მტკივნეულ გამოცდილებაში გადაიზრდება.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

US OPEN - დიდი სლემის ტურნირზე ერთბაშად 3 ქართველი იასპარეზებს!

25 აგვისტოდან სტარტს ამერიკის ღია პირველობა აიღებს, სადაც ერთბაშად 3 ქართველი იასპარეზებს.

დღეს, 02:51

მსოფლიო ჩემპიონატი იწყება - რომელი ძიუდოისტები გამოვლენ საქართველოს სახელით?

25 აგვისტოს, ძიუდოს მსოფლიო ჩემპიონატი იწყება, სადაც ქართველების წარმატების მოლოდინში ვართ.

დღეს, 02:46

ტორესის რეკორდი, რომელიც ჯერჯერობით ვერავინ გაიმეორა

ესპანელმა ფეხბურთელმა ფერნანდო ტორესმა კარიერის დასრულებაზე ოფიციალური განცხადება გააკეთა.

დღეს, 02:42

სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე, ნეიმარი პსჟ-ში არ ითამაშებს

ბოლო დღეებში, ყველაზე აქტუალური თემა ნეიმარის ტრანსფერია, რომლის მომავალს "რეალს" და "ბარსელონას" უკავშირებენ.

დღეს, 02:38

ლუკაკუმ იკარდის მაისური წაართვა - არგენტინელის ახალი ნომერი ცნობილია

მილანის "ინტერის" ახალწვეულმა რომელუ ლუკაკუმ გუნდში 9-ნომრიანი მაისური მოირგო.

დღეს, 02:32

სოლსკიაერმა სანჩესის მომავალზე კომენტარი გააკეთა

ბოლო პერიოდში აქტიურად იწერება, რომ ალექსის სანჩესი კარიერას "ინტერში" გააგრძელებს.

დღეს, 02:29

დინამო თბილისის შემდეგ, უეფამ რეინჯერსიც დასაჯა

უეფამ "დინამო თბილისი" ტრიბუნაზე გამოფენილი ფაშისტური ბანერის გამო დასაჯა და "ფეიენოორდთან" გამართული საშინაო მატჩი მაყურებლის გარეშე ჩატარდა.

დღეს, 02:25

კლოპი თავისი გუნდის თამაშით კმაყოფილია

"არსენალთან" გასამართი მატჩის წინ კომენტარი "ლივერპულის" მთავარმა მწვრთნელმა იურგენ კლოპმა გააკეთა.

დღეს, 02:12

ლამპარდი: "დროგბასნაირი ფორვარდი არ გვჭირდება"

ლონდონის "ჩელსის" მთავარ მწვრთნელს იმის გამო აკრიტიკებენ, რომ ჯერ თამაში არ მოუგია და ტოპ 6 გუნდს შორის, ყველაზე ცოტა გატანილი გოლი აქვს.

დღეს, 02:07

სანჩომ ბუნდესლიგაში რეკორდი დაამყარა

ბუნდესლიგის გასულ ტურში "დორტმუნდი" სტუმრად "კიოლნს" დაუპირისპირდა და 1:3 დაამარცხა.

დღეს, 02:03

ემერიმ ლივერპულთან შანსები შეაფასა

დღეს გაიმართება პრემიერ ლიგის ცენტრალური მატჩი "არსენალსა" და "ლივერპულს" შორის.

დღეს, 02:00

დიდი წარმატება - მარიამ ბოლქვაძემ მოიგო და დიდი სლემის ტურნირზე ითამაშებს!

ცოტა ხნის წინ დასრულდა ამერიკის ღია პირველობის საკვალიფიკაციო ეტაპის შეხვედრა.

დღეს, 01:30

დორტმუნდმა ბუნდესლიგაში ზედიზედ მეორე მატჩი მოიგო [VIDEO]

გერმანიის ბუნდესლიგის მეორე ტურში ერთმანეთს "კიოლნი" და "დორტმუნდი" დაუპირისპირდნენ.

დღეს, 00:25

ბარსელონამ დემბელეს ულტიმატუმი წაუყენა

"ბარსელონას" ხელმძღვანელობა გუნდის შემტევი ნახევარმცველის, უსმან დემბელეს საქციელით უკმაყოფილოა.

გუშინ, 23:42

ოფიციალურად: რენატო სანჩესი ახალ კლუბში გადავიდა

"ბაიერნის" ნახევარმცველის, რენატო სანჩესის მიუნხენური გრანდიდან წასვლა ოფიციალურად დადასტურდა.

გუშინ, 23:36

პრაქტიკულად გადაწყდა: ლევანდოვსკის მომავალი გარკვეულია

როგორც ავტორიტეტული გერმანული გამოცემა Bild წერს, რობერტ ლევანდოვსკის მომავალი გადაწყვეტილია.

გუშინ, 23:18

ბარსელონა 60 მილიონ ევროიან ტრანსფერს ახორციელებს

"ბარსელონა" "იუვენტუსის" ნახევარმცველ როდრიგო ბენტანკურის შეძენასთანაა ახლოს, წერს TyC Sports.

გუშინ, 23:15

3x3! - იუვენტუსი პსჟ-ს მეგა გაცვლას სთავაზობს

"იუვენტუსი" "პარი სენ ჟერმენს" ფეხბურთელების გაცვლას სთავაზობს, იუწყება გავლენიანი გამოცემა AS.

გუშინ, 23:12

ნეიმარმა ბარსელონას ულტიმატუმი წაუყენა

ავტორიტეტული ესპანური გამოცემა El Mundo Deportivo საკმაოდ საინტერესო და ხმაურიან ინფორმაციას ავრცელებს.

გუშინ, 22:49

რეალი პსჟ-სგან გარანტიებს ითხოვს - რა აშინებს მადრიდელებს?

"რეალს" სურს "პსჟ"-სგან ნეიმარის ფუნქციონალურ მდგომარეობასთან დაკავშირებით გარანტიები მიიღოს.

გუშინ, 22:44

რეალმა პაუზა აიღო - როდის ჩაერთვებიან საქმეში მადრიდელები?

"რეალმა" "პსჟ"-ს ნეიმარის ტრანსფერზე მიმდინარე მოლაპარაკებებში პაუზა აიღო, იუწყება გავლენიანი გამოცემა AS.

გუშინ, 22:38

რეალის ფეხბურთელი, რომელიც ნეიმარის ტრანსფერს შეეწირება

მოგეხსენებათ, "რეალი" "პარი სენ ჟერმენის" თავდამსხმელის, ნეიმარის ხელში ჩაგდებას აქტიურად ცდილობს.

გუშინ, 22:26

ლივერპული ფეხბურთის ისტორიაში რეკორდულ კონტრაქტს აფორმებს

პრაქტიკულად გადაწყვეტილია, რომ "ლივერპული" ფეხბურთის ისტორიაში ყველაზე სარფიან კონტრაქტს გააფორმებს.

გუშინ, 22:20

"რატომ არ თამაშობს აბურჯანია 90 წუთს?" - ტვენტეს მწვრთნელის კომენტარი

მას შემდეგ, რაც გიორგი აბურჯანია "ტვენტეში" გადავიდა, ორი ოფიციალური მატჩი ჩაატარა და ორივეში შეცვლიდან შევიდა.

გუშინ, 22:10

რას წერენ სამხრეთ კორეელი გულშემატკივრები საქართველოს ნაკრებთან მატჩის წინ?

5 სექტემბერს, თურქეთში გაიმართება ამხანაგური მატჩი საქართველოსა და სამხრეთ კორეის ნაკრებებს შორის.

გუშინ, 21:45

ჯონა ლომუს და შეინ უილიამსის გვერდით - მამუკა გორგოძის მორიგი აღიარება მსოფლიო რაგბისგან!

ჯონა ლომუს და შეინ უილიამსის გვერდით - მამუკა გორგოძის მორიგი აღიარება მსოფლიო რაგბისგან!

გუშინ, 21:41

რონალდუ: "ბარსელონაში გადასვლასთან ვიყავი ახლოს"

"იუვენტუსის" პორტუგალიელმა სუპერვარსკვლავმა, კრიშტიანუ რონალდუმ საკმაოდ საინტერესო ისტორია გაიხსენა.

გუშინ, 21:40

მომავალი მეტოქე: რომელ ადგილზეა რეიტინგში კორეა და რომელზე საქართველო?

ოფიციალურად დადასტურდა, რომ საქართველოს ნაკრები 5 სექტემბერს სამხრეთ კორეის ნაკრებს დაუპირისპირდება.

გუშინ, 21:38

ბაიერნი მორიგ ტრანსფერზე მუშაობს, დეტალები ცნობილია

მიმდინარე ზაფხულის სატრანსფერო ბაზარზე მიუნხენის "ბაიერნი" აქტიურობას აგრძელებს.

გუშინ, 21:33

დინამო ბათუმმა ზედიზედ მესამე მატჩი მოიგო და გალიდერდა [VIDEO]

ეროვნული ლიგის 25-ე ტურში ერთმანეთს ბოლნისის "სიონი" და "დინამო ბათუმი" დაუპირისპირდნენ.

გუშინ, 21:32

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10