Goal.Ge

სამეფოს დაცემა - რეალის კრახის მიზეზები


სამეფოს დაცემა - რეალის კრახის მიზეზები

"პარი სენ-ჟერმენთან" განადგურების შემდეგ, ზინედინ ზიდანმა თავისი შეგირდები მკაცრად გაკიცხა. ფრანგს არ მოეწონა "რეალის" ფეხბურთელების ინერტულობა, ორთაბრძოლების წაგება და კრეატივის დეფიციტი. ზიზუ ვერ ხვდება ერთ რამეს: ეს ყველაფერი თავად მისი დანაშაულია.

მადრიდის მთავარმა მწვრთნელმა "პსჟ"-სთან შეხვედრისთვის ზედმეტად შემტევი ტაქტიკა აირჩია. თავად განსაჯეთ - ბეილი, ბენზემა, აზარი და ხამესი ერთად. ლა ლიგაში, პირობით "გრანადასთან" ეს შეიძლება, ჩემპიონთა ლიგაზე კი თავად ზიდანის თქმით, ტურნირის ერთ-ერთ ფავორიტთან, არა.

სამეფოს დაცემა - რეალის კრახის მიზეზები

მსგავსი სქემა ეფექტურია ავტობუსების წინააღმდეგ, მაგრამ ფატალურია ზომიერად შემტევი მეტოქის პირისპირ. პარიზი სწორედ ასეთ კატეგორიას მიეკუთვნება. დიახ, კრეატიული წინახაზელების ნაკლებობას არც ხოსეპ გვარდიოლა უჩივის ხოლმე, მაგრამ "სიტიში" მოქმედებს ერთი წესი: შრომობს ყველა, როგორც დაცვაში, ისე თავდამსხმაშიც.

ამის გარდა, მანჩესტერელებმა სრულყოფილად აითვისეს პრესინგის ხელოვნება, რასაც ვერ ვიტყვით "სამეფო კლუბზე". "პარი სენ-ჟერმენთან" შეხვედრაში იქმნებოდა ისეთი შთაბეჭდილება, თითქოს "ბლანკოსის" შემტევები მოედანზე ინსტრუქციის გარეშე იყვნენ გასულები.

სამეფოს დაცემა - რეალის კრახის მიზეზები

უხეშად რომ ვთქვათ, "თეთრებს" თავისი მარკო ვერატი სჭირდებოდათ. უცნაურია ამის თქმა გუნდზე, რომელსაც ჰყავს ლუკა მოდრიჩი, მაგრამ ხორვატი ტრავმირებულია, ხამესი კი მისი შემცვლელი არ არის. საინტერესო ფაქტი: "გალაქტიკომ" მეტოქის ნახევარზე პირველ ტაიმში ბურთის მონადირება ერთხელაც ვერ შეძლო.

ზიდანის გუნდი აღმოჩნდა ორ უკიდურესობას შორის - შეტევა და დაცვა, ბალანსი მათ შორის არ არსებობდა. კროოსმა და როდრიგესმა ეს ორი ელემენტი ერთმანეთს ვერ დააკავშირეს, ბეილმა და აზარმა კი უკან დახევით თავი არ შეიწუხეს.

სამეფოს დაცემა - რეალის კრახის მიზეზები

ბელგიელის სიზარმაცეზე წლების წინ ჯერ კიდევ ჟოზე მოურინიო სიგნალიზირებდა, შედეგად, "ჩელსი" წავიდა დათმობაზე და ედენს მოედანზე სრული თავისუფლება მიენიჭა. რაც შეეხება უელსელს, ერთ-ერთი მიზეზი, რის გამოც ზიზუმ მისი ათვალწუნება სცადა იყო არასაკმარისი შრომა.

როგორც ვხედავთ, "სანტიაგო ბერნაბეუზე" არაფერი შეცვლილა. საინტერესოა, ფრანგი მწვრთნელის დაბრუნების შემდეგ, მერამდენედ გაიმეორეს "რეალის" ქომაგებმა ეს ფრაზა? მადრიდის შუახაზის ინერტულობა იმდენად თვალშისაცემი იყო, რომ ცენტრში თავისუფლად "პსჟ"-ს ფლანგელებიც კი გადაადგილდებოდნენ.

სამეფოს დაცემა - რეალის კრახის მიზეზები

ხშირად ვხედავდით, თუ როგორ ეხმარებოდნენ გუიეს დი მარია, სარაბია და იკარდიც კი. "სამეფო კლუბმა" შეხვედრა კარში დარტყმის გარეშე ჩაამთავრდა და ეს ფაქტი ყველაზე ნათლად ასახავს "ბლანკოსის" ქმედუუნარობას. ამის გარდა, "თეთრებმა" მეტოქის ნახევარზე დროის მხოლოდ 21% პროცენტი გაატარეს.

ვისზე ვსაუბრობთ, "გალაქტიკოსებზე" თუ "ცრვენა ზვეზდაზე"? ბელგრადელების საწინააღმდეგო არაფერი გვაქვს, უბრალოდ ზიდანის გუნდი როგორც ჩემპიონთა ლიგის აუტსაიდერი, ისე გამოიყურებოდა. რა იქნება მომავალში, თანაბარი ბრძოლა "გალათასარაისა" და "ბრიუგესთან"? პასუხს შემოდგომის ბოლომდე გავიგებთ.

სამეფოს დაცემა - რეალის კრახის მიზეზები

ზიდანის დაბრუნება შეცდომა იყო?


ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ალეგრი: "იმდენი ინგლისური არ ვიცი, რომ მანჩესტერში სამუშაოდ მივიდე"

ტურინის "იუვენტუსის" ყოფილ თავკაცს მასიმილიანო ალეგრის "მანჩესტერ იუნაიტედში" შესაძლო მისვლაზე ჰკითხეს.

დღეს, 03:03

ჩხუბიდან 4 დღეში ამერიკელი ბოქსიორი გარდაიცვალა

ცოტა ხნის წინ გავრცელებული ინფორმაციით, ამერიკელი ბოქსიორი პატრიკ დეი გარდაიცვალა.

დღეს, 02:47

დავიდ ლუიზი: "საუკეთესო ფეხბურთელი ვისთან ერთადაც მითამაშია?"

ბრაზილიელმა ფეხბურთელმა დავიდ ლუიზმა დაასახელა საუკეთესო ფეხბურთელი, ვისთან ერთადაც უთამაშია.

დღეს, 02:04

რაგბის ტოპ 6 ყველაზე მაღალანაზღაურებადი მწვრთნელი

საინტერესო სტატია გამოაქვეყნა ბრიტანულმა გამოცემა ruck.co.uk-მა, რომელშიც საუბარია თანამედროვე მსოფლიო რაგბიში ყველაზე მაღალანაზღაურებად 6 მწვრთნელზე.

დღეს, 02:04

ჯონი სექსტონი: "ირლანდია მზად არის "ოლ ბლექსთან" სათამაშოდ"

ირლანდიის ნაკრების მგეზავის ჯონი სექსტონის განცხადებით ირლანდია მზად არის შაბათს ტოკიოში "ოლ ბლექსთან" სათამაშოდ.

დღეს, 02:02

ბარსელონამ სანაკრებო პაუზა კარგად გამოიყენა

როგორც ჩანს, კატალონიის "ბარსელონამ" ეს 2-კვირიანი სანაკრებო პაუზა კარგად გამოიყენა.

დღეს, 02:02

რონალდუს აგენტი: "კრიშტიანო უკეთესია, ვიდრე პელე"

კრიშტიანო რონალდუს ყველასთვის ცნობილმა აგენტმა ხორხე მენდეშმა პორტუგალიელი კიდევ ერთხელ შეაქო.

დღეს, 01:59

ელ კლასიკო შესაძლოა გადაიდოს

ცენტრალური მატჩი "ბარსელონასა" და მადრიდის "რეალს" შორის, 26 ოქტომბერსაა დაგეგმილი.

დღეს, 01:53

მატამ ლივერპულთან შანსები შეაფასა: "ეს ჩვენი შანსია"

პრემიერ ლიგის ტურის ცენტრალური შეხვედრა "მანჩესტერ იუნაიტედსა" და "ლივერპულს" შორის შედგება.

დღეს, 01:47

კუნ აგუერო ავარიაში მოყვა

ბრიტანული პრესა ავრცელებს ინფორმაციას, რომ "მანჩესტერ სიტის" შემტევი კუნ აგუერო ავარიაში მოყვა.

დღეს, 01:44

ლივერპულთან მატჩში მანჩესტერს ორი ლიდერი დააკლდება

პრემიერ ლიგის მომდევნო ტურში ერთმანეთს "მანჩესტერ იუნაიტედი" და "ლივერპული" დაუპირისპირდებიან.

დღეს, 01:40

ოფიციალურად: სანჩესისთვის ეს წელი დასრულებულია

ოფიციალურად დადასტურდა, რომ ჩილელი ფეხბურთელისთვის, ალექსის სანჩესისთვის 2019 წელი დასრულებულია.

დღეს, 01:36

რივალდომ ანსუ ფატი შეაქო

ვეტერანმა ბრაზილიელმა ფეხბურთელმა რივალდომ "ბარსელონას" ტალანტზე, ანსუ ფატიზე ისაუბრა.

დღეს, 01:34

მანჩესტერის ყოფილი ფეხბურთელი მანჯუკიჩის შესაძლო ტრანსფერზე საუბრობს

ბოლო პერიოდში აქტიურად იწერება, რომ ხორვატი ფეხბურთელი მარიო მანჯუკიჩი "მანჩესტერ იუნაიტედში" გადავა.

დღეს, 01:30

საქმეში რეალიც ჩაერთო - მალენისთვის 4 გრანდი იბრძვის

"რეალი" "პსვ ეინდჰოვენის" თავდამსხმელ დონიელ მალენისთვის ბრძოლაში ჩაერთო.

გუშინ, 23:12

"იკარდის ვაპატიე", - მაქსი ლოპესის სკანდალური განცხადება

არგენტინელმა თავდამსხმელმა, მაქსი ლოპესმა განაცხადა, რომ ექს-თანაგუნდელ მაურო იკარდის აპატია.

გუშინ, 23:08

ორი ფეხბურთელი, რომელთა ხილვაც ალეგრის მანჩესტერში სურს

"იუვენტუსის" ექს-მწვრთნელი, მასიმილიანო ალეგრი "მანჩესტერ იუნაიტედის" ჩაბარებასთანაა ახლოს.

გუშინ, 22:58

უფასო ტრანსფერი? - კავანის პოტენციური ახალი კლუბი ცნობილია

არ არის გამორიცხული, მომავალ ზაფხულს თავდამსხმელმა, ედინსონ კავანიმ "პსჟ" დატოვოს.

გუშინ, 22:50

რეალში მეგა ტრანსფერი უკვე დაგეგმილია - MARCA

გავლენიანი ესპანური გამოცემა MARCA საკმაოდ ხმაურიან და საინტერესო ინფორმაციას ავრცელებს.

გუშინ, 22:46

მსოფლიო თასის ჯგუფური ეტაპის სიმბოლური გუნდი

ცნობილმა სარაგბო გამოცემამ Rugbypass-მა მსოფლიო თასის ჯგუფური ეტაპის სიმბოლური გუნდი გამოაქვეყნა.

გუშინ, 22:13

რეალი ელ კლასიკოს დიდი დანაკლისით ხვდება

ავტორიტეტული ესპანური გამოცემა MARCA საკმაოდ საინტერესო ინფორმაციას ავრცელებს.

გუშინ, 21:56

ვენგერი: "მოვიქეცი თუ არა სწორად, როცა რეალს უარი ვუთხარი?"

"არსენალის" ყოფილი მთავარი მწვრთნელი, არსენ ვენგერი საინტერესო განცხადებას აკეთებს.

გუშინ, 21:50

დიდებული ატმოსფერო იაპონიის ნაკრებში: ასე ერთობიან მწვრთნელი და კაპიტანი [VIDEO]

დღეს სოციალურ ქსელებში სახალისო ვიდეო გავრცელდა, რომელშიც ჩანს, თუ როგორ ერთობიან იაპონიის ნაკრების მთავარი მწვრთნელი ჯეიმი ჯოზეფი და კაპიტანი შოტა ჰორიე.

გუშინ, 21:50

კრაისტჩერჩში მომხდარმა ტერაქტმა კრუსეიდერსის ლოგო შეიწირა

ახალზელანდიურ გრანდს და მთლიანად სამხრეთ ჰემისფეროს ყველაზე წარმატებულ გუნდს, "კრუსეიდერსს" ახალი ლოგო ექნება.

გუშინ, 21:49

პსჟ-სა და ბენ არფას შორის სასამართლო დავა გრძელდება

"პსჟ"-ს ექს-ნახევარმცველი, ჰატემ ბენ არფა ყოფილ კლუბთან სასამართლო დავას აგრძელებს.

გუშინ, 21:30

ბარსელონას ახალი სამიზნე - საინტერესო ტრანსფერის მოლოდინში

აღნიშნულ ინფორმაციას ავტორიტეტული ესპანური გამოცემა El Mundo Deportivo ავრცელებს.

გუშინ, 21:24

"ამას თუ გააკეთებს, სულელი იქნება", - რედნაპის რჩევა პოჩეტინოს

"ტოტენჰემის" ექს-მწვრთნელმა, ჰარი რედნაპმა "დეზების" ამჟამინდელ თავკაცს, მაურისიო პოჩეტინოს რჩევა მისცა.

გუშინ, 21:20

ურუგვაელი მორაგბეები იაპონიას და მსოფლიო თასს ჩხუბით დაემშვიდობნენ

ურუგვაის ნაკრებმა მსოფლიო თასზე გამოსვლა 13 ოქტომბერს დაასრულა.

გუშინ, 21:12

ისრაელის რეკორდი მსოფლიო რაგბიში

როდესაც მკითხველი სათაურს წაიკითხავს, ალბათ უმეტესობას კითხვა გაუჩნდება, სად რაგბი და სად ისრაელიო?

გუშინ, 20:46

"ეს სიმართლეა", - ბარსელონა ხმაურიან ტრანსფერს ამზადებს

"ინტერის" თავდამსხმელ ლაუტარო მარტინესის აგენტმა, ალბერტო იაკემ საინტერესო განცხადება გააკეთა.

გუშინ, 20:46

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10