Goal.Ge

უხეში შეცდომები, არ დახარჯული ფული, წინასწარი ზეიმი - რა გახდა საბურთალოს გავარდნის მიზეზი?


უხეში შეცდომები, არ დახარჯული ფული,  წინასწარი ზეიმი - რა გახდა საბურთალოს გავარდნის მიზეზი?

ევროპა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე "საბურთალო" საკუთარ მოედანზე "არარატ–არმენიასთან" დამარცხდა.

გულშემატკივარს წელს მაინც ჰქონდა იმედი, რომ ქართული კლუბი ევროტურნირებზე გავიდოდა, მაგრამ კიდევ ერთმა წარუმატებელმა ზაფხულმა ჩაიარა.

თითქოს, ყველაფერი გეგმის მიხედვით მიდიოდა და "საბურთალოს" ჯგუფში შესვლის რეალური შანსი ჰქონდა, მაგრამ ყველაფერი წყალში ჩაიყარა.

პირველი დიდი ემოციები, რომელმაც იმედი ჩაგვისახა

პირველ რაუნდში "საბურთალო" "შერიფთან" ფავორიტი არ იყო, მაგრამ დიდი სენსაცია დააფიქსირა და სტუმრად მეტოქე უშანსოდ, 0:3 დაამარცხა. თამამად შეიძლება ითქვას, რომ ამის შემდეგ, "საბურთალოს" ის ფეხბურთი არცერთ მატჩში უჩვენებია, რაც 0:3 მოგების დროს გვანახა.

თითქოს, ამ მოგებით იმედი ჩაგვესახა, მაგრამ ერთ თვეში ისევ ის სურათი მივიღეთ, რასაც მიჩვეულები ვართ ხოლმე და ეს ერთი კონკრეტული მატჩი, წარმოსახვითი იყო.

გუნდის არასწორი დაკომპლექტება

თავის დროზე, "საბურთალოში" სინჯებზე მყოფი ოგნიენ როლოვიჩი რომ არა, შეიძლება "საბურთალო" დღეს აქამდეც ვერ მოსულიყო, თუმცა მისი გოლის ალღოს თვისება მხოლოდ 2 მატჩში გამოგვადგა. იმ მატჩებშიც, როცა როლოვიჩმა გოლი გაიტანა, საშინლად გამოიყურებოდა. ცუდ ფორმაშია გიორგი გაბედავა, რომელსაც ჯერ "საბურთალოში" გოლი არ გაუტანია. ფორვარდის პრობლემა გუნდს აშკარად ეტყობოდა.

გამოჩნდა, რომ გუნდის კაპიტანი გაგი მარგველაშვილი ოდნავ მაღალ დონეზე სათამაშოდ ჯერ მზად არ არის და შესაბამისი გამოცდილება სჭირდება, რაც წესით, ამ მატჩებში უნდა მიეღო.

საშინლად ითამაშა გეგა დიასამიძემ. შეტევების სწორი წარმართვა და ბურთს ამოტანა მასზე იყო დამოკიდებული, რასაც სათანადოდ თავი ვერ გაართვა და ეს თამაშის ხარისხზეც აისახა.

უხეში შეცდომები, არ დახარჯული ფული,  წინასწარი ზეიმი - რა გახდა საბურთალოს გავარდნის მიზეზი?

ტაქტიკა, რომელმაც ვერ გაამართლა

"საბურთალოს" მთავარი მწვრთნელი გიორგი ჭიაბრიშვილი სულ ამბობდა, რომ რაც არ უნდა იყოს, მისი გუნდი შემტევ ფეხბურთს ითამაშებდა. როგორ უნდა ითამაშოს გუნდმა შეტევითი ფეხბურთი, როცა 11-ეულში 7 დაცვითი ტიპის ფეხბურთელია?

"არარატთან" მატჩში ძირითად შემადგენლობაში 5 მცველი, 2 ჩამშლელი და 3 შემტევი იყო. ამ ტაქტიკით შემტევი ფეხბურთის თამაში რთულია.

მეტოქემ კარგად შეისწავლა გიორგი კოხრეიძე, რომელმაც საბედისწერო შეცდომა დაუშვა, გიორგი რეხვიაშვილთან ერთად. 

ფაქტია, 5-მცველიანმა ტაქტიკამ ვერ გაამართლა და ვერც ანგარიშის შენარჩუნებაზე ვითამაშეთ, ვერც გოლის გატანაზე და ვერც დაცვაში სტაბილურობით გამოვირჩეოდით.

ევრო ასპარეზზე თამაშის არ ცოდნა

აბსოლუტურად ყველა მატჩში გამოჩნდა, რომ "საბურთალოს" ფეხბურთელთა უმრავლესობა ევრო ასპარეზზე პირველად თამაშობდა.

უაზროდ მიღებული ყვითლები, უაზროდ აკიდებული ჯარიმები, წაგებული ფიზიკური ორთაბრძოლები.

პირველ რიგში, ეს მათთვის უნდა იყოს გაკვეთილი, რომ ეს არ არის საქართველოს ჩემპიონატის მატჩი, სადაც მე–10 წამზე მსაჯი ყვითელ ბარათს არასდროს მოგცემს, ეს არის ევროპა, სადაც ყოველი ნაბიჯი და ქმედება მკაცრად კონტროლდება.


გულშემატკივრის წნეხი და წინასწარი ემოციები

"საბურთალოს" კენჭისყრაში იმდენად გაუმართლა, რომ გულშემატკივარი გუნდის ჯგუფში შესვლას წინასწარ ზეიმობდა. ამით ფეხბურთელებზე უფრო დიდი წნეხი წამოვიდა.

ამ მატჩებში ისიც გამოჩნდა, რომ "საბურთალოს" ბევრი ხალხის წინ თამაში არ შეუძლია. შინ სამივე თამაში ისე წავაგეთ, რომ მხოლოდ ერთი გოლი გავიტანეთ.

"საბურთალო" ევროტურნირებზე პირველად იყო გასული და რეალურად, მათი ამ ეტაპამდე მისვლა დებიუტანტის კვალობაზე ცუდი შედეგი არ უნდა იყოს, მაგრამ, გულშემატკივარი უკმაყოფილო იმითაა, რომ არა რომელიმე ძლიერ გუნდთან, არამედ მეზობელი ქვეყნის წარმომადგენელ არარატთან დავმარცხდით.

დარწმუნებულები ვიყოთ, "საბურთალო" პირველივე ეტაპზე "შერიფთან" რომ გავარდნილიყო, ისეთი დიდი კრიტიკის ქვეშ არ მოექცეოდა, როგორც ახლაა.

კლუბის პრეზიდენტმა ტარიელ ხეჩიკაშვილმა ერთი თვის წინ თქვა, რომ მის გუნდს აქვს 5–წლიანი გეგმა, რაც ევროტურნირებზე წარმატებულ გამოსვლას ისახავს მიზანს და პირველივე წელს, "საბურთალოს" ასეთ შედეგს არავინ ელოდა. გუშინდელ ინტერვიუში კი მან განაცხადა, რომ გუნდში ცვლილებები იქნება.

უხეში შეცდომები, არ დახარჯული ფული,  წინასწარი ზეიმი - რა გახდა საბურთალოს გავარდნის მიზეზი?

რით გვაჯობა სომხეთმა?

საფეხბურთო კუთხით, სომხეთი ის უიშვიათესი ქვეყანა იყო, რომელსაც ჩვენთან "სატრაბახო" არ ჰქონდა და ისინიც ავალაპარაკეთ. რით სჯობია სომხეთის ჩემპიონი, საქართველოს ჩემპიონს?

მთავარი, რაშიც მეტოქემ გვაჯობა, გუნდის სწორედ დაკომპლექტებაა. არარატში ჩავიდნენ ნორმალური დონის ლეგიონერები და ამისთვის გარკვეული თანხა იქნა დახარჯული. სწორედ ამ ლეგიონერების ხარჯზე მოიგო "არარატმა." მეტოქემ დაგვანახა, რომ ცოტა ფულს თუ დახარჯავ და 2-3 ნორმალურ ფეხბურთელს ჩამოიყვან, ევროპა ლიგის ჯგუფში შესვლა სავსებით რეალურია.

ხშირად ვისმენთ ფრაზას - კარგი ლეგიონერი საქართველოში პირობების გამო არ ჩამოვა... ამის მაგალითადაც "არარატ-არმენია" უნდა გამოვიყენოთ - განა, არის სომხეთში საქართველოზე კარგი პირობები? ფაქტია, არარატს იმ დონის ლეგიონერები ჰყავს, რომელთა თამაშიც მინიმუმ ევროპა ლიგის ფლეი-ოფს, ან ჯგუფურ ეტაპს აკმაყოფილებს.

მიუხედავად წარუმატებელი შედეგისა, ქართულმა გუნდებმა ამ ევროტურნირებზე საკმაო ოდენობის თანხა გამოიმუშავეს. იმედია, ეს თანხა ახლა მაინც დაიხარჯება სწორად და მომავალ წელს კარგად დაკომპლექტებულ და ერთი მიზნისკენ მიმართულ გუნდს ვიხილავთ, მაგრამ ეს უკვე პარადოქსია - ყოველი წარუმატებელი წლის შემდეგ ამ ფრაზას ვამბობთ - "მომავალ წელს..."

უხეში შეცდომები, არ დახარჯული ფული,  წინასწარი ზეიმი - რა გახდა საბურთალოს გავარდნის მიზეზი?

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

დიდი საჩუქარი რაგბის გულშემატკივარს!

20 სექტემბრიდან 2 ნოემბრამდე იაპონიაში რაგბის მსოფლიო თასი გაიმართება, რომელშიც მონაწილეობას საქართველოს ნაკრებიც იღებს.

20-09-2019, 21:42

მხოლოდ მეოთხე ფეხბურთელი ისტორიაში - კოუტინიოს მიღწევა

„ბაიერნში“ განათხოვრებული „ბარსელონას“ შემტევი, ფილიპე კოუტინიო, „კიოლნთან“ მატჩში გატანილი გოლით ისტორიაში შევიდა.

დღეს, 17:16

ბექა ლომთაძემ ფინალში რუსი დაამარცხა და მსოფლიო ჩემპიონი გახდა!

ყაზახეთში მიმდინარეობს მსოფლიო ჩემპიონატი ჭიდაობაში, სადაც ქართველები წარმატებით გამოდიან.

დღეს, 17:16

"რაღაც უცნაური ხდება", - ბარსელონაში სიტუაცია ირევა

ESPN იტყობინება, რომ „ბარსელონას“ არაერთი ფეხბურთელი ერნესტო ვალვერდესადმი ნდობას კარგავს.

დღეს, 16:30

ჩემბერლენი: "სალაჰი არ ღორობს? გაგიჟდით? სადიო მანეს მაინც ჰკითხეთ"

„ლივერპულის“ ნახევარმცველმა, ალექს ოქსლეიდ-ჩემბერლენმა, მოჰამედ სალაჰზე იხუმრა.

დღეს, 14:57

სევილია - რეალი: ბუკმეიკერებმა მიზერული ფავორიტი დაასახელეს

დღეს, ლა ლიგის ცენტრალურ შეხვედრაში ერთმანეთს „სევილია“ და მადრიდის „რეალი“ დაუპირისპირდებიან.

დღეს, 14:51

კონტე: "ჩემპიონთა ლიგაზე წარუმატებლობამ მილანური დერბი მოგვაგებინა"

მილანის „ინტერის“ მთავარმა მწვრთნელმა „დერბი დელა მადონინას“ მოგების შემდეგ, მატჩი შეაფასა.

დღეს, 14:46

სარი: "ბევრი ცვლილების გამო ბალანსი დავკარგეთ"

„იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა, მაურიციო სარიმ, „ვერონასთან“ გამარჯვება (2:1) შეაფასა.

დღეს, 13:50

ბალოტელი: "ასეთი წონა ბოლოს მანჩესტერ სიტიში მქონდა"

იტალიური „ბრეშიას“ თავდამსხმელმა, მარიო ბალოტელიმ, აღნიშნა, რომ ძალიან კარგ ფიზიკურ კონდიციებში იმყოფება.

დღეს, 13:36

"წაგება ფეხბურთის ნაწილია", - გვარდიოლა 8:0-ს მოგების შემდეგ

„მანჩესტერ სიტის“ მთავარმა მწვრთნელმა, ხოსეპ გვარდიოლამ, „უოტფორდის“ 8:0 დამარცხება შეაფასა.

დღეს, 11:38

მარტიდან უმუშევარი სოლარი სამსახურს 2020-ში დაუბრუნდება?

მადრიდის „რეალის“ ყოფილმა მწვრთნელმა, სანტი სოლარიმ, შესაძლოა დევიდ ბექჰემის გუნდი „ჩაიბაროს.

დღეს, 11:34

"გრანადას გაცილებით მეტის გატანა შეეძლო", - ვალვერდემ მარცხი შეაფასა

„ბარსელონას“ მთავარმა მწვრთნელმა, ერნესტო ვალვერდემ, „გრანადასთან“ წაგება შეაფასა.

დღეს, 10:44

როდის ჰქონდა ბოლოს ბარსელონას ასეთი ცუდი სტარტი პრიმერაში?

„ბარსელონა“ ლა ლიგის მეხუთე ტურში სტუმრად „გრანადასთან“ დამარცხდა.

დღეს, 10:33

იუვეს სპორტული დირექტორი: "მანჯუკიჩის წასვლა იწელება"

„იუვენტუსის“ სპორტულმა დირექტორმა, ფაბიო პარატიჩიმ, მარიო მანჯუკიჩის ყატარის კლუბ „ალ-რაინში“ გადასვლაზე ისაუბრა.

დღეს, 10:30

სოლსკიაერი: "რეალის პრეზიდენტს არ ვუსმენ, პოგბას არსად წასვლა არ უნდა"

„მანჩესტერ იუნაიტედის“ მთავარმა მწვრთნელმა, ოლე-გუნარ სოლსკიაერმა, გუნდიდან პოლ პოგბას შესაძლო წასვლაზე კიდევ ერთხელ ისაუბრა.

დღეს, 10:27

ჩელსი სტემფორდ ბრიჯზე ლივერპულის უდანაკარგო სვლის შეჩერებას შეეცდება

„მანჩესტერ სიტიმ“ 8-0 მოიგო და „ლივერპულთან“ სხვაობა 2 ქულამდე დაიყვანა, როგორ უპასუხებენ მერსისაიდელები?

დღეს, 10:21

არველაძეებმა ჩემპიონობა ქართული სიმღერით აღნიშნეს [VIDEO]

მოგეხსენებათ, ჩემპიონატის დასრულებამდე რამდენიმე ტურით ადრე, "ფახთაქორი" უზბეკეთის ჩემპიონი გახდა.

დღეს, 04:49

სხირტლაძის ბრწყინვალე თამაში პოლონეთში - დუბლი და საგოლე გადაცემა [VIDEO]

პოლონეთის ჩემპიონატის მე-9 ტურში "არკა" "ლოდსს" დაუპირისპირდა და სტუმრად 1:4 დაამარცხა.

დღეს, 04:45

შოთა არველაძე უზბეკეთის ჩემპიონია!

უზბეკეთის ჩემპიონატის მე-20 ტურში "ფახთაქორი" "ბეკობოდს" დაუპირისპირდა და 1:2 დაამარცხა.

დღეს, 04:40

ალექსანდრ-არნოლდი: "მსოფლიო ფეხბურთში ფირმინოზე კრეატიული მხოლოდ ერთი მოთამაშეა"

"ლივერპულის" მცველი ალექსანდრ-არნოლდი თავის თანაგუნდელს, რობერტო ფირმინოს აქებს.

დღეს, 04:36

ბუფონმა მალდინის რეკორდი გაიმეორა

იტალიის ჩემპიონატში "იუვენტუსი" "ვერონას" დაუპირისპირდა და მეტოქე 2:1 დაამარცხა.

დღეს, 04:31

პოჩეტინო: "თუ ყველა მატჩში 2 გოლი გავუშვით, არაფერი გამოვა"

პრემიერ ლიგის გასულ ტურში "ტოტენჰემი" "ლესტერს" დაუპირისპირდა და 2:1 დამარცხდა.

დღეს, 04:28

ვალვერდე: "ამ ყველაფერზე პასუხისმგებელი მე ვარ"

"გრანადასთან" წაგებული მატჩის შემდეგ კომენტარი "ბარსელონას" თავკაცმა ერნესტო ვალვერდემ გააკეთა.

დღეს, 04:18

სუარესი: "ამ წაგებამ ბევრ რამეზე უნდა დაგვაფიქროს"

ლა ლიგის გასულ ტურში "ბარსელონამ" სენსაციური ანგარიში დააფიქსირა და "გრანადასთან" 2:0 წააგო.

დღეს, 04:14

სოლსკიაერმა პოგბას მომავალზე ისაუბრა

აქტიურად იწერება, რომ ზამთრის სატრანსფერო ფანჯარაზე მადრიდის "რეალი" პოლ პოგბას იყიდის.

დღეს, 04:09

კლოპი გვარდიოლას ხუმრობაზე: "დასრულებული არაფერია და ეს მანაც იცის"

როცა "მანჩესტერ სიტი" წინა ტურში "ნორვიჩთან" დამარცხდა, გვარდიოლამ განაცხადა, რომ ლივერპულისთვის ჩემპიონობა უკვე უნდა მიგველოცა.

დღეს, 04:05

გვარდიოლა: "5 გოლი 18 წუთში - ეს ნორმალური არ არის"

"მანჩესტერ სიტის" მთავარი მწვრთნელი პეპ გვარდიოლა თავისი გუნდის თამაშით კმაყოფილია.

დღეს, 04:00

"სწორედ ასეთი მწვრთნელი მინდოდა" - ლუკაკუმ კონტე შეაქო

სერია ა-ს ტურის ცენტრალური მატჩი "ინტერსა" და "მილანს" შორის, "ინტერის" გამარჯვებით 0:2 დასრულდა.

დღეს, 03:53

გრანადასთან მარცხით ბარსელონამ ანტი-რეკორდი დაამყარა

ლა ლიგის მე-5 ტურში კატალონიის "ბარსელონა" "გრანადას" ესტუმრა და 2:0 დამარცხდა.

დღეს, 03:49

ბარსელონას გრანადასთან მესის დაბრუნებამაც ვერ უშველა [VIDEO]

2019/20-წლების ლა ლიგაში „ბარსელონას“ ჯერ გასვლაზე მატჩი არ აქვს მოგებული.

დღეს, 00:55

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10