» იხილე განახლებული ვებ-გვერდი
7

დედაქალაქური დერბის დღე ტოპ-ჩემპიონატებში: არსენალი V ტოტენჰემი, ლაციო V რომა


დედაქალაქური დერბის დღე ტოპ-ჩემპიონატებში: არსენალი V ტოტენჰემი, ლაციო V რომა

პრემიერ ლიგის მეოთხე ტურის ცენტრლაურ შეხვედრაში ლონდონური დერბი გაიმართება: „არსენალი“ „ტოტენჰემს“ უმასპინძლებს.

„არსენალი“ – „ტოტენჰემი“
1 სექტემბერი, თბილისის დროით 19:30, სტადიონი „ემირეითსი“, მატჩის არბიტრი - მარტინ ატკინსონი


დედაქალაქური დერბის დღე ტოპ-ჩემპიონატებში: არსენალი V ტოტენჰემი, ლაციო V რომა

არსენალის“ ვერ შეგშურდება - „ლივერპულის“ შემდეგ გუნდის მეტოქე უნაი „ტოტენჰემი“ იქნება. მიუხედავად იმ ფაქტისა, რომ „დეზებმა“ სეზონი არც თუ დამაჯერებლად დაიწყეს, ლონდონური დერბი არის მატჩი, რომელსაც გუნდი ყოველთვის დიდი განწყობით ხვდება და „მეთოფეებისთვის“ ადვილი არაფერი იქნება. ისევე, როგორც „სპარსისთვისაც“.

მიუხედავად საკმაოდ კარგი სატრანსფერო კამპანიისა, „ლივერპულთან“ მატჩმა ცხადჰყო - „მეთოფეები“ ამ სეზონში პრემიერ ლიგის ოქროს მედლებისთვის ვერ იბრძოლებენ. „მანჩესტერ სიტი“ და „ლივერპული“ გაცილებით სოლიდურად გამოიყურებიან, ვიდრე დანარჩენი 18 გუნდი.

კრიტიკის პორცია ხვდა წილად „არსენალის“ ახალწვეულ დავიდ ლუისსაც - 32 წლის მცველმა „ბარნლისთან“ და „ლივერპულთან“ (ორჯერ) საკმარისი რაოდენობის შეცდომა დაუშვა, რომლის შედეგადაც მისმა გუნდმა საკუთარ კარში გოლი მიიღო. შესაძლოა, ბრაზილიელმა ჯერ ადაპტაცია ვერ გაიარა, მაგრამ ეს მის არასაიმედო თამაშს მხოლოდ ნაწილობრივ თუ გაამართლებს.

რაც შეეხება „ტოტენჰემს“, მაურისიო პოჩეტინოს შეგირდები ორაზროვად შთაბეჭდილებას ტოვებენ. ერთის მხრივ, ფრე „მან.სიტისთან“ „ეტიჰადზე“ და პირველ ტურში „ასტონ ვილას“ დამარცხება, მაგრამ მეორე მხრივ - მოულოდნელი მარცხი „ნიუკასლისგან“ საკუთარ მოედანზე, რომელიც ჩემპიონშიპში გავარდნის ერთ-ერთი მთავარი ფავოროტია.

არ უმატებს „დეზებს“ ოპტიმიზმს კრისტიან ერიქსენის სიტუაციაც. დანიელი შემტევი ნახევარმცველი სხვაგან გადასვლას ელოდება და მისი მომავლის გაურკვევლობა უშლის როგორც მთელ გუნდს, ისე თავად მას.

დედაქალაქური დერბის დღე ტოპ-ჩემპიონატებში: არსენალი V ტოტენჰემი, ლაციო V რომა

გასულ სეზონში ეს ორი გუნდი ერთმანეთს საჯერ შეხვდა - პრემიერ ლიგის შეხვედრებში „მეთოფეებმა“ 4:2 იმარჯვეს, მეორე მატჩი კი 1:1 დასრულდა. სამაგიეროდ „ტოეტნჰემმა“ შური ინგლისის ლიგის თასზე იძია, როდესაც 2:0 მოიგო.

ბუკმეიკერთა აზრით, ფავორიტი მასპინძლები არიან - „არსენალის“ მოგება 2.37 კოეფიციენტით ფასობს, „ტოტენჰემის“ კი - 2.90, ფრე ყველაზე ნაკლებად სავარაუდოა 3:65.

სავარაუდო შემადგენლობები:


„არსენალი“: ლენო, მეიტლენდ-ნაილზი, დავიდ ლუისი, პაპასტატოპულოსი, კოლაშინაცი, გენდუზი, ჯაკა, სებალიოსი, პეპე, ობამეიანგი, ლაკაზეტი.

„ტოტენჰემი“: ლიორისი, ორიე, ალდერვეირელდი, ვერტონგენი, როუზი, უინქსი, სისოკო, სონ ჰინ მინი, ერიქსენი, ლამელა, კეინი.

ვერ ითამაშებენ: ბელერინი, მავროპანოსი, ტირნი - ფოიტი, სესენიონი, უოკერ-პიტერსი, ნდომბელე, დაიერი

საინტერესო ფაქტები:


ბოლო 11 საშინაო შეხვედრიდან 10-ში, „არსენალმა“ მეტოქეს მინიმუმ 2 გოლი გაუტანა.

„არსენალს“ უკანასკნელი 19 საშინაო შეხვედრიდან მხოლოდ 1 აქვს წაგებული

„ტოტენჰემმა“ პრემიერ ლიგის უკანასკნელი შვიდი საგარეო მატჩი ვერ მოიგო

ჰარი კეინს ჩრდილოეთ ლონდონის დერბის ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირობამდე ერთი გოლი აკლია, მის ანგარიშზე ამჟამად 9 გოლია და ის ემანუელ ადებაიორს და ბობი სმიტს ჩამორჩება.

„დეზებმა“ „არსენალთან“ უკანასკნელი 10 მატჩიდან მხოლოდ 2 წააგეს (3 მოგება და 5 ფრე), მაგრამ ორივე ეს მარცხი „ემირეითსზე“ შედგა.

გუნდებს შორის უკანასკნელი 14 გატანილი გოლიდან 5 - პენალტს მოჰყვა.

პრემიერ ლიგის მეოთხე ტურის ცენტრლაურ შეხვედრაში ლონდონური დერბი გაიმართება: „არსენალი“ „ტოტენჰემს“ უმასპინძლებს.

იტალიაში კი კვირის ცენტრალური შეხვედრა დედაქალაქში შედგება - „დერბი დელა კაპიტალე“, რომელშც ერთმანეთს „ლაციო“ და „რომა“ დაუპირისპირდებიან.

დედაქალაქური დერბის დღე ტოპ-ჩემპიონატებში: არსენალი V ტოტენჰემი, ლაციო V რომა

„ლაციო“ – „რომა“
კვირა, 1 სექტემბერი , თბილისის დროით 20:00 საათი, სტადიო ოლიმპიკო. არბიტრი - მარკო გუიდა


პირველ ტურში ორივე დედაქალაქურმა კლუბმა შეტევაში შედეგიანი თამაში აჩვენა და 3-3 გოლი გაიტანა. მაგრამ, ამით „ლაციოს“ და „რომას“ მატჩების ანალოგიები მთავრდება. თუ სიმონე ინძაგის გუნდმა კარგი მზადება წარმოაჩინა და თითქმის შეცდომა არ დაუშვია არც შეტტევაში და არც დაცვაში, გზად კი „სამპდორიაში“ სტუმრად 3:0 დაამარცხა, პაულო ფონსეკას „რომას“ სადებიუტო შეხვედრა არ გამოუვიდა - მატჩმა გამოაჩინა, რომ უკრაინული „შახტარის“ ექს-მწვრთნელს კიდევ უამრავი სამუშაო აქვს: ყოველ გატანილ გოლს „ჯენოა“ თავისით პასუხობდა და შედეგად, შეხვედრა ფრედ, 3:3 დასრულდა.

უნდა აღინიშნოს, რომ ამ ზაფხულს „ლაციომ“ ლიდერები შეინარჩუნა და თან ლაცარიც დაიმატა, „რომაში“ კი აშკარა საკადრო რევოლუცია შეინიშნება, რომლის შედეგებიც მხოლოდ მაშინ გამოჩნდება, როდესაც ახალწვეულები წარმატებით მოახერხებენ იმავე მანოლასის და ელ-შაარავის ჩანაცვლებას.

დედაქალაქური დერბის დღე ტოპ-ჩემპიონატებში: არსენალი V ტოტენჰემი, ლაციო V რომა

პირველ ტურში ფრეს ფონსეკა იმით ამართლებდა, რომ პირველ რიგში მისი გუნდი შეტევაზე იფიქრებს და მატჩის შედეგის გადაწყვეტას მეტოქეზე მეტი გოლის გატანას შეეცდება. ეჭვი არ უნდა გვეპარებოდეს, რომ „მგლები“ თავის იარაღს ახლავე იყენებენ. „რომას“ მხოლოდ გამარჯვება კი არა, ლამაზი და დამაჯერებელი თამაშიც სჭირდება (მითუმეტეს იმის გათვალისწინებით, რომ გასულ სეზონში „ლაციოსთან“ „სტუმრობა“ „ჯალოროსისთვის“ განადგურებით დამთავრდა).

ლაღად და ლამაზად თამაში „ლაციოსაც“ შეუძლია, მაგრამ ეს გუნდი თავს თითქმის არასდროს კარგავს და დღევანდელ მეტოქეზე გაცილებით დიდი სიფრთხილით თამაშობს. თუმცა, უმცროსი ინძაგიც ცდილობს ყოველთვის ლამაზად ითამაშოს, რომელმაც აღიარა, რომ მას ძალიან აღიზიანებს, რომ განურჩევლად იმისა, თუ როგორ თამაშობს, მის გუნდს ჩემპიონთა ლიგის საგზურის მაძიებლებშიც კი არავინ ახსენებს. ამიტომ, მისმა გუნდმა ექსპერტები და გულშემატკივრები უნდა მიაჩვიოს იმას, რომ ნებისმიერის დამარცხება და წარმატების მიღწევა შეუძლია.

საინტერესო ფაქტები


„რომას“ სერია ა-ში უკანასკნელ სამ საგარეო შეხვედრაში ფრე აქვს ნათამაშები

„ლაციომ“ უკანასკნელ სამ საშინაო შეხვედრაში მინიმუმ 2 გოლი გაუშვა

ასე ადრე, ჩემპიონატში (2 ტური) დედაქალაქური დერბი აქამდე არ შემდგარა

„ლაციომ“ და „რომამ“ ერთმანეთში ყველა ტურნირზე 160 მატჩი ჩაატარეს: 43 მოგება „ლაციოს“ დარჩა, 59 – „რომას“, 58 კი ფრედ დასრულდა

რაც შეეხება სერია ა-ს, ეს ტურნირი 152 მატჩს ითვლის: 39 „ლაციო“, 55 „რომა“, 58 ფრე

მასპინძლის სტატუსით „მგლები“ „ჯალოროსის“ 76-ჯერ დაუპირისპირდა: 24 გამარჯვება, 26 ფრე, 26 მარცხი

„ლაციოს“ „რომასთან“ უკანასკნელ სამ საშინაო შეხვედრაში გოლი არ აქვს გაშვებული

გასულ სეზონში მატჩი „ლაციო“ – „რომა“ 3:0 დასრულდა.

სავარაუდო შემადგენლობები:

„ლაციო“: სტრაკოშა, ლუის ფილიპე, აჩერბი, რადუ, ლულიჩი, მილინკოვიჩ-სავიჩი, ლეივა, ლაცარი, კორეა, ალბერტო, იმობილე

„რომა“: ლოპესი, ძაპაკოსტა, ფასიო, ჟუან ჟეზუსი, კოლაროვი, პელეგრინი, კრისტანტე, ფლორენცი, ძანიოლო, უნდერი, ჯეკო.

არ ითამაშებენ: ლუკაკუ - სპინაძოლა, პეროტი.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ოფიციალურად: მილანმა ნახევარმცველი დაიმატა

ზამთრის სატრანსფერო ფანჯარაზე "მილანმა" გაძლიერება დაიწყო და ნახევარმცველი დაიმატა.

დღეს, 01:51

რომაული დერბი: ლაციომ შინ რომა გაანადგურა [VIDEO]

იტალიის ჩემპიონატის ტურის გამორჩეული შეხვედრა რომის "ლაციოსა" და "რომას" შორის შედგა.

დღეს, 01:42

მორატა: "ბავშვებს მოვუყვები, რომ რონალდუსთან ერთად ვთამაშობდი"

ტურინის "იუვენტუსის" ესპანელი ფორვარდი ალვარო მორატა კრიშტიანუ რონალდუზე საუბრობს.

დღეს, 01:37

ჯაბა კანკავა საფრანგეთში ბრუნდება?

საქართველოს ნაკრების კაპიტანს ჯაბა კანკავას "ტობოლთან" კონტრაქტი ამოეწურა და თავისუფალი აგენტია.

დღეს, 01:33

"ღიმილით ვარჯიშობს" - გენტის მწვრთნელი ჩაკვეტაძეზე

"გენტის" მთავარი მწვრთნელი ჰეინ ვანჰაეზებრუკი გიორგი ჩაკვეტაძის მდგომარეობაზე კომენტარს აკეთებს.

დღეს, 01:31

კლოპი გადაწყვეტილებას აპროტესტებს: "ფეხბურთი ემოციური სპორტია და ასე არ შეიძლება"

გადაწყვეტილება "ლივერპულის" მთავარმა მწვრთნელმა იურგენ კლოპმა გააპროტესტა.

დღეს, 01:26

გვარდიოლა: "სტერლინგი ამის გარეშეც მნიშვნელოვანი ფეხბურთელია"

"ბრაიტონთან" მოგებულ მატჩში "მანჩესტერ სიტის" შემტევმა რაჰიმ სტერლინგმა ბოლო წუთზე პენალტი გააფუჭა.

დღეს, 01:21

ფლიკი: "მთელი ბაიერნი წნეხის ქვეშაა"

მიუნხენის "ბაიერნის" მთავარი მწვრთნელი ჰანსი ფლიკი გუნდის ამჟამინდელ მდგომარეობაზე საუბრობს.

დღეს, 01:18

ინგლისელი ფეხბურთელი: "ორივეს წინააღმდეგ ვითამაშე და ნეიმარიც და მბაპეც რობოტები არიან"

"დიჟონის" ინგლისელი მცველი ჯონათან პანცო ნეიმარსა და მბაპეზე საუბრობს და ორივე ფეხბურთელს აქებს.

დღეს, 01:14

ფერგიუსონი: "საბედნიეროდ, უკვე პენსიაზე ვიყავი, როცა ბოლო ორი წელი ლივერპულის თამაშს ვუყურებდი"

"მანჩესტერ იუნაიტედის" ექს-მწვრთნელმა, ალექს ფერგიუსონმა საინტერესო განცხადება გააკეთა.

გუშინ, 23:52

სეზონის ბოლომდე გრანტი, შემდეგ კი ტუხელი - ჩელსიში ლამპარდის დღეები დათვლილია?

"ჩელსის" ექს-მწვრთნელმა, ავრაამ გრანტმა შესაძლოა ლონდონური კლუბი კიდევ ერთხელ გაწვრთნას.

გუშინ, 23:19

"ტალანტებს არ იყენებს", - რივალდომ კუმანი შეაქო, ზიდანი კი გააკრიტიკა

"ბარსელონას" ექს-თავდამსხმელმა რონალდ კუმანი შეაქო, ზინედინ ზიდანი კი გააკრიტიკა.

გუშინ, 22:57

ოფიციალურად: მაურისიო პოჩეტინოს კორონავირუსი დაუდასტურდა

"პარი სენ ჟერმენის" მთავარ მწვრთნელს, მაურისიო პოჩეტინოს კორონავირუსი დაუდასტურდა.

გუშინ, 22:41

"ყოველთვის გამოვირჩეოდი თანატოლებში", - ნეიმარმა თავისი მთავარი ღირსება გაამხილა

"პარი სენ ჟერმენის" თავდამსხმელი, ნეიმარი ვაჟკაცობას მიიჩნევს თავის მთავარ ღირსებად.

გუშინ, 22:36

VIDEO: ლეო მესის ცოლი, ანტონელა როკუცო კრივით დაკავდა

"ბარსელონას" ფორვარდ ლიონელ მესის ცოლი, ანტონელა როკუცო კრივით არის დაკავებული.

გუშინ, 22:29

"მანჩესტერი ლივერპულის დონეზე არ არის", - პოგბას მოულოდნელი განცხადება

"მანჩესტერ იუნაიტედის" ნახევარმცველმა, პოლ პოგბამ თავისი გუნდი "ლივერპულს" შეადარა.

გუშინ, 22:20

"ჯერ დედა, შემდეგ მამა", - რონალდოს მშობლებს კორონავირუსმა შეუტია

ბრაზილიის ნაკრების ექს-ფორვარდმა, რონალდომ სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა.

გუშინ, 22:15

"სიმეონე მსოფლიოს საუკეთესო მწვრთნელია", - ატლეტიკოს ახალწვეული

"ატლეტიკოს" ახალწვეულმა, მუსა დემბელემ გუნდის მწვრთნელი, დიეგო სიმეონე შეაქო.

გუშინ, 21:56

ლუკაკუმ დაასახელა კლუბი, სადაც კარიერის დასრულებას გეგმავს

"ინტერის" ფორვარდმა, რომელუ ლუკაკუმ დაასახელა კლუბი, სადაც კარიერის დასრულებას აპირებს.

გუშინ, 21:53

მანჩესტერ სიტი და ბარსელონა შეთანხმდნენ, ტრანსფერი მალე დაიხურება!

"მანჩესტერ სიტიმ" და "ბარსელონამ" მცველ ერიკ გარსიას ტრანსფერზე შეთანხმებას მიაღწიეს.

გუშინ, 21:48

ტოტენჰემის პრეზიდენტმა დელე ალის პსჟ-ში ტრანსფერი დაბლოკა

"ტოტენჰემის" პრეზიდენტმა, დენიელ ლევიმ დელე ალის "პსჟ"-ში ტრანსფერი დაბლოკა.

გუშინ, 21:45

ზიდანი: "ეს ჩაფლავება არ არის, ყოველთვის ვერ გაიმარჯვებ"

"რეალის" მთავარმა მწვრთნელმა, ზინედინ ზიდანმა "ბილბაოსთან" მარცხზე განცხადება გააკეთა.

გუშინ, 21:41

"ბავშვობაში ფერნანდო ტორესი მომწონდა", - ატლეტიკოს ახალწვეული

"ატლეტიკოს" ახალწვეულმა, მუსა დემებელემ მადრიდში გადასვლაზე კომენტარი გააკეთა.

გუშინ, 21:36

"მეუბნებოდნენ, რომ რეალი მცველების სასაფლაოა", - პეპეს ვრცელი და საინტერესო ინტერვიუ

პეპემ გაიხსენა, როგორ უჭირდა რეალში ცხოვრებასთან შეგუება იქამდე, სანამ კლუბის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე...

გუშინ, 21:28

კურტუა რეალის ესპანეთის სუპერთასიდან გავარდნას გამოეხმაურა

"რეალის" მეკარე, ტიბო კურტუა ესპანეთის სუპერთასის ნახევარფინალში მარცხს გამოეხმაურა.

გუშინ, 21:23

ჯორდანის გამოსახულება ეიფელის კოშკის ნაცვლად - პსჟ ლოგოს იცვლის

როგორც ცნობილი გახდა, მომავალ სეზონში "პსჟ"-ს ფორმას უჩვეულო საკლუბო ლოგო დაამშვენებს.

გუშინ, 21:00

ოზილი ცალი ფეხით ახალ კლუბშია, თუმცა არსებობს ერთი პრობლემა

"არსენალის" ნახევარმცველის, მესუთ ოზილის ახალ კლუბში ტრანსფერი ჯერჯერობით ჭიანურდება.

გუშინ, 20:51

მანჯუკიჩი კარიერას მილანში გააგრძელებს - იტალიელი ჟურნალისტი

"იუვენტუსის" ექს-ფეხბურთელი, მარიო მანჯუკიჩი "მილანში" გადასვლასთან არის ახლოს.

გუშინ, 20:46

ვინ გახდება ბარსელონას პრეზიდენტი? - 3 ოფიციალური კანდიდატი ცნობილია

"ბარსელონას" პრეზიდენტობისთვის მებრძოლი სამი კანდიდატის ვინაობა ცნობილი გახდა.

გუშინ, 20:43

ინტიმური ვიდეოს გავრცელების შემდეგ, დროგბამ ცოლთან დაშორება დაადასტურა

"ჩელსის" ყოფილი თავდამსხმელი, დიდიე დროგბა მეუღლეს, ლალა დიაკატეს დაშორდა.

გუშინ, 20:34
i

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10