მამუკა გორგოძემ საფრანგეთის ჩემპიონატი დუბლით დაიწყო! [VIDEO]


მამუკა გორგოძემ საფრანგეთის ჩემპიონატი დუბლით დაიწყო! [VIDEO]

შაბათს სტარტი აიღო 2019/2020 წლების ტოპ 14-ის გათამაშებამ.

პირველ ტურში "აჟენი" შინ "ტულონს" დაუხვდა და 25:44 დამარცხდა. მასპინძელთა რიგებში მარქაფაში გახლდათ მარჯვენა ბურჯი ანტონ ფეიქრიშვილი, რომელიც მინდორზე 47-ე წუთზე გამოჩნდა. ტულონელთა სასტარტო თხუთმეტეულში კი, მეორე ხაზში მამუკა გორგოძე იყო გამწესებული, რომელმაც სრულად ითამაშა და თავი ორი გატანილი ლელოთი გამოიჩინა!

ქართული რაგბის 35 წლის ლეგენდამ პირველი ლელო მე-13 წუთზე გაიტანა, როდესაც მეტოქეს 22-თან ცხვირწინ ააცალა ბურთი, შემდეგ რამდენიმე მეტრით წინ წაიწია და კორდინს გაატანა, რომელიც შებოჭეს, თუმცა მარსელ ვან დერ მერვემ კვლავ მამუკას უპასა და მანაც ოვალი ლელოში დაამიწა. რაც შეეხება მეორე ლელოს, მან 59-ე წუთზე ლელოდან დაახლოებით ორიოდე მეტრის მოშორებით რაქიდან აიტაცა ბურთი და ლელოში ჩვეულ სტილში გადადო.



რაც შეეხება სხვა მატჩებს:

"კასტრი" საკუთარ მოედანზე "მონპელიეს" დაუხვდა და დაძაბულ ბრძოლაში 26:25 სძლია. ბოლო წუთი იყო, როდესაც სტუმრებმა შერკინებაში ჯარიმა გამოიმუშავეს, რაც ახალგაზრდა ბურჯის ლუკა აზარიაშვილის დამსახურება გახლდათ, რომელიც მინდორზე 73-ე წუთზე გამოჩნდა და ტოპ 14-ში დებიუტი ჰქონდა. "მონპელიემ" ბურთი აუტში გადაიტანა, მეტოქის ლელოდან დაახლოებით რვა მეტრის მოშორებით მოლი ააგორა, რომელიც მასპინძლებმა წესების დარღვევით ჩააქციეს და სტუმრებმა უპირატესობა მიიღეს. წესით, მათ ლელოს დადება ძელებთან ახლოს უნდა ეცადათ, რადგან თამაშის მოსაგებად გარდასახვა ჭირდებოდათ, თუმცა მათ შეტევა ფრთაზე გაშალეს და ლელოც დადეს, მაგრამ აარონ კრუდენმა გარდასახვა ააცილა და გამარჯვება "კასტრს" დარჩა - 26:25.

მოქმედი ჩემპიონი "ტულუზი" გასვლაზე "ბორდოს" შეერკინა და 25:30 დამარცხდა. ჟირონდელთა რიგებში დასკვნითი 25 წუთი ითამაშა მარჯვენა ბურჯმა ლაშა ტაბიძემ.

სენსაცია გამოცხვა "პარიზ ლა დეფენს არენაზე", სადაც ადგილობრივი "რასინგ 92" ტოპ 14-ში აღზევებულ "ბაიონთან" დამარცხდა. პარიზელებმა ტაიმი იოან ტანგას და ხუან იმჰოფის ლელოებით და ტედი ირიბარენის გარდასახვა-ჯარიმებით 17:7 მოიგეს, მაგრამ მეორე ტაიმში ქულა ვეღარ მოიპოვეს, ხოლო ბასკებმა ოთხი ჯარიმა და ლელო გაიტანეს - 17:24. "რასინგ 92"-ის შემადგენლობაში საწყისი 45 წუთი იასპარეზა მარცხენა ბურჯმა ვასილ კაკოვინმა.

"ლიონმა" შინ "სტად ფრანსე" დიდი ანგარიშით 43:9 დაამარცხა, ხოლო "პომ" საკუთარ კედლებში "ბრივს" სძლია - 33:14.

ტური დღეს დასრულდება: "კლერმონი", რომლის ძირითად შემადგენლობაშიც დავით ზირაქაშვილი იქნება, "მარსელ მიშელინზე" "ლა როშელს" დაუხვდება.

შეგახსენებთ, რომ მოახლოებული მსოფლიო თასის გამო, ის მოთამაშეები, ვინც ნაკრებში არიან გამოძახებულნი, კლუბებს ვერ ეხმარებიან.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ლარსონი: "მანჩესტერის მაღალი ხელფასი არ მაინტერესებდა"

გლაზგოს "სელტიკის" ცოცხალმა ლეგენდამ, ჰენრიკ ლარსონმა გაიხსენა, თუ როგორ ცდილობდა "მანჩესტერ იუნაიტედი" 1999 წელს მის მოთაფლვას:

დღეს, 11:31

სიტის საპასუხო მატჩში მენდი დააკლდება

ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალის განმეორებითი დაპირისპირებისთვის "მანჩესტერ სიტიში" დანაკლისი უკვე შეინიშნება.

დღეს, 11:22

რეალის კოშმარი - რამდენჯერ ჰყავს პეპს დამარცხებული მადრიდული გუნდი საერთო ჯამში?

როგორც მოგეხსენებათ, "მანჩესტერ სიტის" მთავარმა მწვრთნელმა, ხოსეპ გვარდიოლამ მადრიდის "რეალის" წინააღმდეგ თავისი დადებითი სტატისტიკა განამტკიცა.

დღეს, 11:09

მან სიტი - ერთადერთი ინგლისური გუნდი, რომელმაც ჩემპიონთა ლიგაზე იმარჯვა

როგორც მოგეხსენებათ, "მანჩესტერ სიტიმ" ჩემპიონთა ლიგის პირველ 1/8 ფინალურ შეხვედრაში სტუმრად მადრიდის "რეალი" დაამარცხა.

დღეს, 10:55

რამოსმა ჩემპიონთა ლიგაზე ანტი-რეკორდი დაამყარა

როგორც მოგეხსენებათ, მადრიდის "რეალისა" და "მანჩესტერ სიტის" შეხვედრაში სერხიო რამოსი მოედნიდან იქნა გაძევებული.

დღეს, 10:44

რონალდუს სერია შეწყდა - პირველად 2020 წელს

როგორც მოგეხსენებათ, ჩემპიონთა ლიგის პირველ 1/8 ფინალურ დაპირისპირებაში ტურინის "იუვენტუსი" გასვლაზე ლიონის "ოლიმპიკთან" დამარცხდა.

დღეს, 10:34

გვარდიოლას ისტორიული შედეგი - პეპმა ფერგიუსონი და ანჩელოტი ჩამოიტოვა

როგორც მოგეხსენებათ, "მანჩესტერ სიტიმ" ჩემპიონთა ლიგის პირველ 1/8 ფინალურ შეხვედრაში სტუმრად მადრიდის "რეალი" დაამარცხა.

დღეს, 10:25

ვინ გახდება ჩემპიონთა ლიგის კვირის საუკეთესო მოთამაშე? 4 კანდიდატი ცნობილია

ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალების პირველი შეხვედრების დასრულების შემდეგ, უეფამ კვირის MVP-სთვის მებრძოლი 4 კანდიდატი წარადგინა.

დღეს, 10:17

"სერია ა-ს მატჩი რომ ყოფილიყო, ორ პენალტს დაგვიდებდნენ", - სარი

ტურინის "იუვენტუსის" მთავარმა მწვრთნელმა, მაურიციო სარიმ ლიონის "ოლიმპიკთან" შეხვედრაში მსაჯობის შესახებ ისაუბრა:

დღეს, 10:07

განაცხადი ცნობილია: ჩაკვეტაძე და ქვილითაია დღეს მნიშვნელოვან მატჩს გამართავენ

ევროპა ლიგის 1/16 ფინალში დგეს ერთმანეთს "გენტი" და "რომა" დაუპირისპირდებიან.

დღეს, 02:57

ლიონის მწვრთნელი: "იუვენტუსთან მოვიგეთ, მაგრამ მთავარი მაინც სხვა რამაა"

"იუვენტუსთან" მოგებული 1:0 მატჩის შემდეგ კომენტარი "ლიონის" მთავარმა მწვრთნელმა რუდი გარსიამ გააკეთა.

დღეს, 02:53

სარიმ ლიონთან წაგების მიზეზებზე ისაუბრა

ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალში "იუვენტუსი" სტუმრად "ლიონთან" 1:0 დამარცხდა.

დღეს, 02:48

კაზემირო: "ბოლო 15 წუთი კარგი არაფერი გაგვიკეთებია, მაგრამ ეს მატჩი უკვე წარსულშია"

მადრიდის „რეალის“ ნახევარმცველმა, კაზემირომ, „სიტისთან“ წაგებული შეხვედრა შეაფასა.

დღეს, 02:43

ვინისიუსი: "ჟესუსმა რამოსს ხელი ზუსტად ისე კრა, როგორც მანამდე მე - მაჰრეზს"

მადრიდის „რეალის“ შემტევი, ვინისიუს ჯუნიორი დარწმუნებულია, რომ „სიტიმ“ პირველი გოლი თამაშის წესების დარღვევით გაიტანა.

დღეს, 02:39

წითელი ბარათის მიუხედავად, რამოსმა ბუფონს მაინც გადაასწრო

ჩემპიონთა ლიგაზე ჩატარებული მატჩების რაოდენობით სერხიო რამოსმა ჯიჯი ბუფონს გადაასწრო.

დღეს, 02:38

დე ბრუინმა კარიერაში საუკეთესო შედეგი დააფიქსირა

ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალურ მატჩში "მანჩესტერ სიტიმ" მადრიდის "რეალი" 2:1 დაამარცხა.

დღეს, 02:34

"ეს დაპირისპირება 180-წუთიანია", - ზიდანმა კროოსის არდაყენების მიზეზი დაასახელა

„სიტისთან“ მარცხის შემდეგ, „რეალის“ მთავარი მწვრთნელი, ზინედინ ზიდანი, პრესას გაესაუბრა.

დღეს, 02:34

წითელი ბარათების რაოდენობით, სერხიო რამოსი 2 ფეხბურთელს დაეწია

მადრიდის "რეალის" კაპიტანი სერხიო რამოსი "მანჩესტერ სიტისთან" მატჩში მოედნიდან გააძევეს.

დღეს, 02:31

გვარდიოლას დიდებული შედეგი - პირველი მწვრთნელი ისტორიაში

ამ გამარჯვებით, ქალაქელთა მთავარი მწვრნელი პეპ გვარდიოლა ჩემპიონთა ლიგის ისტორიაში შევიდა.

დღეს, 02:28

9 მატჩი - 6 მოგება: გვარდიოლას საოცარი შედეგი სანტიაგო ბერნაბეუზე

ესპანელ მწვრთნელს „რეალის“ საშინაო მოედანზე თამაში კარგად გამოსდის.

დღეს, 02:27

გვარდიოლა: "თუ არსებობს გუნდი, რომელსაც ყველაფრის დატრიალება შეუძლია, ეს რეალია"

„მანჩესტერ სიტის“ მთავარმა მწვრთნელმა, პეპ გვარდიოლამ, „რეალთან“ მოგება შეაფასა.

დღეს, 02:25

წაგებაცაა და წაგებაც - იუვენტუსის საშინელი შედეგი ჩემპიონთა ლიგაზე

ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალში ტურინის "იუვენტუსი" სტუმრად "ლიონთან" 1:0 დამარცხდა.

დღეს, 02:24

მანჩესტერ სიტიმ მილანის შედეგი გაიმეორა

ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალში მადრიდის "რეალი" "მანჩესტერ სიტის" დაუპირისპირდა და 1:2 დამარცხდა.

დღეს, 02:19

იყო თუ არა გასაძევებელი? რამოსის გაძევება სიტისთან მატჩში [VIDEO]

სერხიო რამოსის გაძევების ეპიზოდი „მანჩესტერ სიტისთან" განვლილ შეხვედრაში.

დღეს, 02:19

ზედიზედ მეორე სეზონში - რამოსი მერვედფინალის საპასუხო მატჩს გამოტოვებს

მადრიდის „რეალის“ კაპიტანი, სერხიო რამოსი, „მანჩესტერ სიტისთან“ მატჩის მიწურულს მოედნიდან გააძევეს.

დღეს, 02:16

სენსაცია საფრანგეთიდან! ლიონმა იუვენტუსი დაამარცხა [VIDEO]

ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალური ეტაპის შეხვედრაში „ლიონმა“ საკუთარ მოედანზე „იუვენტუსს“ უმასპინძლა.

დღეს, 01:54

უდიდესი ნაბიჯი მეოთხედფინალისკენ! სიტიმ მადრიდში იმარჯვა [VIDEO]

ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალური ეტაპის ცენტრალურ შეხვედრაში მადრიდის „რეალი“ „მანჩესტერ სიტის“ დაუპირისპირდა.

დღეს, 01:52

კონტრაქტის პირობები, რომელსაც ლივერპული ვერნერს სთავაზობს

"ლივერპული" "ლაიფციგის" თავდამსხმელ ტიმო ვერნერთან პირად კონტრაქტზე მოლაპარაკებებს აწარმოებს.

გუშინ, 23:47

კონკრეტული თანხა მზადაა - რეალი ვან დეიკის ტრანსფერზე ამუშავდა

აღნიშნულ ინფორმაციას ავტორიტეტული ბრიტანული გამოცემა GOAL.COM ავრცელებს.

გუშინ, 23:43

შეისყიდის თუ არა ინტერი სანჩესს? - გადაწყვეტილება მიღებულია

მოგეხსენებათ, "მანჩესტერ იუნაიტედს" თავდამსხმელი, ალექსის სანჩესი "ინტერში" ჰყავს განათხოვრებული.

გუშინ, 23:17

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10