ავტორიზაცია

"ლივერპული": 20 მილიონი ევრო შაქირისთვის

"ლივერპული": 20 მილიონი ევრო შაქირისთვის
თარიღი 18 ივნ 2014, 15:55
მერსისაიდული "ლივერპულის" ხელმძღვანელობა გუნდის გაძლიერებას მიუნხენის "ბაიერნის" შვეიცარიელი ფლანგელით, ხერდან შაქირით აპირებს. Bild - იტყობნება, რომ "ლივერპულმა" "ბაიერნთან" ხერდან შაქირის ტრანსფერის თაობაზე შეთანხმებას მიაღწია. აღნიშნული წყარო იტყობინება, რომ მერსისაიდელები შვეიცარიელი შემტევის სანაცვლოდ 20 მილიონ ევროს იხდიან. შეგახსენებთ, რომ ხერდანი "ბაიერნში" 2012 წელს "ბაზელიდან" გადავიდა. გერმანელებმა მის სანაცვლოდ 12 მილიონი ევრო გადაიხადეს. შაქირიმ ბუნდესლიგაში თავის დამკვიდრება ვერ მოახერხა, რის გამოც იგი "ბაიერნს", დიდი ალბათობით, ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე დატოვებს. შეგახსენებთ, რომ გასულ სეზონში ხერდან შაქირიმ "ბაიერნის" მაისური 27 შეხვედრაში მოირგო და 7 გოლის გატანა მოახერხა. ინფორმაციის წყარო: Bild