» იხილე განახლებული ვებ-გვერდი

ჩემპიონმა თასი ჩაიბარა



„დინამო“ თბილისი - „მეტალურგი“ რუსთავი 2-0 გოლი: 19’, 58 ჩისკო („დინამო“) „დინამომ“ ეროვნული ჩემპიონატის უკანასკნელი ტურის შეხვედრაც მოიგო და გამარჯვებულმა აღმრთა საქართველოს ჩეპიონის თასი. რაც შეეხება უშუალოდ შეხვედრას, იგი გარდამავალი უპირატესობით წარიმართა, თუმცა საერთო ჯამში სათამაშო უპირატესობას დინამოელები ფლობდნენ. მათ ანგარიშის გახსნა მე-19 წუთზე მოახერხეს, დავით კვირკველიამ შეტევის არჯვენა ფლანგზე შესანიშნავად ითამაშა და გამოზომილი გადაცემით ჩისკოს უპასა, ამ უკანასკნელმა კი, თავური დარტყმით აიღო მეტოქის კარი. პირველ ტაიმში კიდევ იყო რამდენიმე მომენტი ორივე გუნდის კართან, მაგრამ ანგარიში არ შეცვლილა. მეორე ტაიმიც იგივე სცენარით წარიმართა, გოლის გატანას ორივე გუნდი ცდილობდა, 59-ე წუთზე კი, ეს წადილი დინამოელებმა აისრულეს. ამ დროს ბურთი საჯარიმოში უყურადღებოდ მყოფ ჩისკოს მიუვიდა და დედაქალაქელთა ბომბარდირსაც გოლის გატანა აღარ გასჭირვებია. ამ დუბლით მუნიოსმა სეზონში 19 გოლს მოუყარა თავი და ეროვნული ჩემპიონატის საუკეთესო გოლეადორი გახდა. შევსენებისას ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა და „დინამოს“ მფლობელმა რომან ფიფიამ თბილისელთა დუბლშემადგენლობა დააჯილდოვეს, რომელებმაც საქართველოს დუბლიორთა პირველობა მოიგეს. მატჩის დასრულებისთანავე კი, ძირითადი გუნდის ჯერიც დადგა და ზვიად სიჭინავამ საზეიმო ვითარებაში გადასცა დინამოელებს კუთვნილი მედლები და თასი, ფეხბურთელებმა ჩემპიონობა საკუთარ გულშემატკივრებთან ერთად აღნიშნეს. „ზესტაფონი“ ზესტაფონი - „სიონი“ ბოლნისი 0-0 გაფრთხილება: 19’ გურამ გიორგელიძე („სიონი“) გაძევება: 85’ ჯაბა უგულავა („სიონი“) ნულოვანი ფრით დასრულდა ტურის ცენტრალური დაპირისპირბა, თუმცა მიუხედავად ამისა, მატჩი მაინც საინტერესო და დაძაბული გამოდგა. ორივე გუნდმა საკმაო რაოდენობით შექნა სახიფათო მომენტები, მაგრამ გოლის გატანა ვერა და ვერ მოხერხდა. უნდა აღნიშნოს, რომ მთელი მატჩის განმავლობაში უპირატესობას ზესტაფონელები ფლობდნენ და ბოლნისელები ძირითადად კონტრშეტევებზე თამაშობდნენ. მატჩის დასრულებისთანავე ფეხბურთის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტმა გია ფირცხალავამ „ზესტაფონის“ ფეხბურთელები კუთვნილი ვერცხლის მედლებით დააჯილდოვა. „გურია“ ლანჩხუთი - „ჩიხურა“ საჩხერე 3-2 გოლი: 17’ ზურაბ ძამსაშვილი, 35’, 77 ვილი ისიანი (ორივე „გურია“), 67’ ნიკა კვასხვაძე, 79’ დავით ოდიკაძე (ორივე „ჩიხურა“) უხვგოლიანი გამოდგა ლანჩხუთში გამართული შეხვედრა, დაძაბულ ბრძოლაში „გურიამ“ ნანატრი გამარჯვება იზეიმა, შეგახსენებთ, რომ ეს გურულთა პირველი გამარჯვებაა ზედა ექვსეულში. ანგარიში 17-ე წუთზე გაიხსნა, გოლის ავტორად ზურაბ ძამსაშვილი მოგვევლინა, გურულებმა პირველ ტაიმში კიდვ ერთი გოლის გატანა მოახერხეს, 37-ე წუთზე გოლი ვილი ისიანმა გაიტანა, გუნდები ამავე ანგარიშით გავიდნენ შესვენბაზე. საჩხერლებმა სხვაობის შემცირება 67-ე წუთზე მოახერხს, მაგრამ ზუსტად 10 წუთში ვილი ისიანმა დუბლი გაიფორმა და ორბურთიანი სხვაობა აღადგინა. საბოლოო ანგარიში კი, ისიანი გოლიდან 2 წუთში დაფიქსირდა, 79-ე წუთზე დავით ოდიკაძემ პენალტიდან მოახერხა გატანა. „მერანი“ მარტვილი - „ტორპედო“ ქუთაისი 0-1 გოლი: 7’ თენგიზ ჩიკვილაძე (პენ.) („ტორპედო“) გაფრთხილება: 27’ ლაშა ჯღამაია, 39’ ვალერი იობაშვილი, 53’ შოთა ბაბუნაშვილი (ყველა „მერანი“), 85’ გოგი გოგიჩაიშვილი („ტორპედო“) მინიმალური ანგარიშით იმარჯვა ქვედა ექვსეულის ლიდერმა ქუთაისის „ტორპედომ“, როგორც ვივარაუდეთ მაყურებლისა და ინტრიგის გარეშე გამართული შეხვედრა არც თუ ისე, საინტერესო გამოდგა. ქუთათურებმა ერთადერთი გოლის გატანა მატჩის სტარტზევე მოახერხეს, მე-7 წუთზე თენგიზ ჩიკვილაძემ პენალტი ზუსტად შეასრულა და მისი გუნდისთვსი გამარჯვების მომტანი გოლიც გაიტანა. საბოლოოდ „ტორპედომ“ 48 ქულა დააგროვა და ქვედა ექვსეულის ლიდერად დაასრულა გათამაშება, „მერანმა“ კი 22 ქულა მოუყარა თავი და როგორც უკვე მოაგხსენეთ, უმაღლეს ლიგას დაემშვიდობა. „ვიტ-ჯორჯია“ თბილისი - „სპარტაკი“ ცხინვალი 0-1 გოლი: 28’ ვაკო თევდორაძე („სპარტაკი“) გაფრთხილება: 84’ ლევან საბაძე, 84’ ლაშა ღონღაძე, 84’ ნიკოლოზ მაისურაძე (ყველა „ვიტ-ჯორჯია“), 84’ გიორგი ცერცვაძე („სპარტაკი“) გაძევება: 87’ ლაშა ღონღაძე („ვიტ-ჯორჯია“) ზედიზედ მეორე მატჩში იმარჯვა ცხინვალის „სპარტაკმა“, ამჯერად ისინი „ვიტ-ჯორჯიას“ ესტუმრნენ და მინიმალური ანგარიშით დაამარცხეს მეტოქე. ერთადერთი გოლი 28-ე წუთზე სპარტაკლთა ნახევარმცველმა ვაკო თევდორაძემ გაიტანა და საკუთარ გუნდს გამარჯვებაც მოუტანა. მიუხედავად იმისა, რომ მატჩს არანაირი ინტრიგა არ გააჩნდა იგი საკმაოდ დაძაბული გამოდგა და ეს გაფრთხილებების რაოდენობიდანაც მშვნევირად ჩანს. „დილა“ გორი - „ზუგდიდი“ ზუგდიდი 0-1 გოლი: 81’ გიორგი ბულია („ზუგდიდი“) გაფრთხილება: 72’ ნიკა აფაქიძე, 86’ ირაკლი ქათამაძე (ორივე „ზუგდიდი“) თანაბარ ბრძოლაში წარიმართა „დილასა“ და „ზუგდიდის“ შეხვედრა, საბოლოოდ კი, გამარჯვება ზუგდიდელ ფეხბურთელებს დარჩათ და უმაღლეს ლიგას გამარჯვებულები დაემშვიდობნენ. გოლი მატჩის მიწურულს გავიდა, 81-ე წუთზე საჯარიმოში შეჭრილმა კირკიტაძემ გამჭოლი გადაცემა გააკთა და მეორე ცდით გოლის გატანა გიორგი ბულიამ მოახერხა. აღსანიშნავია, რომ მატჩი საკმაოდ საინტერესო გამოდგა და ორივე გუნდმა საკმაოდ ნორმალური შთაბეჭდილება დატოვა. ასე დასრულდა საქართველოს ეროვნული ჩემპიონატი. წლევანდელი საფეხბურთო სეზონი კი, 21 მაისს საქართველოს დავით ყიფიანის სახელობის თასის ფინალით დასრულდება. როგორც უკვე მოგხსენეთ, წლევანდელ სეზონში თბილისის „დინამომ“ იჩემპიონა და ეს თბილისელთა მე-15 ჩემპიონობა იყო. წლევანდელ სეზონში მრავალად იყო საინტერესო, სკანდალური და უღიმღამო მატჩებიც. რაც შეეხებათ ბომბარდირებს, როგორც ზემოთ ავღნიშნეთ სეზონის საუკეთესო მეგოლე კვლავ ესპანელი ჩისკო მუნიოსი გახდა 19 გოლით, მას „ზესტაფონის“ ფორვარდი დიმიტრი ტატანაშვილი მოსდევს 15 გოლით , მესამე ადგილზე კი, „გურიის“ ფორვარდი ვილი ისიანი გავიდა 12 გოლით. შეგახსენებთ, რომ ზაფხულში თბილისის „დინამო“ ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე წარმოადგენს საქართველოს, „ზესტაფონი“, „სიონი“ და „ჩიხურა“ კი, ევროპა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე მოსინჯავენ ძალებს. „დინამო“ თბილისი - „მეტალურგი“ რუსთავი „ზესტაფონი“ ზესტაფონი - „სიონი“ ბოლნისი „მერანი“ მარტვილი - „ტორპედო“ ქუთაისი ფოტო/ვიდეო: www.fcdinamo.ge, www.fczestafoni.ge, www.fctorpedo.ge სფფ-ის პრესსამსახური

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

"სანჩო დიდი ტალანტია და უდიდეს პოტენციალს ფლობს", - ბაიერნის მწვრთნელი

"ბაიერნის" მწვრთნელმა, ჰანს-დიტერ ფლიკმა "დორტმუნდის" გარემარბ ჯეიდონ სანჩოზე ისაუბრა.

დღეს, 16:35

რამოსის მეუღლის სექსუალური ფოტო: ის ქმარზე 8 წლით უფროსია

პილარ რუბიომ, "რეალის" მცველის, სერხიო რამოსის მეუღლემ, სოციალურ ქსელში ფოტო გამოაქვეყნა.

დღეს, 15:46

მანჩესტერ სიტის სანეს პოტენციური შემცვლელის ფასი შეუთვალეს

მოგეხსენებათ, არ არის გამორიცხული, უახლოეს პერიოდში ლეროი სანე "ბაიერნში" გადავიდეს.

დღეს, 15:39

ვილიანისთვის ზაფხულში ორი კლუბი იბრძოლებს

მოგეხსენებათ, "ჩელსის" შემტევ ნახევარმცველს, ვილიანს კონტრაქტის ვადა ზაფხულში ეწურება.

დღეს, 15:30

"წარმოუდგენლად კარგი ფეხბურთელია", - კანი სანჩოს შესაძლო ტრანსფერზე

"ბაიერნის" საბჭოს წევრმა, ოლივერ კანმა "დორტმუნდის" გარემარბ ჯეიდონ სანჩოზე ისაუბრა.

დღეს, 15:27

თარიღი და ცვლილება ფორმატში - საქართველოს ჩეპიონატის განახლების დეტალები

კორონავირუსის გამო, საქართველოს საფეხბურთო ჩემპიონატი უკვე 2 თვეზე მეტია შეჩერებულია.

დღეს, 15:17

"მესი მის შევსებას შეძლებს", - არგენტინის ნაკრების მწვრთნელი ლაუტაროზე საუბრობს

არგენტინის ნაკრების მწვრთნელმა, ლიონელ სკალონიმ თავდამსხმელ ლაუტარო მარტინესზე ისაუბრა.

დღეს, 14:53

იუვენტუსი პიანიჩს ბარსელონაში მხოლოდ ერთ შემთხვევაში გაუშვებს

მოგეხსენებათ, "ბარსელონას" ხელმძღვანელობას "იუვენტუსის" ნახევარმცველი, მირალემ პიანიჩი სურს.

დღეს, 14:47

დორტმუნდმა მანჩესტერ იუნაიტედს სატრანსფერო ბრძოლა მოუგო

"დორტმუნდმა" "მანჩესტერ იუნაიტედს" 16 წლის ინგლისელი ვუნდერკინდისთვის ბრძოლა მოუგო.

დღეს, 14:38

"არ მესმის, რატომ მისტვენენ რეალის გულშემატკივრები", - ბეილის ემოციური განცხადება

"რეალის" უელსელმა თავდამსხმელმა, გარეტ ბეილმა კლუბის გულშემატკივრებზე ისაუბრა.

დღეს, 14:31

კოუტინიოს მორიგი სერიოზული მსურველი გამოუჩნდა

მოგეხსენებათ, ამ ეტაპზე, ფილიპე კოუტინიო იჯარის წესით "ბაიერნის" ღირსებას იცავს.

დღეს, 13:55

ბეილი: "არასოდეს ვგეგმავდი ასეთ დონემდე მიღწევას"

"რეალის" შემტევმა იმის შესახებ ისაუბრა, თუ რა მოტივაციას აძლევდა საკუთარ თავს კარიერის მანძილზე.

დღეს, 13:49

"ლივერპული მანქანაა", - მბაპემ კლოპის გუნდი აქო და ადიდა

"პსჟ"-ს თავდამსხმელმა, კილიან მბაპემ განაცხადა, რომ ამ სეზონში "ლივერპულის" თამაშით მოიხიბლა.

დღეს, 13:36

საქმეში რამდენიმე კლუბია ჩართული, ხამესმა არჩევანი უკვე გააკეთა

დიდი ალბათობით, "რეალის" ნახევარმცველი, ხამეს როდრიგესი ზაფხულში კლუბს დატოვებს.

დღეს, 13:29

მიზეზები, რომელთა გამოც იუვენტუსს პოგბას შეძენაში ეჭვი ეპარება

"მანჩესტერის" ნახევარმცველის, პოლ პოგბას "იუვენტუსში" ტრანსფერი დიდი კითხვის ნიშნის ქვეშ დგას.

დღეს, 12:53

"ორი მისაბაძი მაგალითი მყავს", - მბაპემ თავისი კუმირები დაასახელა

"პსჟ"-სა და საფრანგეთის ნაკრების თავდამსხმელმა, კილიან მბაპემ თავის კუმირებზე ისაუბრა.

დღეს, 12:48

"მისი დიდი გულშემატკივარი ვარ", - რობენმა მსოფლიოს საუკეთესო მწვრთნელი დაასახელა

"ბაიერნის" ექს-თავდამსხმელმა, არიენ რობენმა საკმაოდ საინტერესო განცხადება გააკეთა.

დღეს, 12:37

ვარანი: "რეალს დიდი ხანია არ უთამაშია და ყველაფრის მოგება გვინდა"

"რეალის" ცენტრალურმა მცველმა, რაფაელ ვარანმა სეზონის განახლების მოლოდინებზე ისაუბრა.

დღეს, 12:31

"განადგურებული ვიყავი", - უილშირი ვან პერსის მანჩესტერში გადასვლას იხსენებს

"არსენალის" ექს-ნახევარმცველმა რობინ ვან პერსის "მანჩესტერ იუნაიტედში" წასვლა გაიხსენა.

დღეს, 11:50

ტიაგო სილვას კონტრაქტი იწურება, პსჟ-მ გადაწყვეტილება მიიღო

"პსჟ"-ს ცენტრალურ მცველს, ტიაგო სილვას ივნისის ბოლოს კონტრაქტის ვადა ეწურება.

დღეს, 11:40

რეალი ფეხბურთელებთან კონტრაქტის გახანგრძლივებას ოფიციალურად აღარ დაადასტურებს

"რეალის" ხელმძღვანელობამ საკმაოდ საინტერესო გადაწყვეტილება მიიღო, იუწყება MARCA.

დღეს, 11:20

კაბალიერომ კორონავირუსის გამო კანტეს შიშებზე ისაუბრა

"ჩელსის" გოლკიპერი, ვილი კაბალიერო თანაგუნდელ ნ'გოლო კანტეს მხარს უჭერს.

დღეს, 11:00

სოლსკიაერმა იგალოს მომავალზე საკუთარი პოზიცია დააფიქსირა

"მანჩესტერ იუნაიტედის" მწვრთნელი, ოლე გუნარ სოლსკიაერი ოდიონ იგალოს მომავალზე ალაპარაკდა.

დღეს, 10:50

"დე ბრუინი შეიძლება წავიდეს", - მანჩესტერ სიტის ექს-ფეხბურთელი

"მანჩესტერ სიტის" ექს-მცველი, ჯოლეონ ლესკოტი კევინ დე ბრუინის მომავალზე საუბრობს.

დღეს, 10:40

აგენტი ტიაგო სილვას მომავალზე ალაპარაკდა

"პსჟ"-ს მცველის, ტიაგო სილვას აგენტი მიიჩნევს, რომ ბრაზილიელს შეუძლია კიდევ 5 წელიწადი ითამაშოს.

დღეს, 10:20

MARCA: კაზემიროს მომავალი გაირკვა

გავრცელებული ინფორმაციით, "რეალის" ნახევარმცველის, კაზემიროს მომავალი გადაწყდა.

დღეს, 10:00

დამოუკიდებლობის დღეს, ბათუმის ახალ სტადიონზე საქართველოს ჰიმნი აჟღერდა [VIDEO]

26 მაისს, საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს აღნიშნავს.

დღეს, 05:11

არც მბაპე, არც ნეიმარი, არც კავანი - ვეტერანმა ბრაზილიელმა პსჟ-ს საუკეთესო მოთამაშე დაასახელა

ვეტერანმა ბრაზილიელმა ფეხბურთელმა პაულო ცეზარმა "პსჟ"-ს საუკეთესო ფეხბურთელი დაასახელა.

დღეს, 05:09

მბაპე: "ლივერპული მანქანაა"

თანამედროვეობის ერთ-ერთი გამორჩეული ფეხბურთელი კილიან მბაპე "ლივერპულს" აქებს.

დღეს, 05:01

ფლიკმა გვარდიოლას რეკორდი გაიმეორა

მიუნხელელთა მთავარმა მწვრთნელმა ჰანსი ფლიკმა ამ შეხვედრაში რეკორდიც დაამყარა.

დღეს, 04:58
i

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10