Goal.Ge

ნეიმარის ტრანსფერი, რომელ გამოცემებს ვენდოთ? - ჭორი და რეალობა ბრაზილიელის გარშემო


ნეიმარის ტრანსფერი, რომელ გამოცემებს ვენდოთ? - ჭორი და რეალობა ბრაზილიელის გარშემო

ნეიმარის "პარი სენ-ჟერმენიდან" აბარგება - მიმდინარე ზაფხულის მთავარი სატრანსფერო საგა. სიახლეები ბრაზილიელის გარშემო სინათლის სისწრაფით ვრცელდება. "პსჟ"-ს შემტევი გადაჰყავთ "ბარსელონაში", "რეალში", "იუვენტუსში", ჩინეთშიც კი, თუმცა სინამდვილეში არაფერი ხდება.

დიახ, 90% შემთხვევაში სამხრეთ ამერიკელის შესახებ ვრცელდება ჭორი ან თუნდაც გაბუქებული და გადაუმოწმებელი ინფორმაცია. მოვიდა დრო, რომ გავერკვიოთ, თუ რა არის სიმართლე და საერთოდაც, ვინ არის მატყუარა. ყველაზე მთავარი: პარიზის 10-იანს გუნდის გამოცვლა მართლაც უნდა, დანარჩენი ეტაპობრივად.

ნეიმარის ტრანსფერი, რომელ გამოცემებს ვენდოთ? - ჭორი და რეალობა ბრაზილიელის გარშემო

ისტორია დაიწყო 17 ივნისს, როდესაც ნასერ ალ-ხელაიფიმ France Football-ს განუცხადა: "მინდა, რომ ჩვენმა ფეხბურთელებმა კლუბის ღირსების დასაცავად ყველაფერი გააკეთონ. ის, ვინც ამას ვერ ხვდება ან უბრალოდ ბოლომდე არ იხარჯება, მკაცრი საუბრისთვის უნდა იყოს მზად".

"შეთანხმებას პატივს ვცემთ, მაგრამ პრიორიტეტულები ჩვენთვის არიან ისინი, ვინც თანამოაზრეებად ითვლებიან. ნეიმარისთვის არაფერი დაუძალებიათ, მან ეს ნაბიჯი თავად გადადგა. ბრაზილიელს მოეწონა პროექტი და მან კონტრაქტს დიდი სიხარულით მოაწერა ხელი".

ნეიმარის ტრანსფერი, რომელ გამოცემებს ვენდოთ? - ჭორი და რეალობა ბრაზილიელის გარშემო

მეორე დღეს პრესაში აფეთქდა ბომბი - "პარი სენ-ჟერმენის" შემტევი განრისხებულია და სხვა გუნდში წასვლას ითხოვს. ეს ინფორმაცია გაავრცელა El Mundo Deportivo-მ, გამოცემამ, რომელსაც "ბარსასთან" შეიძლება ითქვას, რომ ისტორიული კავშირი აქვს.

კატალონიურ კლუბში შესაძლო დაბრუნების ამბები კი მოყვა იგივე გამოცემის ავტორიტეტულმა ჟურნალისტმა როჯერ ტორელიომ. ესპანელი Mundo-ში 1999 წლიდან მუშაობს, 2005-დან კი მისი საქმიანობის სფერო მხოლოდ "ბლაუგრანას" ეხება.

ნეიმარის ტრანსფერი, რომელ გამოცემებს ვენდოთ? - ჭორი და რეალობა ბრაზილიელის გარშემო

ტორელიოს კარგად იცნობენ და ენდობიან, აქედან გამომდინარე, ინგლისური პრესის სტილში ზღაპრების მოფიქრება მას უბრალოდ არ სჭირდება. 8 ივლისს საქმეში ჩაერთო UOL Esporte, ყველაზე ავტორიტეტული ბრაზილიური გამოცემა.

ნეიმარის სამშობლოში წერდნენ - ალვეშმა, სილვამ და მარკინიოსმა თავიანთი თანამემამულისა და "პარი სენ-ჟერმენის" გაფუჭებული ურთიერთობის შესახებ უკვე იციან. ამის გარდა, "პსჟ"-ს ვარსკვლავის გადარწმუნება ვერ შეძლო კლუბის ახალმა სპორტულმა დირექტორმა: ლეონარდო არაუჟომ.

ნეიმარის ტრანსფერი, რომელ გამოცემებს ვენდოთ? - ჭორი და რეალობა ბრაზილიელის გარშემო

სამხრეთ ამერიკელის სახელი მომენტალურად დაუკავშირეს სხვადასხვა გრანდებს, თუმცა პარიზი ტრანსფერის წინააღმდეგი იყო და აქედან გამომდინარე, კლუბის მხრიდან მოხდა თავის დაზღვევა: არარეალური სატრანსფერო ფასი, 300 მილიონი ევროს სახით.

ფინანსური დეტალები გაამხილა Le Parisien-მა და "ლურჯ-წითლები" თავდაპირველად ამ ინფორმაციას სერიოზულად არ იღებდნენ, მაგრამ გულშემატკივრებს ახსოვდათ, რომ აღნიშნული გამოცემა იყო პირველი, რომელმაც მბაპეს, ბუფონისა და კიდევ რამდენიმე მოთამაშის ტრანსფერის შესახებ პირველმა დაწერა.

ნეიმარის ტრანსფერი, რომელ გამოცემებს ვენდოთ? - ჭორი და რეალობა ბრაზილიელის გარშემო

მოგვიანებით საქმეში ისევ ტორელიო ჩაერთო, რომელმაც განაცხადა, რომ მსოფლიოს ყველაზე ძვირადღირებულ ფეხბურთელს ხელფასის შემცირებაზე წასვლა მოუწევს. "პსჟ"-ს 10-იანი "პარკ დე პრენსზე" 36 მილიონ ევროს იღებს, მაშინ, როდესაც "ბარსა" მას 22 მილიონს სთავაზობს.

ფაქტი საკმაოდ რეალურია, იმის გათვალისწინებით, რომ კატალონიური კლუბი ფულზე ჯერ კიდევ ანტუან გრიზმანის ტრანსფერამდეც წუწუნებდა. 27 წლის შემტევის შესაძლო გაღარიბება გილიემ ბალაგემაც დაადასტურა, Sky Sports-ის ექსპერტმა ლა ლიგის განხრით, რომელსაც საკუთარი ავტობიოგრაფია ანდო მესიმ, გვარდიოლამ და პოჩეტინომ.

ნეიმარის ტრანსფერი, რომელ გამოცემებს ვენდოთ? - ჭორი და რეალობა ბრაზილიელის გარშემო

1 ივლისს ასპარეზზე გამოვიდა მარსელო ბეკლერი, Esporte Interativo-ს რეპორტიორი. ბრაზილიელმა გაავრცელა შემდეგი ინფორმაცია: "პარი სენ-ჟერმენს" არ სჭირდება კოუტინიო, დემბელე, რაკიტიჩი ან "ბლაუგრანას" რომელიმე სხვა მოთამაშე, მხოლოდ ფული.

რატომ უნდა ვენდოთ Esporte-ს წარმომადგენელს? საქმე იმაშია, რომ ნეიმარის ტრანსფერი პარიზში პირველმა სწორედ მან დაანონსა. ამასთან ერთად, უკვე ნათელი გახდა, რომ "ლურჯ-წითლებს" პირობითი ფელიპე მართლაც არ სჭირდებოდათ.

ნეიმარის ტრანსფერი, რომელ გამოცემებს ვენდოთ? - ჭორი და რეალობა ბრაზილიელის გარშემო

8 ივლისს ლეონარდომ Le Parisien-ს მიმართა და "კამპ ნოუსთან" კონტაქტი ნაწილობრივ დაადასტურა: "შემოთავაზებები არ გვაქვს, მაგრამ ბარსელონასთან კავშირი ზედაპირულ დონეზე არსებობს. ბართომეუმ განაცხადა, რომ მას ძალიან უნდა ნეიმარის დაბრუნება".

"ვაჭრობა ჩვენი საქმე არ არის. პარი სენ-ჟერმენის შემტევი მხოლოდ ოპტიმალური წინადადების მიღების შემთხვევაში გაიყიდება." - განაცხადა არაუჟომ. 13 აგვისტო, ბალაგემ ტვიტერი მოიშველია: "ბარსას ოფერი ასეთია - 100 მილიონი ევრო და კოუტინიო".

ნეიმარის ტრანსფერი, რომელ გამოცემებს ვენდოთ? - ჭორი და რეალობა ბრაზილიელის გარშემო

გილიემმა ისიც დაამატა, რომ ეს იყო პირველი რეალური ნაბიჯი კატალონიური კლუბისგან. "პსჟ"-დან უარი მოვიდა, რის შემდეგაც, "ბლაუგრანამ" ბრაზილიელი მიუნხენის "ბაიერნში" გაუშვა. ბალაგეს სხვა განცხადებები: "სელესაოს ლიდერის დაბრუნებას მიესალმებიან მესი, სუარესი და პიკე, მაგრამ პირადად მას არავინ დაკავშირებია".

ესპანელმა ექსპერტმა თამაშს გამოთიშა მადრიდული Marca, რომელიც აღნიშნულის შესახებ რამდენიმე კვირის განმავლობაში ყვიროდა. დიახ, პარიზის ვარსკვლავის სახელს "რეალსაც" უკავშირებენ და გილიემმა ეს გარემოება არ გამორიცხა, მაგრამ არა ისე, როგორც ჭორიკანა ინგლისელებმა.

ნეიმარის ტრანსფერი, რომელ გამოცემებს ვენდოთ? - ჭორი და რეალობა ბრაზილიელის გარშემო

პირობითმა Independent-მა სამხრეთ ამერიკელის სანაცვლოდ "სამეფო კლუბის" ნახევარი შემადგენლობა უკვე გაზიდა, მაგრამ Sky Sports-ის ლა ლიგის დეპარტამენტმა უფრო რეალური ვერსია წარმოადგინა: "ბლანკოსისთვის" მსოფლიოს ყველაზე ძვირადღირებული მოთამაშის შეძენა სტრატეგიული გათვლაა და "ბარსას" დადუმება.

უხეშად რომ ვთქვათ, "თეთრები" მთავარი მოწინააღმდეგის გაძლიერებას არ უშვებენ და ცნობისთვის, გარეტ ბეილს "ლურჯ-წითლებში" გადასვლის ვარიანტი არ ხიბლავს. რეზიუმე: "პსჟ"-ს 10-იანს "პარკ დე პრენსიდან წასვლა რეალურად უნდა, მაგრამ "გალაქტიკოსები" და კატალონიელები ფრანგების ფინანსურ მოთხოვნებს ჯერჯერობით ვერ აკმაყოფილებენ.

ნეიმარის ტრანსფერი, რომელ გამოცემებს ვენდოთ? - ჭორი და რეალობა ბრაზილიელის გარშემო

27 წლის შემტევისთვის სატრანსფერო რბოლაში ბართომეუ პერესზე მოტივირებულია, მაგრამ ფლორენტინოს შესაძლებლობები ხოსეპისას მნიშვნელოვნად აღემატება. ვნახოთ, ვინ გაიმარჯვებს, მონდომება თუ აზარტი.

ნეიმარის ტრანსფერი, რომელ გამოცემებს ვენდოთ? - ჭორი და რეალობა ბრაზილიელის გარშემო

სად იხილავდით ნეიმარს?


ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

დიდი საჩუქარი რაგბის გულშემატკივარს!

20 სექტემბრიდან 2 ნოემბრამდე იაპონიაში რაგბის მსოფლიო თასი გაიმართება, რომელშიც მონაწილეობას საქართველოს ნაკრებიც იღებს.

20-09-2019, 21:42

ვალვერდე ბარსელონადან შესაძლო წასვლას გამოეხმაურა

"ბარსელონას" მთავარი მწვრთნელი ერნესტო ვალვერდე კლუბიდან შესაძლო წასვლას გამოეხმაურა:

დღეს, 17:34

ბარსელონას რაკიტიჩი გამოაკლდა

"ბარსელონამ" "ვილიარელთან" შეხვედრისთვის განაცხადი გამოაქვეყნა.

დღეს, 17:17

უელსი - საქართველო 43:14 [VIDEO]

მსოფლიო თასის ჯგუფური ეტაპის პირველი ტურის დასკვნითი შეხვედრა "ტოიოტა სთედიუმზე" გაიმართა, სადაც უელსის ნაკრებმა საქართველო დაამარცხა.

დღეს, 17:16

ფერგიუსონი ხაბიბზე: "მომეცით ეს თავგასიებული"

UFC-ის მებრძოლმა ტონი ფერგიუსონმა დეინა უაიტს ხაბიბ ნურმაგომედოვის თაობაზე მიმართა:

დღეს, 17:03

AS: ბარსელონას ულტიმატუმი ვალვერდეს

AS-ის ცნობით, "ბარსელონას" ხელმძღვანელობამ ერნესტო ვალვერდეს ულტიმატუმი წაუყენა.

დღეს, 16:54

უოტფორდის მეკარე: "ბედნიერი ვიყავი, რომ პირველ ტაიმში მხოლოდ 5 გოლი გავუშვი"

"უოტფორდის" მეკარემ ბენ ფოსტერმა "მანჩესტერ სიტისთან" შეხვედრა გაიხსენა:

დღეს, 16:40

ობამეიანგის გოლი ასტონ ვილას კარში არ უნდა ჩათვლილიყო - მსაჯს ახალი წესი დაავიწყდა

როგორც მოგეხსენებათ, ლონდონის "არსენალმა" ბირმინგემის "ასტონ ვილას" პიერ-ემერიკ ობამეიანგის გოლის წყალობით მოუგო.

დღეს, 16:23

საშინელი პირველი ტაიმი და კარგი მეორე ნახევარი: უელსმა საქართველო დაამარცხა

უელსის ნაკრებმა საქართველო პირველ ტაიმში შესანიშნავი თამაშის წყალობით დაამარცხა

დღეს, 16:21

მესი/რონალდუს გარეშე - ვინ ლიდერობს ევროპის ტოპ-ჩემპიონატებში ბომბარდირთა დავას?

ზოგის ლიდერობა პროგნოზირებადია, ზოგის - მოულოდნელი.

დღეს, 16:05

ლეგენდა, რომელიც უძლებს - რატომ იმსახურებს ლამპარდი დაცვას და არა კრიტიკას?

"ჩელსი" - "ლივერპულის" 56-ე წუთზე კამერამ დააფიქსირა საინტერესო მომენტი - აგრესიულად განწყობილი ფრენკ ლამპარდი და იურგენ კლოპი,

დღეს, 15:50

მცველი აზარი - რამდენჯერ აართვა ბელგიელმა ბურთი მეტოქეს განვლილ შეხვედრაში?

„სევილიასთან“ განვლილ შეხვედრაში, მადრიდის „რეალის“ შემტევმა თავი სხვა მხრიდან წარმოაჩინა.

დღეს, 14:46

ქომაგებისგან თავის დასაცავად პოგბამ 18 ათას ფუნტად ძაღლი შეიძინა [ფოტო]

„მანჩესტერ იუნაიტედის“ ნახევარმცველმა, პოლ პოგბამ, ქომაგებისგან თავის დასაცავად ძაღლი შეიძინა.

დღეს, 14:40

სოლსკიაერი იუნაიტედის ორი ფეხბურთელით არის უკმაყოფილო

„მანჩესტერ იუნაიტედის“ მთავარი მწვრთნელი, ოლე-გუნარ სოლსკიაერი, გუნდის შემტევების ქმედებებით უკმაყოფილოა.

დღეს, 14:35

ბალოტელი: "რონალდუს წინააღმდეგ თამაში? ჩემთვის სულერთია"

„ბრეშიას“ იტალიელმა ფორვარდმა, მარიო ბალოტელიმ აღნიშნა, რომ სერია ა-ს მეხუთე ტურში „იუვენტუსთან“ დაპირისპირება განსაკუთრებულ ემოციებს არ გვრის.

დღეს, 14:31

გრანადასთან მატჩის შემდეგ, მესიმ თანაგუნდელები გაკიცხა

„ბარსელონას“ კაპიტანი, ლიონელ მესი, „გრანადასთან“ მატჩში თანაგუნდელების მოქმედებით საშინლად უკმაყოფილო იყო.

დღეს, 14:27

ვერტონგენი: "VAR-მა ფეხბურთი სრულიად სხვა თამაშად აქცია"

ლონდონის „ტოტენჰემის“ მცველმა, იან ვერტონგენმა, „ლესტერთან“ წაგებაზე (1:2) ისაუბრა.

დღეს, 13:32

მსოფლიო თასების ეგიდით: საქართველოს ნაკრების ურთიერთშეხვედრების ისტორია პირველი დონის გუნდებთან

საქართველოს ნაკრები დღეს რიგით მეხუთე მსოფლიო თასზე დაიწყებს ასპარეზობას და ტოიოტაში უელსის ნაკრებს შეერკინება.

დღეს, 13:27

საქართველოს ნაკრების ყოფილი მწვრთნელი უზბეკეთშიც კი არ გააჩერეს

საქართველოს ნაკრების ყოფილი მთავარი მწვრთნელი, ექტორ რაულ კუპერი, უზბეკეთის ნაკრებიდან გაუშვეს.

დღეს, 13:26

"ყოველკვირა ერთიდაიგივე ნეხვია", - როისმა ჟურნალისტს უხეშად უპასუხა

დორტმუნდის „ბორუსიას“ კაპიტანმა, მარკო როისმა, ჟურნალისტს მკაცრად უპასუხა, რომელმაც გუნდის ფსიქოლოგიურ პრობლემებზე ჰკითხა.

დღეს, 11:50

ჟოზე: "ახლა მანჩესტერი იმაზე საშინელია, ვიდრე ჩემ დროს იყო"

პორტუგალიელმა მწვრთნელმა, ჟოზე მოურინიომ, „მანჩესტერ იუნაიტედში“ არსებულ სიტუაციაზე ილაპარაკა.

დღეს, 11:47

რიბერი სერია ა-ს ისტორიაში შევიდა

„ფიორენტინას“ ნახევარმცველმა, ფრენკ რიბერიმ, იტალიის სერია ა-ს ახალი რეკორდი დაამყარა.

დღეს, 11:43

რომელ ადგილზეა ბარსელონა ლა ლიგის მეხუთე ტურის შემდეგ?

კატალონიის „ბარსელონასთვის“ მიმდინარე პრიმერა დივიზიონი არც ისე წარმატებულად მიმდინარეობს.

დღეს, 11:33

ზიდანმა სევილიასთან მატჩი შეაფასა

მადრიდის "რეალის" მთავარმა მწვრთნელმა ზინედინ ზიდანმა "სევილიასთან" მატჩი შეაფასა:

დღეს, 09:20

იკარდიმ ინტერს წაკბინა

"პარი სენ-ჟერმენის" ახალწვეულმა მაურო იკარდიმ მილანის "ინტერს" წაკბინა:

დღეს, 09:12

UFC-ის პრეზიდენტმა ხაბიბის მომავალ მეტოქეებზე ისაუბრა

UFC-ის პრეზიდენტმა დეინა უაიტმა ხაბიბ ნურმაგომედოვის მომავალ მეტოქეებზე ისაუბრა:

დღეს, 09:04

ლამპარდის კიდევ ერთი ანტი-რეკორდი - პირველად 1988 წლის შემდეგ

"ლივერპულთან" წაგების შემდეგ, ფრენკ ლამპარდმა კიდევ ერთი ანტი-რეკორდი მიითვალა.

დღეს, 08:50

რეალის შთამბეჭდავი შედეგი სევილიასთან მატჩში - პირველად 2016 წლის შემდეგ

როგორც მოგეხსენებათ, მადრიდის "რეალმა" გასვლაზე "სევილია" დაამარცხა.

დღეს, 08:39

იკარდიმ მესიზე ისაუბრა

"პარი სენ-ჟერმენის" ახალწვეულმა მაურო იკარდიმ ლიონელ მესიზე ისაუბრა:

დღეს, 08:27

კოვინგტონი: "დათვები? ხაბიბი უარესს ცხვრებთან აკეთებს"

UFC-ის მებრძოლმა კოლბი კოვინგტონმა ხაბიბ ნურმაგომედოვის მისამართით მორიგი პროვოკაციული განცხადება გააკეთა:

დღეს, 08:14

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10