ბარსას ვუნდერკინდი, რომელიც რეალმა ხელიდან გაუშვა - ფატი: ახალი მესი თუ კრკიჩი?


ბარსას ვუნდერკინდი, რომელიც რეალმა ხელიდან გაუშვა - ფატი: ახალი მესი თუ კრკიჩი?

"ბარსელონას" გულშემატკივრები სეზონის დაწყების წინ მესი-სუარესი-გრიზმანის მაგიური ტრიოს მოლოდინში იყვნენ, მაგრამ სამეულის პერფომანსი გადაიდო. ლეო და ლუისი დაიმტვრნენ, მათთან ერთად დემბელეც, ნეიმარი კი "პსჟ"-ში დარჩა. მოკლედ, კატალონიელთა მდიდარი შეტევა ბანქოს სახლივით დაინგრა.

"ბლაუგრანას" რთულ პერიოდში გუნდის ძირითადში შემოიჭრა ყველასთვის უცნობი პერსონაჟი, რომელსაც "კამპ ნოუზე" მხოლოდ 4-5 წლის შემდეგ ელოდნენ. 16 წლის ანსუ ფატი, რომელიც ლეგენდარული არგენტინელის მემკვიდრედ უკვე ახლა ითვლება.

ბარსას ვუნდერკინდი, რომელიც რეალმა ხელიდან გაუშვა - ფატი: ახალი მესი თუ კრკიჩი?

ამის საფუძველი ნამდვილად არსებობს, რადგან ლიონელის შემდეგ, მოზარდი-სენსაცია "ბარსელონას" არ ჰყოლია, ბოიან კრკიჩს თუ არ ჩავთვლით. წარმოშობით გვინეელმა თინეიჯერმა ერნესტო ვალვერდეს გუნდში უკვე ორი გოლის გატანა მოასწრო. უკეთ გავიცნოთ კატალონიელთა ახალი სახე.

აფრიკელს ფეხბურთელობა შეიძლება ითქვას, რომ გენეტიკურად გადაეცა. მისი მამა, ბორი, თავის დროზე მშობლიურ "ბენფიკა-დე-ბისაუში" თამაშობდა, შემდეგ კი ფულის საშოვნელად პორტუგალიასა და ესპანეთში წავიდა.

ბარსას ვუნდერკინდი, რომელიც რეალმა ხელიდან გაუშვა - ფატი: ახალი მესი თუ კრკიჩი?

ფატი-უფროსის ოჯახი გაჭირვებას ებრძოდა, მაგრამ 2008 წელს გვინეელების რთული პერიოდი დასრულდა - ოჯახის უფროსმა მძღოლად დაიწყო მუშაობა მარინალედის მერთან, ხუან მანუელ სანჩეს გორდილიოსთან. ანსუ კი პარალელურად ადგილობრივ "ერერაში" ვარჯიშობდა.

"ბარსელონას" მომავალი ვარსკვლავის თამაშმა მთელი ესპანეთი აალაპარაკა, ეს ხუმრობა არ არის. აფრიკელი იყო რვა წლის, როდესაც მასთან მოვიდნენ კატალონიური კლუბის, "რეალისა" და "სევილიას" სკაუტები. ფატი მოხვდა ანდალუსიაში, მაგრამ უკვე ორი წლის შემდეგ, ის "ლა მასიაში" აღმოჩნდა.

ბარსას ვუნდერკინდი, რომელიც რეალმა ხელიდან გაუშვა - ფატი: ახალი მესი თუ კრკიჩი?

ცნობისთვის, მადრიდი "კამპ ნოუს" მკვიდრებზე სარფიანი წინადადებით წარსდგა, მაგრამ "ბარსელონას" აკადემიას ვალდებებასზე ჰქონდა ერთი უპირატესობა - კამპუსი, ანუ საერთო საცხოვრებელი. გვინეელის მშობლების თქმით, ისინი უფრო მშვიდად იქნებოდნენ, თუ მათი შვილი უფროსების მეთვალყურეობის ქვეშ იქნებოდა.

ანსუმანე ახალ გარემოს მალევე შეეწყო - 56 გოლი და რამდენიმე ინდივიდუალური ჯილდო სხვადასხვა საბავშვო ტურნირებზე. აღსანიშნავია, რომ 2015 წელს "ბლაუგრანას" შემტევმა წვივის დიდი და პატარა ძვლის მძიმე ტრავმა მიიღო და მოედანს ჩამოშორდა.

ბარსას ვუნდერკინდი, რომელიც რეალმა ხელიდან გაუშვა - ფატი: ახალი მესი თუ კრკიჩი?

აფრიკელი არ გამტყდარა, ის დაბრუნდა, თითქოს დაზიანება არც ყოფილიყო. ფატი-უფროსმა კი მძღოლობას თავი დაანება და შვილის აგენტობას მოჰკიდა ხელი. გვინეელმა გასული სეზონი თავის ასაკობრივ დივიზიონში საუკეთესო ბომბარდირის სტატუსით დაასრულა.

ცნობისთვის, ანსუმანეს უმცროსი ძმა მესის შვილთან ერთად ვარჯიშობს. შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ 10-12 წელიწადში "კამპ ნოუზე" ძალიან საინტერესო დუეტი გამოჩნდება. რაც შეეხება ლეოსა და "ბარსას" ახალ ვარსკვლავს, ისინი ერთად თამაშისთვის ემზადებიან.

ბარსას ვუნდერკინდი, რომელიც რეალმა ხელიდან გაუშვა - ფატი: ახალი მესი თუ კრკიჩი?

არაა გამორიცხული, რომ საფეხბურთო სამყარომ არგენტინელი და აფრიკელი ერთად, დღესვე იხილოს. დორმტუნდის "ბორუსიას" წინააღმდეგ შეხვედრისთვის კატალონიელთა განაცხადში ორივე მათგანია. ლიონელი სეზონის პირველი პერფომანსისთვის ემზადება, 16 წლის ვუნდერკინდი კი მორიგი ისტორიული მიღწევისთვის.

"შავ-ყვითლების" კარში გოლის გატანის შემთხვევაში, ფატი გახდება ყველაზე ახალგაზრდა მეგოლე ჩემპიონთა ლიგის ისტორიაში. ერთი სიტყვით, გვინეელმა თავისი გზა ხმაურიანად დაიწყო. ოპტიმისტები ანსუში "ბლაუგრანას" კაპიტნის შემცვლელს ხედავენ, სკეპტიკოსები კი ახალ კრკიჩს. დაველოდოთ საბოლოო შედეგს.

ბარსას ვუნდერკინდი, რომელიც რეალმა ხელიდან გაუშვა - ფატი: ახალი მესი თუ კრკიჩი?

რას ფიქრობთ ფატიზე?


ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

რეალი ზამთარში ფეხბურთელებს არ იყიდის, მიზეზი - მბაპე

გავრცელებული ინფორმაციით, "რეალის" ხელმძღვანელობა ზამთარში ტრანსფერებს არ განახორციელებს.

გუშინ, 23:49

მოურინიოს რეალში დაბრუნება? - რამოსის პოზიცია ცნობილია

აქამდე არსებული ცნობით, არ არის გამორიცხული, ჟოზე მოურინიო "რეალში" დაბრუნდეს.

გუშინ, 23:31

"გთხოვთ გამიგოთ, მინდოდა ჩემი ბედნიერება ესპანეთში მეპოვნა", - ნეიმარის აღიარება

"პსჟ"-ს თავდამსხმელმა, ნეიმარმა გულშემატკივრებთან ურთიერთობა მამაკაცისა და ქალის ურთიერთობას შეადარა.

გუშინ, 23:25

ზიდანი საკუთარ მომავალზე განცხადებას აკეთებს

"რეალის" მთავარი მწვრთნელი, ზინედინ ზიდანი კლუბიდან შესაძლო გათავისუფლებას ეხმაურება.

გუშინ, 23:14

რამოსი ზიდანის შესაძლო გათავისუფლებას ეხმაურება

"რეალის" მცველმა, სერხიო რამოსმა ზინედინ ზიდანის შესაძლო გათავისუფლებაზე ფეხბურთელთა პოზიციაზე ისაუბრა.

გუშინ, 22:58

ოქროს ბურთის მოგების 20 პრეტენდენტი ცნობილია

გამოცემა France Football-მა 2019 წლის "ოქროს ბურთის" მოგების პირველი 15 პრეტენდენტი დაასახელა.

გუშინ, 21:56

მოჯიმ დაასახელა მწვრთნელი, რომელიც მანჩესტერს მწვერვალზე დააბრუნებს

"იუვენტუსის" ყოფილმა გენერალურმა დირექტორმა, ლუჩანო მოჯიმ საინტერესო განცხადება გააკეთა.

გუშინ, 21:48

კვლავ დაგვიანება - დორტმუნდში სანჩოს განაჩენი გამოუტანეს

"დორტმუნდის" ხელმძღვანელობამ ინგლისელი თავდამსხმელი, ჯეიდონ სანჩო დასაჯა.

გუშინ, 21:43

რონალდუ: "ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ოქროს ბურთი არ არის"

"იუვენტუსის" ფორვარდმა, კრიშტიანუ რონალდუმ ჩემპიონთა ლიგაზე "ლოკომოტივთან" მატჩის წინ განცხადება გააკეთა.

გუშინ, 21:37

იუვენტუსის ახალი სამიზნე - საინტერესო ტრანსფერის მოლოდინში

ავტორიტეტული ესპანური გამოცემა MARCA საკმაოდ საინტერესო ინფორმაციას ავრცელებს.

გუშინ, 21:32

რონალდუ: "აი, რა მაძლევს ვარჯიშისა და მოედანზე გასვლის მოტივაციას"

"იუვენტუსის" თავდამსხმელმა, კრიშტიანუ რონალდუმ საკმაოდ საინტერესო განცხადება გააკეთა.

გუშინ, 20:54

მერტენსს სერიოზული მსურველი ჰყავს - ბელგიელი ნაპოლიდან წავა?

"ნაპოლის" თავდამსხმელმა, დრის მერტენსმა კარიერა შესაძლოა სხვა კლუბში გააგრძელოს.

გუშინ, 20:49

პსჟ მზადაა ერიქსენის გამო ორი ფეხბურთელი გაყიდოს

"პსჟ" "ტოტენჰემის" ნახევარმცველ კრისტიან ერიქსენისადმი იჩენენ ინტერესს, წერს გავლენიანი გამოცემა AS.

გუშინ, 20:45

მილანი დონარუმას იანვარშივე გაყიდის? - სერიოზული მსურველი გამოჩნდა

ფინანსური პრობლემების გამო, "მილანი" შესაძლოა გოლკიპერ ჯანლუიჯი დონარუმას გაყიდვას დათანხმდეს.

გუშინ, 20:40

ბაიერნში ტრანსფერი ახლოვდება - გვარდიოლამ სანეს შემცვლელი იპოვნა

მოგეხსენებათ, არ არის გამორიცხული, "სიტის" შემტევი, ლეროი სანე "ბაიერნში" გადავიდეს.

გუშინ, 20:32

ევროპული გრანდი, რომელსაც რაიოლამ იბრაჰიმოვიჩი შესთავაზა

არ არის გამორიცხული, "ლოს ანჯელეს გელექსის" ფორვარდი, ზლატან იბრაჰიმოვიჩი ევროპაში დაბრუნდეს.

გუშინ, 19:54

სოლსკიაერმა მორიგი სასურველი ფეხბურთელი შეარჩია

"მანჩესტერ იუნაიტედის" მთავარი მწვრთნელი, ოლე გუნარ სოლსკიაერი შემადგენლობის გაძლიერებაზე ფიქრობს.

გუშინ, 19:49

ზღაპრული შეთავაზება სტერლინგს, დეტალები ცნობილია

"სიტი" მზადაა შემტევი, რაჰიმ სტერლინგი ინგლისის ჩემპიონატის ყველაზე მაღალანაზღაურებად ფეხბურთელად აქციოს.

გუშინ, 19:45

მოლაპარაკებები გაიმართა - ზიდანის შემცვლელი შერჩეულია

როგორც იწერება, "რეალის" მთავარი მწვრთნელი, ზინედინ ზიდანი გათავისუფლების პირასაა.

გუშინ, 19:40

სკანდალი ინგლისში - რატომ გაათავისუფლა კლუბმა მწვრთნელი?

ინგლისურმა კლუბმა გუნდის მთავარი მწვრთნელი სკანდალური მიზეზის გამო გაათავისუფლა.

გუშინ, 19:35

ჩელსიმ ჟირუს თაობაზე საბოლოო გადაწყვეტილება მიიღო

ლონდონის "ჩელსიმ" ოლივიე ჟირუს თაობაზე საბოლოო გადაწყვეტილება მიიღო.

გუშინ, 17:20

შირერი: "რეშფორდს ერთი პრობლემა აქვს - ის საშუალო დონის გუნდში თამაშობს"

ყოფილმა ინგლისელმა თავდამსხმელმა, ალან შირერმა, მარკუს რეშფორდზე ისაუბრა:

გუშინ, 17:15

ეროვნული ლიგა - სექტემბრის თვის საუკეთესო ფეხბურთელი და გოლი

ყოველი თვის ბოლოს, GOAL.GE ეროვნული ლიგის საუკეთესო ფეხბურთელსა და გოლს ასახელებს.

გუშინ, 17:12

კუმანი ბარსელონაში - შესაძლო გარიგების ახალი დეტალები

როგორც მოგეხსენებათ, Mundo Deportivo-მ "ბარსელონას" რონალდ კუმანის სახელი დუაკავშირა.

გუშინ, 17:01

მსოფლიო რაგბიმ სამხრეთ აფრიკელი მსაჯის წინააღმდეგ გამოძიება დაიწყო

მსოფლიო თასის მეოთხედფინალურ დაპირისპირებაში უელსმა საფრანგეთს დიდი გაჭირვებით 20:19 აჯობა და ნახევარფინალში გავიდა.

გუშინ, 16:57

ლაუტარო ბარსელონაში? ინტერის პოზიცია ცნობილია

Tuttosport-ის ცნობით, ლაუტარო მარტინესის მომავალი საბოლოოდ გაირკვა.

გუშინ, 16:51

როგორ გამოიყურება მსოფლიო რეიტინგი ნახევარფინალური მატჩების წინ?

მსოფლიო თასის მეოთხედფინალური მატჩების შემდეგ, "მსოფლიო რაგბის" რეიტინგის მოწინავე ათეულში ცვლილებები განხორციელდა.

გუშინ, 16:43

კუადრადოსთვის პრემიერ ლიგის ორი გრანდი იბრძვის

Daily Mail-ის ცნობით, ხუან კუადრადოსთვის პრემიერ ლიგის ორი გრანდი იბრძვის.

გუშინ, 16:38

პიანიჩმა დაასახელა ფეხბურთელი, რომელიც მისი აზრით, იუვეს ლიდერია

ტურინის "იუვენტუსის" ცენტრალურმა ნახევარმცველმა, მირალემ პიანიჩმა დაასახელა მოთამაშე, რომელიც მისი აზრით, გუნდის ლიდერია:

გუშინ, 16:28

უოსპსმა და ზურაბ ჟვანიამ მარცხით დაიწყეს, ქართველს ნაყოფიერი შეხვედრა ჰქონდა

პრემიერშიპის პირველ ტურში "უოსპსი" "რიკო არენაზე" ელიტაში დაბრუნებულ "ლონდონ აირიშს" დაუბრუნდა და დაძაბულ ბრძოლაში 26:29 დამარცხდა.

გუშინ, 16:23

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10