Goal.Ge

სუსტი მენეჯერი, რომელსაც არ აქვს საკუთარი ფილოსოფია - ზიდანი, როგორც კრიტიკის ობიექტი


სუსტი მენეჯერი, რომელსაც არ აქვს საკუთარი ფილოსოფია - ზიდანი, როგორც კრიტიკის ობიექტი

ზინედინ ზიდანმა თავისი ხანმოკლე სამწვრთნელო კარიერის განმავლობაში ფერგიუსონზე, გვარდიოლასა და მოურინიოზე მეტი ჩემპიონთა ლიგა მოიგო. ამის მიუხედავად, ზიზუ კვლავ სპეციალისტ-გამოცანად რჩება. ფრანგს არავინ აკნინებს, მაგრამ 2016-2018 წლების "რეალის" წარმატების საიდუმლო, ამოუხსნელი რჩება.

ბევრის აზრით, ზედიზედ სამჯერ მოგებული ჩემპიონთა ლიგა არის სიმბიოზი - კრიშტიანუ რონალდუს ფენომენალური ფორმა პლეი-ოფებში, იღბალი და მსაჯების შეცდომები. საინტერესო ფაქტი: როგორც კი დაინერგა VAR-ი, მადრიდი გამოვარდა.

სუსტი მენეჯერი, რომელსაც არ აქვს საკუთარი ფილოსოფია - ზიდანი, როგორც კრიტიკის ობიექტი

"სამეფო კლუბის" თავკაცის დამცველები ამბობენ, რომ მას აქვს სხვის ტაქტიკასთან ადაპტირების უნიკალური ნიჭი. ამასთან ერთად კი 47 წლის დამრიგებლის ქარიზმა და ავტორიტეტი პირდაპირ მოედანზე გადმოედინება. "ბლანკოსი" ყველაზე ზუსტად დაახასიათა დიეგო სიმეონემ, მართალია კრიტიკულად, მაგრამ ობიექტურად:

"ბარსელონასა და ატლეტიკოსგან განსხვავებით, თეთრებს თავიანთი სათამაშო სტილი არ აქვთ." - ეს რეალობაა, რადგან "გალაქტიკოსები" მთლიანად არიან დამოკიდებულები მოთამაშეების ინდივიდუალურ თვისებებსა და მეტოქის სქემაზე.

სუსტი მენეჯერი, რომელსაც არ აქვს საკუთარი ფილოსოფია - ზიდანი, როგორც კრიტიკის ობიექტი

საიდუმლო არ არის, რომ ზიდანი, იგივე პეპისგან განსხვავებით, ხაზვაზე ჩაციკლულობით არ გამოირჩევა. ზიზუ ემხრობა სიმარტივესა და ეფექტურობას, მაგრამ ზოგჯერ, ყველაფერი ეს ბანალურობასა და პრიმიტივიზმში გადადის. რომელია ფრანგის მიერ მიღებული ყველაზე სწორი გადაწყვეტილება?

რონალდუს წასვლის შემდეგ, იგივეს გაკეთება. ზინედინის თვალწინ იდგა სამი ფაქტი - კლუბის ისტორიაში (ერთ-ერთი) საუკეთესო ფეხბურთელის აბარგება, მოტივაციის დაცემა, ახალი გუნდის აშენების საჭიროება. "სანტიაგო ბერნაბეუს" ლეგენდა ამ ყველაფერს ვერ გაუმკლავდებოდა, ამიტომ ის პიკზე წავიდა.

სუსტი მენეჯერი, რომელსაც არ აქვს საკუთარი ფილოსოფია - ზიდანი, როგორც კრიტიკის ობიექტი

რაც შეეხება 47 წლის სპეციალისტის დაბრუნებას, ფლორენტინო პერესმა ის სრული ავტონომიით მოთაფლა. ცდუნება, ერთი სიტყვით. ზიდანი სატრანსფერო ბაზარზე ფურორის მოხდენას გეგმავდა, მაგრამ "რეალის" მონოპილიამ მხოლოდ ერთ თვეს გასტანა.

მადრიდის გულშემატკივრები ახალ "გალაქტიკოსებს" ელოდნენ, თუმცა ესპანეთის დედაქალაქში ასეთი მოვიდა მხოლოდ ერთი - ედენ აზარი, ბოდიში იოვიჩთან, მილიტაოსა და მენდისთან. ივნისში ვერავინ წარმოიდგენდა, რომ ზაფხულის ბოლოს, "სამეფო კლუბის" სატრანსფერო კამპანია ჩაგდებულად გამოცხადდებოდა.

სუსტი მენეჯერი, რომელსაც არ აქვს საკუთარი ფილოსოფია - ზიდანი, როგორც კრიტიკის ობიექტი

ამაში დამნაშავე თავად ზიზუა. რატომ? ფრანგი ზედმეტად ბევრს "ეფლირტავებოდა" თანამემამულე პოლ პოგბას, თუმცა ის მაინც "მანჩესტერ იუნაიტედში" დარჩა. ამის გარდა, ზინედინი უაზროდ კატეგორიული აღმოჩნდა ბეილისა და ხამესის მიმართებაში, მაგრამ რას ვხედავთ ახლა? ორივე მათგანი "ბლანკოსის" სასტარტოშია.

სუსტი მენეჯერი, რომელსაც არ აქვს საკუთარი ფილოსოფია - ზიდანი, როგორც კრიტიკის ობიექტი

დასკვნა - "თეთრების" დამრიგებელმა ვერ გადმოიბირა თავისი ყველაზე სასურველი ფეხბურთელი და ამასთან ერთად, მან გადაუხვია პრინციპებს, სწორედ ეს არის სუსტი მენეჯერობა. ეს იგივეა, რომ ანტონიო კონტეს ვერ გაეფორმებინა რომელუ ლუკაკუ და მოედანზე კვლავ მისთვის საძულველი მაურო იკარდი გამოეყვანა.

დიახ, "ელ გალაქტიკო" მილანის "ინტერისგან" ბევრი რამით განსხვავდება, მაგრამ მაინც, უბრალოდ მაგალითი. 47 წლის მწვრთნელის კიდევ ერთი უარყოფითი მხარე - გუნდის დაყოფა ორ ბანაკად: გამოკვეთილად ძირითადები და სათადარიგოები.

სუსტი მენეჯერი, რომელსაც არ აქვს საკუთარი ფილოსოფია - ზიდანი, როგორც კრიტიკის ობიექტი

ბევრი ამაში რაღაც რომანტიზმს ხედავს, ზიდანის ლეგენდარული თერთმეტეული და ა.შ., მაგრამ ობიექტურად, მან შექმნა ორი დივიზიონი, რომელშიც აღმოჩნდნენ მოდუნებული ვარსკვლავები, პირობითი ტონი კროოსი და სკამის ფორმად ქცეული პირობითი დანი სებალიოსი.

არსად არ არის ისეთი სხვაობა სასტარტოსა და რეზერვს შორის როგორც "სანტიაგო ბერნაბეუზე". არგუმენტად შეგვიძლია მოვიყვანოთ 2017 და 2018 წლის ჩემპიონთა ლიგის ფინალები: "რეალის" 11-ეული ორივე შემთხვევაში ერთმანეთის იდენტური იყო.

სუსტი მენეჯერი, რომელსაც არ აქვს საკუთარი ფილოსოფია - ზიდანი, როგორც კრიტიკის ობიექტი

მადრიდის გულშემატკივრებისთვის ეს ყველაფერი მარაზმია, რადგან მათმა გუნდმა მოიგო ზედიზედ სამი ჩემპიონთა ლიგა და ამით დისკუსია თითქოს სრულდება. ეს ფაქტი ზიზუს სუსტი მენეჯერობისგან სულაც არ იხსნის. რაც შეეხება შედეგებს, "სამეფო კლუბის" დამრიგებლის პოსტზე ისევ ხულენ ლოპეტეგია?

სუსტი მენეჯერი, რომელსაც არ აქვს საკუთარი ფილოსოფია - ზიდანი, როგორც კრიტიკის ობიექტი

დავიწყოთ იქიდან, რომ "ბლანკოსს" დაემტვრა ერთადერთი ახალი გალაქტიკოსი აზარი, რაც აღმოჩნდა იმის მაუწყებელი, რომ გუნდის შემადგენლობა დიდად არ შეცვლილა. მეტიც, "თეთრების" სასტარტოში ადგილი ბეილისა და ხამესისთვისაც მოიძებნა.

ფრანგი მათ სულ რაღაც ერთი თვის წინ სანაგვეზე აგდებდა, ახლა კი ის უელსელისა და კოლუმბიელის ფორმით თურმე კმაყოფილია. ზინედინის გუნდს ლა ლიგის 3 ტურის შემდეგ, სულ რაღაც 5 ქულა აქვს და გარეტის დუბლი რომ არა, "ბერნაბეუ" კიდევ უფრო მძიმე დღეში იქნებოდა.

ვილიარეალი - რეალი 2:2 (ბეილის დუბლი)



რეზიუმე - "რეალის" მწვრთნელმა ჩააგდო სატრანსფერო ფანჯარა და ვერ გადმოიბირა ისეთი ფეხბურთელები, რომლებიც მადრიდში გადმოსვლის სურვილს ღიად აფიქსირებდნენ (პოგბა, ერიქსენი, ვან დე ბეკი). 47 წლის დამრიგებელმა დასახმარებლად მიმართა მათ, ვისაც ცოტა ხნის წინ ზურგს აქცევდა (ბეილი, ხამესი).

ეს ისევ ის ძველი "სამეფო კლუბია", სადაც ცოტა ხნის წინ, მოტივაციის ნაკლებობას უჩივოდნენ, ყოველ შემთხვევაში აზარის დაბრუნებამდე ასე იქნება. "ბლანკოსის" ქომაგებს სულ სხვა მოლოდინი ჰქონდათ, როდესაც ისინი სანტიაგო სოლარის აგდებდნენ.

სუსტი მენეჯერი, რომელსაც არ აქვს საკუთარი ფილოსოფია - ზიდანი, როგორც კრიტიკის ობიექტი

რეალი ზიდანის ხელში წამოდგომას შეძლებს?


ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

მსოფლიო რაგბიმ საქართველოს ნაკრების ორი საუკეთესო მოთამაშე დაასახელა

"მსოფლიო რაგბიმ" მიმდინარე ტურნირზე საქართველოს ნაკრებიდან ორი მოთამაშე გამოარჩია.

დღეს, 18:03

კანადელი მორაგბეები ტაიფუნის შემდეგ მოსახლეობას დაეხმარნენ [VIDEO]

კანადელი მორაგბეების დიდებული საქციელი.

დღეს, 16:39

10 ყველაზე წარმატებული ნაკრები ევროპის ჩემპიონატების ისტორიაში

წარმოგიდგენთ 10 ყველაზე წარმატებულ ნაკრებს ევროპის ჩემპიონატების ისტორიაში.

დღეს, 16:27

"ერთადერთი მე არ უნდა ვიყო", - კეინმა თანაგუნდელები გააკრიტიკა?

ინგლისის ნაკრების ფორვარდმა, ჰარი კეინმა, ბულგარეთთან მოახლოვებულ მატჩზე ისაუბრა.

დღეს, 16:23

ხორვატიის ნაკრების მწვრთნელმა ლუკა მოდრიჩის ტრავმის სიმძიმეზე ისაუბრა

ხორვატიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ზლატკო დალიჩმა, ლუკა მოდრიჩის ტრავმაზე ისაუბრა, რომელიც მან უელსთან შეხვედრაში მიიღო.

დღეს, 16:19

როგორ გამოიყურება "მსოფლიო რაგბის" რეიტინგი ჯგუფური ეტაპის შემდეგ?

გუშინ 2019 წლის მსოფლიო თასის ჯგუფური ეტაპი დასრულდა.

დღეს, 16:12

ბოლო 4 სეზონში ბარსელონამ ტრანსფერებში რეალზე 342 მილიონით მეტი დახარჯა

გამოცემა Swiss Ramble-მ 2016/17-წლებიდან მოყოლებული ლა ლიგის გუნდების სატრანსფერო დანახარჯი დაითვალა.

დღეს, 16:08

უკანასკნელი ათწლეულის საუკეთესო თერთმეტეული Goal.com-ის ვერსიით

საერთაშორისო ინტერნეტ-გამოცემა Goal.com-მა უკანასკნელი 10-წლეულის საუკეთესო თერთმეტეული დაასახელა.

დღეს, 15:56

ახალი კონტრაქტი ფატის - რამდენი იქნება მისი გამოსასყიდი თანხა?

„ბარსელონა“ თავის 16 წლის შემტევს, ანსუ ფატის, ახალ კონტრაქტს გაუფორმებს, რათა მისი გამოსასყიდი თანხა გაზარდოს.

დღეს, 15:18

იუნაიტედის ექს-მოთამაშე: "ამ სეზონში გუნდს მხოლოდ ერთი ფეხბურთელი გადაარჩენს"

„მანჩესტერ იუნაიტედის“ ექს-ფეხბურთელმა, კლეიტორ ბლეკმორმა, გამოთქვა მოსაზრება, რომ გუნდმა ზლატან იბრაჰიმოვიჩი უნდა დააბრუნოს.

დღეს, 15:13

ბუფონმა 17 წლის თავის თავს წერილი მისწერა - არა, სათაურში შეცდომა არ არის

„იუვენტუსის“ მეკარემ, ჯანლუიჯი ბუფონმა, თავის თავს წერილი დაუწერა.

დღეს, 15:09

"ჟორჟინიოს ყოველთვის უნდა და მზადაა დასაბრუნებლად", - ფეხბურთელი ჩელსიდან აბარგებას აპირებს?

„ჩელსის“ ნახევარმცველის, ჟორჟინიოს აგენტმა, ჟოაუ სანტოსმა, აღნიშნა, რომ მისი კლიენტი სერია ა-ში დაბრუნებისთვის ყოველთვის მზადაა.

დღეს, 15:04

ლევანდოვსკი: "ევროზე გასვლა არაფერს ნიშნავს, გაცილებით მნიშვნელოვანი ისაა, იქ რას მივაღწევთ"

პოლონეთის ნაკრების ლიდერისთვის, რობერტ ლევანდოვსკისთვის, ევრო 2020-ზე გასვლის ფაქტი არაფერს ნიშნავს.

დღეს, 14:50

ესპანეთში კატალონიელ მოხელეებს უზარმაზარი სასჯელი გამოუტანეს - ბარსელონას ღია მხარდაჭერა

ესპანეთის უზენაესმა სასამართლომ ცხრა კატალონიელ მოხელეს 2017 წელს მასობრივი სიტუაციის არევისა და რეფერენდუბის მოწყობის მცდელობის გამო, განაჩენი გამოუტანა.

დღეს, 14:46

პედრო ლეონი: "სიტი, ჩელსი და მილანი მეპატიჟებოდნენ, მაგრამ მოურინიომ არ გამიშვა"

მადრიდის „რეალის“ ექს-ნახევარმცველმა, პედრო ლეონმა, აღნიშნა, რომ მას პრემიერ ლიგიდან ეპატიჟებოდნენ.

დღეს, 14:36

რეალმა ზამთრის პირველი სამიზნე შეარჩია

„ნაპოლის" ესპანელი ნახევარმცველი, ფაბიან რუისი, შესაძლოა იანვრის სატრანსფერო ფანჯრის დროს მადრიდის „რეალში" გადაბარგდა.

დღეს, 13:44

ღამის კლუბი, სტიპტიზიორები - უეინ რუნი მორიგ სკანდალში გაეხვა [სურათები]

ინგლისის ნაკრების ექს-ფეხბურთელი, უეინ რუნი, ღამის კლუბში შენიშნეს.

დღეს, 13:25

ბარსელონა ალენიას უშვებს

Mundo Deportivo-ს ცნობით, "ბარსელონამ" კარლეს ალენიას თაობაზე საბოლოო გადაწყვეტილება მიიღო.

დღეს, 11:52

კავანი პრემიერ ლიგაში?

Daily Mail-ის ცნობით, არაა გამორიცხული, რომ ედინსონ კავანი პრემიერ ლიგაში ვიხილოთ.

დღეს, 11:44

ბაჯო: "მუნდიალის ფინალში გაფუჭებული პენალტი ახლაც მესიზმრება"

იტალიის ნაკრების ცოცხალმა ლეგენდამ, რობერტო ბაჯომ თავისი კარიერის ყველაზე სამწუხარო მომენტი გაიხსენა:

დღეს, 11:35

საუთგეიტმა თავისი ერთ-ერთი შეგირდი მკაცრად გააკრიტიკა

როგორც მოგეხსენებათ, ჯეიმს მედისონი კაზინოში შენიშნეს, როდესაც ინგლისი ჩეხეთთან მარცხდებოდა.

დღეს, 11:24

UFC-ის პრეზიდენტი: "კონორი მსოფლიოს 3 საუკეთესო მებრძოლს შორის არის"

UFC-ის პრეზიდენტმა დეინა უაიტმა, კონორ მაკგრეგორის შესახებ ისაუბრა:

დღეს, 11:16

ერიქსონი: "ფერგიუსონი რუნის გამო მოკვლით მემუქრებოდა"

ინგლისის ნაკრების ყოფილმა მთავარმა მწვრთნელმა, სვენ-გორან ერიქსონმა საინტერესო ისტორია გაიხსენა:

დღეს, 10:56

ალისონი: "ნეიმარს ნებისმიერ მომენტში შეუძლია, რომ გახდეს საუკეთესო"

"ლივერპულის" მეკარემ, ალისონ ბეკერმა თავისი თანამემამულის, ნეიმარის შესახებ ისაუბრა:

დღეს, 10:44

კონტე: "ნუ გვადარებთ იუვესა და ნაპოლის"

მილანის "ინტერის" მთავარმა მწვრთნელმა, ანტონიო კონტემ თავისი გუნდის შესახებ ისაუბრა:

დღეს, 10:36

ბარსელონამ იანვრისთვის მთავარი სამიზნე შეარჩია

Marca-ს ცნობით, "ბარსელონამ" ზამთრის სატრანსფერო ფანჯრისთვის მთავარი სამიზნე შეარჩია.

დღეს, 10:27

ბერლუსკონი: "მილანმა ძველი დიდება რომ დაიბრუნოს, კლუბი ისევ მე უნდა ჩამაბაროთ"

"მილანის" ყოფილმა მფლობელმა, სილვიო ბერლუსკონიმ საინტერესო განცხადება გააკეთა:

დღეს, 10:18

გოგა ბითაძის სიმღერა სუპერ მარიოს ფორმაში, რამაც გულშემატკივარი გაამხიარულა [VIDEO]

ინდიანა პეისერსის კალათბურთელებმა გულშემატკივრის წინაშე სხვადასხვა ცნობილი სიმღ​ერები შეასრულეს.

დღეს, 03:16

საქართველოს ნაკრებს ერთბაშად 4 ფეხბურთელი გამოაკლდა

ირლანდიასთან ნათამაშები უგოლო ფრის შემდეგ, საქართველოს ნაკრები მომდევნო მატჩს 15 ოქტომბერს, გიბრალტართან გამართავს.

დღეს, 03:08

კურტუას საიუბილეო მე-200

ევრო 2020-ის საკვალიფიკაციო ეტაპზე ბელგიის ნაკრებმა სტუმრად ყაზახეთი 0:2 დაამარცხა.

დღეს, 03:05

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10