Goal.Ge

ტოტენჰემს პრემიერ ლიგის ორხელისუფლებიანობის დამხობა შეუძლია - ფაქტები


ტოტენჰემს პრემიერ ლიგის ორხელისუფლებიანობის დამხობა შეუძლია - ფაქტები

პრემიერ ლიგის სტარტმა აჩვენა, რომ "ტოტენჰემი" "მანჩესტერ სიტისა" და "ლივერპულისთვის" პირდაპირი კონკურენტია. ყოველ შემთხვევაში ამის პოტენციალი "ჰოტსპურს" ნამდვილად აქვს. დროებით დავივიწყოთ "ქალაქელთა" გაუქმებული გოლი და განვიხილოთ რამდენიმე ფაქტორი.

"დეზებს" ლონდონში ყველაზე ძვირადღირებული შემადგენლობა ჰყავთ და ჯამში მესამე პრემიერ ლიგაში. ზოგადადაც, ინგლისის დედაქალაქის ყველაზე წარმატებული გუნდი ბოლო წლებში სწორედ "სპურსია" და არა მისი ხმაურიანი მეზობლებიდან რომელიმე.

ტოტენჰემს პრემიერ ლიგის ორხელისუფლებიანობის დამხობა შეუძლია - ფაქტები

"მან სიტისა" და "ლივერპულის" არ არსებობის შემთხვევაში, ეპლ-ის ფლანგმანები სწორედ "მამლები" იქნებოდნენ. აღნიშნული მოსაზრება გაბუქებული არ არის, თავად განსაჯეთ: ბოლო 4 წელიწადში, მაურისიო პოჩეტინოს გუნდი სამეულში 3-ჯერ იყო.

"ტოტენჰემს" 100-პროცენტიანი შედეგიც ექნებოდა რომ არა ქულების დაკარგვა განვლილი სეზონის ბოლო ტურში. ტოპ სამიდან ამოვარდნა "ჰოტსპურმა" ისტორიული ჩემპიონთა ლიგის ფინალით აინაზღაურა, ასე რომ ქომაგები მაინც კმაყოფილები დარჩნენ.

ტოტენჰემს პრემიერ ლიგის ორხელისუფლებიანობის დამხობა შეუძლია - ფაქტები

ამასთან ერთად, "დეზებმა" ფულის ხარჯვა როგორც იქნა დაიწყეს. მართალია ლონდონელთა შემადგენლობა არ გაძლიერებულა კოუტინიო/დიბალათი, თუმცა ფანებმა იმედისმომცემი ახალწვეულები მაინც იხილეს. "სპურსში" მოვიდა ლო ჩელსო, ნდომბელე და სესენიონი.

ეს ყველაფერი იმის გათვალისწინებით, რომ "მამლებმა" თავი დააღწიეს მადრიდის "რეალის" ინტერესს და გუნდის ლიდერები შეინარჩუნეს. პოჩეტინოს განკარგულებაშია მსოფლიო ჩემპიონი მეკარე, ბელგიელი მცველები, ახალი სისხლი შუახაზში, შენარჩუნებული შემტევი საფირმო ტრიო და ორი ჯოკერი მოურა/სონის სახით.

ტოტენჰემს პრემიერ ლიგის ორხელისუფლებიანობის დამხობა შეუძლია - ფაქტები

განვიხილოთ "მან სიტის" წინააღმდეგ გუშინდელი შეხვედრა. დიახ, მანჩესტერელები დომინირებდნენ, თუმცა ფაქტია, რომ "ტოტენჰემმა" მათ ორი ქულა დააკარგვინა. რატომ და როგორ, ამას მნიშვნელობა არ აქვს, "ჰოტსპურმა" გაძლო, "ქალაქელთა" 30 დარტყმა კი აღარავის ახსოვს.

არ უნდა დაგვავიწყდეს ის ფაქტი, რომ "დეზების" შემადგენლობა ოპტიმალურისგან შორს იყო. საუკეთესო ფორმაში მყოფ სტერლინგს დაუპირისპირდა უოკერ-პიტერსი და არა ორიე, ამასთან ერთად, ლონდონელებს არ ჰყავდათ ალი და სონი. ახალწვეულებზე საუბარი კი ჯერ ადრეა.

ტოტენჰემს პრემიერ ლიგის ორხელისუფლებიანობის დამხობა შეუძლია - ფაქტები

როგორი გასაკვირიც არ უნდა იყოს, "სპურსის" გაძლებაში მიზერული დამსახურება მიუძღვით კეინსა და ერიქსენს. პირდაპირ ვთქვათ, ინგლისელმა და დანიელმა "სიტისთან" მატჩი ჩააგდეს. ჰარი ბურთს სულ რაღაც 23-ჯერ შეეხო და რამდენიმე კომპონენტში (დრიბლინგი, საჰაერო ორთაბრძოლის მოგება) მისი მაჩვენებელი 0-ს უდრიდა.

რაც შეეხება კრისტიანს, მისი მონაგარი შეადგენდა მხოლოდ ერთ სახიფათო გადაცემასა და 3.2-პროცენტიან ბურთის ფლობას. აქედან გამომდინარეობს დასკვნა - "მამლების" თამაში გუნდის ლიდერების ინერტულობის მიუხედავადაც არ ჩამოიშალა.

ტოტენჰემს პრემიერ ლიგის ორხელისუფლებიანობის დამხობა შეუძლია - ფაქტები

წარმოიდგინეთ რა ამბები დატრიალდებოდა მანჩესტერში დასვენებული და ჯანმრთელი კეინი/ერიქსენი/ალის მოედანზე ყოფნით, განვილი სეზონის ჩემპიონთა ლიგის 1/4 ფინალების რიმეიქი, ეს როგორც მინიმუმი. მოკლედ, პოჩეტინოს გუნდი ბრძოლისთვის მზად არის.

ჩემპიონთა ლიგის ფინალი უკვე "ტოტენჰემის" ისტორიის ნაწილია და ახლა პრემიერ ლიგაში გაელვების დროა. როგორც ვხედავთ, "ჰოტსპურს" საამისოდ ყველა წინაპირობა აქვს. ერთი სიტყვით, ველოდებით "დეზების" როგორც მინიმუმ ვიცე-ჩემპიონობას.

გავიხსენოთ კიდევ ერთხელ - სიტი-ტოტენჰემი 2:2

შეძლებს თუ არა ტოტენჰემი მინიმუმ მე-2 ადგილზე მაინც გასვლას?


ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

დიდი საჩუქარი რაგბის გულშემატკივარს!

20 სექტემბრიდან 2 ნოემბრამდე იაპონიაში რაგბის მსოფლიო თასი გაიმართება, რომელშიც მონაწილეობას საქართველოს ნაკრებიც იღებს.

20-09-2019, 21:42

უელსის ნაკრების კაპიტანი:"პირველ ტაიმში ძალაინ კარგი თამაში ვაჩვენეთ"

ალან უინ ჯონსი:"პირველ ტაიმში ძალაინ კარგი თამაში ვაჩვენეთ"

დღეს, 17:42

ვალვერდე ბარსელონადან შესაძლო წასვლას გამოეხმაურა

"ბარსელონას" მთავარი მწვრთნელი ერნესტო ვალვერდე კლუბიდან შესაძლო წასვლას გამოეხმაურა:

დღეს, 17:34

ბარსელონას რაკიტიჩი გამოაკლდა

"ბარსელონამ" "ვილიარელთან" შეხვედრისთვის განაცხადი გამოაქვეყნა.

დღეს, 17:17

უელსი - საქართველო 43:14 [VIDEO]

მსოფლიო თასის ჯგუფური ეტაპის პირველი ტურის დასკვნითი შეხვედრა "ტოიოტა სთედიუმზე" გაიმართა, სადაც უელსის ნაკრებმა საქართველო დაამარცხა.

დღეს, 17:16

ფერგიუსონი ხაბიბზე: "მომეცით ეს თავგასიებული"

UFC-ის მებრძოლმა ტონი ფერგიუსონმა დეინა უაიტს ხაბიბ ნურმაგომედოვის თაობაზე მიმართა:

დღეს, 17:03

AS: ბარსელონას ულტიმატუმი ვალვერდეს

AS-ის ცნობით, "ბარსელონას" ხელმძღვანელობამ ერნესტო ვალვერდეს ულტიმატუმი წაუყენა.

დღეს, 16:54

უოტფორდის მეკარე: "ბედნიერი ვიყავი, რომ პირველ ტაიმში მხოლოდ 5 გოლი გავუშვი"

"უოტფორდის" მეკარემ ბენ ფოსტერმა "მანჩესტერ სიტისთან" შეხვედრა გაიხსენა:

დღეს, 16:40

ობამეიანგის გოლი ასტონ ვილას კარში არ უნდა ჩათვლილიყო - მსაჯს ახალი წესი დაავიწყდა

როგორც მოგეხსენებათ, ლონდონის "არსენალმა" ბირმინგემის "ასტონ ვილას" პიერ-ემერიკ ობამეიანგის გოლის წყალობით მოუგო.

დღეს, 16:23

საშინელი პირველი ტაიმი და კარგი მეორე ნახევარი: უელსმა საქართველო დაამარცხა

უელსის ნაკრებმა საქართველო პირველ ტაიმში შესანიშნავი თამაშის წყალობით დაამარცხა

დღეს, 16:21

მესი/რონალდუს გარეშე - ვინ ლიდერობს ევროპის ტოპ-ჩემპიონატებში ბომბარდირთა დავას?

ზოგის ლიდერობა პროგნოზირებადია, ზოგის - მოულოდნელი.

დღეს, 16:05

ლეგენდა, რომელიც უძლებს - რატომ იმსახურებს ლამპარდი დაცვას და არა კრიტიკას?

"ჩელსი" - "ლივერპულის" 56-ე წუთზე კამერამ დააფიქსირა საინტერესო მომენტი - აგრესიულად განწყობილი ფრენკ ლამპარდი და იურგენ კლოპი,

დღეს, 15:50

მცველი აზარი - რამდენჯერ აართვა ბელგიელმა ბურთი მეტოქეს განვლილ შეხვედრაში?

„სევილიასთან“ განვლილ შეხვედრაში, მადრიდის „რეალის“ შემტევმა თავი სხვა მხრიდან წარმოაჩინა.

დღეს, 14:46

ქომაგებისგან თავის დასაცავად პოგბამ 18 ათას ფუნტად ძაღლი შეიძინა [ფოტო]

„მანჩესტერ იუნაიტედის“ ნახევარმცველმა, პოლ პოგბამ, ქომაგებისგან თავის დასაცავად ძაღლი შეიძინა.

დღეს, 14:40

სოლსკიაერი იუნაიტედის ორი ფეხბურთელით არის უკმაყოფილო

„მანჩესტერ იუნაიტედის“ მთავარი მწვრთნელი, ოლე-გუნარ სოლსკიაერი, გუნდის შემტევების ქმედებებით უკმაყოფილოა.

დღეს, 14:35

ბალოტელი: "რონალდუს წინააღმდეგ თამაში? ჩემთვის სულერთია"

„ბრეშიას“ იტალიელმა ფორვარდმა, მარიო ბალოტელიმ აღნიშნა, რომ სერია ა-ს მეხუთე ტურში „იუვენტუსთან“ დაპირისპირება განსაკუთრებულ ემოციებს არ გვრის.

დღეს, 14:31

გრანადასთან მატჩის შემდეგ, მესიმ თანაგუნდელები გაკიცხა

„ბარსელონას“ კაპიტანი, ლიონელ მესი, „გრანადასთან“ მატჩში თანაგუნდელების მოქმედებით საშინლად უკმაყოფილო იყო.

დღეს, 14:27

ვერტონგენი: "VAR-მა ფეხბურთი სრულიად სხვა თამაშად აქცია"

ლონდონის „ტოტენჰემის“ მცველმა, იან ვერტონგენმა, „ლესტერთან“ წაგებაზე (1:2) ისაუბრა.

დღეს, 13:32

მსოფლიო თასების ეგიდით: საქართველოს ნაკრების ურთიერთშეხვედრების ისტორია პირველი დონის გუნდებთან

საქართველოს ნაკრები დღეს რიგით მეხუთე მსოფლიო თასზე დაიწყებს ასპარეზობას და ტოიოტაში უელსის ნაკრებს შეერკინება.

დღეს, 13:27

საქართველოს ნაკრების ყოფილი მწვრთნელი უზბეკეთშიც კი არ გააჩერეს

საქართველოს ნაკრების ყოფილი მთავარი მწვრთნელი, ექტორ რაულ კუპერი, უზბეკეთის ნაკრებიდან გაუშვეს.

დღეს, 13:26

"ყოველკვირა ერთიდაიგივე ნეხვია", - როისმა ჟურნალისტს უხეშად უპასუხა

დორტმუნდის „ბორუსიას“ კაპიტანმა, მარკო როისმა, ჟურნალისტს მკაცრად უპასუხა, რომელმაც გუნდის ფსიქოლოგიურ პრობლემებზე ჰკითხა.

დღეს, 11:50

ჟოზე: "ახლა მანჩესტერი იმაზე საშინელია, ვიდრე ჩემ დროს იყო"

პორტუგალიელმა მწვრთნელმა, ჟოზე მოურინიომ, „მანჩესტერ იუნაიტედში“ არსებულ სიტუაციაზე ილაპარაკა.

დღეს, 11:47

რიბერი სერია ა-ს ისტორიაში შევიდა

„ფიორენტინას“ ნახევარმცველმა, ფრენკ რიბერიმ, იტალიის სერია ა-ს ახალი რეკორდი დაამყარა.

დღეს, 11:43

რომელ ადგილზეა ბარსელონა ლა ლიგის მეხუთე ტურის შემდეგ?

კატალონიის „ბარსელონასთვის“ მიმდინარე პრიმერა დივიზიონი არც ისე წარმატებულად მიმდინარეობს.

დღეს, 11:33

ზიდანმა სევილიასთან მატჩი შეაფასა

მადრიდის "რეალის" მთავარმა მწვრთნელმა ზინედინ ზიდანმა "სევილიასთან" მატჩი შეაფასა:

დღეს, 09:20

იკარდიმ ინტერს წაკბინა

"პარი სენ-ჟერმენის" ახალწვეულმა მაურო იკარდიმ მილანის "ინტერს" წაკბინა:

დღეს, 09:12

UFC-ის პრეზიდენტმა ხაბიბის მომავალ მეტოქეებზე ისაუბრა

UFC-ის პრეზიდენტმა დეინა უაიტმა ხაბიბ ნურმაგომედოვის მომავალ მეტოქეებზე ისაუბრა:

დღეს, 09:04

ლამპარდის კიდევ ერთი ანტი-რეკორდი - პირველად 1988 წლის შემდეგ

"ლივერპულთან" წაგების შემდეგ, ფრენკ ლამპარდმა კიდევ ერთი ანტი-რეკორდი მიითვალა.

დღეს, 08:50

რეალის შთამბეჭდავი შედეგი სევილიასთან მატჩში - პირველად 2016 წლის შემდეგ

როგორც მოგეხსენებათ, მადრიდის "რეალმა" გასვლაზე "სევილია" დაამარცხა.

დღეს, 08:39

იკარდიმ მესიზე ისაუბრა

"პარი სენ-ჟერმენის" ახალწვეულმა მაურო იკარდიმ ლიონელ მესიზე ისაუბრა:

დღეს, 08:27

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10