Goal.Ge

მისი უდიდებულესობა ჩემპიონთა ლიგა ასპარეზზე ბრწყინვალე მატჩებით ბრუნდება


მისი უდიდებულესობა ჩემპიონთა ლიგა ასპარეზზე ბრწყინვალე მატჩებით ბრუნდება

სამთვიანი პაუზის შემდეგ, ასპარეზზე ევროპის ყველაზე პრესტიჟული ტურნირი ბრწყინვალე მატჩებით ბრუნდება.

ტრადიციულად, ჯგუფურ ეტაპზე პირველი ორი შეხვედრა ორი საათით ადრე გაიმართება, დანარჩენი ექვსი დაპირისპირება კი - მოგვიანებით. ტურნირს „ინტერი“ – „სლავიას“ და „ლიონი“ – „ზენიტის“ მატჩები გახსნის, რომლებიც თბილისის დროით 20:55 საათზე გაიმართება.

„ინტერი“ – „სლავია პრაღა“ [20:55]

პირველ მატჩში ფავორიტის დასახელება საკმაოდ მარტივია - ანტონიო კონტეს გუნდმა იტალიის ჩემპიონატში სამივე მატჩი მოიგო და ცხრილში ერთპიროვნული ლიდერია. მითუმეტეს, რომ „სლავიასთან“ მატჩი კარგი შანსია კონკურენტებთან უპირატესობის მოპოვების. იმ დროს, როდესაც „სიგნალ იდუნა პარკზე“ „დორტმუნდი“ და „ბარსელონა“ გაარკვევენ ურთიერთობას, „სან-სიროზე“ „ინტერს“ დაგეგმილი სამი ქულის აღება არ უნდა გაუჭირდეს.

„ლიონი“ – „ზენიტი“ [20:55]

ამ მატჩში კი ერთმანეთს ორი დაახლოებით თანაბარი დონის გუნდი დაუპირისპირდება და რაღაცის წინასწარ პროგნოზირება არც ისე ადვილია. მთლიანობაში, ჯგუფი, რომელშიც „ლიონი“, „ზენიტი“, „ბენფიკა“ და „ლაიპციგი“ არიან, საკმაოდ თანაბარია და შემდეგ ეტაპზე გასვლის შანსი ყველას უნდა ჰქონდეს.

„აიაქსი“ – „ლილი“ [23:00]

შარშანდელ სენსაციურ ნახევარფინალისტს ლიდერები გამოაკლდნენ, მაგრამ ძირითადი ბირთვი მაინც იგივე დარჩა. ამსტერდამელები საკუთარ მოედანზე საფრანგეთის ჩემპიონატის სენსაციას და გასული წლის მეორეადგილოსანს გამოსცდიან, რომელსაც მთავარი შემოქმედი, ნიკოლას პეპე გამოაკლდა და „არსენალში“ გადაბარგდა.

„ბენფიკა“ – „ლაიპციგი“ [23:00]

როგორც უკვე აღინიშნა, გუნდები ძალიან თანაბარ ჯგუფში იმყოფებიან, სადაც ყველა მატჩს სასიცოცხლო მნიშვნელობა ექნება. სეზონის სტარტზე გერმანული გუნდი ახალგაზრდა იულიან ნაგელსმანმა ჩაიბარა და ჯერჯერობით მატჩი არ წაუგია - მეტიც, გუნდმა ბუნდესლიგის ბოლო ტურში „ბაიერნთანაც“ კი არ წააგო. ნაგელსმანს ჩემპიონთა ლიგაზე თამაშის გამოცდილება „ჰოფენჰაიმთან“ ერთადაც ჰქონდა.

„ბენფიკა“ კი საკუთარ მოედანზე ყოველთვის დიდ ძალას წარმოადგენს და შეხვედრა მეტად დაძაბული და საინტერესო, რაც მთავარია კი უხვგოლიანი უნდა გამოდგეს.

„ჩელსი“ – „ვალენსია“ [23:00]

ჩვეულებრივ პირობებში ეს შეხვედრა დიდ ყურადღებას მიიპყრობდა - ფრენკ ლამპარდის დებიუტი ჩემპიონთა ლიგაზე მწვრთნელის რანგში, რომელშიც ის მარსელინოს მყარ და სამეფო თასის ჩემპიონ „ვალენსიას“ უნდა დაპირისპირებოდა. სამწუხაროდ, რამდენიმე დღის წინ, „ღამურების“ პრეზიდენტმა, პიტერ ლიმმა პირადი კონფლიქტის გამო ტორალი გაათავისუფლა და მთავარი მწვრთნელის პოსტი ალბერტ სელადესს ჩააბარა, რომელსაც დებიუტი „კამპ ნოუზე“ ჩააშხამდა და მისმა გუნდმა 2:5 წააგო.

ერთი სიტყვით, დაზუსტებით შეიძლება იმის თქმა, რომ ამჟამად „ვალენსიაში“ დაძაბული ვითარებაა, „არისტოკრატებს“ კი ახალგაზრდა ტემი აბრაჰამი ბრწყინვალე ფორმაში ჰყავთ და პრემიერ ლიგის ბოლო ტურში მან გრანდების გამამწარებელ „ვულვერჰემპტონს“ ჰეთ-ტრიკიც კი შეუსრულა.

„დორტმუნდი“ – „ბარსელონა“ [23:00]

დღის ორი ცენტრალური მატჩიდან ერთ-ერთს დიდებული „სიგნალ იდუნა პარკი“ უმასპინძლებს. ლუსიენ ფავრის გუნდი ტრადიციულად ბუნდესლიგის ერთ-ერთი ლიდერია, თუნდაც მიუხედავად იმისა, რომ მესამე ტურში გუნდს ახალწვეულ „იუნიონ ბერლინთან“ დაუცდა ფეხი. ბოლო შეხვედრაში „ყვითლებმა“ ლევერკუზენის „ბაიერი“ გაანადგურეს (4:0) და „ბარსელონას“ სტუმრობის წინ კარგ განწყობაზე არიან.

პრიმერა დივიზიონის ორივე გასვლით მატჩში განცდილ წარუმატებლობას „ბარსამ“ შინ დამაჯერებელი გამარჯვებით უპასუხა. განაცხადში სეზონში პირველად მოხვდა ლეო მესი, რომელიც წინასასეზონო მომზადებიდან მოყოლებული კუნთის ტრავმას ებრძოდა. თუმცა, შანსი იმისა, რომ ვალვერდე მას ეგრევე სასტარტოში დააყენებს - პრაქტიკულად ნულის ტოლია. ჯგუფური ეტაპის პირველ შეხვედრაში ლიდერის ჯანმრთელობით ასეთი გარისკვა - სისულელეა. დიდი ალბათობით, თუ არგენტინელი მზად იქნება, მატჩში მეორე ტაიმში ჩაერთვება.

„ნაპოლი“ – „ლივერპული“ [23:00]

ეს კი მეორე ცენტრალური შეხვედრა, რომელსაც სტადიონი „სან პაულო“ ზედიზედ მეორე სეზონში უმასპინძლებს. ბედის ირონიაა, რომ გასულ სეზონში „ლივერპული“ ჯგუფიდან ბოლო ტურში, სწორედ „ნაპოლის“ 1-0 დამარცხებით გაძვრა, შემდეგ კი ტიტული დამაჯერებლად მოიგო. ალბათ, „ენფილდზე“ გამართული მატჩის ბოლო წუთებზე განიავებული ბურთი არკადიუშ მილიკს კიდევ მრავალი წლის მანძილზე გაახსენდება - მას ალისონმა აჯობა. არადა, იმ გოლით, „ლივერპული“ ჯგუფში რჩებოდა, „ნაპოლი“ კი მერვედფინალში გადიოდა.

სეზონი გუნდებმა განსხვავებულად დაიწყეს - „ლივერპული“ ჯერჯერობით შეუდრეკელია და ხუთიდან ხუთი მატჩი დამაჯერებლად მოიგო. „ნაპოლიმ“ კი პირველ ორ ტურში ორჯერ 4:3 ითამაშა. „ჯენოას“ მოუგო, „იუვენტუსთან“ კი 0:3-დან დაქაჩა და მაინც 4:3 წააგო. სერია ა-ს ბოლო ტურში გუნდმა „სამპდორია“ დაამარცხა და სამი მატჩის შემდეგ 6 ქულა აქვს.

„ზალცბურგი“ – „გენკი“ [23:00]

მატჩი, რომელიც დიდი ალბათობით, გუნდების გულშემატკივრების გარდა დიდად არც არავის ყურადღებას არ იქცევს.

ავსტრიული გუნდი ბრწყინვალე ფორმაშია და 7 მატჩი აქვს მოგებული ზედიზედ, ბელგიელები კი პირიქით - არც ისე დამაჯერებელ სეზონს ატარებენ. სათქმელია ისიც, რომ ეს გუნდებს შორის ისტორიაში პირველი დაპირისპირება იქნება.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

პოჩეტინო: "ლორისს ჰარი კეინი შეცვლის"

"ტოტენჰემის" მეკარემ და კაპიტანმა უგო ლორისმა ხელი მოიტეხა და ამ წლს ვერ ითამაშებს.

დღეს, 03:14

გვარდიოლამ ლივერპულთან პრემიერ ლიგის მოგების შანსები შეაფასა

პრემიერ ლიგის მოქმედი ჩემპიონის, "მანჩესტერ სიტის" თავკაცი პეპ გვარდიოლა ჩემპიონატში მისი გუნდის შანსებს აფასებს.

დღეს, 03:11

ლამპარდი: "იანვარში ჩემი ფეხბურთელის გაშვებას არ ვაპირებ"

ლონდონის "ჩელსის" თავკაცი ფრენკ ლამპარდი აცხადებს, რომ ის იანვარში ფეხბურთელის გაშვებას არ აპირებს.

დღეს, 03:08

ვალვერდე: "მესი ტოპ ფორმაში ჯერ არ არის"

მიმდინარე სეზონში ლეო მესის თავის გამოჩენის საშუალება კარგად არ მისცემია და მიზეზი ტრავმაა.

დღეს, 03:06

ანჩელოტიმ ნაპოლიდან შესაძლო წასვლაზე კომენტარი გააკეთა

იტალიურ პრესაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ მალე კარლო ანჩელოტი "ნაპოლის" დატოვებს.

დღეს, 03:02

ირლანდია ისტორიის დაწერას შეეცდება, ინგლისი - შურისძიებას [პრევიუ]

ექვსდღიანი შესვენების შემდეგ, დღეს მსოფლიო თასი განახლდება და ტურნირის დასკვნითი ფაზა აიღებს სტარტს.

დღეს, 03:00

სიმეონემ კოშტასა და მორატას ცუდ ფორმაზე ისაუბრა

მიმდინარე სეზონში "ატლეტიკოს" ფორვარდები დიეგო კოშტა და ალვარო მორატა ცუდ ფორმაში არიან, რის გამოც დიდი კრიტიკა დაიმსახურეს.

დღეს, 03:00

დი მარიას ბრწყინვალე თამაში - პსჟ-მ ნიცა გაანადგურა [VIDEO]

საფრანგეთის ჩემპიონატში გაიმართა უხვგოლიანი დაპირისპირება "ნიცასა" და "პსჟ"-ს შორის.

დღეს, 02:35

მსოფლიო თასი: იაპონიამ სამხრეთ აფრიკასთან მატჩისთვის მხოლოდ ერთი მოთამაშე შეცვალა

იაპონიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ჯეიმი ჯოზეფმა მსოფლიო თასის მეოთხედფინალური მატჩისთვის სამხრეთ აფრიკის წინააღმდეგ, შემადგენლობაში მხოლოდ ერთი ცვლილება განახორციელა.

დღეს, 01:52

საოცარი გაბარიტების 18 წლის ბურჯი სამხრეთ აფრიკიდან [VIDEO]

სამხრეთ აფრიკის სარაგბო სკოლაში საოცარი გაბარიტების ბურჯი გამოჩნდა.

დღეს, 01:50

გიორგი ნემსაძე მცირე ხნით რუსეთის ჩემპიონატში ითამაშებს

საქართველოს ნაკრების აწ ყოფილი მორაგბე გიორგი ნემსაძე, რომელმაც "ბორჯღალოსნების" რიგებში უკანასკნელი მატჩი 11 ოქტომბერს, ავსტრალიის წინააღმდეგ ჩაატარა, მცირე ხნით რუსეთის ჩემპიონატში ითამაშებს.

დღეს, 01:49

ზურაბ ჟვანია პრემიერშიპის ახალ სეზონს ძირითად შემადგენლობაში იწყებს

პარასკევს პრემიერშიპის 2019/2020 წლების სეზონი დაიწყო.

დღეს, 01:42

მესი: "ბარსაში არიან ადამიანები, რომლებსაც ნეიმარის დაბრუნება არ სურთ"

"ბარსელონას" კაპიტანმა, ლიონელ მესიმ გუნდში "პსჟ"-ს თავდამსხმელ ნეიმარის შესაძლო დაბრუნებაზე ისაუბრა.

გუშინ, 23:55

მაქსი ლოპესი: "მადლობა იკარდის იმის გამო, რომ ცოლი წამართვა"

"კროტონეს" თავდამსხმელმა, მაქსი ლოპესმა მორიგი საკმაოდ სკანდალური განცხადება გააკეთა.

გუშინ, 23:50

არგენტინაში საპასუხო ვიზიტს ითხოვენ - კლასიკო ბუენოს-აირესში ჩატარდება?

ლა ლიგის მე-10 ტურის ეგიდით გასამართი კლასიკო კატალონიის ქუჩებში არსებული საპროტესტო აქციების გამო გადაიდო.

გუშინ, 23:45

რუსებმა მსოფლიო თასის განსხვავებული სიმბოლური შეადგინეს და ქართველები ამოშალეს

რუსებმა "მსოფლიო რაგბის" მიერ შედგენილი სიმბოლური შეცვალეს

გუშინ, 23:41

გვარდიოლამ ავარიის შემდეგ აგუეროს მდგობარეობაზე ისაუბრა

"სიტის" მთავარმა მწვრთნელმა, პეპ გვარდიოლამ თავდამსხმელ სერხიო აგუეროს მდგომარეობაზე ისაუბრა.

გუშინ, 23:40

რეალის ვუნდერკინდი: "ფეხბურთში ჩემი კუმირი ყოველთვის მესი იყო"

"მალიორკას" ნახევარმცველმა, ტაკეფუსა კუბომ "ბარსელონას" თავდამსხმელ ლიონელ მესის თავისი კუმირი უწოდა.

გუშინ, 23:35

ოფიციალურად: მატიპის მომავალი გარკვეულია

"ლივერპულის" ოფიციალური საიტის ცნობით, ცენტრალური მცველის, ჟოელ მატიპის მომავალი გადაწყდა.

გუშინ, 22:30

ლივერპული მანჩესტერ იუნაიტედთან მატჩს უდიდესი დანაკლისით ხვდება?

მოგეხსენებათ, "ლივერპული" "მანჩესტერ იუნაიტედს" პრემიერ ლიგის მე-9 ტურის ეგიდით დაუპირისპირდება.

გუშინ, 22:21

რონალდუ ჩემპიონთა ლიგის აბსოლუტურ რეკორდს უახლოვდება

"იუვენტუსის" თავდამსხმელი, კრიშტიანუ რონალდუ მორიგ საკმაოდ ხმაურიან რეკორდს უახლოვდება.

გუშინ, 22:13

კვლავ გაურკვევლობა - როდის სურს ლა ლიგას ელ კლასიკოს ჩატარება?

მოგეხსენებათ, "ბარსელონასა" და "რეალს" შორის 26 ოქტომბერს გასამართი დაპირისპირება გადაიდო.

გუშინ, 22:05

ლამპარდი: "კარგია, რომ ჩემ დროს სოცქსელები ასეთი განვითარებული არ იყო"

"ჩელსის" მთავარმა მწვრთნელმა, ფრენკ ლამპარდმა საკმაოდ საინტერესო განცხადება გააკეთა.

გუშინ, 21:59

პირველი ფეხბურთელი, რომელიც ზაფხულში ლივერპულს დატოვებს

უკვე ცნობილია ის პირველი ფეხბურთელი, რომელიც ზაფხულში "ლივერპულის" რიგებს დატოვებს.

გუშინ, 21:29

სოლსკიაერი დუბაიში პოგბასა და ზიდანის შეხვედრას ეხმაურება

მოგეხსენებათ, დღეს დაიწერა, რომ პოლ პოგბა და ზინედინ ზიდანი დუბაიში ერთმანეთს შეხვდნენ.

გუშინ, 21:20

"ახალ გამოწვევებს ველოდები", - კლუბი, რომლის გაწვრთნაც ეტო'ოს სურს

ყოფილ კამერუნელ ფეხბურთელს, სამუელ ეტო'ოს სურს, რომ მომავალში მწვრთნელი გახდეს.

გუშინ, 21:12

"რატომაც არა?", - იგუაინის ნაპოლიში დაბრუნება გამორიცხული არ არის

"ნაპოლის" პრეზიდენტი, აურელიო დე ლაურენტისი საკმაოდ საინტერესო განცხადებას აკეთებს.

გუშინ, 21:04

ერიქსენი იანვარში ტოტენჰემს დატოვებს? - პოჩეტინოს პოზიცია ცნობილია

აქამდე არსებული ინფორმაციით, არ არის გამორიცხული, ზამთარში კრისტიან ერიქსენმა "ტოტენჰემი" დატოვოს.

გუშინ, 20:58

ლამპარდი: "კრიტიკა მოურინიოს მხრიდან? მასთან კარგი ურთიერთობა მაქვს"

"ჩელსის" მთავარმა მწვრთნელმა, ფრენკ ლამპარდმა განაცხადა, რომ ჟოზე მოურინიოსთან კავშირს ინარჩუნებს.

გუშინ, 20:29

სოლსკიაერი: "იანვარში ერთი ან ორი ფეხბურთელის დამატებას ვაპირებთ"

"მანჩესტერის" მწვრთნელმა, ოლე გუნარ სოლსკიაერმა ზამთრისთვის კლუბის სატრანსფერო გეგმებზე ისაუბრა.

გუშინ, 20:21

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10