Goal.Ge

მატჩების წინ: იდეალური დრო, რომ საქართველოს ნაკრებში ეროვნული ლიგის ფეხბურთელები ვიხილოთ


მატჩების წინ: იდეალური დრო, რომ საქართველოს ნაკრებში ეროვნული ლიგის ფეხბურთელები ვიხილოთ

5 და 8 სექტემბერს, საქართველოს ნაკრები სამხრეთ კორეისა და დანიის ნაკრებებს დაუპირისპირდება.

სულ მალე ვიხილავთ იმ ფეხბურთელთა სიას, რომლებიც ამ შეხვედრებისთვის შეიკრიბებიან.

დღევანდელი გადმოსახედიდან, ვლადიმირ ვაისს მოთამაშეების არჩევის არც თუ ისე დიდი არსენალი აქვს.

როგორც წესი, სლოვაკი სპეციალისტის მოსვლის შემდეგ, ნაკრებში 99% ლეგიონერი თამაშობს და ჩემპიონატიდან ფეხბურთელებს იშვიათად იძახებენ ხოლმე.

სწორედ ახლაა იდეალური დრო იმისა, რომ საქართველოს ნაკრებში ეროვნული ლიგის რამდენიმე ფეხბურთელი ვიხილოთ. მიუხედავად ქართული გუნდების არც თუ ისე დამაკმაყოფილებელი შედეგებისა, იყვნენ ერთეული ფეხბურთელები, რომლებმაც თავი გამოიჩინეს.

მატჩების წინ: იდეალური დრო, რომ საქართველოს ნაკრებში ეროვნული ლიგის ფეხბურთელები ვიხილოთ

როგორც ჩვენთვისაა ცნობილი, ევროტურნირების შესარჩევ ეტაპზე, ვაისი ქართული კლუბების თამაშებს დაესწრო, მათ შორის, ზაგრებში "საბურთალოს" მატჩს.

საინტერესოა, რომელი ფეხბურთელები მოეწონა მას და ვის უნდა ველოდოთ ნაკრებში ეროვნული ლიგიდან?

უკვე წლებია, საქართველოს ნაკრებს მარჯვენა მცველის პოზიციაზე პრობლემები აქვს. ამ პოზიციაზე შეუცვლელი წევრი ოთარ კაკაბაძეა, რომელიც უალტერნატივოა.

როგორც იქნა, გამოჩნდა მარჯვენა მცველი, რომელსაც ნაკრებში თამაშის დიდი პოტენციალი აქვს. "საბურთალოს" ახალგაზრდა ფეხბურთელი ნიკა მალი ეროვნულ ლიგაში თავის პოზიციაზე გამორჩეულია, ევროპულ მატჩებში კი თავისი გუნდის რიგებში თითქმის ყველა თამაშში საუკეთესო იყო. მალის აქვს იმის ამბიცია, რომ მარჯვენა ფლანგზე კაკაბაძეს კონკურენცია გაუწიოს. კონკურენცია კი ნებისმიერ გუნდსა თუ ნაკრებში საჭიროა.

ლევან შენგელია უკვე მთელმა საქართველომ გაიცნო. ის "დინამო თბილისის" უდავო ლიდერად ჩამოყალიბდა, სავარაუდოდ, მალე ლეგიონერიც გახდება და ყველაფერი აქვს გაკეთებული იმისთვის, რომ ნაკრებში გამოიძახონ.

მატჩების წინ: იდეალური დრო, რომ საქართველოს ნაკრებში ეროვნული ლიგის ფეხბურთელები ვიხილოთ

ნიკა კვეკვესკირი ნაკრებს ტრავმის გამო ვერ დაეხმარება, ცუდ ფორმაშია ლაშა პარუნაშვილი. შესაბამისად, ამ პოზიციაზე ნაკრებს მოახლოებული მატჩებისთვის შევსება სჭირდება. ნიკა ნინუას პროგრესი ამ სეზონში იმდენად აშკარაა, რომ დროა, მინიმუმ ამხანაგურ მატჩში მაინც გამოიცადოს. გარდა იმისა, რომ ნინუა ცენტრში ჭკვიანურად გადაადგილდება და გადაცემებს სწორად ანაწილებს, აქვს ერთი გამორჩეული ასპექტი - ამ სეზონში, მას უკვე 6 ჯარიმა აქვს გატანილი. შესაბამისად, ნინუა, თავისი გამორჩეული თვისებით, იმ ფეხბურთელთა კატეგორიას მიეკუთვნება, რომლებსაც მატჩის ბედის გადაწყვეტა ნებისმიერ დროს შეუძლიათ.

ზოგადად, ვაისი ნაკრების ძირითად ბირთვს არ ცვლის ხოლმე და თითქმის სულ ერთი და იგივე ფეხბურთელებს იძახებს, თუმცა ტრავმირებული და ცუდ ფორმაში მყოფი მოთამაშეების გათვალისწინებით, ახლა ის დროა, რომ ასპარეზი ელიგის მოთამაშეებსაც დაეთმოთ, თან გასულ კვირებში ამ ფეხბურთელებმა მნიშვნელოვანი მატჩები გადაბმულად ჩაატარეს და ფორმის პიკში არიან.

ამხანაგური მატჩი კორეასთან და საშინაო შეხვედრა დანიასთან - ამაზე იდეალური პაუზა, რომ ნაკრებში ახალი სახეები გამოსცადო, დიდი ხანი აღარ იქნება, რადგან მომდევნო თვეებში საქართველოს მნიშვნელოვანი პერიოდი ეწყება.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

დიდი საჩუქარი რაგბის გულშემატკივარს!

20 სექტემბრიდან 2 ნოემბრამდე იაპონიაში რაგბის მსოფლიო თასი გაიმართება, რომელშიც მონაწილეობას საქართველოს ნაკრებიც იღებს.

20-09-2019, 21:42

სუარესი: "წინ ურთულესი წელიწადი გველის"

„ბარსელონას“ თავდამსხმელმა, ლუის სუარესმა, „გრანადასთან“ მარცხი (0:2) შეაფასა.

დღეს, 11:42

"წაგება ფეხბურთის ნაწილია", - გვარდიოლა 8:0-ს მოგების შემდეგ

„მანჩესტერ სიტის“ მთავარმა მწვრთნელმა, ხოსეპ გვარდიოლამ, „უოტფორდის“ 8:0 დამარცხება შეაფასა.

დღეს, 11:38

მარტიდან უმუშევარი სოლარი სამსახურს 2020-ში დაუბრუნდება?

მადრიდის „რეალის“ ყოფილმა მწვრთნელმა, სანტი სოლარიმ, შესაძლოა დევიდ ბექჰემის გუნდი „ჩაიბაროს.

დღეს, 11:34

"გრანადას გაცილებით მეტის გატანა შეეძლო", - ვალვერდემ მარცხი შეაფასა

„ბარსელონას“ მთავარმა მწვრთნელმა, ერნესტო ვალვერდემ, „გრანადასთან“ წაგება შეაფასა.

დღეს, 10:44

როდის ჰქონდა ბოლოს ბარსელონას ასეთი ცუდი სტარტი პრიმერაში?

„ბარსელონა“ ლა ლიგის მეხუთე ტურში სტუმრად „გრანადასთან“ დამარცხდა.

დღეს, 10:33

იუვეს სპორტული დირექტორი: "მანჯუკიჩის წასვლა იწელება"

„იუვენტუსის“ სპორტულმა დირექტორმა, ფაბიო პარატიჩიმ, მარიო მანჯუკიჩის ყატარის კლუბ „ალ-რაინში“ გადასვლაზე ისაუბრა.

დღეს, 10:30

სოლსკიაერი: "რეალის პრეზიდენტს არ ვუსმენ, პოგბას არსად წასვლა არ უნდა"

„მანჩესტერ იუნაიტედის“ მთავარმა მწვრთნელმა, ოლე-გუნარ სოლსკიაერმა, გუნდიდან პოლ პოგბას შესაძლო წასვლაზე კიდევ ერთხელ ისაუბრა.

დღეს, 10:27

ჩელსი სტემფორდ ბრიჯზე ლივერპულის უდანაკარგო სვლის შეჩერებას შეეცდება

„მანჩესტერ სიტიმ“ 8-0 მოიგო და „ლივერპულთან“ სხვაობა 2 ქულამდე დაიყვანა, როგორ უპასუხებენ მერსისაიდელები?

დღეს, 10:21

არველაძეებმა ჩემპიონობა ქართული სიმღერით აღნიშნეს [VIDEO]

მოგეხსენებათ, ჩემპიონატის დასრულებამდე რამდენიმე ტურით ადრე, "ფახთაქორი" უზბეკეთის ჩემპიონი გახდა.

დღეს, 04:49

სხირტლაძის ბრწყინვალე თამაში პოლონეთში - დუბლი და საგოლე გადაცემა [VIDEO]

პოლონეთის ჩემპიონატის მე-9 ტურში "არკა" "ლოდსს" დაუპირისპირდა და სტუმრად 1:4 დაამარცხა.

დღეს, 04:45

შოთა არველაძე უზბეკეთის ჩემპიონია!

უზბეკეთის ჩემპიონატის მე-20 ტურში "ფახთაქორი" "ბეკობოდს" დაუპირისპირდა და 1:2 დაამარცხა.

დღეს, 04:40

ალექსანდრ-არნოლდი: "მსოფლიო ფეხბურთში ფირმინოზე კრეატიული მხოლოდ ერთი მოთამაშეა"

"ლივერპულის" მცველი ალექსანდრ-არნოლდი თავის თანაგუნდელს, რობერტო ფირმინოს აქებს.

დღეს, 04:36

ბუფონმა მალდინის რეკორდი გაიმეორა

იტალიის ჩემპიონატში "იუვენტუსი" "ვერონას" დაუპირისპირდა და მეტოქე 2:1 დაამარცხა.

დღეს, 04:31

პოჩეტინო: "თუ ყველა მატჩში 2 გოლი გავუშვით, არაფერი გამოვა"

პრემიერ ლიგის გასულ ტურში "ტოტენჰემი" "ლესტერს" დაუპირისპირდა და 2:1 დამარცხდა.

დღეს, 04:28

ვალვერდე: "ამ ყველაფერზე პასუხისმგებელი მე ვარ"

"გრანადასთან" წაგებული მატჩის შემდეგ კომენტარი "ბარსელონას" თავკაცმა ერნესტო ვალვერდემ გააკეთა.

დღეს, 04:18

სუარესი: "ამ წაგებამ ბევრ რამეზე უნდა დაგვაფიქროს"

ლა ლიგის გასულ ტურში "ბარსელონამ" სენსაციური ანგარიში დააფიქსირა და "გრანადასთან" 2:0 წააგო.

დღეს, 04:14

სოლსკიაერმა პოგბას მომავალზე ისაუბრა

აქტიურად იწერება, რომ ზამთრის სატრანსფერო ფანჯარაზე მადრიდის "რეალი" პოლ პოგბას იყიდის.

დღეს, 04:09

კლოპი გვარდიოლას ხუმრობაზე: "დასრულებული არაფერია და ეს მანაც იცის"

როცა "მანჩესტერ სიტი" წინა ტურში "ნორვიჩთან" დამარცხდა, გვარდიოლამ განაცხადა, რომ ლივერპულისთვის ჩემპიონობა უკვე უნდა მიგველოცა.

დღეს, 04:05

გვარდიოლა: "5 გოლი 18 წუთში - ეს ნორმალური არ არის"

"მანჩესტერ სიტის" მთავარი მწვრთნელი პეპ გვარდიოლა თავისი გუნდის თამაშით კმაყოფილია.

დღეს, 04:00

"სწორედ ასეთი მწვრთნელი მინდოდა" - ლუკაკუმ კონტე შეაქო

სერია ა-ს ტურის ცენტრალური მატჩი "ინტერსა" და "მილანს" შორის, "ინტერის" გამარჯვებით 0:2 დასრულდა.

დღეს, 03:53

გრანადასთან მარცხით ბარსელონამ ანტი-რეკორდი დაამყარა

ლა ლიგის მე-5 ტურში კატალონიის "ბარსელონა" "გრანადას" ესტუმრა და 2:0 დამარცხდა.

დღეს, 03:49

ბარსელონას გრანადასთან მესის დაბრუნებამაც ვერ უშველა [VIDEO]

2019/20-წლების ლა ლიგაში „ბარსელონას“ ჯერ გასვლაზე მატჩი არ აქვს მოგებული.

დღეს, 00:55

კონტეს პირველი ხმაურიანი გამარჯვება - ინტერმა მილანელი მეზობლები დაამარცხა [VIDEO]

დასრულდა მორიგი დერბი დელა მადონინა, რომელიც "ინტერის" გამარჯვებით დასრულდა.

დღეს, 00:53

რეალის ექს-პრეზიდენტმა გუნდის მომავალი მწვრთნელი დაასახელა

"რეალის" ყოფილი პრეზიდენტი, რამონ კალდერონი ფიქრობს, რომ გუნდს ახალი მწვრთნელი ეყოლება.

გუშინ, 23:27

რეალის ექს-პრეზიდენტი: "ზიდანსა და პერესს შორის ურთიერთობა ძალიან დაძაბულია"

"რეალის" ექს-პრეზიდენტი, რამონ კალდერონი საკმაოდ საინტერესო განცხადებას აკეთებს.

გუშინ, 23:21

პრაქტიკულად გადაწყდა: მანჯუკიჩი ახალ კლუბში გადადის

"იუვენტუსის" თავდამსხმელი, მარიო მანჯუკიჩი, დიდი ალბათობით, ტურინს დატოვებს.

გუშინ, 23:12

მოურინიომ ზღაპრული შეთავაზება იუარა, მიზეზი ცნობილია

"მანჩესტერ იუნაიტედის" ექს-მწვრთნელმა, ჟოზე მოურინიომ მეგა შეთავაზება იუარა.

გუშინ, 23:09

ბერლუსკონი: "ჩემი მონცა ახლანდელ მილანს 3:0-ს დაამარცხებს"

"მილანის" ექს-პრეზიდენტი მიიჩნევს, რომ მის ამჟამინდელ კლუბ "მონცას" "როსონერის" დამარცხება შეუძლია.

გუშინ, 23:05

ბოლტმა მბაპეს სამი გამორჩეული თვისება დაასახელა

მძლეოსნობაში 8-გზის ოლიმპიურმა ჩემპიონმა, უსეინ ბოლტმა საკმაოდ საინტერესო განცხადება გააკეთა.

გუშინ, 22:51

ყველა სიახლე