Goal.Ge

პსჟ, რეალი და ბარსელონა - სამივე გუნდის პოზიცია ნეიმარის ტრანსფერში


პსჟ, რეალი და ბარსელონა - სამივე გუნდის პოზიცია ნეიმარის ტრანსფერში

ნეიმარის საგა სამი გუნდის მონაწილეობით მიმდინარეობს და ესპანურმა Marca-მ „პსჟ-ს“, „რეალის“ და „ბარსელონას“ პოზიციები მოგვახსენა.

ბრაზილიელ შემტევს მთელი ზაფხულია „ბარსელონას“ უკავშირებენ, მაგრამ ბოლო პერიოდში საქმეში მადრიდელებიც ჩაერთვნენ, რომლებიც აპირებენ, რომ ნეიმარი შეტევაში კარიმ ბენზემას და ედენ აზარს შეუწყვილონ.

„პსჟ“: კონტაქტი „ბარსელონასთან“, ჯერჯერობით არაფერი „რეალისგან“

ფრანგული კლუბი გაკვირვებული დარჩა როდესაც შეიტყო, რომ „სამეფო კლუბი“ ნეიმარის გადაბირებით დაინტერესებულია. ამ მომენტისთვის კლუბებს შორის არანაირი კონტაქტი არ ყოფილა, მაგრამ მათ შორის დიდებული ურთიერთობაა ჩამოყალიბებული.

აშკარა ის არის, რომ „პსჟ-მ“ ნეიმარი ხელმისაწვდომი გახადა. გუნდის პრეზიდენტმა, ნასერ ალ-ხელაიფიმ ამის შესახებ პირადად გამოაცხადა და დაადასტურა, რომ „ბარსელონასთან“ მცირე კონტაქტები ჰქონდა. მას შემდეგ, დიდი არაფერი შეცვლილა.

„რეალი“: პოგბას ტრანსფერის ჩაშლის შემდეგ, ახალი გეგმის შემუშავება მიმდინარეობს

როგორც „პსჟ-სგან“ არის ცნობილი, „რეალს“ ჯერ ნეიმარის თაობაზე მათთვის არ მოუმართავს. თუმცა, ამას თავისი მიზეზი აქვს - აქამდე, გუნდი სრულიად კონცენტრირებული იყო პოლ პოგბას შეძენაზე, რომელიც ზინედინ ზიდანის მთავარი სატრანსფერო სამიზნე იყო. თუმცა, ინგლისში ფანჯრის დახურვის შემდეგ, მადრიდელები შეეგუვნენ იმ ფაქტს, რომ ფრანგის შეძენა პრაქტიკულად შეუძლებელია. ამიტომ, „რეალი“ ფლორენტინო პერესის მრავალწლიანი ოცნების ახდენას და ნეიმარის შეძენას შეეცდება.

„რეალს“ სჯერა, რომ ბრაზილიელი იქნება სწორედ ის სუპერვარსკვლავი, რომელიც გუნდს ასე ძალიან ესაჭიროება და მათთვის ისიც ცნობილია, რომ „პსჟ“ მოლაპარაკებებისთვის მზადაა. გარდა ამისა, წინააღმდეგი არც ნეიმარია.

„ბარსელონა“: ისინი ნაბიჯებს ნეიმარისგან ელიან

კატალონიელები მოვლენათა ასეთ განვითარებას ელოდნენ. მათ სჯერავთ, რომ „რეალის“ ნეიმარის მიმართ დაინტერესება ყოველთვის არსებობდა და მადრიდელები მათსა და „პსჟ-ს“ შორის განვთარებულ მოვლენებს აკვირდებოდნენ.

„ბარსელონას“ და პარიზელებს შორის ურთიერთობა, რბილად რომ ვთქვათ ძალიან ცუდია და სწორედ ეს აეჭვებდა კატალონიელებს, რომ ნეიმარის შეძენის შანსს სხვა გუნდებიც მიიღებდნენ.

თუმცა, „ბლაუგრანას“ თეთრი პირსახოცი ჯერ არ გადმოუგდია. ისინი ელიან, რომ ტრანსფერში საკვანძო როლს თავად ნეიმარი შეასრულებს და საბოლოოდ გადაწყვეტს, თუ სად სურს კარიერის გაგრძელება: „ბარსელონაში“ თუ „რეალში“.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

რეალმა ლა ლიგაში სეზონის პირველი მატჩი წააგო [VIDEO]

ლა ლიგის მე-9 ტურის მატჩი "მალიორკასა" და მადრიდის "რეალს" შორის, მოულოდნელად დასრულდა.

დღეს, 01:02

იუვენტუსის მორიგი გამარჯვება, რონალდუმ კვლავ გაიტანა [VIDEO]

იტალიის ჩემპიონატში გაიმართა დაძაბული მატჩი ტურინის "იუვენტუსსა" და "ბოლონიას" შორის.

დღეს, 00:56

დინამომ შინ წააგო, საბურთალოს გამარჯვება 16 წლის ბავშვებთან

ეროვნული ლიგის 30-ე ტურში საკმაოდ საინტერესო და მოულოდნელი მატჩები გაიმართა.

დღეს, 00:40

ახალზელანდიელი მორაგბის საოცარი თამაში ირლანდიასთან მატჩში [VIDEO]

ახალი ზელანდია - ირლანდიის მატჩის დროს ზელანდიელთა მგეზავმა რიჩი მოუნგამ საოცარი ბურთი გადაარჩინა აუტში გადასვლისგან.

გუშინ, 23:17

ლეგენდარული რორი ბესტის კარიერის ემოციური დასასრული [VIDEO]

ირლანდიელთა ლეგენდარულმა კაპიტანმა, 38 წლის რორი ბესტმა დღეს ახალ ზელანდიასთან მარცხის შემდეგ თავისი 15 წლიანი კარიერა დაასრულა.

გუშინ, 23:09

ახალი ზელანდია - ირლანდია 46:14 [VIDEO]

ახალი ზელანდიის ნაკრებმა მსოფლიო თასის მეოთხედფინალში ირლანდია 46:14 დაამარცხა.

გუშინ, 23:04

იაპონიამ მსოფლიო რეიტინგში ახალი რეკორდი დაამყარა

იაპონიის ისტორიული მაქსიმუმი.

გუშინ, 22:54

წარუმატებელი სერია შეწყდა - დორტმუნდმა შინ გლადბახს სძლია [VIDEO]

გერმანიის ჩემპიონატის მე-8 ტურის ეგიდით, "დორტმუნდმა" "გლადბახს" უმასპინძლა.

გუშინ, 22:38

სიტიმ კრისტალ პალასს მოუგო და ლივერპულთან ჩამორჩენა შეამცირა [VIDEO]

ინგლისის ჩემპიონატის მე-9 ტურის ეგიდით, "მანჩესტერ სიტი" "კრისტალ პალასს" ესტუმრა.

გუშინ, 22:31

ნაპოლიმ შინაურ კედლებში ვერონა უპრობლემოდ დაამარცხა [VIDEO]

იტალიის ჩემპიონატის მე-8 ტურის ეგიდით, "ნაპოლიმ" "ვერონას" უმასპინძლა.

გუშინ, 22:18

დიბალას და იგუაინის მომავალი პრაქტიკულად გადაწყვეტილია

"იუვენტუსის" თავდამსხმელების, პაულო დიბალასა და გონსალო იგუაინის მომავალი გარკვეულია.

გუშინ, 21:57

მანჩესტერ სიტიმ სტერლინგის მომავალზე ფიქრი დაიწყო

"მანჩესტერ სიტის" ხელმძღვანელობა თავდამსხმელ რაჰიმ სტერლინგის მომავალზე ფიქრობს.

გუშინ, 21:45

იბრაჰიმოვიჩი: "ამჟამინდელი მილანი კატასტროფაა"

"ლოს ანჯელეს გელექსის" თავდამსხმელმა, ზლატან იბრაჰიმოვიჩმა ამჟამინდელ "მილანზე" ისაუბრა.

გუშინ, 21:06

"MSG-ს მეტის ჩვენება შეუძლია", - გრიზმანი ეიბართან მატჩის შემდეგ

"ბარსელონას" თავდამსხმელმა, ანტუან გრიზმანმა "ეიბარის" (3:0) განადგურების შემდეგ კომენტარი გააკეთა.

გუშინ, 21:00

იბრაჰიმოვიჩი: "რაღაც მომენტში ვფიქრობ, რომ ამ კლუბში თამაში მსურს"

"ლოს ანჯელეს გელექსის" თავდამსხმელმა, ზლატან იბრაჰიმოვიჩმა საინტერესო განცხადება გააკეთა.

გუშინ, 20:50

ტოტენჰემი ბოლოადგილოსან კრისტალ პალასთან მარცხს გადაურჩა [VIDEO]

ინგლისის ჩემპიონატის მე-9 ტურის ეგიდით, "ტოტენჰემ ჰოთსპურმა" "უოტფორდს" უმასპინძლა.

გუშინ, 20:12

ბოლო წუთებზე დაკარგული ქულები - ატლეტიკომ ვალენსიას ვერ მოუგო [VIDEO]

ლა ლიგის მე-9 ტურის ეგიდით, მადრიდის "ატლეტიკომ" "ვალენსიას" უმასპინძლა.

გუშინ, 20:08

ჩელსიმ ნიუკასლი მინიმალურად დაამარცხა და ჩემპიონთა ლიგის ზონამდე აიწია [VIDEO]

პრემიერ ლიგის მეცხრე ტურში ლონდონის „ჩელსიმ“ საკუთარ მოედანზე „ნიუკასლს“ უმასპინძლა და მინიმალურად, 1-0 იმარჯვა.

გუშინ, 19:50

ბარსელონამ კლუბის ამომავალი ვარსკვლავის თაობაზე გადაწყვეტილება მიიღო

გავლენიანი ესპანური გამოცემა El Mundo Deportivo საკმაოდ საინტერესო ინფორმაციას ავრცელებს.

გუშინ, 19:30

ბოლო წუთზე ხელიდან გაშვებული გამარჯვება! ბაიერნს გნაბრის გოლი და საგოლე არ ეყო [VIDEO]

ბუნდესლიგის მერვე ტურში მიუნხენის „ბაიერნი“ სტუმრად „აუგსბურგს“ ეწვია და გამარჯვება ხელიდან ბოლო წუთზე გაუშვა.

გუშინ, 19:25

"ერთმანეთს რომ ვეყრებოდით, მემალებოდა", - იბრაჰიმოვიჩი გვარდიოლაზე

"ლოს ანჯელეს გელექსის" თავდამსხმელმა, ზლატან იბრაჰიმოვიჩმა საინტერესო განცხადება გააკეთა.

გუშინ, 19:23

ბრწყინვალე თრილერი სერია ა-ში! ლაციომ მატჩი 0:3-დან გადაარჩინა [VIDEO]

იტალიის ჩემპიონატის მე-8 ტურში დიდებული სანახაობა ვიხილეთ.

გუშინ, 19:16

ალეგრის კიდევ ერთი მსურველი გამოუჩნდა

ტურინის "იუვენტუსის" ექს-მწვრთნელ მასიმილიანო ალეგრით კიდევ ერთი კლუბი დაინტერესდა.

გუშინ, 19:12

რონალდუ ინსტაგრამში უფრო მეტს გამოიმუშავებს, ვიდრე იუვენტუსში

"იუვენტუსის" თავდამსხმელი, კრიშტიანუ რონალდუ ინსტაგრამში უფრო მეტს გამოიმუშავებს, ვიდრე თავის კლუბში.

გუშინ, 19:06

ბარსელონას აპელაცია უარყოფილია - AS

მოგეხსენებათ, "ბარსელონას" შემტევი, უსმან დემბელე "სევილიასთან" (4:0) მატჩში მოედნიდან გააძევეს.

გუშინ, 19:01

სატრანსფერო ომი ბარსელონას, სევილიას და მანჩესტერ სიტის შორის

„ბარსელონა“, „სევილია“ და „მანჩესტერ სიტი“ სატრანსფერო ბაზარზე ახალგაზრდა ნიჭიერი ფეხბურთელისთვის იბრძვიან.

გუშინ, 17:18

ის, რაც აქამდე არ მომხდარა - ბარსელონას ღირსშესანიშნავი მომენტი ეიბართან მატჩში

როგორც იცით, „ბარსელონამ“ „ეიბარს“ სტუმრად 0:3 მოუგო და სატურნირო ცხრილის სათავეშიც მოექცა.

გუშინ, 17:09

ბარსელონა ფორმაში შედის! რა საერთო ანგარიშით მოიგო გუნდმა ლა ლიგაში ბოლო 4 შეხვედრა?

ერნესტო ვალვერდეს გუნდი ნელ-ნელა ძველ ფორმას იბრუნებს.

გუშინ, 17:05

სანჩო დასჯილია! ინგლისელი შემტევი მინიმუმ ბორუსიების შერკინებას გამოტოვებს

დორტმუნდის „ბორუსიას“ ერთ-ერთი ლიდერი „მიუნხენგლადბახთან“ დღევანდელ მატჩს მწვრთნელის, ლუსიენ ფავრის გადაწყვეტილებით გამოტოვებს.

გუშინ, 17:01

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10