"ჰერტა" შტოკერს გაიფორმებს

"ბაზელის" შემტევი ვალენტინ შტოკერი ახალ სეზონს ბერლინის "ჰერტაში" დაიწყებს. შვეიცარიელი შემტევი გერმანულ კლუბთან კონტრაქტს 2018 წლის 30 ივნისამდე გააფორმებს.
ოფიციალური საიტი სატრანსფერო ღირებულებას არ ავრცელებს, თუმცა ავტორიტეტული ვებ-გვერდი kicker იტყობინება, რომ გერმანელებს შტოკერის ტრანსფერი 4 მილიონამდე დაუჯდა.
"მე ძალიან მოხარული ვარ. ბუნდესლიგა - მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო ტურნირია. როდესაც გავიგე, რომ "ჰერტამ" ჩემს თაობაზე შეთავაზება გაკეთა, მე მაშინვე დავთანხმდი, რადგან ბერლინურ კლუბში თამაში ძალიან მსურს.", - განაცხადა ვალენტინ შტოკერმა.
შეგახსენებთ, რომ შტოკერი ბერლინენთათვის მეორე შენაძენია. აქამდე მათ "ლევერკუზენის" ჰავბეკი იენს ჰეგელერი გაიფორმეს.
ფოტო: Imago
ინფორმაციის წყარო: kicker