Goal.Ge

კვლავ შოტლანდიის წინააღმდეგ, ამჯერად - ედინბურგში [პრევიუ]


კვლავ შოტლანდიის წინააღმდეგ, ამჯერად - ედინბურგში [პრევიუ]

6 სექტემბერს შოტლანდიის და საქართველოს ნაკრებები მსოფლიო თასის გასახურებელ ტესტ-მატჩებს დაასრულებენ. გუნდები ერთმანეთს ზედიზედ მეორედ ეთამაშებიან და თუ 31 აგვისტოს ეს პატივი "დინამო არენას" ხვდა წილად, ამჯერად ტესტი ედინბურგში, "მარიფილდზე" გაიმართება.

თბილისური მატჩიდან

პირველმა მატჩმა ნათლად დაგვანახა, თუ რამდენად წინაა შოტლანდიის ნაკრები გარკვეულ კომპონენტებში, რაც ტაბლოზეც ლოგიკურად აისახა - 10:44. "ნარშავები" სულ სხვა სისწრაფეებით თამაშობდნენ და რბილად რომ ვთქვათ, ჩვენს გუნდს მასზე აყოლა ძალიან გაუჭირდა. ამ სისწრაფეების ხარჯზე ისინი მშვენივრად ჭრიდნენ ხაზს, ფრთებზე ქმნიდნენ მეტობას და ჩვენი დაცვა მუდმივი წნეხის ქვეშ ჰყავდათ, ისევე როგორც ფულბექი სოსო მათიაშვილი, რომელსაც ფინ რასელმა ფეხით ჭკვიანური ზურგსუკან დარტყმებით არაერთხელ შეუქმნა პრობლემა. ძალზე გვიჭირდა ჰაერში თამაშიც და ამ კომპონენტის აშკარა გაუმჯობესება გვმართებს.

ცალკე საუბრის თემაა დისციპლინა. ქართველებმა ძალიან ბევრი ჯარიმა აიღეს და გრეიგ ლეიდლოუს სამჯერ მარტივი ჯარიმის გატანის საშუალება მისცეს, ხოლო არაერთხელ ათობით მეტრი მოაგებინეს ამ გზით. "ბორჯღალოსნებს" მეტოქის სწრაფი იერიშების შეჩერება უჭირდათ და აქედან გამომდინარე, თამაშგარიდან ხშირად თამაშობდნენ. იყო ისეთი ჯარიმებიც, რომელიც აშკარად დიდი წნეხის და ზედმეტი ნერვიულობის დამსახურებაა, მაგ: შალვა მამუკაშვილმა ცხრა ნომერი გრეიგ ლეიდლოუ ჩამოყალიბებული რაქის შემდეგ შებოჭა, ხოლო შალვა სუთიაშვილი წაქცეული იყო და მეტოქე ისე შებოჭა, შესაბამისად თამაშგარიდან თამაშისთვის დაჯარიმდა.

ეს იყო პირველი შემთხვევა, როდესაც თბილისში პირველი დონის გუნდს ვეთამაშეთ და ცხადია, რომ შოტლანდიური გაკვეთილიდან ბევრი რამის სწავლა და გაანალიზება შეიძლება, რისი გამოვლენაც ხვალაც შეგვიძლია. ისიც უნდა ითქვას, რომ პირველად ხდება, რომ ტიერ 1-ის გუნდთან თამაში ერთი კვირის განმავლობაში ზედიზედ ორჯერ პირველად გვიწევს, რაც ასევე მშვენიერია მსოფლიო თასისთვის მოსამზადებლად და ზოგადად, ჩვენი ნაკრების განვითარებისთვის.

რას უნდა ველოდოთ ხვალინდელი მატჩისთვის?

უკვე დავწერეთ, რომ შოტლანდიელებმა შემადგენლობა გადაახალისეს და თბილისური მატჩის შემდეგ 12 მოთამაშე შეცვალეს, თუმცა ეს ოდნავაც არ გვაძლევს შვებას, რადგან თითქმის ყველა ის მორაგბე, რომლებიც "ბორჯღალოსნების" წინააღმდეგ ითამაშებს (გამონაკლისები მხოლოდ თადარიგში მყოფი გრანტ სტიუარტი და მაგნუს ბრედბარი არიან), "ნარშავების" იაპონიაში გასამართი მსოფლიო თასის განაცხადში იმყოფებიან და ამ მატჩში ყველანაირად ეცდებიან, გრეგორ თაუნსენდს დაუმტკიცონ, რომ ძირითადში თამაშს იმსახურებენ. თანაც, იმ მორაგბეებიდან, რომლებსაც თბილისში არ უთამაშიათ და პარასკევს გაირჯებიან, სამი აშკარად ძირითადის მოთამაშეა: ტომი სიმური, ჯონი გრეი და რაიან უილსონი, რომელიც ამ ტესტში კაპიტანიც იქნება.

მიუხედავად იმისა, რომ გრეიგ ლეიდლოუ და ფინ რასელი მსოფლიო დონის ვარსკვლავები არიან, ასევე ძალიან მაღალი დონის მორაგბეები არიან მათი შემცვლელები ალი პრაისი და ადამ ჰესტინგსი. ორივე მათგანი "გლაზგო უორიორსის" ღირსებას იცავს, რომელიც წელს პრო 14-ის ფინალში გავიდა და გადამწყვეტ მატჩში "ლენსტერმა" გაჭირვებით მოუგო. გლაზგოური ფრანჩიზის წარმატებაში კი ორივეს ძალიან დიდი წვლილი მიუძღვის. ლეიდლოუს ხშირ შემთხვევაში თამაშის შენელება მოსწონს, ხოლო პრაისს ბურთის უფრო სწრაფად გამოტანა უყვარს და ცდილობს, რომ გუნდი მაქსიმალურად სწრაფად ათამაშოს ხოლმე, ასე რომ, შესაძლოა, შოტლანდიამ კიდევ უფრო მაღალი სისწრაფით ითამაშოს. ძალზე საინტერესო იქნება ახალზელანდიური წარმოშობის რვა ნომრის ბლეირ ტომპსონის ხილვაც, რომელსაც აქამდე "ნარშავების" კვართით მხოლოდ ერთხელ უთამაშია, თუმცა ის მეთ ფეგერსონს და ჯოშ სტრაუსს არჩიეს, რაც მრავლისმეტყველი ფაქტია.

რა თქმა უნდა, ყველას იმის მოლოდინი გვაქვს, რომ წინა მატჩიდან სათანადო დასკვნების გაკეთება მოხერხდება და უკეთ ვითამაშებთ, თუმცა ის დამოკიდებულება, რომ შოტლანდია მეორე გუნდით ითამაშებს და ამის გამო ჩვენს გუნდს გამარჯვება მოვთხოვოთ, რბილად რომ ვთქვათ სწორი არაა. ჯერ ერთი, ამ შემადგენლობაზე მეორე გუნდის თქმა ხმამაღალი და გადაჭარბებულია, რადგან ისეთი მოთამაშეები არიან სასტარტოში, როგორებიც არიან: ჯონი გრეი, რაიან უილსონი, დარსი გრემი, ტომი სიმური და სემ ჯონსონი არიან, ხოლო დანარჩენი მორაგბეებსაც ვიხილავთ და შესაბამისად, ეს მხოლოდ მათ ძლიერებაზე მეტყველებს.

საქართველოს ნაკრების მთავარი მიზანი მოახლოებულ მატჩში ალბათ ის უნდა იყოს, რომ შესაძლებლობისდაგვარად გამოასწოროს წინა მატჩში დაშვებული შეცდომები და განსაკუთრებით, ეს დისციპლინას ეხება და ითამაშოს თავისუფლად, სცადოს შეტევაში თამაში და ასეთ შემთხვევაში, ალბათ ტაბლოზე უფრო მისაღები ანგარიში დაფიქსირდება.

შოტლანდია


გრეგორ თაუნსენდმა თბილისში მოგებული (44:10) შეხვედრის შემდეგ შემადგენლობა გადაახალისა და 12 მოთამაშე შეცვალა, თუმცა, როგორც აღვნიშნეთ, თითქმის ყველა ის მორაგბე (გრანტ სტიუარტის და მაგნუს ბრედბარის გარდა), რომლებიც "ბორჯღალოსნების" წინააღმდეგ ითამაშებენ, იაპონიაში გაემგზავრებიან, რაც იმას ნიშნავს, რომ "ნარშავების" შემადგენლობა კვლავაც ძალზე ძლიერი იქნება.

შემადგენლობაში ადგილი მხოლოდ ბლერ კინგჰორნმა, დარსი გრემიმ და სემ ჯონსონმა შეინარჩუნეს. სასტარტოში დაბრუნდნენ მეორეხაზელი ჯონი გრეი, მესამეხაზელი რაიან უილსონი და ფრთა ტომი სიმური, რომლებიც მსოფლიო თასისთვის ძირითად მოთამაშეებად მოიაზრებიან. ამ მატჩში კაპიტანი სწორედ უილსონი იქნება, რომლის ანგარიშზეც 44 კეპია.

შოტლანდიელთა შემადგენლობა საქართველოს წინააღმდეგ ასეთია:

უკანა ხაზი


15. ბლერ კინგჰორნი, 14, ტომი სიმური, 13. დანკან ტეილორი, 12. სემ ჯონსონი, 11. დარსი გრემი, 10. ადამ ჰესტინგსი, 9. ალი პრაისი;

შერკინება

1. გორდონ რიდი, 2. ჯორჯ ტარნერი, 3. ზანდერ ფეგერსონი, 4. სკოტ ქამინგსი, 5. ჯონი გრეი, 6. რაიან უილსონი (კაპ.), 7. ჯეიმი რიტჩი, 8. ბლეიდ ტომპსონი;

მარქაფა

16. გრანტ სტიუარტი, 17. ალან დელი, 18. სიმონ ბერგანი, 19. ბენ ტულისი, 20. მაგნუს ბრედბარი, 21. ჯორჯ ჰორნი, 22. პიტ ჰორნი, 23. კრის ჰარისი.

საქართველო


მილტონ ჰეიგმა თბილისური მატჩის შემდეგ სამი მორაგბე შეცვალა, თუმცა მოახდინა გარკვეული პოზიციური გადაადგილებებიც.

პირველ ხაზი უცვლელი დარჩა, ხოლო მეორე ხაზში სასტარტოს დაუბრუნდა გიორგი ნემსაძე, შალვა სუთიაშვილმა კი მესამე ხაზში გადაინაცვლა, სადაც გამოჩნდა გიორგი თხილაიშვილიც. ოთარ გიორგაძე ამჯერად დაისვენებს, ხოლო ბექა საღინაძე მარქაფაში იქნება.

უცვლელია ღერძი, ჰავბექი კვლავ ვასილ ლობჟანიძე იქნება, ხოლო მგეზავი თედო აბჟანდაძე. შუამარბის პოზიციიდან ფრთაზე გადაინაცვლებს ზურაბ ძნელაძე, 12 ნომერზე კი ლაშა მალაღურაძე გამოჩნდა, ალექსანდრე თოდუა კი ამ მატჩში მონაწილეობას არ მიიღებს. ხელის ტრავმა მოიშუშა და თამაშს შეძლებს გიორგი კვესელაძე, რომელიც თადარიგშია და მეორე ტაიმში ვიხილავთ. შეცვლილია სათადარიგო პირველი ხაზიც: კახა ასიეშვილი და გიორგი ჭყოიძე მსოფლიო თასს მიღმა დარჩნენ, მათი ადგილი გურამ გოგიჩაშვილმა და ვანო კარკაძემ. ისვენებს ლევან ჩილაჩავაც და მარქაფაში გიორგი მელიქიძე იქნება.

აღსანიშნავია, რომ 116-ე კეპს მოიხვეჭს დავით კაჭარავა, რითაც მერაბ კვირიკაშვილს გადაასწრებს და ჩატარებული მატჩების რაოდენობის მხრივ ერთპიროვნული ლიდერი გახდება.

"ბორჯღალოსნებს" კვლავ მიხეილ ნარიაშვილი უკაპიტნებს.

საქართველოს შემადგენლობა შოტლანდიის წინააღმდეგ ასე გამოიყურება:


უკანა ხაზი

15. სოსო მათიაშვილი, 14. ზურაბ ძნელაძე, 13. დავით კაჭარავა, 12. ლაშა მალაღურაძე, 11. მირიან მოდებაძე, 10. თედო აბჟანდაძე, 9. ვასილ ლობჟანიძე;

შერკინება

1. მიხეილ ნარიაშვილი (კაპ.), 2. შალვა მამუკაშვილი, 3. ბექა გიგაშვილი, 4. კონსტანტინე მიქაუტაძე, 5. გიორგი ნემსაძე, 6. შალვა სუთიაშვილი, 7. გიორგი თხილაიშვილი, 8. ბექა გორგაძე;

მარქაფა

16. ვანო კარკაძე, 17. გურამ გოგიჩაშვილი, 18. გიორგი მელიქიძე, 19. ლაშა ლომიძე, 20. ბექა საღინაძე, 21. გელა აფრასიძე, 22. თამაზ მჭედლიძე, 23. გიორგი კვესელაძე.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

Nike-ი ფატის ექსკლუზიურ ბუცებს შეუკერავს

ჟურნალისტ ჟერარ რომეროს ცნობით, ანსუმანე ფატი Nike-ისგან სასიამოვნო ბონუსს მიიღებს.

დღეს, 10:41

კასილასმა მსოფლიოს საუკეთესო მეკარე დაასახელა

ლეგენდარულმა იკერ კასილასმა მსოფლიოს საუკეთესო მეკარე დაასახელა:

დღეს, 10:31

ინტერი ლუკაკუს კარგავს?!

იტალიური პრესის ცნობით, მილანის "ინტერის" ბანაკიდან სამწუხარო ამბავი გაისმა.

დღეს, 10:24

ითამაშებს თუ არა მესი? - ვალვერდეს კომენტარი

"ბარსელონას" მთავარმა მწვრთნელმა ერნესტო ვალვერდემ ლიონელ მესიზე ისაუბრა:

დღეს, 10:11

მანჩესტერ იუნაიტედმა ორი მთავარი სატრანსფერო სამიზნე ამოირჩია

მანკუნიანელებმა მთავარი სატრანსფერო სამიზნეები დაისახეს.

დღეს, 01:29

მისი უდიდებულესობა ჩემპიონთა ლიგა ასპარეზზე ბრწყინვალე მატჩებით ბრუნდება

სამთვიანი პაუზის შემდეგ, ასპარეზზე ევროპის ყველაზე პრესტიჟული ტურნირი ბრწყინვალე მატჩებით ბრუნდება.

დღეს, 01:17

დე იონგი: "რა ვისწავლე ბარსელონაში? სამ კვირაში ცხრიანში ყუმბარისებული დარტყმების შესწავლა რთულია"

„ბარსელონას“ ახალწვეულმა, ფრენკი დე იონგმა, კატალონიელთა საჩემპიონთალიგო მეტოქეებზე ისაუბრა.

დღეს, 00:54

ოფიციალურად: პსჟ-ს რეალთან სამივე ლიდერი გამოაკლდება

„პარი სენ-ჟერმენმა“ ოფიციალურად დაადასტურა, რომ გუნდი „რეალს“ ლიდერების გარეშე დაუპირისპირდება.

დღეს, 00:48

"ევროპაში საუკეთესოები ვერანაირად ვერ ვიქნებით", - კლოპმა მსოფლიოს საუკეთესო გუნდი დაასახელა

„ლივერპულის“ მთავარმა მწვრთნელმა საკუთარ გუნდის წოდება კონკურენტს მიაკუთვნა.

დღეს, 00:45

კასილასმა ისაუბრა, თუ როგორ მიმდინარეობს მისი გამოჯანმრთელების პროცესი

ლეგენდარულმა ესპანელმა გოლკიპერმა, იკერ კასილასმა, გაუზიარა პრესას, თუ როგორ მიმდინარეობს მისი გამოჯანმრთელების პერიოდი ინფარქტის შემდეგ.

დღეს, 00:41

ლიორენტე: "ძალიან გაბრაზებული ვარ და შურისძიება მინდა"

„ნაპოლის“ ახალწვეულმა, ფერნანდო ლიორენტემ, „ლივერპულზე“ ჩემპიონთა ლიგის ფინალში წაგების გამო შურისძიებას აპირებს.

დღეს, 00:39

მბაპე: "ძალიან იმედგაცრუებული ვარ"

„პარი სენ-ჟერმენის“ ფორვარდი, კილიან მბაპე, იმედგაცრუებულია იმით, რომ თავის გუნდს „რეალთან“ მატჩში ტრავმის გამო ვერ დაეხმარება.

დღეს, 00:35

კლოპმა ლივერპული შესაძლოა ძალიან უცნაური მიზეზით დატოვოს - აგენტიც ალაპარაკდა

გერმანელმა სპეციალისტმა მერსისაიდულ გუნდში მეხუთე სეზონი დაიწყო და სასტარტო 5 შეხვედრაში 15 ქულა დააგროვა.

დღეს, 00:27

ფატი კიდევ ორ რეკორდთან არის ახლოს

"ბარსელონას" ვუნდერკინდი ანსუმანე ფატი კიდევ ორ რეკორდს უახლოვდება.

გუშინ, 23:24

კოუტინიო: "ბაიერნი ბარსელონასა და ლივერპულზე მეტად ჰგავს ერთ ოჯახს"

მიუნხენის "ბაიერნის" ახალწვეულმა ფელიპე კოუტინიომ თავის გუნდზე ისაუბრა:

გუშინ, 23:09

კასილასმა ჩემპიონთა ლიგის მთავარი ფავორიტი დაასახელა

ლეგენდარულმა იკერ კასილასმა ჩემპიონთა ლიგის მოგების მთავარი ფავორიტი დაასახელა:

გუშინ, 23:00

ყოფილი ინგლისელი ფეხბურთელი: "ფირმინოს გაყიდვა მესისა და რონალდუს ფასადაც არ ღირს"

ყოფილმა ინგლისელმა ფეხბურთელმა ჯერმეინ ჯენასმა რობერტო ფირმინოზე ისაუბრა:

გუშინ, 22:47

როისმა მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელი დაასახელა

დორტმუნდის "ბორუსიას" ლიდერმა მარკო როისმა მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელი დაასახელა:

გუშინ, 22:36

ნეიმარი: "პსჟ-ს ქომაგებისთვის სათქმელი არაფერი მაქვს"

"პარი სენ-ჟერმენის" შემტევმა ნეიმარმა საინტერესო განცხადება გააკეთა:

გუშინ, 22:11

ნავასი: "რეალი უკვე წარსულშია"

"პარი სენ-ჟერმენის" ახალწვეულმა კეილორ ნავასმა საინტერესო განცხადება გააკეთა:

გუშინ, 21:59

დე ხეა: "მანჩესტერში თამაში ჩემთვის დიდი პატივია"

"მანჩესტერ იუნაიტედთან" კონტრაქტის გახანგრძლივების შემდეგ, დავიდ დე ხეამ პირველი კომენტარი გააკეთა:

გუშინ, 21:18

ანჩელოტიმ ევროპის საუკეთესო გუნდი დაასახელა

"ნაპოლის" მთავარმა მწვრთნელმა კარლო ანჩელოტიმ ევროპის საუკეთესო გუნდი დაასახელა:

გუშინ, 21:03

კლოპის აგენტი: "იურგენი კონტრაქტის გახანგრძლივებას არ ჩქარობს"

იურგენ კლოპის აგენტმა მარკ კორიცკემ თავისი კლიენტის მომავალზე ისაუბრა:

გუშინ, 20:51

ნევილი: "რაიოლა ევროპული ფეხბურთის სირცხვილია"

"მანჩესტერ იუნაიტედის" ყოფილმა ფეხბურთელმა გარი ნევილმა მინო რაიოლა მკაცრად გააკრიტიკა:

გუშინ, 20:38

ფატი ბარსელონას შესაძლოა 7 მატჩით დაემშვიდობოს

ანსუ ფატიმ შესაძლოა "ბარსელონას" უახლოესი შვიდი შეხვედრა გამოტოვოს.

გუშინ, 20:16

დე ბრუინი: "5-ქულიანი ჩამორჩენა არაფერს ნიშნავს"

"მანჩესტერ სიტის" ნახევარმცველმა კევინ დე ბრუინმა თავისი გუნდის საჩემპიონო შანსებზე ისაუბრა:

გუშინ, 20:00

სენ-პიერი: "ფერგიუსონმა სატიტულო ბრძოლა დაიმსახურა"

UFC-ის ყოფილმა მებრძოლმა ჟორჟ სენ-პიერმა ტონი ფერგიუსონზე ისაუბრა:

გუშინ, 19:49

ჰესკი: "ჯერარდმა და ლამპარდმა სამსახური კანის ფერის გამო მიიღეს"

ყოფილმა ინგლისელმა ფეხბურთელმა ემილ ჰესკიმ საკმაოდ პროვოკაციული განცხადება გააკეთა:

გუშინ, 19:38

ითამაშებს თუ არა მესი დორტმუნდთან? - ბარსას განაცხადი ცნობილია

"ბარსელონას" განაცხადი დორტმუნდის "ბორუსიასთან" შეხვედრისთვის ცნობილია.

გუშინ, 19:27

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10