Goal.Ge

მეორე მატჩი, მეორე გამოცდა ლამპარდისთვის - ინგლისური ევროპის სუპერთასი სტამბოლში


მეორე მატჩი, მეორე გამოცდა ლამპარდისთვის - ინგლისური ევროპის სუპერთასი სტამბოლში

ლონდონის „ჩელსის“ ახალ მთავარ მწვრთნელს, ფრენკ ლამპარდს, სადებიუტო შეხვედრებში ძალიან არ გაუმართლა.

ინგლისელმა ექს-ფეხბურთელმა „არისტოკრატები“ მაურიციო სარის წასვლის შემდეგ ჩაიბარა, რომელმაც გუნდს პირველივე სეზონში ევროპა ლიგა მოაგებინა და მაჟორულ ნოტაზე სამშობლოში, „იუვენტუსში“ დაბრუნდა.

თუმცა, ეს მაჟორული ნოტა სარისთვის იყო, ლამპარდი კი სულ სხვა რეალიებში მოვიდა - სატრანსფერო ბანი, წასული მრავალწლიანი ლიდერი და ფეხბურთელები, რომელთა მომავალიც გაურკვეველია. საბოლოოდ, ამ ზაფხულს „ჩელსიდან“ ვეტერანები წავიდნენ - აზარზე ასე არ ითქმის, მაგრამ მან გუნდში შვიდი წელი დაჰყო და ერთ-ერთი ყველაზე გამოცდილი მოთამაშე იყო, მის გარდა, გუნდი ჰარი კეჰილს და დავიდ ლუისსაც გამოემშვიდობა. საინტერესოა, რომ ორივე მათგანი ლონდონურ კლუბშივე გადაბარგდა - ინგლისელი „კრისტალ პალასში“, ბრაზილიელი კი მოსისხლე მტერ „არსენალში“.

მეორე მატჩი, მეორე გამოცდა ლამპარდისთვის - ინგლისური ევროპის სუპერთასი სტამბოლში

სადებიუტო შეხვედრა ვახსენეთ და არ შეიძლება დავიწყება, რომ ლამპარდს ის საერთოდ არ გამოუვიდა. გარდა იმისა, რომ ადგილში არ გაუმართლა (როგორ ფორმაშიც არ უნდა იყოს „მანჩესტერი“, დებიუტისთვის „ოლდ ტრაფორდზე“ ვიზიტი სასურველი ნამდვილად არ უნდა იყოს) ლამპარდს უშუალოდ შეხვედრაშიც არ გაუმართლა, რადგან მისი გუნდი ცუდად არ გამოიყურებოდა, მაგრამ 5 დარტყმიდან 4 გოლი გაუშვა და მატჩი წააგო. რეაბილიტაციისთვის კი ფრენკს მინიმალური დრო აქვს, გუნდი სულ რაღაც სამ დღეში, თურქეთის ქალაქ სტამბოლში უფრო მრისხანე „ლივერპულს“ ევროპის სუპერთასზე ხვდება.

„ლივერპულზე“ ბევრი რაღაცის თქმა არცაა საჭირო - გუნდმა ძირითადი ბირთვი შეინარჩუნა და ფაქტობრივად იგივე შემადგენლობითაა. ცვლილებები მხოლოდ მეკარის პოზიციამ განიცადა, ისიც - სათადარიგომ. მაგრამ, სუპერთასზე მერსისაიდელთა კარს ვერ დაიცავს ალისონი, რომელმაც პრემიერ ლიგის პირველ ტურში კუნთი გაიწყვიტა და მოედანს დაახლოებით 2 თვით ჩამოშორდა.

მეორე მატჩი, მეორე გამოცდა ლამპარდისთვის - ინგლისური ევროპის სუპერთასი სტამბოლში

ურთიერთშეხვედრები:

მეორე მატჩი, მეორე გამოცდა ლამპარდისთვის - ინგლისური ევროპის სუპერთასი სტამბოლში

მთლიანობაში, „ლივერპული“ და „ჩელსი“ ერთმანეთს 182-ჯერ დაუპირისპირდნენ და უპირატესობა „წითლების“ მხარეზეა: 78 გამარჯვება, 41 ფრე და 63 მარცხი.

რაც შეეხება ევროასპარეზს - ჩემპიონთა ლიგაზე ეს ორი გუნდი 9-ჯერ შეხვდა ერთმანეთს და აქ უკვე მცირე უპირესობა „ჩელსის“ მხარეზეა - 3 გამარჯვება, 4 ფრე და 2 მარცხი.

დანაკლისი:

მეორე მატჩი, მეორე გამოცდა ლამპარდისთვის - ინგლისური ევროპის სუპერთასი სტამბოლში

„ლივერპულის“ მთავარი დანაკლისი უკვე მოგახსენეთ - გუნდს ალისონი გამოაკლდება და კარში ადგილს ახალწვეული, ადრიანი დაიკავებს. საეჭვოა ძირითადში სადიო მანეს გამოჩენაც, რომელიც აფრიკის თასიდან გვიან დაბრუნდა და არც „ნორვიჩთან“ პრემიერ ლიგის პირველ ტურში დაუწყია მატჩი პირველ წუთებიდან - სენეგალელი მოედანზე 74 წუთზე გამოჩნდა.

მატჩამდე ერთი დღით ადრე ვარჯიში ბოლომდე ვერ ჩაამთავრა ნაბი კეიტამ, რომელმაც სავარაუდოდ კუნთი დაიზიანა. გაურვეველია, მოახერხებს თუ არა აფრიკელი რამდენიმე საათში მწყობრში დაბრუნებას.

გაცილებით მძიმეა „ჩელსის“ ვითარება, რომელსაც დიდი ალბათობით ნგოლო კანტე ვერ დაეხმარება. ასევე, სულ ახლახანს დაბრუნდნენ ვილიანი და რუდიგერი და სასტარტოში არც მათი გამოჩენაა სავარაუდო.

საინტერესო ფაქტები:

მეორე მატჩი, მეორე გამოცდა ლამპარდისთვის - ინგლისური ევროპის სუპერთასი სტამბოლში

„ლივერპული“ ევროპის სუპერთასზე მონაწილეობას მეექვსედ მიღებს და მეოთხე გამარჯვების მოპოვებას შეეცდება.

„ჩელსის“ ანგარიშზე კი აქამდე 3 სუპერთასის შეხვედრა და უარყოფითი ბალანსია, გუნდმა გამარჯვება ერთხელ, 1998 წელს მოიპოვეს, მომდევნო ორი შეხვედრა კი დათმო.

ვინც არ უნდა მოიგოს, ინგლისური გუნდისთვის ეს მერვე სუპერთასი იქნება, ამაზე მეტი მხოლოდ ესპანურ (15) და იტალიურ (9) გუნდებს აქვთ მოგებული. ინგლისელებს სუპერთასზე 2005 წლის შემდეგ არ მოუგიათ - უკანასკნელი გამარჯვება სწორედ „ლივერპულის“ ანგარიშზეა.

2013 წლის შემდეგ პირველად ფიქსირდება შემთხვევა, როდესაც ევროპის სუპერთასზე მონაწილეობას ესპანური გუნდი არ იღებს. იმ წელს „ჩელსი“ „ბაიერნთან“ პენალტების სერიაში დამარცხდა.

უეფას ეგიდით გამართული ტურნირების ისტორიაში პირველად, შეხვედრას ქალი-არბიტრი გაუძღვება. ამ მატჩზე სტეფანი ფრაპატი დაინიშნა.

ევროპის სუპერთასის მატჩები აქამდე:

„ლივერპული“:
1977 წელი, ორი მატჩის ჯამში 7-1 მოგება „ჰამბურგთან“ (გასვლაზე 1-1, შინ 6-0)
1978 წელი, ორი მატჩის ჯამში მარცხი 3-4 „ანდერლეხტთან“ (გასვლაზე 1-3, შინ 2-1)
1984 წელი, მარცხი „იუვენტუსთან“, 0-2
2001 წელი, გამარჯვება „ბაიერნთან“, 3-2
2005 წელი, გამარჯვება „ცსკასთან“, 3-1 (დამატებითი დროის შემდეგ)

„ჩელსი“:
1998 წელი, გამარჯვება 1-0 „რეალთან“
2012 წელი, მარცხი 1-4 „ატლეტიკოსთან“
2013 წელი, მარცხი პენალტებში „ბაიერნთან“, (2-2, 4-5 პენალტები)

სავარაუდო შემადგენლობები:

„ლივერპული“: ადრიანი, გომესი, მატიპი, ვან დეიკი, რობერტსონი, ჰენდერსონი, ვეინალდუმი, მილნერი, სალაჰი, ფირმინო, მანე

„ჩელსი“: კეპა, ასპილიკუეტა, ზუმა, კრისტენსენი, ალონსო, კოვაჩიჩი, ჟორჟინიო, ბარკლი, პედრო, მაუნტი, ჟირუ.

მატჩი დღეს, 14 აგვისტოს, თბილისის დროით 23:00 საათზე გაიმართება.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

პოგბას საშინელი სტატისტიკა გუშინდელი მატჩის შემდეგ

პრემიერ ლიგაში გამართული მატჩი "ვულვზსა" და "მანჩესტერ იუნაიტედს" შორის, ფრედ 1:1 დასრულდა.

დღეს, 03:40

მესი ბარსელონასთან ერთად კვლავ არ იმყოფება

არგენტინელი თავდამსხმელი ლეო მესი "ბარსელონასთან" ერთად კვლავ არ ვარჯიშობს.

დღეს, 03:36

მარსელო: "რეალს მეტი ტრანსფერი არ სჭირდება"

მადრიდის "რეალის" ბრაზილიელ მცველს მარსელოს კლუბის სატრანსფერო გეგმებზე ჰკითხეს.

დღეს, 03:34

რონალდუ იუვენტუსს შეუერთდა

რამდენიმე კვირიანი პაუზის შემდეგ, "იუვენტუსის" ლიდერი კრიშტიანო რონალდუ გუნდს შეურთდა.

დღეს, 03:31

ლუკა ზარანდია პოლონური გუნდის ყველა დროის სიმბოლურ გუნდში მოხვდა

პოლონური "არკას" ოფიციალურმა საიტმა ჩაატარა გამოკითხვა, სადაც ხალხს ყველა დროის საუკეთესო 11–ეული უნდა აერჩია.

დღეს, 03:26

შინდაგორიძის გოლი და საგოლე გადაცემა ბელარუსში [VIDEO]

ბელარუსის ჩემპიონატში "შახტიორი" "სლუტსკს" დაუპირისპირდა და 0:5 გაანადგურა.

დღეს, 03:19

ნევილი: "პოგბას პენალტზე ვყვიროდი"

"მანჩესტერ იუნაიტედის" ვეტერანი ფეხბურთელი გარი ნევილი პოლ პოგბას პენალტს ეხმაურება.

დღეს, 03:12

სოლსკიაერი პოგბაზე: "ყველაფერი ისე არ ხდება, როგორც გვინდა"

"მანჩესტერ იუნაიტედის" მთავარმა მწვრთნელმა ოლე-გუნარ სოლსკიაერმა პოლ პოგბა დაიცვა.

დღეს, 03:08

კლოპი: "ლივერპულს კოუტინიოს დაბრუნება სურდა"

ფელიპე კოუტინიო "ბაიერნში" გადასვლას "ლივერპულის" მთავარი მწვრთნელი იურგენ კლოპი გამოეხმაურა.

დღეს, 03:05

რაშფორდმა პოგბა დაიცვა: "პენალტს ყველა აფუჭებს"

პრემიერ ლიგის გასულ ტურში "მანჩესტერ იუნაიტედი" "ვულვზს" დაუპირისპირდა და 1:1 ითამაშა.

დღეს, 03:00

სარის პნევმონია დაუდგინდა

ტურინის "იუვენტუსის" მთავარ მწვრთნელს მაურისიო სარის პნევმონია დაუდგინდა.

დღეს, 02:57

პოგბას გაცუდებული პენალტი, მანჩესტერმა პირველი ქულები დაკარგა [VIDEO]

პრემიერ ლიგის მე-2 ტურის მატჩში "მანჩესტერი" "ვულვერჰემპტონს" ესტუმრა და შეხვედრა 1:1 დასრულდა.

დღეს, 00:58

ოფიციალურად: ბარსელონას დემბელე 5 კვირით გამოაკლდა

"ბარსელონას" ოფიციალური საიტის ცნობით, უსმან დემბელემ სერიოზული ტრავმა მიიღო.

დღეს, 00:24

ოფიციალურად: ლიხტშტაინერი ახალ კლუბში გადავიდა

მოგეხსენებათ, გასული სეზონი სტეფან ლიხტშტაინერმა ლონდონის "არსენალში" გაატარა.

გუშინ, 23:59

საქმეში იუვენტუსიც ჩაერთო! - ტურინელთა სუპერ შეთავაზება

"იუვენტუსი" "პსჟ"-ს თავდამსხმელის, ნეიმარის ამ ზაფხულს შეძენითაა დაინტერესებული.

გუშინ, 23:56

რიბერი დათანხმდა - ფრანგის ახალი კლუბი პრაქტიკულად ცნობილია

როგორც გავლენიანი გერმანული გამოცემა Bild წერს, ფრანკ რიბერის ახალი კლუბი ცნობილია.

გუშინ, 23:02

ალექსის სანჩესის ტრანსფერის პირობები გახმაურდა

ცნობილი გახდა "მანჩესტერის" თავდამსხმელ ალექსის სანჩესის "ინტერში" ტრანსფერის პირობები.

გუშინ, 22:58

სარის პნევმონია დაუდგინდა - სპეციალისტს მკურნალობა დაუნიშნეს

"იუვენტუსის" მწვრთნელს, მაურისიო სარის პნევმონია დაუდგინდა, წერს კლუბის ოფიციალური საიტი.

გუშინ, 22:53

გიორგი ხარაიშვილმა შვედეთში ბრწყინვალე საგოლე გადაცემა გააკეთა [VIDEO]

გიორგი ხარაიშვილის მორიგი საგოლე გადაცემა შვედეთში.

გუშინ, 22:40

ოფიციალურად: იუვენტუსმა ამ ზაფხულს ნაყიდი ფეხბურთელი გაუშვა

ტურინის "იუვენტუსმა" ამ ზაფხულს შეძენილი ფეხბურთელის გაშვება ოფიციალურად დაადასტურა.

გუშინ, 22:05

ატლეტიკომ საჩივარი გამოიტანა - ყველაფერი დასრულდა?

როგორც ჩანს, "ატლეტიკო" ანტუან გრიზმანის ტრანსფერთან დაკავშირებით "ბარსელონას" აღარ უჩივის.

გუშინ, 21:57

პირველი ოფიციალური შეთავაზება მზადაა, დეტალები ცნობილია - ESPN

"ბარსელონამ" "პარი სენ ჟერმენს" თავდამსხმელ ნეიმარის ტრანსფერზე წინადადება გაუმზადა.

გუშინ, 21:39

გაუპატიურების საქმე: რამდენი გადაუხადა დუმილისთვის რონალდუმ ბრალმდებელს?

მოგეხსენებათ, ამერიკელმა ქალბატონმა, კეტრინ მაიორგამ კრიშტიანუ რონალდუ გაუპატიურებაში დაადანაშაულა.

გუშინ, 21:33

ახალი კონტრაქტი ობამეიანგს - ფორვარდის პოზიცია ცნობილია

"არსენალი" თავდამსხმელ პიერ-ემერიკ ობამეიანგთან კონტრაქტის გახანგრძლივებაზე მოლაპარაკებებს აწარმოებს.

გუშინ, 21:26

ხედირამ საკუთარ მომავალს ნათელი საბოლოოდ მოჰფინა

არაერთხელ დაიწერა იმის შესახებ, რომ ნახევარმცველმა, სამი ხედირამ შესაძლოა "იუვენტუსი" დატოვოს.

გუშინ, 20:26

იუვენტუსის ხმაურიანი სამიზნე - 80-მილიონიანი ტრანსფერის მოლოდინში

აღნიშნულ ინფორმაციას ავტორიტეტული ფრანგული გამოცემა L'Equipe ავრცელებს.

გუშინ, 20:21

მალდინი მადრიდშია! - რეალთან მოლაპარაკებები იწყება

"მილანის" სპორტული დირექტორი, პაოლო მალდინი მოლაპარაკებების გასამართად მადრიდში ჩავიდა.

გუშინ, 20:15

"რეალში პირველივე დღიდან კრიტიკას ვაწყდები", - მარსელო ალაპარაკდა

"რეალის" მარცხენა მცველმა, მარსელომ საკმაოდ საინტერესო განცხადება გააკეთა.

გუშინ, 20:11

იკარდი მონაკოში? - ვანდა ნარამ ყველაფერს ფარდა ახადა

აქამდე არსებული ინფორმაციით, "ინტერის" ფორვარდი, მაურო იკარდი შესაძლოა "მონაკოში" გადავიდეს.

გუშინ, 20:05

რიბერისთვის ბრძოლაში მთავარი ფავორიტი გამოკვეთილია

მოგეხსენებათ, ამ ეტაპზე, "ბაიერნის" ექს-ნახევარმცველი, ფრანკ რიბერი თავისუფალი აგენტია.

გუშინ, 19:28

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10