მესი/რონალდუს გარეშე - ვინ ლიდერობს ევროპის ტოპ-ჩემპიონატებში ბომბარდირთა დავას?

ზოგის ლიდერობა პროგნოზირებადია, ზოგის - მოულოდნელი.
ევროპის ტოპ-ჩემპიონატებში მინიმუმ საწყისმა ტურებმა გადაიარა და ყველგან გამოიკვეთა ის ფორვარდები, რომლებიც სავარაუდოდ ამ სეზონში ბომბარდირობისთვის იბრძოლებენ. განვიხილოთ, ვინ სად ლიდერობს:
პრემიერ ლიგას ექვსი ტურის შემდეგ სათავეში ნაცნობი ბინადარი უდგას - სერხიო აგუერო, რომლის ანგარიშზეც 8 გოლია. მეორე ადგილს „ჩელსის“ ახალგაზრდა, ტემი აბრაჰამი იკავებს და მას ერთი გოლით ნაკლები აქვს. სამეულს კი „ნორვიჩის“ შემტევი, ტეემუ პუკი ხურავს.
ლა ლიგაში სიტუაცია ცოტა უცნაურია - 5 ტურის შემდეგ თქვენ ვერსად ნახავთ ლეო მესის, რომელმაც ტრავმა სულ ახლახანს მოიშუშა და პრიმერას მატჩში პირველად გასულ ტურში, „გრანადასთან“ ითამაშა და ისიც - მხოლოდ ერთი ტაიმი. ალბათ, სულ მალე ლიდერებს შორის მასაც ვნახავთ, ამჟამად კი დავას „ვილიარეალის“ ხერარდ მორენო და „რეალის“ კარიმ ბენზემა ლიდერობენ 5-5 გოლით, მესამეზე „ბეტისის“ ლორენია.
იტალიის ჩემპიონატში ჯერჯერობით მხოლოდ 4 ტურია ნათამაშები, მაგრამ „სასუოლოს“ შემტევმა დომენიკო ბერარდიმ 5 გოლისა და 2 საგოლე გადაცემის შესრულება მოასწრო და დავას ერთპიროვნულად ლიდერობს. მეორეზე „ლაციოს“ ჩირო იმობილეა (4), მესამეზე კი - ლორენცო ინსინიე (3).
გერმანიაში ხუთი ტურის შემდეგ ყველაფერი მაქსიმალურად პროგნოზირებადია - ტრადიციისამებრ, ბომბარდირთა დავას დამაჯერებლად ლიდერობს „ბაიერნის“ ფორვარდი რობერტ ლევანდოვსკი, რომელიც სავარაუდოდ სეზონის ბოლოსაც ასე ერთპიროვნულ პირველ ადგილზე იქნება. პოლონელის ანგარიშზე წარმოუდგენელი 9 გოლია და უახლოეს მდევარ პაკო ალკასერს ის 4 გოლით უსწრებს. ამდენივე გოლი აქვს მესამე ადგილზე მყოფ ტიმო ვერნერსაც. როგორც ჩანს, „ადამიანებს“ შორის ცალკე დავა მეორე ადგილისთვის წარიმართება, ლევანდოვსკი კი საუკეთესო ბომბადირობას დამაჯერებელად მოიგებს.
თუ მესი და რონალდუ დროულად არ დაუბრუნდებიან ჩვეულ სტანდარტებს, ლევანდოვსკი ევროპის ოქროს ბუცის რეალური პრეტენდენტიც შეიძლება გახდეს.
დიდი ალბათობით, ფრანგულ ლიგა 1-ში სიტუაცია სხვაგვარი იქნებოდა, მაგრამ სეზონის სტარტი სატრანსფერო გაუგებრობის გამო გაუცდა ნეიმარს, აგვისტოს ბოლოსკენ კი კავანი და მბაპეც დაიმტვრნენ. ბრაზილიელი მოედანს დაუბრუნდა და ორივე მატჩის მიწურულს გამარჯვების გოლები გაიტანა, მაგრამ ჯერჯერობით ბომბარდირთა დავას 5 გოლით „სენტ-ეტიენის“ ოსიმჰენი ლიდერობს, მეორე ადგილზე „ლიონის“ მუსა დემბელეა, რომელსაც ამდენივე გოლი აქვს, მაგრამ არც ერთი ასისტი. სამეულს კი ასევე „ლიონის“ მემფის დეპაი ხურავს.