Goal.Ge

მესი ბარსაში კარიერას არ დაასრულებს - ლეოს წასვლის დრო და შემდეგი გუნდი დიდი ხანია ცნობილია


მესი ბარსაში კარიერას არ დაასრულებს - ლეოს წასვლის დრო და შემდეგი გუნდი დიდი ხანია ცნობილია

სექტემბრის დასაწყისში El Pais-მა საფეხბურთო სამყარო ააფეთქა ნიუსით - "ლიონელ მესიმ ბარსელონა შესაძლოა დატოვოს". უფრო კონკრეტულად კი არგენტინელს კონტრაქტში აქვს პუნქტი, რომლის თანახმადაც, კატალონიიდან წასვლა მას შეუძლია ყოველ ზაფხულს, თანაც უფასოდ.

აღნიშნული ინფორმაცია დაადასტურა ხერარდ პიკემ და ხოსეპ ბართომეუმ. რაც შეეხება ლეოს ხელშეკრულებას, ის 2021 წლამდეა გათვლილი და ახალი დოკუმენტის გაფორმებაზე საუბარი ჯერჯერობით არ არის. ფანებმა ჩამოაყალიბეს საინტერესო თეორია, რომელიც აქტუალური მომენტალურად გახდა.

მესი ბარსაში კარიერას არ დაასრულებს - ლეოს წასვლის დრო და შემდეგი გუნდი დიდი ხანია ცნობილია

ვერსია ჟღერდა ასე - სამხრეთ ამერიკელი 2021 წელს "ბლაუგრანას" დატოვებს და "მანჩესტერ სიტის" შეუერთდება. ხოსეპ გვარდიოლა "კამპ ნოუს" ლეგენდას ხომ დღემდე აღმერთებს. "ქალაქელებში" "ბარსას" 10-იანის კომფორტისთვის ყველაფერია:

საყვარელი მწვრთნელი, ტიტულების მოგების მოტივაცია, ძლიერი ბიუჯეტი და შემადგენლობა, ნაცნობი სათამაშო სტილი. დიახ, შეიძლება ითქვას, რომ პეპმა "ლურჯებისგან" პრემიერ ლიგაში კატალონიური კლუბის საუკეთესო ანალოგი გამოძერწა.

მესი ბარსაში კარიერას არ დაასრულებს - ლეოს წასვლის დრო და შემდეგი გუნდი დიდი ხანია ცნობილია

დავუბრუნდეთ 32 წლის უცხოპლანეტელის კონტრაქტს "ბლაუგრანასთან". El Pais-ის ინფო გამართლდა, პიკესა და ბართომეუს დასტური ამის მტკიცებულებაა. ფრანგულმა გამოცემამ უფრო ღრმადაც შეტოპა და აღმოაჩინა, რომ მესის ე.წ. თავისუფალი აგენტობა ყოველი წლის 30 ივნისს იხსნება.

მიუხედავად იმისა, რომ "კამპ ნოუ" ყოველ ზაფხულს კლუბის ისტორიაში საუკეთესო ფეხბურთელის წასვლის საშიშროების წინაშე დგას, სიმშვიდეს არავინ კარგავს. "ბარსაში" იციან, რომ ლეო გუნდს არ მიატოვებს, ბართომეუსა და ვალვერდეს დილეტანტური დამოკიდებულების მიუხედავადაც.

მესი ბარსაში კარიერას არ დაასრულებს - ლეოს წასვლის დრო და შემდეგი გუნდი დიდი ხანია ცნობილია

არგენტინელი კატალონიურ კლუბს ყველაფერს პატიობს, მათ შორის ერნესტოს დანიშნვას, ჩემპიონთა ლიგიდან სამარცხვინო გამოვარდნებსა და ნეიმარის გაშვება-ვერდაბრუნებასაც. მოკლედ, ლიონელს არასდროს უფიქრია იგივე "სიტიზე" ან რომელიმე სხვა გრანდზე, მაგრამ ერთი გუნდი მის გულში მაინც არსებობს.

"ბლაუგრანას" კაპიტანმა აღნიშნული კლუბი უკანასკნელ ოთხ წელიწადში უკვე რამდენჯერმე ახსენა. საუბარი "ნიუელს ოლდ ბოიზზეა", რომელშიც სამხრეთ ამერიკელი ღრმა ბავშვობაში თამაშობდა და დიდი ფეხბურთისთვის ემზადებოდა. თავად განსაჯეთ:

"მინდა ვითამაშო სამშობლოში, ნიუელსში, სადაც გავიზარდე - ეს ჩემი ბავშვობის ოცნებაა." - "ბარსელონას" ათიანი, 2016 წელი. "უფრო და უფრო ვრწმუნდები, რომ ბლაუგრანა ევროპაში ჩემი ერთადერთი გუნდი იქნება. კატალონიას მხოლოდ ოლდ ბოიზის გამო თუ დავტოვებ." - 2018 წელი.

მესი ბარსაში კარიერას არ დაასრულებს - ლეოს წასვლის დრო და შემდეგი გუნდი დიდი ხანია ცნობილია

აღსანიშნავია, რომ ბოლო პერიოდში 32 წლის უცხოპლანეტელი სხვაგვარად ალაპარაკდა - "არგენტინაში დაბრუნება რთული იქნება, რადგან ჩემს შვილებს ახალი ცხოვრების დაწყება მოუწევთ." - როგორც ვხედავთ, მესის როსარიოში დაბრუნებასთან ოჯახი აბრკოლებს.

ლეოს გაგება საფეხბურთო თვალსაზრისით შეიძლება, რადგან მშობლიურ მიწაზე მშვიდი სიბერის მოწყობა ხომ ყველა სპორტსმენის ოცნებაა, მაგრამ შევხედოთ ამ ყველაფერს მამისა და მეუღლის პოზიციით: ცოლი და 3 მცირეწლოვანი შვილი ევროპის ერთ-ერთი მთავარი მეგაპოლისიდან, არგენტინის არც ისე განვითარებულ ქალაქში გადადიან.

მესი ბარსაში კარიერას არ დაასრულებს - ლეოს წასვლის დრო და შემდეგი გუნდი დიდი ხანია ცნობილია

რაღაც მხრივ, ეს სიგიჟესაც ჰგავს. არსებობს სხვა ვარიანტიც - ანტონელა წავიდეს დათმობაზე და "ალბისელესტეს" ლიდერს დიდებული კარიერის დასკვნითი ეტაპი მაინც შეერგოს, თუნდაც ერთი წლით. რაც არ უნდა იყოს, ფაქტია, ლიონელის "კეთროვნებში" დაბრუნება მინიმუმ 2022 წლამდე არ მოხდება.

"ბარსელონას" კაპიტანს ხომ მსოფლიო ჩემპიონატი აქვს სათამაშო, ალბათ უკანასკნელი მის გზაზე. ეს იქნება სამხრეთ ამერიკელის მთავარი ტიტულის მოგების ბოლო შანსი და აქედან გამომდინარე, ის ფორმაში უნდა იყოს. ალბათ დაგვეთანხმებით, რომ ტონუსში ყოფნა კატალონიაში უფრო მოსახერხებელია, ვიდრე "შავ-წითლებში".

მესი ბარსაში კარიერას არ დაასრულებს - ლეოს წასვლის დრო და შემდეგი გუნდი დიდი ხანია ცნობილია

ყატარის მუნდიალის შემდეგ კი "ბლაუგრანას" ათიანი ოფიციალურად "დაბერდება". 35 წლის ასაკში სეზონში 60-მდე შეხვედრის ჩატარება ცოტა არ იყოს, რთულია. შეიძლება ითქვას, "კამპ ნოუს" პუბლიკა ნელ-ნელა ეგუება იმ ფაქტს, რომ მესის წასვლის დრო დღითიდღე ახლოვდება.

მესი ბარსაში კარიერას არ დაასრულებს - ლეოს წასვლის დრო და შემდეგი გუნდი დიდი ხანია ცნობილია

სად დაასრულებს მესი კარიერას?


ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

Nike-ი ფატის ექსკლუზიურ ბუცებს შეუკერავს

ჟურნალისტ ჟერარ რომეროს ცნობით, ანსუმანე ფატი Nike-ისგან სასიამოვნო ბონუსს მიიღებს.

დღეს, 10:41

კასილასმა მსოფლიოს საუკეთესო მეკარე დაასახელა

ლეგენდარულმა იკერ კასილასმა მსოფლიოს საუკეთესო მეკარე დაასახელა:

დღეს, 10:31

ინტერი ლუკაკუს კარგავს?!

იტალიური პრესის ცნობით, მილანის "ინტერის" ბანაკიდან სამწუხარო ამბავი გაისმა.

დღეს, 10:24

ითამაშებს თუ არა მესი? - ვალვერდეს კომენტარი

"ბარსელონას" მთავარმა მწვრთნელმა ერნესტო ვალვერდემ ლიონელ მესიზე ისაუბრა:

დღეს, 10:11

მანჩესტერ იუნაიტედმა ორი მთავარი სატრანსფერო სამიზნე ამოირჩია

მანკუნიანელებმა მთავარი სატრანსფერო სამიზნეები დაისახეს.

დღეს, 01:29

მისი უდიდებულესობა ჩემპიონთა ლიგა ასპარეზზე ბრწყინვალე მატჩებით ბრუნდება

სამთვიანი პაუზის შემდეგ, ასპარეზზე ევროპის ყველაზე პრესტიჟული ტურნირი ბრწყინვალე მატჩებით ბრუნდება.

დღეს, 01:17

დე იონგი: "რა ვისწავლე ბარსელონაში? სამ კვირაში ცხრიანში ყუმბარისებული დარტყმების შესწავლა რთულია"

„ბარსელონას“ ახალწვეულმა, ფრენკი დე იონგმა, კატალონიელთა საჩემპიონთალიგო მეტოქეებზე ისაუბრა.

დღეს, 00:54

ოფიციალურად: პსჟ-ს რეალთან სამივე ლიდერი გამოაკლდება

„პარი სენ-ჟერმენმა“ ოფიციალურად დაადასტურა, რომ გუნდი „რეალს“ ლიდერების გარეშე დაუპირისპირდება.

დღეს, 00:48

"ევროპაში საუკეთესოები ვერანაირად ვერ ვიქნებით", - კლოპმა მსოფლიოს საუკეთესო გუნდი დაასახელა

„ლივერპულის“ მთავარმა მწვრთნელმა საკუთარ გუნდის წოდება კონკურენტს მიაკუთვნა.

დღეს, 00:45

კასილასმა ისაუბრა, თუ როგორ მიმდინარეობს მისი გამოჯანმრთელების პროცესი

ლეგენდარულმა ესპანელმა გოლკიპერმა, იკერ კასილასმა, გაუზიარა პრესას, თუ როგორ მიმდინარეობს მისი გამოჯანმრთელების პერიოდი ინფარქტის შემდეგ.

დღეს, 00:41

ლიორენტე: "ძალიან გაბრაზებული ვარ და შურისძიება მინდა"

„ნაპოლის“ ახალწვეულმა, ფერნანდო ლიორენტემ, „ლივერპულზე“ ჩემპიონთა ლიგის ფინალში წაგების გამო შურისძიებას აპირებს.

დღეს, 00:39

მბაპე: "ძალიან იმედგაცრუებული ვარ"

„პარი სენ-ჟერმენის“ ფორვარდი, კილიან მბაპე, იმედგაცრუებულია იმით, რომ თავის გუნდს „რეალთან“ მატჩში ტრავმის გამო ვერ დაეხმარება.

დღეს, 00:35

კლოპმა ლივერპული შესაძლოა ძალიან უცნაური მიზეზით დატოვოს - აგენტიც ალაპარაკდა

გერმანელმა სპეციალისტმა მერსისაიდულ გუნდში მეხუთე სეზონი დაიწყო და სასტარტო 5 შეხვედრაში 15 ქულა დააგროვა.

დღეს, 00:27

ფატი კიდევ ორ რეკორდთან არის ახლოს

"ბარსელონას" ვუნდერკინდი ანსუმანე ფატი კიდევ ორ რეკორდს უახლოვდება.

გუშინ, 23:24

კოუტინიო: "ბაიერნი ბარსელონასა და ლივერპულზე მეტად ჰგავს ერთ ოჯახს"

მიუნხენის "ბაიერნის" ახალწვეულმა ფელიპე კოუტინიომ თავის გუნდზე ისაუბრა:

გუშინ, 23:09

კასილასმა ჩემპიონთა ლიგის მთავარი ფავორიტი დაასახელა

ლეგენდარულმა იკერ კასილასმა ჩემპიონთა ლიგის მოგების მთავარი ფავორიტი დაასახელა:

გუშინ, 23:00

ყოფილი ინგლისელი ფეხბურთელი: "ფირმინოს გაყიდვა მესისა და რონალდუს ფასადაც არ ღირს"

ყოფილმა ინგლისელმა ფეხბურთელმა ჯერმეინ ჯენასმა რობერტო ფირმინოზე ისაუბრა:

გუშინ, 22:47

როისმა მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელი დაასახელა

დორტმუნდის "ბორუსიას" ლიდერმა მარკო როისმა მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელი დაასახელა:

გუშინ, 22:36

ნეიმარი: "პსჟ-ს ქომაგებისთვის სათქმელი არაფერი მაქვს"

"პარი სენ-ჟერმენის" შემტევმა ნეიმარმა საინტერესო განცხადება გააკეთა:

გუშინ, 22:11

ნავასი: "რეალი უკვე წარსულშია"

"პარი სენ-ჟერმენის" ახალწვეულმა კეილორ ნავასმა საინტერესო განცხადება გააკეთა:

გუშინ, 21:59

დე ხეა: "მანჩესტერში თამაში ჩემთვის დიდი პატივია"

"მანჩესტერ იუნაიტედთან" კონტრაქტის გახანგრძლივების შემდეგ, დავიდ დე ხეამ პირველი კომენტარი გააკეთა:

გუშინ, 21:18

ანჩელოტიმ ევროპის საუკეთესო გუნდი დაასახელა

"ნაპოლის" მთავარმა მწვრთნელმა კარლო ანჩელოტიმ ევროპის საუკეთესო გუნდი დაასახელა:

გუშინ, 21:03

კლოპის აგენტი: "იურგენი კონტრაქტის გახანგრძლივებას არ ჩქარობს"

იურგენ კლოპის აგენტმა მარკ კორიცკემ თავისი კლიენტის მომავალზე ისაუბრა:

გუშინ, 20:51

ნევილი: "რაიოლა ევროპული ფეხბურთის სირცხვილია"

"მანჩესტერ იუნაიტედის" ყოფილმა ფეხბურთელმა გარი ნევილმა მინო რაიოლა მკაცრად გააკრიტიკა:

გუშინ, 20:38

ფატი ბარსელონას შესაძლოა 7 მატჩით დაემშვიდობოს

ანსუ ფატიმ შესაძლოა "ბარსელონას" უახლოესი შვიდი შეხვედრა გამოტოვოს.

გუშინ, 20:16

დე ბრუინი: "5-ქულიანი ჩამორჩენა არაფერს ნიშნავს"

"მანჩესტერ სიტის" ნახევარმცველმა კევინ დე ბრუინმა თავისი გუნდის საჩემპიონო შანსებზე ისაუბრა:

გუშინ, 20:00

სენ-პიერი: "ფერგიუსონმა სატიტულო ბრძოლა დაიმსახურა"

UFC-ის ყოფილმა მებრძოლმა ჟორჟ სენ-პიერმა ტონი ფერგიუსონზე ისაუბრა:

გუშინ, 19:49

ჰესკი: "ჯერარდმა და ლამპარდმა სამსახური კანის ფერის გამო მიიღეს"

ყოფილმა ინგლისელმა ფეხბურთელმა ემილ ჰესკიმ საკმაოდ პროვოკაციული განცხადება გააკეთა:

გუშინ, 19:38

ითამაშებს თუ არა მესი დორტმუნდთან? - ბარსას განაცხადი ცნობილია

"ბარსელონას" განაცხადი დორტმუნდის "ბორუსიასთან" შეხვედრისთვის ცნობილია.

გუშინ, 19:27

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10