Goal.Ge

"ფელიში 19 წლის რონალდუსაც დაჩრდილავდა" - კრიშტიანუს შემცვლელი მესის ელემენტებით



მადრიდის "ატლეტიკოს" მთავარი ტრანსფერი მიმდინარე ზაფხულს - ჟოაო ფელიში, 127 მილიონ ევროდ. პორტუგალიელ ტალანტს უკვე ადარებენ მესისა და რონალდუს, თუმცა თავად "ინდიელთა" ახალწვეული ლეოსთან მსგავსებას ვერ ხედავს.

პირენეელის კუმირი კრიშტიანუა და მისი ოცნება სწორედ თანამემამულის გზის გამეორებაა. წინასასეზონო შეკრებამ და ლა ლიგის პირველმა ტურმა აჩვენა, რომ "როხიბლანკოს" 7-იანს ამის პოტენციალი ნამდვილად აქვს. არ გჯერათ? განვიხილოთ 19 წლის შემტევი და მისი შესაძლებლობები.

"ფელიში 19 წლის რონალდუსაც დაჩრდილავდა" - კრიშტიანუს შემცვლელი მესის ელემენტებით

ფელიშმა ფართო მასის ყურადღება გასულ სეზონში მიიპყრო, როდესაც ევროპა ლიგის 1/4 ფინალში მან ჰეტ-ტრიკი შეასრულა. პორტუგალიელის ასაკში მსგავსი რამ აღნიშნულ ტურნირზე არავის გაუკეთებია. საერთო ჯამში კი ჟოაომ "ბენფიკა" 44 მატჩით, 20 გოლითა და 11 ასისტით დატოვა, ეს ყველაფერი მხოლოდ ერთ სეზონში.

აღსანიშნავია, რომ Marca-მ "ატლეტიკოს" ახალწვეულის თაობაზე საკმაოდ თამამი განცხადება გააკეთა, კერძოდ - პირენეელი 19 წლის რონალდუს დაჩრდილავდა. ეს არ არის ვინმეს ფანტაზიის ნაყოფი, რადგან სტატისტიკით მადრიდელთა 7-იანი მართლაც აღემატება თავის სახელოვან თანამემამულეს.

"ფელიში 19 წლის რონალდუსაც დაჩრდილავდა" - კრიშტიანუს შემცვლელი მესის ელემენტებით

თავად განსაჯეთ - კრიშტიანუს თავის პირველ 44 შეხვედრაში გამომცხვარი ჰქონდა ექვსი გოლი და ცხრა ასისტი. როგორც ვნახეთ, ფელიშის შედეგები უფრო შთამბეჭდავია: 20 ბურთი, 11 საგოლე გადაცემა.

ტურინის "იუვენტუსის" შემტევის დასაცავად შეგვიძლია ვთქვათ, რომ იმ დროს ის თამაშობდა გამოკვეთილად ფლანგზე და ბომბარდირობაზე საერთოდ არ ფიქრობდა, მაგრამ გოლების გატანაზე დაგეშილი ხომ არც მისი თანამემამულეა.

"ფელიში 19 წლის რონალდუსაც დაჩრდილავდა" - კრიშტიანუს შემცვლელი მესის ელემენტებით

ერთი სიტყვით, ჟოაო ლეგენდარულ შვიდიანთან პარალელს ვერასდროს გაექცევა, მაგრამ ბევრისთვის ის უფრო მესია, ვიდრე რონი. დამახასიათებელი დრიბლინგი, სისწრაფე, ფეხზე მიკრული ბურთი, სხეულის დაახლოებით იგივე აღნაგობა - დიახ, ლეოსა და "ატლეტიკოს" ახალწვეულს შორის მსგავსება არსებობს.

სწორია მოსაზრება, რომ პრე-სეზონი სერიოზულად აღსაქმელი არ არის, მაგრამ პირენეელმა უბრალოდ წარუშლელი შთაბეჭდილება დატოვა. როგორი ბანალურად - სიმბოლურიც არ უნდა იყოს, მადრიდელთა 7-იანმა თავის საუკეთესო მატჩი სწორედ კრიშის "იუვეს" წინააღმდეგ ჩაატარა.

"ფელიში 19 წლის რონალდუსაც დაჩრდილავდა" - კრიშტიანუს შემცვლელი მესის ელემენტებით

19 წლის შემტევმა გულშემატკივრებს ლიონელი გაახსენა, მაგრამ შეხვედრის დასრულების შემდეგ, ქედი მან საჯაროდ სწორედ რონალდუს წინაშე მოიხადა. As-მა დაწერა, რომ ფელიშმა აღნიშნულ მატჩში თავისი სახელოვანი თანამემამულე უბრალოდ დაჩრდილა.

ფელიში რონალდუს იუვენტუსის წინააღმდეგ



Mundo Deportivo-ს სახელზე საერთოდ წინასწარმეტყველება ფიგურირებს - "ველოდებით პორტუგალიელის დასამახსოვრებელ დებიუტს "ხეტაფესთან" და ლამაზი ისტორიის ოფიციალურ დასაწყისს. ასეც მოხდა, ჟოაო "გარეუბნელებთან" უბრალოდ მეფობდა. აქ სიტყვები ზედმეტია, უბრალოდ დატკბით:

ფელიში ხეტაფეს წინააღმდეგ



ამ ადამიანმა უნდა შეცვალოს ანტუან გრიზმანი და ბევრის აზრით, მან ეს უკვე გააკეთა. დიახ, მოსაზრება ჯერჯერობით გაბუქებულია, მაგრამ ფეხბურთელს, რომელსაც მესისა და კრიშტიანუს მომავალს უწინასწარმეტყველებენ, წესით არ უნდა გაუჭირდეს ფრანგის დაჩრდილვა.

"ფელიში 19 წლის რონალდუსაც დაჩრდილავდა" - კრიშტიანუს შემცვლელი მესის ელემენტებით

"ფელიში 19 წლის რონალდუსაც დაჩრდილავდა" - ეთანხმებით ამ მოსაზრებას?


ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

დიდი საჩუქარი რაგბის გულშემატკივარს!

20 სექტემბრიდან 2 ნოემბრამდე იაპონიაში რაგბის მსოფლიო თასი გაიმართება, რომელშიც მონაწილეობას საქართველოს ნაკრებიც იღებს.

20-09-2019, 21:42

"რეალში დაბრუნება?", - მოურინიოს საინტერესო განცხადება

"რეალის" ექს-მწვრთნელმა, ჟოზე მოურინიომ "სამეფო კლუბში" შესაძლო დაბრუნებაზე ისაუბრა.

დღეს, 00:03

ფიფამ 2018/19 წლების სეზონის საუკეთესო ფეხბურთელი გამოავლინა

გასული სეზონის შედეგების გათვალისწინებით, ფიფამ საპატიო ჯილდოს (The Best) გამარჯვებული გამოავლინა.

გუშინ, 23:57

ფიფამ 2018/19 წლების სეზონის საუკეთესო გუნდი გამოავლინა

ფიფას ვერსიით, 2018/19 წლების სეზონის საუკეთესო თერთმეტეული გამოვლინდა.

გუშინ, 23:52

ფიფამ 2018/19 წლების სეზონის საუკეთესო მწვრთნელი გამოავლინა

გასული სეზონის შედეგების გათვალისწინებით, ფიფამ საპატიო ჯილდოს (The Best) გამარჯვებული გამოავლინა.

გუშინ, 22:52

ფიფამ 2018/19 წლების სეზონის საუკეთესო გოლი გამოავლინა [VIDEO]

გასული სეზონის გათვალისწინებით, ფიფამ საპატიო ჯილდოს (The Best) გამარჯვებული გამოავლინა.

გუშინ, 22:49

ანჩელოტიმ განმარტა, თუ რატომ ჩაიშალა ხამესის ტრანსფერი ნაპოლიში

"ნაპოლის" მთავარმა მწვრთნელმა, კარლო ანჩელოტიმ საინტერესო განცხადება გააკეთა.

გუშინ, 22:32

ხავიმ დაასახელა 4 კლუბი, რომლის გაწვრთნაზეც უარს არ იტყოდა

"ბარსელონას" ლეგენდამ, ხავი ერნანდესმა საკმაოდ საინტერესო განცხადება გააკეთა.

გუშინ, 22:27

ყვირილი და შეურაცხყოფა - რა უთხრა სუარესმა ლაინსმენს გრანადასთან მატჩში?

ავტორიტეტული ესპანური გამოცემა AS საკმაოდ საინტერესო ინფორმაციას ავრცელებს.

გუშინ, 22:20

რაბიო მოთმინებას კარგავს - ფრანგი საკუთარი მდგომარეობით უკმაყოფილოა

"იუვენტუსის" ნახევარმცველს, ადრიენ რაბიოს გუნდში საკუთარი მდგომარეობა არ აკმაყოფილებს.

გუშინ, 22:13

რამოსი რეალში მოურინიოს შესაძლო დაბრუნებას ეხმაურება

"რეალის" კაპიტანმა, სერხიო რამოსმა კლუბში ჟოზე მოურინიოს შესაძლო დაბრუნებაზე ისაუბრა.

გუშინ, 22:05

"ყველაფერი შეიცვლება", - რამოსმა სევილიას გულშემატკივრებს მოუბოდიშა

"რეალის" მცველმა, სერხიო რამოსმა ლა ლიგის მე-5 ტურში "სევილიას" (1:0) დამარცხებაზე ისაუბრა.

გუშინ, 21:36

საბა ლობჟანიძემ დანიის ჩემპიონატში მორიგი გოლი გაიტანა [VIDEO]

დანიის ჩემპიონატის მე-10 ტურში "რანდერსი" "ჰორსენსს" უპირისპირდება და 2:1 ამარცხებს.

გუშინ, 21:35

რონალდუ მომდევნო მატჩს გამოტოვებს, მიზეზი ცნობილია

"იუვენტუსის" თავდამსხმელი, კრიშტიანუ რონალდუ სერია ა-ს ეგიდით, "ბრეშიასთან" გასამართ შეხვედრას გამოტოვებს.

გუშინ, 21:27

რეკონსტრუქცია იწყება - რამდენ მაყურებელს დაიტევს განახლებული კამპ ნოუ?

"ბარსელონა" "კამპ ნოუს" რეკონსტრუქციის დასრულებას 2024 წლის ზაფხულში გეგმავს.

გუშინ, 21:24

რა ბედი ელის ვალვერდეს? - ბარსელონას პრეზიდენტის პოზიცია ცნობილია

მოგეხსენებათ, ახალი სეზონი "ბარსელონამ" წარუმატებლად დაიწყო, რასაც შესაძლოა ერნესტო ვალვერდე შეეწიროს.

გუშინ, 21:17

MARCA-ს გამოკითხვა: ვისი ხილვა სურთ ფანებს რეალის თავკაცის პოსტზე?

გამოცემა Marca-მ გულშემატკივრებს საკმაოდ საინტერესო გამოკითხვა ჩაატარა.

გუშინ, 21:13

"საქართველოს ნაკრები 6 ერში უნდა დაამატონ" - "ბორჯღალოსნებს" უცხოელი გულშემატკივრები მარცხის მიუხედავად აქებენ

მსოფლიო თასის ჯგუფური ეტაპის პირველი ტურის დასკვნითი შეხვედრა "ტოიოტა სთედიუმზე" გაიმართა, სადაც უელსის ნაკრებმა საქართველო 43:14 დაამარცხა.

გუშინ, 20:49

ქართველი მორაგბეების სტატისტიკა უელსთან მატჩში

მსოფლიო თასის ჯგუფური ეტაპის პირველი ტურის დასკვნითი შეხვედრა "ტოიოტა სთედიუმზე" გაიმართა, სადაც უელსის ნაკრებმა საქართველო 43:14 დაამარცხა.

გუშინ, 20:47

მოურინიო: "ტოპ კლუბების უმრავლესობის კარი დე ხეასთვის დახურულია"

"მანჩესტერ იუნაიტედის" ექს-მწვრთნელმა, ჟოზე მოურინიომ კლუბის ხელმძღვანელობა გააკრიტიკა.

გუშინ, 20:30

მილანმა მთავარი მწვრთნელის თაობაზე გადაწყვეტილება მიიღო

"მილანის" მთავარი მწვრთნელის, მარკო ჯამპაოლოს მომავალი პრაქტიკულად გადაწყვეტილია.

გუშინ, 20:25

ნევილი: "მანჩესტერმა ტრანსფერებში მილიარდი ევრო უნდა დახარჯოს"

"მანჩესტერ იუნაიტედის" ექს-ფეხბურთელი, გარი ნევილი საინტერესო განცხადებას აკეთებს.

გუშინ, 20:19

ბარსელონამ ვალვერდეს შესაძლო შემცვლელი შეარჩია

მოგეხსენებათ, არ არის გამორიცხული, "ბარსელონამ" უახლოეს პერიოდში ერნესტო ვალვერდე დაითხოვოს.

გუშინ, 20:13

ფეხბურთელი, რომლის შეძენაც პრემიერ ლიგის გრანდებს სურთ

ინგლისის ჩემპიონატის წამყვანი კლუბები "ლიონის" ფეხბურთელისადმი იჩენენ ინტერესს.

გუშინ, 20:09

მილტონ ჰეიგი:"მეორე ტაიმში ქართველებისთვის დამახასიათებელი მებრძოლი სული ვაჩვენეთ"

მსოფლიო თასის ჯგუფური ეტაპის პირველი ტურის დასკვნითი შეხვედრა "ტოიოტა სთედიუმზე" გაიმართა, სადაც უელსის ნაკრებმა საქართველო 43:14 დაამარცხა.

გუშინ, 17:48

უელსის ნაკრების კაპიტანი:"პირველ ტაიმში ძალაინ კარგი თამაში ვაჩვენეთ"

ალან უინ ჯონსი:"პირველ ტაიმში ძალაინ კარგი თამაში ვაჩვენეთ"

გუშინ, 17:42

ვალვერდე ბარსელონადან შესაძლო წასვლას გამოეხმაურა

"ბარსელონას" მთავარი მწვრთნელი ერნესტო ვალვერდე კლუბიდან შესაძლო წასვლას გამოეხმაურა:

გუშინ, 17:34

ბარსელონას რაკიტიჩი გამოაკლდა

"ბარსელონამ" "ვილიარელთან" შეხვედრისთვის განაცხადი გამოაქვეყნა.

გუშინ, 17:17

უელსი - საქართველო 43:14 [VIDEO]

მსოფლიო თასის ჯგუფური ეტაპის პირველი ტურის დასკვნითი შეხვედრა "ტოიოტა სთედიუმზე" გაიმართა, სადაც უელსის ნაკრებმა საქართველო დაამარცხა.

გუშინ, 17:16

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10