Goal.Ge

მებრძოლი, რომელიც შანსს 2011 წლიდან ელოდებოდა - ვინ არის დასტინ პორიე?


მებრძოლი, რომელიც შანსს 2011 წლიდან ელოდებოდა - ვინ არის დასტინ პორიე?

დასტინ პორიეს მიერ მაქს ჰოლოუეის დამარცხების შემდეგ, დეინა უაიტს ინტრიგა არ მოუფიქრებია, მან პირდაპირ განაცხადა - "ხაბიბ ნურმაგომედოვის მომავალი მეტოქე ლუიზიანელი მებრძოლი იქნება. ივენთი სექტემბერში გაიმართება".

სანამ კონორ მაკგრეგორი ვისკის ბიზნესით იყო დაკავებული, ტონი ფერგიუსონი კი თავის შინაგან დემონებს ებრძოდა, "დაიმონდმა" დროებითი ჩემპიონის ტიტული მიითვისა და კარიერის მთავარი ბრძოლა მიიღო. ზოგადად, 30 წლის მოჩხუბრის გზაზე უამრავ უკიდურესობას წააწყდებით.

მებრძოლი, რომელიც შანსს 2011 წლიდან ელოდებოდა - ვინ არის დასტინ პორიე?

"მარგალიტი" ჯერ კიდევ თებერვალში უაიტს კონტრაქტის გაწყვეტას თხოვდა, რადგან პრომოუშენი მას საინტერესოს არაფერს სთავაზობდა. "მინდა, რომ გამანთავისუფლონ, რადგან ისინი ჩემზე საერთოდ არ ფიქრობენ. იაკვინტასთან ბრძოლა? ამის შესახებ არაფერი მსმენია.

კარიერის გაგრძელების რამდენიმე ვარიანტი მაქვს, თუნდაც იგივე Bellator-ში, რატომაც არა?!" - პორიეს იმედგაცრუებას საზღვარი არ ჰქონდა. ეს სამართლიანია, რადგან შრომისმოყვარეობისა და ავტორიტეტის მიუხედავად, UFC-იმ ლუიზიანელი თავის წონით კატეგორიაში ერთ-ერთ აუტსაიდერად შერაცხა.

მებრძოლი, რომელიც შანსს 2011 წლიდან ელოდებოდა - ვინ არის დასტინ პორიე?

დასტინი ამარცხებდა გეტჟის, პეტისსა და მილერს, მაგრამ მედიის ყურადღებას იპყრობდნენ სკანდალების მოყვარული მაკგრეგორი, ნურმაგომედოვი და ფერგიუსონი. ალვარესიდან-ჰოლოუეიმდე, "დაიმონდს" საერთოდ არ ჰყოლია მეტოქე, ეს კი 9-თვიანი შუალედია.

30 წლის მებრძოლი თავის შანსს 2011-დან ელოდება. გავერკვიოთ, თუ რატომ გაიწელა "მარგალიტის" მოვლენების ეპიცენტრში ყოფნა? მიუხედავად იმისა, რომ პორიეს ანგარიშზე უკვე 25 მოგებაა, მაყურებელს მან თავი წაგებებით უფრო დაამახსოვრა. ამერიკელის კარიერაში ასეთი 5 ბრძოლაა.

მებრძოლი, რომელიც შანსს 2011 წლიდან ელოდებოდა - ვინ არის დასტინ პორიე?

დასტინი 2014 წელს პრაიმში მყოფ კონორთან დამარცხდა, ორი წლის შემდეგ კი მაიკლ ჯონსონმა ის სულ რაღაც ერთ წუთში გათიშა. საინტერესო ფაქტი მოხდა ალვარესთან ჩხუბში: მთავარმა მსაჯმა შედეგი გააუქმა, აღნიშნულ გარემოებას "დაიმონდის" სასიკეთოდ ნამდვილად არ უთამაშია.

პორიეს კარიერის შავი ლაქა - უშანსოდ მარცხი ფორმის პიკში მყოფ კონორთან 2014 წელს



30 წლის მებრძოლი ხშირი ტრავმატულობითაც გამოირჩევა. მაგალითად, გასული წლის ნოემბერში "მარგალიტს" ბარძაყის დაზიანების გამო ნიკ დიასთან ჩხუბი ჩაეშალა. არსებობს მოსაზრება: მაკგრეგორისა და ხაბიბის ბანს დამატებული ფერგიუსონის ფსიქიკური აშლილობა რომ არა, პორიე უაიტს აღარც გაახსენდებოდა.

ლუიზიანელმა შანსი წარმატებით გამოიყენა და სატიტულო ბრძოლაში ჰოლოუეი დაამარცხა. ჰავაელთან მოგება აღმოჩნდა გზა დაღესტნელ ჩემპიონამდე. მაქსთან ჩხუბის შემდეგ, დეინამ დასტინსა და კონორს შორის საინტერესო პარალელი გაავლო:

"არსებობენ ადამიანები, რომლებიც ტრიუმფატორები ირლანდიელივით მოკლე დროში ხდებიან, მაგრამ ზოგს აღნიშნული შანსი კარიერის ბოლოსკენ ეძლევა. დაიმონდი სწორედ მეორე კატეგორიას მიეკუთვნება." - UFC-ის პრეზიდენტი.

მებრძოლი, რომელიც შანსს 2011 წლიდან ელოდებოდა - ვინ არის დასტინ პორიე?

30 წლის მებრძოლი, თავისი კონკურენტებისგან განსხვავებით, "ცუდი ბიჭის" იმიჯით არ გამოირჩევა. "მარგალიტი" არასდროს გახვეულა რომელიმე სკანდალში ან ეპატაჟურ ეპიზოდში, მის კარიერაში არსებობს მხოლოდ ორი რამ: ვარჯიში და ქველმოქმედება.

დიახ, პორიე თავის მეუღლესთან ერთად სპორტულ ამუნიციას სხვადასხვა აუქციონებზე ყიდის, შემდეგ კი შემოსულ თანხას შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ადამიანების ფონდში რიცხავს. როგორც ვხედავთ, ლუიზიანელი "ნოტორიუსის" სრული უკიდურესობაა.

მებრძოლი, რომელიც შანსს 2011 წლიდან ელოდებოდა - ვინ არის დასტინ პორიე?

დასტინის ცხოვრებაში ვერ წააწყდებით ვისკის, ოდიოზურობასა და "თეთრ ფხვნილს". "დაიმონდის" კიდევ ერთი დამახასიათებელი ნიშანი - მოწინააღმდეგის ადეკვატურად შეფასება. 30 წლის მებრძოლი ისევ და ისევ მაკისგან განსხვავებით, ზედმეტს არასდროს ლაქლაქებს.

იგივე ნურმაგომედოვთან მოახლოებული ჩხუბი "მარგალიტმა" ასე შეაფასა: "დაღესტნელი ღირსეული მეტოქეა, რომელსაც უდიდეს პატივს ვცემ, მაგრამ ოქტაგონში მის მოკვლას ვეცდები." - პორიეს ამაზე რადიკალური განცხადება არასდროს გაუკეთებია.

მებრძოლი, რომელიც შანსს 2011 წლიდან ელოდებოდა - ვინ არის დასტინ პორიე?

რაც შეეხება ამერიკელის საბრძოლო სტილს - ტრადიციულ ბოქსს დამატებული ბრაზილიური ჯიუ-ჯიტსუ. დიახ, დასტინი, ხაბიბის მსგავსად, ჭიდაობის მოყვარულია, მაგრამ ის არც ხელების მოქნევაზე ამბობს უარს. "არწივთან" დუელის წინ, "დაიმონდმა" ღიად განაცხადა, რომ ის არ მისცემს მას ფეხებში შესვლის უფლებას.

ფაქტია, რომ რუსთან ბრძოლაში "მარგალიტი" ანდერდოგის ამპლუაში იქნება, მაგრამ მას ეს ფაქტი სულაც არ აწუხებს. 30 წლის მოჩხუბარეს სახელოვანი მეტოქეები უკვე დაუმარცხებია. ხაბიბი პორიეს შესაძლებლობებს რეალურად აფასებს, მან იცის, რომ მას უპირისპირდება ჩემპიონობის რეალური პრეტენდენტი და არა ჩამოწერილი სელებრითი, როგორც ერთი წლის წინ.

მებრძოლი, რომელიც შანსს 2011 წლიდან ელოდებოდა - ვინ არის დასტინ პორიე?

ხაბიბი - პორიეს ბრძოლაში გაიმარჯვებს:


ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ტოტენჰემმა ოლიმპიაკოსთან ორბურთიანი უპირატესობა გაანიავა [VIDEO]

ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის პირველი ტურის ეგიდით, "ოლიმპიაკოსმა" "ტოტენჰემს" უმასპინძლა.

გუშინ, 22:54

"ჩვენი იურისტები ამ საქმეზე იმუშავებენ", - ბარსელონა დაისჯება?

"ატლეტიკოს" პრეზიდენტმა, ენრიკე სერესომ ფორვარდ ანტუან გრიზმანის საქმეზე კომენტარი გააკეთა.

გუშინ, 22:26

რონალდუ: "არსენალში გადასვლამდე ერთი ნაბიჯი მაშორებდა"

"იუვენტუსის" ფორვარდმა, კრიშტიანუ რონალდუმ 2003 წელს, "არსენალში" არშემდგარ ტრანსფერზე ისაუბრა.

გუშინ, 22:18

ხავიმ ჩემპიონთა ლიგის მოგების 3 ფავორიტი დაასახელა

"ბარსელონას" ექს-ფეხბურთელმა, ხავიმ ჩემპიონთა ლიგის მიმდინარე გათამაშების ფავორიტებზე ისაუბრა.

გუშინ, 22:09

პსჟ - რეალი: სასტარტო შემადგენლობები ცნობილია

ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის ეგიდით, "პსჟ"-სა და "რეალის" დაპირისპირება ძალიან მალე დაიწყება.

გუშინ, 22:05

ატლეტიკო - იუვენტუსი: სასტარტო შემადგენლობები ცნობილია

ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის ეგიდით, "ატლეტიკოსა" და "იუვენტუსის" დაპირისპირება ძალიან მალე დაიწყება.

გუშინ, 22:04

მბაპე რეალში გადავა, ტრანსფერის ყველა დეტალი გასაჯაროვდა

"პსჟ"-ს თავდამსხმელი, კილიან მბაპე კარიერას "რეალში" გააგრძელებს, წერენ ესპანურ პრესაში.

გუშინ, 21:16

ანჩელოტიმ ევროპის საუკეთესო კლუბი დაასახელა

"ნაპოლის" მთავარმა მწვრთნელმა, კარლო ანჩელოტიმ ევროპის საუკეთესო კლუბი დაასახელა.

გუშინ, 21:07

ხავიმ დაასახელა ფეხბურთელი, რომელსაც მესისა და რონალდუს შეცვლა შეუძლია

"ალ სადის" მთავარმა მწვრთნელმა, ხავი ერნანდესმა საკმაოდ საინტერესო განცხადება გააკეთა.

გუშინ, 21:00

დაძაბულობა არსენალში - მაიტლანდ-ნაილსმა ემერი საჯაროდ გააკრიტიკა

"არსენალის" ნახევარმცველმა, ეინსლი მაიტლანდ-ნაილსმა საინტერესო განცხადება გააკეთა.

გუშინ, 20:51

დასაფასებელი საქციელი - რატომ გააჩერა რონალდუმ ავტობუსი? [VIDEO]

"იუვენტუსის" თავდამსხმელმა, კრიშტიანუ რონალდუმ კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ შესანიშნავი ადამიანია.

გუშინ, 20:41

ოფიციალურად: მანჩესტერმა კონტრაქტი კიდევ ერთ ფეხბურთელს გაუხანგრძლივა

მოგეხსენებათ, აქამდე, "მანჩესტერ იუნაიტედმა" ახალი კონტრაქტი გოლკიპერ დავიდ დე ხეას გაუფორმა.

გუშინ, 19:59

ექიმებმა ალბას დიაგნოზი დაუსვეს - როდის დაბრუნდება ესპანელი?

მოგეხსენებათ, კატალონიის "ბარსელონას" მარცხენა მცველმა, ხორდი ალბამ ტრავმა მიიღო.

გუშინ, 19:54

ეტო'ომ იმის შესახებ ისაუბრა, თუ როგორ შედგა მისი ტრანსფერი ბარსელონაში

"ბარსელონას" ექს-თავდამსხმელმა, სამუელ ეტო'ომ საინტერესო ისტორია გაიხსენა.

გუშინ, 19:50

ტუხელი: "ნეიმარი მთელი ძალებით ცდილობდა პსჟ-დან წასვლას"

"პსჟ"-ს მთავარმა მწვრთნელმა, ტომას ტუხელმა გუნდის თავდამსხმელ ნეიმარზე ისაუბრა.

გუშინ, 19:44

ეტო'ო: "მინდა პირველი ფერადკანიანი მწვრთნელი გავხდე, ვინც ჩემპიონთა ლიგას მოიგებს"

"ბარსელონას" ექს-თავდამსხმელმა, სამუელ ეტო'ომ საინტერესო განცხადება გააკეთა.

გუშინ, 19:40

სად ჩატარდება 2021, 2022 და 2023 წლის ჩემპიონთა ლიგის ფინალები?

აღნიშნულ ინფორმაციას ავტორიტეტული ბრიტანული გამოცემა Sky Sports ავრცელებს.

გუშინ, 18:55

რისი წყალობით წაართვა პსჟ-მ ბარსელონას მთავარი ტალანტი?

ფრანგული პრესისთვის "პსჟ"-ს 16 წლის ახალწვეულის, ხავი სიმონსის ხელფასი გახდა ცნობილი.

გუშინ, 18:33

ვერატი: "პარი სენ ჟერმენი რეალზე ძლიერია"

"პსჟ"-ს ნახევარმცველმა, მარკო ვერატიმ განაცხადა, რომ პარიზული კლუბი "რეალზე" ძლიერია.

გუშინ, 18:25

რონალდუ: "მაქვს თუ არა ანგარიშზე ნახევარი მილიარდი დოლარი?"

"იუვენტუსის" თავდამსხმელმა, კრიშტიანუ რონალდუმ საკმაოდ საინტერესო განცხადება გააკეთა.

გუშინ, 18:19

რეალი და პსჟ შეთანხმდნენ - El Chiringuito

"პსჟ"-ს თავდამსხმელი, კილიან მბაპე მომავალ ზაფხულს "რეალში" გადავა, იუწყება El Chiringuito.

გუშინ, 18:11

ჩემპიონთა ლიგა: დღე მეორე - რონალდუ ნაცნობ ქალაქში, ნაცნობ მეტოქესთან

დღეს, თბილისის დროით 20:55-სა და 23:00 საათზე სტარტს აიღებს ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მეორე დღე.

გუშინ, 16:45

დადასტურდა: მესი ბოკა ხუნიორსში ითამაშებს

"ბარსელონას" კაპიტანი ლიონელ მესი "ბოკა ხუნიორსის" შემადგენლობაში ითამაშებს.

გუშინ, 16:09

აზარი და კურტუა კანტეს არ ეშვებიან

The Sun-ის ცნობით, მადრიდის "რეალი" ნ'გოლო კანტეს არ ეშვება, უფრო კონკრეტულად კი ედენ აზარი და ტიბო კურტუა.

გუშინ, 15:59

ზიდანი: "პსჟ - ჩემპიონთა ლიგის ფავორიტია"

მადრიდის "რეალის" მთავარმა მწვრთნელმა ზინედინ ზიდანმა "პარი სენ-ჟერმენზე" ისაუბრა:

გუშინ, 15:48

ტუხელი: "ვათამაშებ თუ არა რეალთან იკარდის?"

"პარი სენ-ჟერმენის" მთავარმა მწვრთნელმა ტომას ტუხელმა მაურო იკარდიზე ისაუბრა:

გუშინ, 15:38

ეროვნული ლიგა - 27-ე ტურის სიმბოლური გუნდი GOAL.GE-ს ვერსიით

გთავაზობთ ეროვნული ლიგის 27-ე ტურში მოთამაშე ფეხბურთელებისგან შემდგარ სიმბოლურ გუნდს.

გუშინ, 15:27

სიმეონე: "რონალდუს წინააღმდეგ იარაღი არ არსებობს"

მადრიდის "ატლეტიკოს" მთავარმა მწვრთნელმა დიეგო სიმეონემ კრიშტიანუ რონალდუზე ისაუბრა:

გუშინ, 15:06

კლოპი: "ნაპოლის პენალტის შესახებ კიდევ ბევრი რაღაცის თქმა შემიძლია"

"ლივერპულის" მთავარმა მწვრთნელმა "ნაპოლისთან" შეხვედრა კიდევ ერთხელ გაიხსენა:

გუშინ, 14:50

AS: ტერ შტეგენის მოგერიებული პენალტი არ უნდა ჩათვლილიყო?!

AS-მა მარკ-ანდრე ტერ შტეგენის მოგერიებული პენალტის თაობაზე საკმაოდ საინტერესო ინფორმაცია გაავრცელა.

გუშინ, 14:43

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10