Goal.Ge

მატყუარა ანგარიში - როგორ გავიდა ჩელსის კარში 4 გოლი?


მატყუარა ანგარიში - როგორ გავიდა ჩელსის კარში 4 გოლი?

"მანჩესტერ იუნაიტედი" - ლონდონის "ჩელსის" შეხვედრაში ნ'გოლო კანტე და ნემანია მატიჩი სათადარიგოთა სკამზე დარჩნენ. ეს არის ერთ-ერთი მიზეზი იმისა, რომ აღნიშნული მატჩი გამოდგა სანახაობრივი და სწრაფი. "წითელ ეშმაკებსა" და "არისტოკრატებს" ჩამშლელები უბრალოდ არ ჰყავდათ.

დიახ, მოედანზე იყვნენ ჟორჟინიო და მაკტომინეი, მაგრამ ამით, შეტევას არაფერი დაუკარგავს. იტალო-ბრაზილიელს დანგრევა არ ეხერხება, ახალგაზრდა ინგლისელი კი ჯერჯერობით მწვანეა. მოკლედ, მოედნის ცენტრი ორივე გუნდს ჩაუვარდა და "ემიუმ" "ლურჯებს" აჯობა მხოლოდ ერთ კომპონენტში: კონტრ-შეტევებში.

მატყუარა ანგარიში - როგორ გავიდა ჩელსის კარში 4 გოლი?

"მანკუნიანელთა" რეაქტიული გადაადგილება და ფრენკ ლამპარდის გუნდის მოუმზადებლობა რომ არა, ეს შეხვედრა 0:0 ან 4:4 დასრულდებოდა. "მანიუს" წარმატება ყველას უხარია, მაგრამ ობიექტურად, "სტემფორდ ბრიჯის" მკვიდრები მიწასთან გასწორებას არ იმსახურებდნენ.

გადავავლოთ თვალი სტატისტიკას - დიახ, "ჩელსიმ" ოთხი ბურთი გაუშვა და ნული გაიტანა, თუმცა დარტყმების მაჩვენებლით ლონდონელებმა ულე-გუნარ სოლსკიაერის გუნდზე 7-ით მეტი მომენტი (11:18) შექმნეს. "არისტოკრატებმა" ბურთის ფლობაშიც იპირველეს (46:54) და მოგებული დუელების რაოდენობაშიც (48:52).

მატყუარა ანგარიში - როგორ გავიდა ჩელსის კარში 4 გოლი?

სხვა წვრილმანები - ორით მეტი კუთხური, ორით მეტი ძელი, ხუთით მეტი დარტყმა საჯარიმოს გარედან და ზუსტი პასების უკეთესი პროცენტული მაჩვენებელი (80%:85%). ამ ყველაფერს არავინ უკვირდება, რადგან ტაბლოზე 4:0 "ოლდ ტრაფორდელების" სასარგებლოდ ციმციმებდა.

ახლა კი განვიხილოთ "მანჩესტერის" წარმატების საიდუმლო. პირველ შემთხვევასთან გასაგებია, ინიშნება პენალტი, მივდივართ წინ, მეორე ბურთი - კონტრ-შეტევის კლასიკური მაგალითი: ემერსონი ვერ დაეწია პერეირას, ასპილიკუეტამ კი ვერ შეამჩნია მარსიალი. "იუნაიტედმა" "ლურჯებს" სისწრაფისა და ყურადღების ხარჯზე აჯობა.

მატყუარა ანგარიში - როგორ გავიდა ჩელსის კარში 4 გოლი?

ცალკე აღნიშნვის ღირსია პოლ პოგბა, რომელმაც ორი საგოლე გადაცემა გააკეთა. ფრანგი მეფობდა, მაგრამ არავინ უკვირდება იმ ფაქტს, რომ მან ბურთი 11-ჯერ დაკარგა. "ეშმაკების" ლიდერი ბანალურად იქ ცდილობდა მეტოქის მოტყუებას, სადაც ამის საჭიროება არ იყო.

შექებას იმსახურებს მარკუს რეშფორდი, რომელმაც ლამპარდის გუნდის კარი ორჯერ აიღო. არ უნდა დაგვავიწყდეს დანიელ ჯეიმსიც, უელსელი უკეთეს დებიუტს ვერც ინატრებდა. ვულოცავთ "ემიუს", მაგრამ მაინც, ეს მატჩი უფრო "სტემფორდელებმა" წააგეს, ვიდრე "მანკუნიანელებმა" მოიგეს.

მატყუარა ანგარიში - როგორ გავიდა ჩელსის კარში 4 გოლი?

საინტერესო ფაქტი - ახალი სეზონის დაწყებამდე "ჩელსის" განკარგულებაში იყო ოთხი ცენტრალური მცველი (კეჰილი, ლუიზი, კრისტენსენი, რუდიგერი) და ზუმა, რომელიც ინგლისის დედაქალაქში მოუშორებელ ჭირად ითვლებოდა.

იმის გათვალისწინებით, რომ ლონდონელებს ადევთ ბანი, მათი რიგები დატოვეს გარიმ და დავიდმა, ანტონიო კი ტრავმირებულია, ლამპარდს მოუწია ფრანგის გამოყენება. შედეგმა თავისი კოშმარულობით ყველა მოლოდინს გადააჭარბა, კურტი "მანიუს" პრესინგში მტვერივით გაიფანტა.

მატყუარა ანგარიში - როგორ გავიდა ჩელსის კარში 4 გოლი?

ერთი სიტყვით, "ოლდ ტრაფორდზე" ოცნების კოშკების აგების დრო არ არის, რადგან სოლსკიაერმა აჯობა 1978 წლის შემდეგ ყველაზე სუსტ "არისტოკრატებს". ვნახოთ, შეძლებს თუ არა "მანჩესტერი" მომავალში "ლურჯების" წინააღმდეგ უფრო ლოგიკური გამარჯვების მოპოვებას.

გავიხსენოთ კიდევ ერთხელ - მანჩესტერი-ჩელსი 4:0

შეძლებს იუნაიტედი სიტისა და ლივერპულისთვის კონკურენციის გაწევას?


ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

შოთა არველაძე თვის საუკეთესო მწვრთნელია

ქართველი სპეციალისტი შოთა არველაძე უზბეკეთის ჩემპიონატში კიდევ ერთხელ გამოარჩიეს.

დღეს, 01:44

ასე ამხნევებს გასახდელში კახა ჩხეტიანი ახალგაზრდა ტორპედოელებს [VIDEO]

ეროვნული ლიგის გასულ ტურში "საბურთალო" ქუთაისის "ტორპედოს" ესტუმრა და 0:2 დაამარცხა.

დღეს, 01:42

ჩემპიონთა ლიგაზე რეალს 3 ფეხბურთელი დააკლდება

ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე მადრიდის "რეალი" სტუმრად "გალათასარაის" დაუპირისპირდება.

დღეს, 01:33

რაშფორდი: "მოგებას ვიმსახურებდით"

ინგლისელი ფეხბურთელი მარკუს რაშფორდი თვლის, რომ "ლივერპულთან" მატჩში "მანჩესტერი" მოგებას იმსახურებდა.

დღეს, 01:28

მოურინიო: "ვამაყობ, მაგრამ სოლსკიაერის ადგილას იმედგაცრუებული ვიქნებოდი"

პრემიერ ლიგის ცენტრალური მატჩი "მანჩესტერ იუნაიტედსა" და "ლივერპულს" შორის, ფრედ 1:1 დასრულდა.

დღეს, 01:25

კინი: "მანჩესტერს ეს ფეხბურთელი სჭირდება"

ვეტერანმა ირლანდიელმა ფეხბურთელმა რობი კინმა "მანჩესტერ იუნაიტედს" ფეხბურთელი ურჩია.

დღეს, 01:21

მილანმა ქულები ბოლო წამებზე დაკარგა [VIDEO]

იტალიის ჩემპიონატში გაიმართა საკმაოდ საინტერესო და უხვგოლიანი მატჩი "მილანსა" და "ლეჩეს" შორის.

დღეს, 01:17

ახალი ზელანდია ინგლისთან მატჩს დანაკლისით ხვდება

"ოლ ბლექსი" ნახევარფინალს დანაკლისით ხვდება.

დღეს, 00:54

ოფიციალურად: ავსტრალიას ახალი მწვრთნელი ეყოლება

ავსტრალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელი მაიკლ ჩეკა დაკავებული თანამდებობიდან გადადგა.

დღეს, 00:46

ოლდ ტრაფორდის ძალა - კლოპი მანჩესტერს სტუმრად ვერ ამარცხებს

პრემიერ ლიგის მე-9 ტურში "მანჩესტერ იუნაიტედი" "ოლდ ტრაფორდზე" "ლივერპულს" დაუზავდა - 1:1.

გუშინ, 23:50

86-ე გოლი პრემიერ ლიგაში - ვარდიმ აზარსა და ტორესს გადაასწრო!

პრემიერ ლიგის მე-9 ტურის ეგიდით, "ლესტერ სიტიმ" "ბარნლის" (2:1) მოუგო.

გუშინ, 23:33

ზაფხულში მანჩესტერი ტრანსფერებისთვის 350 მლნ ევროს გამოყოფს

მომავალ ზაფხულს "მანჩესტერ იუნაიტედი" ტრანსფერებში 350 მილიონი ევროს დახარჯვას გეგმავს.

გუშინ, 23:26

ბაიერნის ნახევარმცველს ვარჯიშის მსვლელობისას გულის შეტევის ნიშნები ჰქონდა

"ბაიერნის" დღევანდელ ვარჯიშზე გუნდის ნახევარმცველი, კორანტენ ტოლისო ცუდად გახდა, წერს Bild.

გუშინ, 22:54

ძველი მეტოქეები - დაამხობს ლევანდოვსკი ობამეიანგის რეკორდს?

"ბაიერნის" თავდამსხმელმა, რობერტ ლევანდოვსკიმ ბუნდესლიგის მე-8 ტურში "აუგსბურგის" (2:2) კარი აიღო.

გუშინ, 22:36

კლოპი: "მანჩესტერმა გოლი წესების დარღვევით გაიტანა, VAR-ს პრობლემები აქვს"

"ლივერპულის" მთავარმა მწვრთნელმა, იურგენ კლოპმა "მანჩესტერ იუნაიტედთან" მატჩის შემდეგ განცხადება გააკეთა.

გუშინ, 22:27

სანჩოსთვის ბრძოლა იწყება - საქმეში ორი გრანდია ჩართული

არ არის გამორიცხული, უახლოეს მომავალში "დორტმუნდის" შემტევი, ჯეიდონ სანჩო ერთ-ერთ გრანდში ვიხილოთ.

გუშინ, 22:19

რეკორდები, რომლებიც მანჩესტერმა ლივერპულს არ დაამყარებინა

ინგლისის ჩემპიონატის მე-9 ტურის ეგიდით, "ლივერპული" "მანჩესტერ იუნაიტედს" დაუზავდა - 1:1.

გუშინ, 22:15

ბარსელონას ახალი სამიზნე - საინტერესო ტრანსფერის მოლოდინში

კატალონიის "ბარსელონას" ხელმძღვანელობა უახლოეს მომავალში მორიგ ტრანსფერზე დაიწყებს მუშაობას.

გუშინ, 22:05

რეალს ერიქსენისთვის ბრძოლაში სერიოზული კონკურენტი გამოუჩნდა

"ტოტენჰემის" ნახევარმცველს, კრისტიან ერიქსენს მორიგი სერიოზული მსურველი ჰყავს.

გუშინ, 21:51

ტოტენჰემის ყოფილი მწვრთნელი: "პოჩეტინოს გათავისუფლება სიგიჟე იქნება"

"ტოტენჰემის" ექს-მწვრთნელი, ტიმ შერვუდი მიიჩნევს, რომ "დეზებმა" მაურისიო პოჩეტინო არ უნდა გაათავისუფლონ.

გუშინ, 21:44

საოცარი სერია შეწყდა - ლივერპული მანჩესტერთან მარცხს გადაურჩა [VIDEO]

ინგლისის ჩემპიონატის მე-9 ტურის ეგიდით, "მანჩესტერ იუნაიტედმა" "ლივერპულს" უმასპინძლა.

გუშინ, 21:23

ინტერი სანჩესის შემცვლელს დაიმატებს? - გადაწყვეტილება მიღებულია

მოგეხსენებათ, "ინტერის" თავდამსხმელმა, ალექსის სანჩესმა სერიოზული ტრავმა მიიღო.

გუშინ, 19:57

იაპონია - სამხრეთ აფრიკა 3:26 [VIDEO]

მსოფლიო თასის ბოლო მეოთხედფინალურ მატჩში სამხრეთ აფრიკის ნაკრებმა მასპინძელი იაპონია 26:3 დაამარცხა და ნახევარფინალში გავიდა, სადაც უელსს შეერკინება.

გუშინ, 19:56

მანჩესტერს კონკურენტი გამოუჩნდა - რა ბედი ეწევა დემბელეს?

"ლიონის" თავდამსხმელ მუსა დემბელეთი ინგლისური კლუბები ინტერესდებიან, წერს The Guardian.

გუშინ, 19:49

საუდის პრინცი არ ნებდება - ბინ სალმანი შეთავაზებას ზრდის

საუდის არაბეთის პრინცი, მოჰამედ ბინ სალმანი "მანჩესტერ იუნაიტედის" შეძენას ცდილობს.

გუშინ, 19:43

ფელიქსს დიაგნოზი დაუსვეს - რამდენ ხანს იუქმებს ჟოაო?

"ატლეტიკოს" შემტევი, ჟოაო ფელიქსი ლა ლიგის მე-9 ტურში "ვალენსიასთან" (1:1) გამართულ მატჩში დაშავდა.

გუშინ, 19:33

რანიერის ახალმა გუნდმა რომას ქულები დააკარგვინა [VIDEO]

სერია ა-ს მეცხრე ტურში "რომა" სტუმრად გენუის "სამპდორიას" დაუპირისპირდა.

გუშინ, 19:09

უელსი - საფრანგეთი 20:19 [VIDEO]

მსოფლიო თასის მეოთხედფინალურ მატჩში უელსმა საფრანგეთი 20:19 დაამარცხა და ნახევარფინალში სამხრეთ აფრიკას შეხვდება.

გუშინ, 17:57

იუვენტუსმა 2024 წლამდე 3 ტოპ ტრანსფერი დაგეგმა

Calciomercato-ს ცნობით, ტურინის "იუვენტუსმა" 2024 წლამდე სამი მეგა-ტრანსფერი დაგეგმა.

გუშინ, 17:47

ბარსელონას სერხი რობერტო გამოაკლდა

როგორც მოგეხსენებათ, სერხი რობერტომ "ეიბართან" შეხვედრაში ტრავმა მიიღო.

გუშინ, 17:39

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10