Goal.Ge

ლა ლიგა და ბუნდესლიგა იწყება დღეს! - მესისა და რობენი-რიბერის შემცვლელების გარეშე


ლა ლიგა და ბუნდესლიგა იწყება დღეს! - მესისა და რობენი-რიბერის შემცვლელების გარეშე

დღეს, თბილისის დროით 22:30 საათზე საფეხბურთო ევროპა ეკრანებთან გვიხმობს. აღნიშნულ დროს სტარტს იღებს ბუნდესლიგის 2019-2020 წლის სეზონის გათამაშება, ნახევარი საათის შემდეგ კი მონატრებული ლა ლიგაც გვიბრუნდება.

გერმანიის ჩემპიონატი "ბაიერნი" - "ჰერტას" შეხვედრით იხსნება, ესპანეთში კი პირველები მოედანზე "ბილბაო" და "ბარსელონა" გამოდიან. გავიხსენოთ ყველაფერი ის, რაც ევროსეზონის დაწყებამდე აუცილებლად უნდა ვიცოდეთ.

ბილბაო - ბარსელონა (23:00)

კატალონიური კლუბი პრიმერას სტარტს უდიდესი დანაკლისით ხვდება, "ბლაუგრანას" ლაზარეთში თვით ლიონელ მესია. არგენტინელმა შემტევმა ტრავმა წინასასეზონო შეკრებაზე მიიღო. დიახ, ლეოს არყოფნა პრობლემაა, მაგრამ ერნესტო ვალვერდე მაღალი დონის ფორვარდების დეფიციტს ნამდვილად განიცდის.

"კამპ ნოუს" მკვიდრების განკარგულებაში არიან სუარესი, ახალწვეული გრიზმანი, დემბელე და კოუტინიო. არაა გამორიცხული, რომ მალე მათ რიცხს ნეიმარიც შეემატოს, თუმცა "ატლეტიკთან" მატჩისთვის ბრაზილიელის ტრანსფერი ვერ მოესწრება.

აღსანიშნავია, რომ მესის გარდა, "ბარსელონას" ვერ დაეხმარება ნეტოც, მაგრამ მარკ-ანდრე ტერ შტეგენის არსებობა ბრაზილიელი კიპერის ტრავმას მეორეხარისხოვან პრობლემად ხდის. შეგახსენებთ, "ვალენსიას" ექს-კიპერთან ერთად, კატალონიელებმა მიმდინარე ზაფხულს დაიმატეს ფირპო და ზემოთხსენებული ანტუანი.

სავარაუდო შემადგენლობები

ბილბაო - სიმონი, ბალენსიაგა, დე მარკოსი, მარტინესი, იერაი, დანი გარსია, რაულ გარსია, ლოპესი, იური, მუნიაინი, უილიამსი

ბარსელონა - ტერ შტეგენი, პიკე, ლანგლე, ალბა, სემედო, ბუსკეტსი, დე იონგი, რაკიტიჩი, დემბელე, გრიზმანი, სუარესი

ლა ლიგა და ბუნდესლიგა იწყება დღეს! - მესისა და რობენი-რიბერის შემცვლელების გარეშე

ბაიერნი - ჰერტა (22:30)

მიუნხენელები სეზონს იწყებენ სიახლეებით, მაგრამ არა ისეთი მასშტაბურით, როგორსაც ველოდით. დიახ, "რეკორდმაისტერი" სატრანსფერო ბაზარზე დიდად არასდროს აქტიურობს, მაგრამ არიენ რობენისა და ფრანკ რიბერის წასვლით, "წითლებს" ფულით სავსე სეიფის გახსნა მოუწიათ.

"ბავარია" თაფლავდა გარეტ ბეილს, ფელიპე კოუტინიოსა და ლეროი სანეს, თუმცა "ალიანც არენაზე" ივან პერიშიჩი აღმოჩნდა. ცნობისთვის, გერმანიაში სატრანსფერო ფანჯარა ჯერ არ დახურულა და აქედან გამომდინარე, ნიკო კოვაჩს ჯერ კიდევ შეუძლია ფულის ხარჯვა.

თუ "ბაიერნის" შეტევა ბევრ კითხვას აჩენს, დაცვაში პრეტენზიები არ არის. მიუნხენელებმა გაიფორმეს ორი მსოფლიო ჩემპიონი უკანახაზელი - ბენჟამინ პავარი და ლუკას ერნანდესი. რაც შეეხება დანაკლისს, "რეკორდმაისტერს" ბერლინელებთან ხავი მარტინესი ვერ დაეხმარება.

სავარაუდო შემადგენლობები

ბაიერნი - ნოიერი, პავარი, ზულე, ალაბა, კიმიხი, ტოლისო, გორეცკა, ტიაგო, მიულერი, კომანი, ლევანდოვსკი

ჰერტა - იარშტეინი, შტარკი, რეკიკი, ტორუნარიგა, ლეკი, დარიდა, მიტელშტადტი, გრუჯიჩი, დუდა, კალუ იბიშევიჩი

ლა ლიგა და ბუნდესლიგა იწყება დღეს! - მესისა და რობენი-რიბერის შემცვლელების გარეშე

რომელ მატჩს ირჩევთ საყურებლად?


ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

US OPEN - დიდი სლემის ტურნირზე ერთბაშად 3 ქართველი იასპარეზებს!

25 აგვისტოდან სტარტს ამერიკის ღია პირველობა აიღებს, სადაც ერთბაშად 3 ქართველი იასპარეზებს.

დღეს, 02:51

მსოფლიო ჩემპიონატი იწყება - რომელი ძიუდოისტები გამოვლენ საქართველოს სახელით?

25 აგვისტოს, ძიუდოს მსოფლიო ჩემპიონატი იწყება, სადაც ქართველების წარმატების მოლოდინში ვართ.

დღეს, 02:46

ტორესის რეკორდი, რომელიც ჯერჯერობით ვერავინ გაიმეორა

ესპანელმა ფეხბურთელმა ფერნანდო ტორესმა კარიერის დასრულებაზე ოფიციალური განცხადება გააკეთა.

დღეს, 02:42

სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე, ნეიმარი პსჟ-ში არ ითამაშებს

ბოლო დღეებში, ყველაზე აქტუალური თემა ნეიმარის ტრანსფერია, რომლის მომავალს "რეალს" და "ბარსელონას" უკავშირებენ.

დღეს, 02:38

ლუკაკუმ იკარდის მაისური წაართვა - არგენტინელის ახალი ნომერი ცნობილია

მილანის "ინტერის" ახალწვეულმა რომელუ ლუკაკუმ გუნდში 9-ნომრიანი მაისური მოირგო.

დღეს, 02:32

სოლსკიაერმა სანჩესის მომავალზე კომენტარი გააკეთა

ბოლო პერიოდში აქტიურად იწერება, რომ ალექსის სანჩესი კარიერას "ინტერში" გააგრძელებს.

დღეს, 02:29

დინამო თბილისის შემდეგ, უეფამ რეინჯერსიც დასაჯა

უეფამ "დინამო თბილისი" ტრიბუნაზე გამოფენილი ფაშისტური ბანერის გამო დასაჯა და "ფეიენოორდთან" გამართული საშინაო მატჩი მაყურებლის გარეშე ჩატარდა.

დღეს, 02:25

კლოპი თავისი გუნდის თამაშით კმაყოფილია

"არსენალთან" გასამართი მატჩის წინ კომენტარი "ლივერპულის" მთავარმა მწვრთნელმა იურგენ კლოპმა გააკეთა.

დღეს, 02:12

ლამპარდი: "დროგბასნაირი ფორვარდი არ გვჭირდება"

ლონდონის "ჩელსის" მთავარ მწვრთნელს იმის გამო აკრიტიკებენ, რომ ჯერ თამაში არ მოუგია და ტოპ 6 გუნდს შორის, ყველაზე ცოტა გატანილი გოლი აქვს.

დღეს, 02:07

სანჩომ ბუნდესლიგაში რეკორდი დაამყარა

ბუნდესლიგის გასულ ტურში "დორტმუნდი" სტუმრად "კიოლნს" დაუპირისპირდა და 1:3 დაამარცხა.

დღეს, 02:03

ემერიმ ლივერპულთან შანსები შეაფასა

დღეს გაიმართება პრემიერ ლიგის ცენტრალური მატჩი "არსენალსა" და "ლივერპულს" შორის.

დღეს, 02:00

დიდი წარმატება - მარიამ ბოლქვაძემ მოიგო და დიდი სლემის ტურნირზე ითამაშებს!

ცოტა ხნის წინ დასრულდა ამერიკის ღია პირველობის საკვალიფიკაციო ეტაპის შეხვედრა.

დღეს, 01:30

დორტმუნდმა ბუნდესლიგაში ზედიზედ მეორე მატჩი მოიგო [VIDEO]

გერმანიის ბუნდესლიგის მეორე ტურში ერთმანეთს "კიოლნი" და "დორტმუნდი" დაუპირისპირდნენ.

დღეს, 00:25

ბარსელონამ დემბელეს ულტიმატუმი წაუყენა

"ბარსელონას" ხელმძღვანელობა გუნდის შემტევი ნახევარმცველის, უსმან დემბელეს საქციელით უკმაყოფილოა.

გუშინ, 23:42

ოფიციალურად: რენატო სანჩესი ახალ კლუბში გადავიდა

"ბაიერნის" ნახევარმცველის, რენატო სანჩესის მიუნხენური გრანდიდან წასვლა ოფიციალურად დადასტურდა.

გუშინ, 23:36

პრაქტიკულად გადაწყდა: ლევანდოვსკის მომავალი გარკვეულია

როგორც ავტორიტეტული გერმანული გამოცემა Bild წერს, რობერტ ლევანდოვსკის მომავალი გადაწყვეტილია.

გუშინ, 23:18

ბარსელონა 60 მილიონ ევროიან ტრანსფერს ახორციელებს

"ბარსელონა" "იუვენტუსის" ნახევარმცველ როდრიგო ბენტანკურის შეძენასთანაა ახლოს, წერს TyC Sports.

გუშინ, 23:15

3x3! - იუვენტუსი პსჟ-ს მეგა გაცვლას სთავაზობს

"იუვენტუსი" "პარი სენ ჟერმენს" ფეხბურთელების გაცვლას სთავაზობს, იუწყება გავლენიანი გამოცემა AS.

გუშინ, 23:12

ნეიმარმა ბარსელონას ულტიმატუმი წაუყენა

ავტორიტეტული ესპანური გამოცემა El Mundo Deportivo საკმაოდ საინტერესო და ხმაურიან ინფორმაციას ავრცელებს.

გუშინ, 22:49

რეალი პსჟ-სგან გარანტიებს ითხოვს - რა აშინებს მადრიდელებს?

"რეალს" სურს "პსჟ"-სგან ნეიმარის ფუნქციონალურ მდგომარეობასთან დაკავშირებით გარანტიები მიიღოს.

გუშინ, 22:44

რეალმა პაუზა აიღო - როდის ჩაერთვებიან საქმეში მადრიდელები?

"რეალმა" "პსჟ"-ს ნეიმარის ტრანსფერზე მიმდინარე მოლაპარაკებებში პაუზა აიღო, იუწყება გავლენიანი გამოცემა AS.

გუშინ, 22:38

რეალის ფეხბურთელი, რომელიც ნეიმარის ტრანსფერს შეეწირება

მოგეხსენებათ, "რეალი" "პარი სენ ჟერმენის" თავდამსხმელის, ნეიმარის ხელში ჩაგდებას აქტიურად ცდილობს.

გუშინ, 22:26

ლივერპული ფეხბურთის ისტორიაში რეკორდულ კონტრაქტს აფორმებს

პრაქტიკულად გადაწყვეტილია, რომ "ლივერპული" ფეხბურთის ისტორიაში ყველაზე სარფიან კონტრაქტს გააფორმებს.

გუშინ, 22:20

"რატომ არ თამაშობს აბურჯანია 90 წუთს?" - ტვენტეს მწვრთნელის კომენტარი

მას შემდეგ, რაც გიორგი აბურჯანია "ტვენტეში" გადავიდა, ორი ოფიციალური მატჩი ჩაატარა და ორივეში შეცვლიდან შევიდა.

გუშინ, 22:10

რას წერენ სამხრეთ კორეელი გულშემატკივრები საქართველოს ნაკრებთან მატჩის წინ?

5 სექტემბერს, თურქეთში გაიმართება ამხანაგური მატჩი საქართველოსა და სამხრეთ კორეის ნაკრებებს შორის.

გუშინ, 21:45

ჯონა ლომუს და შეინ უილიამსის გვერდით - მამუკა გორგოძის მორიგი აღიარება მსოფლიო რაგბისგან!

ჯონა ლომუს და შეინ უილიამსის გვერდით - მამუკა გორგოძის მორიგი აღიარება მსოფლიო რაგბისგან!

გუშინ, 21:41

რონალდუ: "ბარსელონაში გადასვლასთან ვიყავი ახლოს"

"იუვენტუსის" პორტუგალიელმა სუპერვარსკვლავმა, კრიშტიანუ რონალდუმ საკმაოდ საინტერესო ისტორია გაიხსენა.

გუშინ, 21:40

მომავალი მეტოქე: რომელ ადგილზეა რეიტინგში კორეა და რომელზე საქართველო?

ოფიციალურად დადასტურდა, რომ საქართველოს ნაკრები 5 სექტემბერს სამხრეთ კორეის ნაკრებს დაუპირისპირდება.

გუშინ, 21:38

ბაიერნი მორიგ ტრანსფერზე მუშაობს, დეტალები ცნობილია

მიმდინარე ზაფხულის სატრანსფერო ბაზარზე მიუნხენის "ბაიერნი" აქტიურობას აგრძელებს.

გუშინ, 21:33

დინამო ბათუმმა ზედიზედ მესამე მატჩი მოიგო და გალიდერდა [VIDEO]

ეროვნული ლიგის 25-ე ტურში ერთმანეთს ბოლნისის "სიონი" და "დინამო ბათუმი" დაუპირისპირდნენ.

გუშინ, 21:32

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10